Facebook Twitter

საქმე №ბს-947(კს-18) 24 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „...“ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

2017 წლის 15 აგვისტოს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 20 ივლისის N14210/2/17 გადაწყვეტილება და N4271/2/17 გადაწყვეტილება საჩივრებთან დაკავშირებით საჩივრების არდაკმაყოფილების ნაწილში; ძალაში დატოვებულის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 7 თებერვლის N2767 ბრძანება და 2017 წლის 13 ივნისის N16014 ბრძანება; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ნოემბრის N13259 ბრძანება, 2017 წლის 12 აპრილის N9954 და N9951 ბრძანებები, 2016 წლის 14 დეკემბრის N36004 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 ნოემბრის N054-10 საგადასახადო მოთხოვნა და 2016 წლის 14 დეკემბრის N054-14 საგადასახადო მოთხოვნა; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 აპრილის N054-7 და N054-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები.

2018 წლის 14 თებერვალს შპს „...“ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 20 ივლისის N14210/2/17 გადაწყვეტილება და N4271/2/17 გადაწყვეტილება საჩივრებთან დაკავშირებით საჩივრების არდაკმაყოფილების ნაწილში; ძალაში დატოვებულის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 7 თებერვლის N2767 ბრძანება და 2017 წლის 13 ივნისის N16014 ბრძანება; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ნოემბრის N13259 ბრძანება, 2017 წლის 12 აპრილის N9954 და N9951 ბრძანებები, 2016 წლის 14 დეკემბრის N36004 ბრძანება; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 ნოემბრის N054-10 საგადასახადო მოთხოვნა და 2016 წლის 14 დეკემბრის N054-14 საგადასახადო მოთხოვნა; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 აპრილის N054-7 და N054-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები.

2018 წლის 19 თებერვალს შპს „...“ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ნოემბრის N31259 ბრძანების, 2017 წლის 12 აპრილის N9954 და N9951 ბრძანებების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 14 დეკემბრის N36004, 2016 წლის 10 ნოემბრის N054-10 და 2016 წლის 14 დეკემბრის N054-14 საგადასახადო მოთხოვნებისა და 2017 წლის 13 აპრილის N054-7 და N054-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნების მოქმედების შეჩერება საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს „...“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „...“. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ნოემბრის N31259 ბრძანების, 2017 წლის 12 აპრილის N9954 და N9951 ბრძანებების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 14 დეკემბრის N36004, 2016 წლის 10 ნოემბრის N054-10 და 2016 წლის 14 დეკემბრის N054-14 საგადასახადო მოთხოვნებისა და 2017 წლის 13 აპრილის N054-7 და N054-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით შპს „...“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ განჩინება არ საჩივრდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ნოემბრის N31259 ბრძანების, 2017 წლის 12 აპრილის N9954 და N9951 ბრძანებების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 14 დეკემბრის N36004, 2016 წლის 10 ნოემბრის N054-10 და 2016 წლის 14 დეკემბრის N054-14 საგადასახადო მოთხოვნებისა და 2017 წლის 13 აპრილის N054-7 და N054-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კონკრეტული ნორმის მეშვეობით პირდაპირ არ ითვალისწინებს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას, ასეთ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კერძო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის თაობაზე მითითებულია ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილში, რომლის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამ ნორმის ანალიზით ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს „...“ კერძო საჩივარი შეტანილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებაზე, რომლითაც შპს „...“ კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო განჩინებაა და იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემდგომ გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რის გამოც შპს „...“ კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად დარჩეს შპს „...“ კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე