#ბს-477-477(2კ-18) 19 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 18 ნოემბერს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 01.08.2016წ. #EL049325; 01.08.2016წ. #EL049328, 01.08.2016წ. #EL049330, 02.08.2016წ. #EL049354, 03.08.2016წ. #EL049409, 09.08.2016წ. #EL049664, 13.07.2016წ. #EL048742, 15.08.2016წ. #EL049882, 16.08.2016წ. #EL049937, 16.08.2016წ. #EL049939, 17.08.2016წ. #EL049963, 17.08.2016წ. #EL049964, 17.08.2016წ. #EL049967, 22.08.2016წ. #EL050139, 22.08.2016წ. #EL050141, 23.08.2016წ. #EL050179, 24.08.2016 #EL050224, 24.08.2016წ. #EL050226, 25.08.2016წ. #EL050260, 29.08.2016წ. #EL050336, 29.08.2016წ. #EL050337, 30.08.2016წ. #EL050392, 31.08.2016წ. #EL050395, 01.09.2016წ. #EL050437, 01.09.2016წ. #EL050438 და 03.08.2016წ. #EL049394 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 01.08.2016წ. #EL69502/2, 01.08.2016წ. #EL69502/3, 01.08.2016წ. #EL69502/4, 02.08.2016წ. #EL69502/5, 03.08.2016წ. #EL69502/7, 09.08.2016წ. #EL69502/10, 13.07.2016წ. #EL69604/8, 15.08.2016წ. #EL69502/11, 16.08.2016წ. #EL69502/12, 16.08.2016წ. #EL69502/13, 17.08.2016წ. #EL69502/14, 17.08.2016წ. #EL69502/15, 17.08.2016წ. #EL69502/16, 22.08.2016წ. #EL69502/17, 22.08.2016წ. #EL69502/18, 23.08.2016წ. #EL69502/19, 24.08.2016წ. #EL69502/20, 24.08.2016წ. #EL69502/21, 25.08.2016წ. #EL69502/22, 29.08.2016წ. #EL69502/23, 29.08.2016წ. #EL69502/24, 30.08.2016წ. #EL69502/25, 31.08.2016წ. #EL69502/26, 01.09. 2016წ. #EL69502/27, 01.09.2016წ. #EL69502/28 და 03.08.2016წ. #EL69502/6 საგადასახადო მოთხოვნების, შპს „…“ საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 05/08/2016წ. #22573, 15/09/2016წ. #26403, 16/09/2016წ. #26548, 15/09/2016წ. #26416, 16/09/2016წ. #26503, 16/09/2016წ. #26501, 16/09/2016წ. #26550, 16/09/2016წ. #26553, 16/09/2016წ. #26502, 16/09/2016წ. #26504, 16/09/2016წ. #26506, 16/09/2016წ. #26511, 16/09/2016წ. #26509, 16/09/2016წ. #26510, 16/09/2016წ. #26507, 16/09/2016წ. #26508, 16/09/2016წ. #26505, 03/10/2016წ. #27665, 16/09/2016წ. #26512, 03/10/2016წ. #27668, 03/10/2016წ. #27629, 03/10/2016წ. #27672, 03/10/2016წ. #27661, 03/10/2016წ. #27631, 03/10/2016წ. #27616, 03/10/2016წ. #27628 ბრძანებებისა და შპს „…“ საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.10.2016წ. #13456/2/16, 28.10.2016წ. #13467/2/16, 28.10.2016წ. #13458/2/16, 28.10.2016წ. #13167/2/16, 28.10.2016წ. #13502/2/16, 28.10.2016წ. #13454/2/16, 28.10.2016წ. #13507/2/16, 28.10.2016წ. #13508/2/16, 28.10.2016წ. #13466/2/16, 28.10.2016წ. #13460/2/16, 28.10.2016წ. #13457/2/16, 28.10.2016წ. #13453/2/16, 28.10.2016წ. #13455/2/16, 28.10.2016წ. #13461/2/16, 28.10.2016წ. #13462/2/16, 28.10.2016წ. #13464/2/16, 28.10.2016წ. #13506/2/16, 28.10.2016წ. #13505/2/16, 28.10.2016წ. #133504/2/16, 28.10.2016წ. #13469/2/16, 28.10.2016წ. #13468/2/16, 28.10.2016წ. #13503/2/16, 28.10.2016წ. #13465/2/16, 28.10.2016წ. #13463/2/16, 28.10.2016წ. #13470/2/16 და 28.10.2016წ. #13459/2/16 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ჯ…“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 01.08.2016წ. #EL049325; 01.08.2016წ. #EL049328, 01.08.2016წ. #EL049330, 02.08.2016წ. #EL049354, 03.08.2016წ. #EL049409, 09.08.2016წ. #EL049664, 13.07.2016წ. #EL048742, 15.08.2016წ. #EL049882, 16.08.2016წ. #EL049937, 16.08.2016წ. #EL049939, 17.08.2016წ. #EL049963, 17.08.2016წ. #EL049964, 17.08.2016წ. #EL049967, 22.08.2016წ. #EL050139, 22.08.2016წ. #EL050141, 23.08.2016წ. #EL050179, 24.08.2016 #EL050224, 24.08.2016წ. #EL050226, 25.08.2016წ. #EL050260, 29.08.2016წ. #EL050336, 29.08.2016წ. #EL050337, 30.08.2016წ. #EL050392, 31.08.2016წ. #EL050395, 01.09.2016წ. #EL050437, 01.09.2016წ. #EL050438 და 03.08.2016წ. #EL049394 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები; სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 01.08.2016წ. #EL69502/2, 01.08.2016წ. #EL69502/3, 01.08.2016წ. #EL69502/4, 02.08.2016წ. #EL69502/5, 03.08.2016წ. #EL69502/7, 09.08.2016წ. #EL69502/10, 13.07.2016წ. #EL69604/8, 15.08.2016წ. #EL69502/11, 16.08.2016წ. #EL69502/12, 16.08.2016წ. #EL69502/13, 17.08.2016წ. #EL69502/14, 17.08.2016წ. #EL69502/15, 17.08.2016წ. #EL69502/16, 22.08.2016წ. #EL69502/17, 22.08.2016წ. #EL69502/18, 23.08.2016წ. #EL69502/19, 24.08.2016წ. #EL69502/20, 24.08.2016წ. #EL69502/21, 25.08.2016წ. #EL69502/22, 29.08.2016წ. #EL69502/23, 29.08.2016წ. #EL69502/24, 30.08.2016წ. #EL69502/25, 31.08.2016წ. #EL69502/26, 01.09. 2016წ. #EL69502/27, 01.09.2016წ. #EL69502/28 და 03.08.2016წ. #EL69502/6 საგადასახადო მოთხოვნები; სსიპ შემოსავლების სამსახურის 05/08/2016წ. #22573, 15/09/2016წ. #26403, 16/09/2016წ. #26548, 15/09/2016წ. #26416, 16/09/2016წ. #26503, 16/09/2016წ. #26501, 16/09/2016წ. #26550, 16/09/2016წ. #26553, 16/09/2016წ. #26502, 16/09/2016წ. #26504, 16/09/2016წ. #26506, 16/09/2016წ. #26511, 16/09/2016წ. #26509, 16/09/2016წ. #26510, 16/09/2016წ. #26507, 16/09/2016წ. #26508, 16/09/2016წ. #26505, 03/10/2016წ. #27665, 16/09/2016წ. #26512, 03/10/2016წ. #27668, 03/10/2016წ. #27629, 03/10/2016წ. #27672, 03/10/2016წ. #27661, 03/10/2016წ. #27631, 03/10/2016წ. #27616, 03/10/2016წ. #27628 ბრძანებები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.10.2016წ. #13456/2/16, 28.10.2016წ. #13467/2/16, 28.10.2016წ. #13458/2/16, 28.10.2016წ. #13167/2/16, 28.10.2016წ. #13502/2/16, 28.10.2016წ. #13454/2/16, 28.10.2016წ. #13507/2/16, 28.10.2016წ. #13508/2/16, 28.10.2016წ. #13466/2/16, 28.10.2016წ. #13460/2/16, 28.10.2016წ. #13457/2/16, 28.10.2016წ. #13453/2/16, 28.10.2016წ. #13455/2/16, 28.10.2016წ. #13461/2/16, 28.10.2016წ. #13462/2/16, 28.10.2016წ. #13464/2/16, 28.10.2016წ. #13506/2/16, 28.10.2016წ. #13505/2/16, 28.10.2016წ. #133504/2/16, 28.10.2016წ. #13469/2/16, 28.10.2016წ. #13468/2/16, 28.10.2016წ. #13503/2/16, 28.10.2016წ. #13465/2/16, 28.10.2016წ. #13463/2/16, 28.10.2016წ. #13470/2/16 და 28.10.2016წ. #13459/2/16 გადაწყვეტილებები; მოპასუხეებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს, დაეკისრათ შპს „ჯ…“ სასარგებლოდ 2675,53 ლარის გადახდა სოლიდარულად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. კასატორები საკასაციო საჩივრებს აფუძნებდნენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების თანახმად, ტრანზიტული საქონელი გამოცხადდა შპს „შ…“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტები. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა საქონლის დანაკლისს, რომელიც აღემატებოდა აზომვისას დასაშვები ცდომილების ზღვრულ ნორმას - 0,5%-ს. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვებმა პუნქტმა შპს „ჯ…“ მიმართ საქართველოს საგადასახდო კოდექსის 289.19 მუხლით საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმების შედგენას საფუძვლად დაუდო მხოლოდ ის გარემოება, რომ აზომვების შედეგად ადგილი ჰქონდა ვაგონებში მოთავსებული საქონლის დანაკლისს, რომელიც აღემატებოდა აზომვისას დასაშვები ცდომილების ზღვრულ ნორმას - 0,5%-ს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.19 მუხლის თანახმად, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.2 მუხლზე მითითებით (რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა იწვევს მფლობელის დაჯარიმებას) იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „ჯ…“ მიმართ მითითებული ნორმის საფუძველზე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების შედგენა არ მომხდარა. შესაბამისად, უნდა მივიჩნიოთ, რომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას ვაგონებზე არსებული საიდენტიფიკაციო ნიშნების (ლუქების) მთლიანობა დარღვეული/დაზიანებული არ ყოფილა, ასევე, სატრანსპორტო საშუალებებზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალებები არ იძლეოდა საიდენტიფიკაციო საშუალების დაზიანების გარეშე ვაგონებში შეღწევის შესაძლებლობას. სასამართლო განმარტავს, ადგილი რომ ჰქონოდა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 289-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევებს, დანაკლისის არსებობა შესაძლოა მიჩნეულიყო შპს ,,ჯ…’’ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეულ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის დაკარგვად, თუმცა იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, საგადასახადო ორგანო, სათანადო წესით დალუქულ ტრანსპორტში აღმოჩენილი დანაკლისის დანაკარგად მიჩნევამდე, ვალდებული იყო დაედგინა და დაესაბუთებინა, თუ რა გზით იყო შესაძლებელი დალუქული ტრანსპორტიდან ფაქტობრივად არსებული საქონლის დაკარგვა, იძლეოდა თუ არა სატრანსპორტო საშუალება ლუქის დაუზიანებლად შეღწევის საშუალებას, ასევე, ტვირთების სახეობიდან გამომდინარე იყო თუ არა შესაძლებელი მათი დაკარგვა, განკარგვა ან განადგურება ტრანსპორტირების პროცესში.
განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს შპს „…“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.19 მუხლით პასუხისმგებლობის დაკისრებისას არ დაუდგენია შპს „…“ მართლსაწინააღმდეგო ქმედება (სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებას ან/და სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა), რომელმაც გამოიწვია აღმოჩენილი დანაკლისი, არ გამოუკვლევია, თუ რა გზით იყო შესაძლებელი დალუქული ტრანსპორტიდან ფაქტობრივად არსებული საქონლის დაკარგვა, იძლეოდა თუ არა სატრანსპორტო საშუალება ლუქის დაუზიანებლად შეღწევის საშუალებას, ასევე, ტვირთების სახეობიდან გამომდინარე იყო თუ არა შესაძლებელი მათი დაკარგვა, განკარგვა ან განადგურება ტრანსპორტირების პროცესში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი