Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-1428 (კ-18) 28 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2018წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2018წ. განჩინებით ნ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.11.2015წ. გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჭ-ემ.

საკასაციო სასამართლოს 26.11.2018წ. განჩინებით ნ. ჭ-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო განჩინების ასლს უგზავნის უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი მიიჩნევა მხარისათვის გაგზავნილად (სასკ-ის 13.2 მუხ.). განჩინება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს (სსსკ-ის 70.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის შესახებ საკასაციო სასამართლოს 26.11.2018წ. განჩინება გაიგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ ნ. ჭ-ის წარმომადგენლის მისამართზე და 04.12.2018წ. ჩაბარდა უფლებამოსილ პირს. ხარვეზის გამოსწორებისთვის განჩინებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2018 წლის 11 დეკემბრის (სამშაბათი) 24 საათზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორს საკასაციო სასამართლოს 26.11.2018წ. განჩინებით განემარტა სახელმწიფო ბაჟის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენის ვალდებულება. კასატორის წარმომადგენელმა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინა 12.12.2018წ.. საქმის მასალების მიხედვით კასატორის წარმომადგენლის მიერ შესაბამის ანგარიშზე ბაჟი გადახდილია 12.12.2018წ. და ამავე დღეს ჩაბარებულია ფოსტაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. ჭ-ის წარმომადგენელმა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინა ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით. სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ემუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2018წ. განჩინებაზე ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. გ. ფ-ეს (პ/ნ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.12.2018წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 100%, _ 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი