#ბს-583-583(კ-კს-18) 3 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა დ. გ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 8 სექტემბერს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.
განმცხადებელმა მოითხოვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირების მიზნით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის (მისამართი - ქ.თბილისი, ... ..., ს/კ ...) ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ქ. ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, თანასაკუთრებაში არსებულ დ. გ-ისა და ც. ქ-ის უძრავ ქონებაზე. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ..., საექსპროპრიაციო უძრავი ქონება: მიწის ნაკვეთის ფართი ... კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები, მის: ქ. ჭიათურა, ... ქ. #.. . განმცხადებელი ასევე ითხოვდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდა; სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისა და საჯარო რეესტრში ამ საკუთრების სახელმწიფო სახელით დარეგისტრირების მიზნით მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, ქ. ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, თანასაკუთრებაში არსებულ დ. გ-ისა (პ/ნ ...) და ც. ქ-ის (პ/ნ ...) უძრავ ქონებაზე, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ..., საექსპროპრიაციო უძრავი ქონება: მიწის ნაკვეთის ფართი ... კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები, მის: ქ. ჭიათურა, ... ქ. #...; განმცხადებელს - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომელმაც დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარი თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევა მოითხოვა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განმცხადებლისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის დ. გ-ის (პ/ნ ...) და ც. ქ-ის (პ/ნ ...) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) მდებარე - ქ. ჭიათურა, ... ქ. #... ექპროპრიაციის უფლების მინიჭების ნაწილში; სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება მის დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნული გადაწყვეტილება დ. გ-ისა და ც. ქ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) მდებარე - ქ. ჭიათურა, ... ქ. #..., ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე მიექცა დაუყოვნებლივ აღასრულებლად.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ 2018 წლის 15 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2018 წლის 21 მარტს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დ. გ-ის უფლებამონაცვლედ გ. გ-ის ცნობა და ამ უკანასკნელის წინააღმდეგ სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინებით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადება უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დ. გ-თან მიმართებაში ექსპროპრიაციის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ასევე იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვტის თაობაზე, ვინაიდან, აღარ არსებობდა დავის საგანი.
კასატორის განმარტებით, მისი მარწმუნებელი დ. გ-ი 2018 წლის 9 თებერვლიდან აღარ არის სადავო საგნის - მიწის ნაკვეთის (მდებარე - ქ. ჭიათურა, ... ქ. #...) მესაკუთრე, შესაბამისად, მის მიმართ აღარ არსებობს ის სამართლებრივი ურთიერთობა, რომელზე დაყრდნობითაც სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ითხოვდა საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის საკუთრების უფლების ექსპროპრიაცია. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები. ამასთან, კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინებით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს უარი ეთქვა უფლებამონაცვლედ ახალი მესაკუთრის ცნობის თაობაზე. აღნიშნული განჩინებით, ცალსახად დასტურდება, რომ დ. გ-ი აღნიშნულ სადავო საკითხთან შემხებლობაში აღარ არის, ასევე ახალი მესაკუთრე უფლებამონაცვლეს არ წარმოადგენს, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაზე დ. გ-ის ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა დავის საგნის არარსებობის გამო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაზე დ. გ-ის ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის არარსებობის გამო, რამდენადაც, როგორც საქმის მასალებით დასტურდება სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განცხადებით ითხოვდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევას, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირების მიზნით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის (მისამართი - ქ.თბილისი, ... ..., ს/კ ...) ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას ქ. ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, თანასაკუთრებაში არსებულ დ. გ-ისა და ც. ქ-ის უძრავ ქონებაზე. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ..., საექსპროპრიაციო უძრავი ქონება: მიწის ნაკვეთის ფართი ... კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები, მის: ქ. ჭიათურა, ... ქ. #... .
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდა; სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისა და საჯარო რეესტრში ამ საკუთრების სახელმწიფო სახელით დარეგისტრირების მიზნით მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, ქ. ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, თანასაკუთრებაში არსებულ დ. გ-ისა (პ/ნ ...) და ც. ქ-ის (პ/ნ ...) უძრავ ქონებაზე, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ..., საექსპროპრიაციო უძრავი ქონება: მიწის ნაკვეთის ფართი ... კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები, მის: ქ. ჭიათურა, ... ქ. #... .
2018 წლის 2 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. ჭიათურა, ... ქ. #... მდებარე უძრავი ქონების: მიწის ნაკვეთის (ფართი ... კვ.მ) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის და ნარგავების თანამესაკუთრეები, დ. გ-სა და გ. გ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნაცვლად დ. გ-ისა და ც. ქ-ისა არიან ც. ქ-ი და გ. გ-ე (იხ. ს.ფ. 66; ტ.2).
აღნიშნულიდან გამომდინარე, დ. გ-ი, რომლის ქონებაზეც ც. ქ-თან ერთად ითხოვდა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას, აღარ წარმოადგენს იმ ქონების მესაკუთრეს, რომლის ქონებაზეც, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება. ამდენად, დ. გ-ი აღარ არის სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე, შესაბამისად, დავის საგანი ამოწურულია. დ. გ-ის მიმართ ინტერესი სახეზე იყო იმ ქონების მესაკუთრედ ყოფნის პერიოდში, რომლის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე საკუთრების უფლების ჩამორთმევასაც ითხოვდა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხოლო მისი გასხვისების შემთხვევაში ამგვარი ინტერესი და შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვის პროცესუალური წინაპირობა აღარ არსებობს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინებით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს უარი ეთქა დ. გ-ის უფლებამონაცვლედ გ. გ-ის ცნობის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე დ. გ-ის ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს დავის საგნის არარსებობის გამო, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს საქმის წარმოების გაგრძელების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინება და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება დ. გ-ის ნაწილში;
3. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაზე დ. გ-ის ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი