საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე ¹315აპ-11 ქ. თბილისი
6 ივლისი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
დავით სულაქველიძე და იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
აბაშის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურატურის პროკურორ ვ. ვ-სა და განსასჯელ ნაზო კ-ას შორის.
ნ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლის I ნაწილით, იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით ჯარიმა _ 2.000 ლარი; სსკ-ის 362-ე მუხლის I ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; იმავე კოდექსის 42-ე მუხლის გამოყენებით მას დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 28.000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ნ. კ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2.000 ლარი. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 28.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ე. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24, 172-ე მუხლის I, II ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; იმავე კოდექსის 42-ე მუხლის V ნაწილის გამოყენებით მას დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 2.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24, 172-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; იმავე კოდექსის 42-ე მუხლის V ნაწილის გამოყენებით მას დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 2.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ლ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
იმავე კოდექსის 67-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ივნისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 5 წელი და განაჩენთა ერთობლიობით ლ. კ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის განაჩენით აბაშის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 172-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ე. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 172-ე მუხლის I, II ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; იმავე კოდექსის 42-ე მუხლის V ნაწილის გამოყენებით მას დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 2.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ლ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლის II ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ივნისის განაჩენითა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 სექტემბრის დადგენილებით დანიშნული და აღსრულებული 5 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 10 თვე, 27 დღე და განაჩენთა ერთობლიობით ლ. კ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლით, 4 თვით და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ გ. ხ-თვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის…25, 172-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.