საქმე Nბს-896(კ-18) 16 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - დ. ბ-ა, ფ. ფ-ა, ი. ჩ-ე, ნ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობა
მესამე პირები - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, მ. ლ-ი, მ. ჩ-ი, რ. კ-ე, მ. კ-ე, ლ. თ-ე, ნოტარიუსი თ. გ-ი
თავდაპირველი მოსარჩელეები - ზ. ჯ-ე, ს. მ-ი, ნ. ბ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 17 მარტს მ. კ-ამ, ლ. კ-ამ, კ. ბ-მა, მ. ქ-ამ და ხ. ქ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარების თაობაზე. (ტ.4, ს.ფ. 1-11). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 მარტის განჩინებით (საქმე N3/1054 -10) სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად (ტ.4, ს.ფ. 26).
2010 წლის 26 მარტს მ. ბ-ამ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა (ტ.2, ს.ფ. 1-10). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 მარტის განჩინებით (საქმე N3/1261-10) მ. ბ-ას სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად.(ტ.2, ს.ფ. 20).
2010 წლის 16 აპრილს პ. ბ-ამ, ჯ. გ-მა, ც. შ-ამ, ზ. ბ-ამ, რ. კ-ამ, ჟ. გ-მა, დ. ბ-ამ, ფ. ფ-ამ, მ. ვ-ემ, მ. ვ-ემ, გ. ნ-ემ, ი. ჩ-ემ, ჯ. მ-ამ, ზ. ჯ-ემ, ლ. ხ-ამ, ნ. ბ-ამ და მ. კ-მა ადმინისტრაციული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარების თაობაზე (ტ.3, ს.ფ. 1-12).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით (საქმე N3/1520-10) სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად.(ტ.3, ს.ფ. 83-84).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით N3/1054-10, N3/1261-10 და N3/1520-10 ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა N3/1054-10 (ტ.3, ს.ფ. 85-87).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ნოტარიუსი თ. გ-ი (ტ.3, ს.ფ. 94).
2010 წლის 17 მაისს ნ. ლ-მა, ა. ა-მა, ს. მ-მა, ჯ. გ-მა, ა. გ-ემ, ლ. თ-ემ, ი. ო-იმ, ნ. გ-ემ, ე. ბ-ემ, ნ. ქ-მა, ს. ლ-ამ, რ. ხ-მა, ტ. ჯ-ამ, ც. თ-ემ, ი. პ-ამ და თ. მ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის წინააღმდეგ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარების და ნოტარიუს თ. გ-ის მიერ 2006 წლის 30 ივნისს დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების (რეესტრი N…) ბათილად ცნობის მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ. 1-13).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის განჩინებით (საქმე N3/1955-10) ნ. ლ-ის, ა. ა-ის, ს. მ-ის, ჯ. გ-ის, ა. გ-ის, ლ. თ-ის, ი. ო-ის, ნ. გ-ის, ე. ბ-ის, ნ. ქ-ის, ს. ლ-ას, რ. ხ-ის, ტ. ჯ-ას, ც. თ-ის, ი. პ-ას და თ. მ-ის სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად.(ტ.1, ს.ფ. 75-78).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის განჩინებით N3/1054-10 და N3/1955-10 ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა N3/1054-10 (ტ.1, ს.ფ. 77-78).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის განჩინებით გაზეთ ... მეშვეობით, ქალაქ თბილისში, ..., ..., N34 კორპუსში არსებული ბინების მოსარგებლეებს (მესაკუთრეებს) ეცნობათ N3/1054-10 ადმინისტრაციული საქმის თაობაზე და განემარტათ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩართვის უფლება (ტ.4, ს.ფ. 29-30).
2010 წლის 16 ივლისის და 2010 წლის 21 ივლისის მომართვების საფუძველზე (ტ.4, ს.ფ. 37-40, 188), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 08 დეკემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ მ. ჩ-ი (ნ. ა-ის მოთხოვნის ნაწილში), ლ. თ-ე (დ. ბ-ას მოთხოვნის ნაწილში), მ. ლ-ი (ზ. ჯ-ის მოთხოვნის ნაწილში), რ. კ-ე (ფ. ფ-ას მოთხოვნის ნაწილში) და მ. კ-ე (ი. ჩ-ის მოთხოვნის ნაწილში) (ტ.4, ს.ფ. 168-169).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. (ტ.5, ს.ფ. 139-141).
2013 წლის 16 იანვარს ხ. ქ-მა ადმინისტრაციული სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის წინააღმდეგ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარების თაობაზე. (ტ.5, ს.ფ.190-202).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 იანვრის განჩინებით მ. კ-ას, ლ. კ-ას, კ. ბ-ის, მ. ქ-ას, ხ. ქ-ის, მ. ბ-ას, პ. ბ-ას, ჯ. გ-ის, ც. შ-ას, ზ. ბ-ას, რ. კ-ას, ჟ. გ-ის, დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, მ. ვ-ის, მ. ვ-ის, გ. ნ-ის, ი. ჩ-ის, ჯ. მ-ას, ზ. ჯ-ის, ლ. ხ-ას, ნ. ბ-ას, მ. კ-ის, ნ. ლ-ის, ა. ა-ის, ს. მ-ის, ჯ. გ-ის, ა. გ-ის, ლ. თ-ის, ი. ო-ის, ნ. გ-ის, ე. ბ-ის, ნ. ქ-ის, ს. ლ-ას, რ. ხ-ის, ტ. ჯ-ას, ც. თ-ის, ი. პ-ასა და თ. მ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება (ტ.7,ს.ფ. 208-220).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 იანვრის განჩინება მ. კ-ას, ლ. კ-ას, კ. ბ-ის, მ. ქ-ას, მ. ბ-ას, პ. ბ-ას, ზ. ბ-ას, რ. კ-ას, ჟ. გ-ის, დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, მ. ვ-ის, გ. ნ-ის, ი. ჩ-ის, ჯ. მ-ას, ზ. ჯ-ის, ნ. ბ-ას, ნ. ლ-ის, ა. ა-ის, ს. მ-ის, ა. გ-ის, ლ. თ-ის, ე. ბ-ის, ნ. ქ-ის, რ. ხ-ის, ტ. ჯ-ას და ხ. ქ-ის მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა კერძო საჩივარი და მ. კ-ას, ლ. კ-ას, კ. ბ-ის, მ. ქ-ას, მ. ბ-ას, პ. ბ-ას, ზ. ბ-ას, რ. კ-ას, ჟ. გ-ის, დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, მ. ვ-ის, გ. ნ-ის, ი. ჩ-ის, ჯ. მ-ას, ზ. ჯ-ის, ნ. ბ-ას, ნ. ლ-ის, ა. ა-ის, ს. მ-ის, ა. გ-ის, ლ. თ-ის, ე. ბ-ის, ნ. ქ-ის, რ. ხ-ის, ტ. ჯ-ასა და ხ. ქ-ის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (ტ.8, ს.ფ. 34-63).
ა. გ-ის წარმომადგენლის - ი. რ-ის 2015 წლის 09 თებერვლის განცხადების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით ა. გ-ის სარჩელი დარჩა განუხილველი სარჩელის გამოხმობის გამო (განცხადება, ტ. 9, ს.ფ.3, განჩინება, ტ.9, ს.ფ. 5-13).
2015 წლის 16 ივნისს მოსარჩელეებმა მ. კ-ამ, ლ. კ-ამ, კ. ბ-მა, მ. ქ-ამ, ხ. ქ-მა, მ. ბ-ამ, პ. ბ-ამ, ჯ. გ-მა, ც. შ-ამ, ზ. პ-ამ, რ. კ-ამ, ჟ. გ-მა, მ. ვ-ემ, მ. ვ-ემ, გ. ნ-ემ, ჯ. მ-ამ, ლ. ხ-ამ, ნ. ლ-მა, ჯ. გ-მა, ლ. თ-ემ, ი. ო-იმ, ე. ბ-ემ, ნ. ქ-მა, რ. ხ-მა, ტ. ჯ-ამ, ც. თ-ემ, ი. პ-ამ და თ. მ-მა განცხადებით მიმარეს სასამართლოს და იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე სარჩელზე უარის თქმის გამო (ტ.9, ს.ფ. 124-125).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივნისის განჩინებით მ. კ-ას, ლ. კ-ას, კ. ბ-ის, მ. ქ-ას, ხ. ქ-ის, მ. ბ-ას, პ. ბ-ას, ჯ. გ-ის, ც. შ-ას, ზ. პ-ას, რ. კ-ას, ჟ. გ-ის, მ. ვ-ის, მ. ვ-ის, გ. ნ-ის, ჯ. მ-ას, ლ. ხ-ას, ნ. ლ-ის, ჯ. გ-ის, ლ. თ-ის, ი. ო-ის, ე. ბ-ის, ნ. ქ-ის, რ. ხ-ის, ტ. ჯ-ას, ც. თ-ის, ი. პ-ას და თ. მ-ის ნაწილში სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელეების მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო (ტ.9, ს.ფ. 147-156).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით ა. ა-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ნ. ა-ი (ტ.10, ს.ფ. 23-24).
ამდენად, განსახილველ საქმეზე მოსარჩელეებს წარმოადგენდნენ დ. ბ-ა, რომელმაც მოითხოვა ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1999 წლის 14 მაისის N5.7.77 გადაწყვეტილების არარა აქტად აღიარება; ფ. ფ-ა, რომელმაც მოითხოვა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის 1994 წლის 30 ნოემბრის N164 ოქმი N19&9-ის გადაწყვეტილების (ფ. ფ-ას და ი. ჩ-ის მოთხოვნა) და ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2007 წლის 16 ოქტომბრის N256/2-04 განკარგულების და მის საფუძველზე 2007 წლის 17 ოქტომბერს გაცემული N401 საკუთრების უფლების მოწმობის არარა აქტად აღიარება (ფ. ფ-ას მოთხოვნა); ი. ჩ-ე, რომელმაც მოითხოვა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის 1994 წლის 30 ნოემბრის N164 ოქმი N19&9-ის გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2007 წლის 04 სექტემბრის N190/2-04 განკარგულების და მის საფუძველზე 2007 წლის 25 სექტემბერს გაცემული N337 საკუთრების უფლების მოწმობის არარა აქტად აღიარება; ზ. ჯ-ე, რომელმაც მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის, სახელმწიფო კანცელარიისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საბინაო კომისიის 2000 წლის 14 მაისის N4 ოქმის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაცემული 2000 წლის 06 ივნისის N000579 ბინის ორდერის, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის, სახელმწიფო კანცელარიისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საბინაო კომისიის 2000 წლის 17 მაისის N4 სხდომის ოქმის, ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2007 წლის 28 მარტის N4.48.163 დადგენილებისა და მის საფუძველზე 2007 წლის 13 აპრილს გაცემული N91 საკუთრების უფლების მოწმობის არარა აქტად აღიარება; ნ. ბ-ა, რომელმაც მოითხოვა 1995 წლის 22 სექტემბერს გაცემული N014885 ბინის ორდერის, ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2007 წლის 31 ოქტომბრის N273/2-04 განკარგულებისა და მის საფუძველზე 2007 წლის 01 ნოემბერს გაცემული N421 საკუთრების უფლების მოწმობის არარა აქტად აღიარება; ნ. ა-ი, რომელმაც მოითხოვა 1999 წლის 10 სექტემბერს გაცემული N000005 ბინის ორდერის, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის, სახელმწიფო კანცელარიისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საბინაო კომისიის 1999 წლის 4 აგვისტოს N3 სხდომის ოქმის, ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2007 წლის 4 სექტემბრის N176/2-04 განკარგულებისა და მის საფუძველზე 2007 წლის 05 სექტემბერს გაცემული N331 საკუთრების უფლების მოწმობის არარა აქტად აღიარება და ს. მ-ი, რომელმაც მოითხოვა მთაწმინდის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ გაცემული N014859 ბინის ორდერის, ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2007 წლის 28 მარტის N4.51.166 დადგენილებისა და მის საფუძველზე 2007 წლის 29 მარტს გაცემული N94 საკუთრების უფლების მოწმობის არარა აქტად აღიარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, ი. ჩ-ის, ზ. ჯ-ის, ნ. ბ-ას, ნ. ა-ის და ს. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ბ-ამ, ფ. ფ-ამ, ი. ჩ-ემ, ნ. ბ-ამ და ნ. ა-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, ი. ჩ-ის, ნ. ბ-ასა და ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ბ-ამ, ფ. ფ-ამ, ი. ჩ-ემ, ნ. ბ-ამ და ნ. ა-მა.
კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდნენ, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, ი. ჩ-ისა და ნ. ა-ის მოთხოვნის ნაწილში დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, ი. ჩ-ის, ნ. ბ-ასა და ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, ი. ჩ-ის, ნ. ბ-ასა და ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი ნ. ბ-ას მოთხოვნის ნაწილში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, ი. ჩ-ისა და ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მისაღებად, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის არსებობა: უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზებული საცხოვრებელი(არასაცხოვრებელი) ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. ამასთან,
აქტის არარად აღიარების შეფასების კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა არ მომხდარა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ. რაც შეეხება კანონიერი მოსარგებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ მოცემული საკითხის შესწავლა არ უკავშირდება აქტის არარად აღიარებას, არამედ შესაძლებელია, რომ მნიშვნელობა ჰქონდეს აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც, თავის მხრივ, სხვა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შესწავლას უკავშირდება. ასევე, სადავო აქტების არარად აღიარების საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რამდენად არიან უზრუნველყოფილი მოსარჩელეები, როგორც დევნილები, შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური გარანტიებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას აქვს უფლებამოსილება უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე მოახდინოს უძრავი ქონების პრივატიზაცია, არ არსებობს სადავო განკარგულებების და დადგენილებების არარა აქტად მიჩნევის საფუძველი. კერძოდ, არ არის ბუნდოვანი აღნიშნული აქტების გამომცემი ორგანო, აქტები უკვე აღსრულებულია და მათ აღსრულებას რაიმე სისხლისსამართლებრივი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ გამოუწვევია. შესაბამისად, ასევე, არ არსებობს მათ საფუძველზე გამოცემული საკუთრების უფლების მოწმობების, როგორც თანმდევი შედეგის, არარა აქტებად აღიარების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ. კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, ი. ჩ-ისა და ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინება;
3. კასატორებს - დ. ბ-ას (პ/ნ ...), ფ. ფ-ას (პ/ნ ...), ი. ჩ-ესა (პ/ნ ...) და ნ. ა-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ 31.07.2018წ. №0 საგადასახადო დავალებით ი.რ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე