საქმე Nბს-188-188(3კ-18) 10 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე); 2. ვ. კ-ა, მ. ქ-ა, ფ. ბ-ა, ა. ა-ა, ე. გ-ა, გ. შ-ა, თ. ჯ-ა, კ. კ-ა (მოსარჩელეები)
მოსარჩელე - ა(ა)იპ ...
მოპასუხე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მესამე პირები: ლ. შ-ე, დ. ხ-ა, მ. მ-ა, დ. ა-ა, ე. ა-ა და ა. ბ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ააიპ „...“, ვ. კ-ამ, მ. ქ-ამ, ფ. ბ-ამ, ა. ა-ამ, თ. ჯ-ამ, გ. ჯ-ამ, ე. გ-ამ და გ. შ-ამ 2016 წლის 19 დეკემბერს სარჩელი აღძრეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ. მოსარჩელეებმა სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 18 ნოემბრის №11 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წერილობითი კორესპონდენციის) და ამავე ადმინისტრაციული ორგანოს 2016 წლის 14 ნოემბრის №3 სხდომის ოქმის ამონაწერის ბათილად ცნობა; ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, თ. ჯ-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას და კ. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 25 ნოემბრის გაფრთხილების ბათილად ცნობა; ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, თ. ჯ-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას, კ. კ-ას შესახებ მსჯელობის ნაწილში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 24 ნოემბრის №4 სხდომის ოქმის ამონაწერის ბათილად ცნობა; ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, თ. ჯ-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას და კ. კ-ას მიმართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 19 დეკემბერს მიღებული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა; ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, თ. ჯ-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას და კ. კ-ას სამსახურებში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 26 დეკემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, თითოეული მოსარჩელისათვის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს - 1300 ლარის ოდენობით გადახდა და მიუღებელი პრემიის ჩარიცხვა 25 დღის თანამდებობრივი სარგოს (775 ლარის) ოდენობით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის განჩინებით მოსარჩელე გ. ჯ-ას წარმომადგენლის - მ. მ-ის განცხადება გ. ჯ-ას ნაწილში სარჩელის უკან გამოხმობისა და საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოსარჩელე გ. ჯ-ას ნაწილში ადმინისტრაციული საქმე №... (3/279-16) დარჩა განუხილველი მოსარჩელის მიერ სარჩელის უკან გამოხმობის გამო.
კ. კ-ამ 2017 წლის 23 იანვარს სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ. მოსარჩელემ კ. კ-ას საკვალიფიკაციო მოთხოვნების არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის ნაწილში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 24 ნოემბრის №4 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ 2016 წლის 25 ნოემბრის №3024 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გემგებლის 2016 წლის 19 დეკემებრის №3579 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და 2016 წლის 26 დეკემბრიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით სასამართლოს წარმოებაში არსებული №... (3/13-17) და №... (3/279-16) ადმინისტრაციული საქმეები, მათი სწრაფად და ეფექტურად განხილვის ინტერესიდან გამომდინარე გაერთიანდა ერთ წარმოებად და საქმეებს მიენიჭა საერთო ნომერი - 3/279-16.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ... სარჩელი, მოპასუხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 14 ნოემბრის №3 სხდომის ოქმის ამონაწერი და 2016 წლის 18 ნოემბრის №11 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (წერილი) ა(ა)იპ ... ნაწილში, რომლითაც ა(ა)იპ ... წარმომადგენელს უარი ეთქვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ატესტაციის პროცესზე დაკვირვებაზე; ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, თ. ჯ-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას და კ. კ-ას სარჩელი, მოპასუხეების - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: 2016 წლის 24 ნოემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო
კომისიის მიერ მიღებული №4 საოქმო გადაწყვეტილება ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, თ. ჯ-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას და კ. კ-ას გასაუბრების ეტაპზე შეფასების შესახებ მსჯელობის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 25 ნოემბრის გაფრთხილება ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, თ. ჯ-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას და კ. კ-ას ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 19 დეკემბრის №3580 ბრძანება 2016 წლის 26 დეკემბრიდან ვ. კ-ას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 19 დეკემბრის №3581 ბრძანება 2016 წლის 26 დეკემბრიდან მ. ქ-ას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 19 დეკემბრის №3585 ბრძანება 2016 წლის 26 დეკემბრიდან ფ. ბ-ას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 19 დეკემბრის №3568 ბრძანება 2016 წლის 26 დეკემბრიდან ა. ა-ას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 19 დეკემბრის №3588 ბრძანება 2016 წლის 26 დეკემბრიდან თ. ჯ-ას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 19 დეკემბრის №3574 ბრძანება 2016 წლის 26 დეკემბრიდან ე. გ-ას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 19 დეკემბრის №3572 ბრძანება 2016 წლის 26 დეკემბრიდან გ. შ-ას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 19 დეკემბრის №3579 ბრძანება 2016 წლის 26 დეკემბრიდან კ. კ-ას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის ადგილობრივი შემოსავლების განყოფილების ... თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედ კომისიას დაევალა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, თ. ჯ-ას, ე. გ-ას და გ. შ-ას ჩაუტაროს ატესტაციის გასაუბრების ეტაპი და ატესტაციის შედეგებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდგომ, საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე სადავო საკითხთან დაკავშირებით ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, თ. ჯ-ას, ე. გ-ას და გ. შ-ას მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; კ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის ადგილობრივი შემოსავლების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. კ-ამ, მ. ქ-ამ, ფ. ბ-ამ, ა. ა-ამ, ე. გ-ამ, გ. შ-ამ, თ. ჯ-ამ, კ. კ-ამ; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას, თ. ჯ-ას, კ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ; ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას, თ. ჯ-ას, კ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი: 2016 წლის 24 ნოემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული №4 საოქმო გადაწყვეტილება ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, თ. ჯ-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას და კ. კ-ას გასაუბრების ეტაპზე შეფასების შესახებ მსჯელობის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 25 ნოემბრის გაფრთხილება ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, თ. ჯ-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას და კ. კ-ას ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 19 დეკემბრის №3580 ბრძანება 2016 წლის 26 დეკემბრიდან ვ. კ-ას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 19 დეკემბრის №3581 ბრძანება 2016 წლის 26 დეკემბრიდან მ. ქ-ას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 19 დეკემბრის №3585 ბრძანება 2016 წლის 26 დეკემბრიდან ფ. ბ-ას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 19 დეკემბრის №3568 ბრძანება 2016 წლის 26 დეკემბრიდან ა. ა-ას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 19 დეკემბრის №3588 ბრძანება 2016 წლის 26 დეკემბრიდან თ. ჯ-ას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 19 დეკემბრის №3574 ბრძანება 2016 წლის 26 დეკემბრიდან ე. გ-ას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 19 დეკემბრის №3572 ბრძანება 2016 წლის 26 დეკემბრიდან გ. შ-ას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 19 დეკემბრის №3579 ბრძანება 2016 წლის 26 დეკემბრიდან კ. კ-ას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის ადგილობრივი შემოსავლების განყოფილების ... თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; დანარჩენ ნაწილში ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას, თ. ჯ-ას, კ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება ა(ა)იპ ... სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში დარჩა უცვლელი.
ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, თ. ჯ-ას, გ. ჯ-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას წარმომადგენელი მ. მ-ემ 2017 წლის 29 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, თ. ჯ-ას, გ. ჯ-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას წარმომადგენლის მ. მ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ; ვ. კ-ამ, მ. ქ-ამ, ფ. ბ-ამ, ა. ა-ამ, ე. გ-ამ, გ. შ-ამ, თ. ჯ-ამ და კ. კ-ამ.
კასატორებმა - ვ. კ-ამ, მ. ქ-ამ, ფ. ბ-ამ, ა. ა-ამ, ე. გ-ამ, გ. შ-ამ, თ. ჯ-ამ და კ. კ-ამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას, თ. ჯ-ასა და კ. კ-ას მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენა მოითხოვეს.
კასატორების მოსაზრებით გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილი დაუსაბუთებელია შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გამო: სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, არ მისცა მათ სათანადო შეფასება და არ გამოიყენა ისინი საქმეში არსებული გარემოებების არსებობა-არარსებობის დადგენისთვის, კონკრეტულად იმ გარემოებებისა, რომლებიც კასატორების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე მიუთითებენ, ეს კი ხელს შეუწყობდა სასარჩელო მოთხოვნის ნამდვილი არსის - დისკრიმინაციული მოპყრობისა და შევიწროების გამოვლენას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მხრიდან მოსარჩელეთა ატესტაციის განხორციელებისას არ დადგინდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია. სასამართლომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი განიხილა დისკრიმინაციის წინააღმდეგ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული უგულებელყოფით. განსაკუთრებულად კი ეს უკავშირდება მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხს. კერძოდ, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებულია, რომ დისკრიმინაციის საქმეებზე მტკიცების ტვირთი აწევს მოპასუხეს, მას შემდეგ, რაც მოსარჩელე წარადგენს სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ მტკიცებულებებს. სასამართლომ არ გამოიყენა ანტიდისკრიმინაციული კანონით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტი და მაინც მოსარჩელეებს დააკისრა მტკიცების ტვირთი. სასამართლომ ვერ დაინახა, რომ დასაბუთებული ვარაუდით დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების პირობებში, დისკრიმინაციული მოპყრობის პრეზუმფციით უნდა იმოქმედოს და მოპასუხე მხარეს დააკისროს დისკრიმინაციის გაქარწყლების ტვირთი.
კასატორების მოსაზრებით საქმეში არსებობდა, საკმარისი მტკიცებულებები საიმისოდ, რომ მოსამართლეს გამოეყენებინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი კერძოდ: აპელანტები, იყვნენ გამგებლის წარმომადგენლები იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც მმართველმა პარტიამ და მის მიერ წარდგენილმა მაჟორიტარმა კანდიდატებმა წააგეს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური. გამონაკლისია სოფელი ..., სადაც დაფიქსირდა მმართველი ძალის მცირე უპირატესობა, წინასაარჩევნო პერიოდში, მესამე პირების საშუალებით, განმცხადებლებს თხოვდნენ მათ ადმინისტრაციულ ერთეულებში, ამომრჩეველთა მობილიზაციას (იხ. გ. ს-ას ჩვენება, თან ერთვის საქმეს), საკონკურსო-საატესტაციო კომისია დაკომპლექტებული იყო ძირითადად ... პარტიის წევრებით (იხ. ფოტო-მასალა, თან ერთვის საქმეს), ერთ-ერთი აპელანტის - ვ. კ-ას მიმართ წინასაარჩევნო პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობდა ზეწოლა, მისი გადმობირების მიზნით, რისი კონკრეტული გამოხატულებაც გახლდათ, მაშინდელი გამგებლის ე. თ-ას მიერ მისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფა (იხ. საგაზეთო პუბლიკაციები თან ერთვის საქმეს) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ... სამსახურის უფროსის - მ. ღ-ას მიერ გახმოვანებული ინფორმაციის შესაბამისად, გამგეობა წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლას ახდენდა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით კი ვ. კ-აზე (იხ. საგაზეთო სტატია) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წინასაარჩევნო პერიოდში განაცხადა მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ, რომელიც არ ჩატარებულა, ინფორმაციის გასაჯაროება კი ემსახურებოდა საჯარო მოხელეთა დაშინებას, მმართველი პარტიისთვის დახმარების აღმოუჩენლობის შემთხვევაში, მოსალოდნელი შედეგების შესახებ (საგაზეთო სტატია, მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებები) არასამთავრობო ორგანიზაციებს არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდნენ ატესტაციის პროცესს, რის გამოც კომისიამ გადაწყვეტილებები მიიღო დახურულ კარს მიღმა, გამჭვირვალობის პრინციპის დარღვევით (იხ. გადაწყვეტილება დაკვირვების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ), რაც მიზნად ისახავდა სისტემისთვის მიუღებელი საჯარო მოხელეების გათავისუფლებას, კ. კ-ას წინასაარჩევნო პერიოდში გამგებლის ცოლის ძმამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა იმ მიზეზით, რომ ის მოიაზრებოდა გ. ს-ას ახლო მეგობრად და „...“ მხარდამჭერად (იხ. გ. ს-ას ჩვენება), შესაბამისად, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი გონივრულად იყო დასაბუთებული. საქმის განმხილველმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ პოლიტიკური ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის თაობაზე მოსარჩელე მხარის მითითების შესახებ სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაარღვია გამჭვირვალობის პრინციპი და ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა გასაუბრების პროცესის მიმდინარეობის შემოწმება, რთულია პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის გამოკვლევა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ პრესიდან ამონარიდი შესაძლოა იყოს დამხმარე საბუთი და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად. აღნიშნულით მოსამართლე შეეწინააღმდეგა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ: „მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად მყარი, ნათელი და თანმხვედრი დასკვნებიდან ან ფაქტების ცალსახა პრეზუმფციიდან (იხ. საქმე ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ). სასამართლომ მიიჩნია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მხრიდან მოსარჩელეთა ატესტაციის განხორციელებისას არ დადგინდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ შეამოწმა დისკრიმინაციის შესაძლო არსებობა იმ ტესტის მიხედვით, რომელსაც დისკრიმინაციის საქმეზე იყენებს საკონსტიტუციო სასამართლო, როცა მოსარჩელე დავობს დისკრიმინაციაზე, უპირველესად უნდა შემოწმდეს ჰქონდა თუ არა განსხვავებულ მოპყრობას ადგილი, როდესაც დადგინდება განსხვავებული მოპყრობა, უნდა შემოწმდეს იყო თუ არა მოპყრობა გონივრული, დასაბუთებული და ემსახურებოდა თუ არა კანონიერი მიზნის მიღწევას. პოსტსაარჩევნო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით შეუწყნარებლობისა და სიძულვილის კლასიკურ შემთხვევას იმ ადამიანების მიმართ რომლებიც ასოციაციურად დაკავშირებულები იყვნენ ოპოზიციურ პარტიებთან სასამართლო კი ამოწმებს აქტის მხოლოდ ფორმალური კანონიერების კომპონენტებს და მხოლოდ გაკვრით ეხება დისკრიმინაციის საკითხებს, გამოაქვს არასწორი დასკვნები და მოპასუხეს მთლიანად ათავისუფლებს მტკიცების ვალდებულებისაგან, კერძოდ, მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოების შესახებ, რომ ატესტაციის შედეგად სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში თანამდებობაზე დარჩნენ გამგებლის წარმომადგენლები, რომლებიც მმართველი გუნდის მხარდამჭერებად არ მოიაზრებოდნენ და ამ კუთხით დაეყრდნო მხოლოდ საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრთა ჩვენებებს, რომლებიც ისედაც დაინტერესებულები იყვნენ განსახილველი დავის შედეგებით. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.
კასატორმა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი აღნიშნავს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის 17 და 18 ნოემბერს ჩატარებული საჯარო მოხელეთა ატესტაციის შედეგად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნით დადგინდა, რომ მოსარჩელეები არ შეესაბამებოდნენ დაკავებულ თანამდებობას, სწორედ კომისიის დასკვნის საფუძველზე გამგებლის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, თ. ჯ-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას და კ. კ-ას მიმართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 25 ნოემბრის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელის გაფრთხილება ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 19 დეკემბრის ბრძანებები მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
კასატორის მოსაზრებით გამგებლის გადაწყვეტილება გაფრთხილებისა და გათავისუფლების შესახებ მიღებულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნისა და იმ დროისთვის მოქმედი საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 98-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული აქტები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას, თ. ჯ-ასა და კ. კ-ას საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას, თ. ჯ-ასა და კ. კ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩვრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ 2016 წლის 18 ნოემბერს ჩატარებული ატესტაციის შედეგად მათი სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას, ითხოვდნენ დაკავებულ თანამდებობებზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები. ამასთან, მოსარჩელე ფიზიკურ პირებს უარი ეთქვათ სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საგულისხმოა, რომ ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამსახურში აღდგენის შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნაზე გამოტანილი გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ წარდგენილ შუამდგომლობაზე გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. მოსარჩელე ფიზიკური პირების მიერ საკასაციო განაცხადი წარმოდგენილია მხოლოდ გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მათ მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატას არ გააჩნია სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმების შესაძლებლობა (სსკ-ის 404.1 მუხ.).
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ დასაბუთებას, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ფორმულირების მიხედვით, პირდაპირი დისკრიმინაციის დასადგენად საჭიროა სახეზე იყოს „განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ, ან შედარებით ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ“, დაფუძნებული იდენტიფიცირებად მახასიათებელზე. დისკრიმინაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია არაკეთილმოსურნე მოპყრობა. ამასთან, თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა შანსებისა და განვითარების შესაძლებლობების თანასწორობას. შანსების თანასწორობა გამორიცხავს ნებისმიერ დიფერენციაციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაარღვია გამჭირვალობის პრინციპი და ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა გასაუბრების პროცესის მიმდინარეობის შემოწმება, რთულია პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის გამოკვლევა. ამასთან, რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რომელიც მიუთითებდა ეჭვგარეშე პირად და პოლიტიკურ მოტივზე, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია. ასევე მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ პრესიდან ამონარიდი შესაძლოა იყოს დამხმარე ხასიათის საბუთი და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, რამდენადაც მედიით გავრცელებული ინფორმაცია სანდოობისათვის საჭიროებს კონკრეტული წყაროს მითითებას და როგორც წესი მოითხოვს გადამოწმებასა და შესწავლას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის საკასაციო საჩივრის დასაბუთების გაზიარების საფუძველი, რამდენადაც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ არ არსებობდა სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 98-ე და 108-ე მუხლებით გათვალისწინებული მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დაცული „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებით განსაზღვრული საჯარო მოხელეთა ატესტაციის პრინციპები, პროცედურა, ფორმები და პირობები, რაც ქმნიდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ვ. კ-ას, მ. ქ-ას, ფ. ბ-ას, ა. ა-ას, ე. გ-ას, გ. შ-ას, თ. ჯ-ასა და კ. კ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე