Facebook Twitter

#ბს-1099(კ-18) 17 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ჩ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 5 ოქტომბერს ნ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სს „...ის“ მიმართ, მესამე პირის - ნ. ბ-ის მონაწილეობით.

მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 15 სექტემბრის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 13 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 27 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს A13067730-025/001 განკარგულების (ამავე კანკარგულების საფუძველი: სადავო ქონებაზე მიღებული აუქციონის შედეგები), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 8 ოქტომბრის #924775 გადაწყვეტილებისა და კერძო აღმასრულებლის ნ. ბ-ის მიერ (უძრავ ქონებასთან, მდებარე: ქ.ფოთი, ... ქ. #39 უძრავი ქონების ს/კ ...) აუქციონის წესით გასხვისებისა და მიღებული შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული ყველა აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს „...ის“ 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სს „ბ...ის“ სასარგებლოდ გ. ხ-ას დაეკისრა თანხის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინება შეეხება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას. აღნიშნული განჩინებით ასევე გადაწყდა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების გადახდის მიზნით, გ. ხ-ას საკუთრებაში არსებული სს „ბ...ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი - 591 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - #1, განაშენიანების ფართი - 168.1 კვ.მ, მის: ქ. ფოთი, ... ქუჩა #39, მესაკუთრე - გ. ხ-ა) რეალიზაცია.

საქმის მასალების თანახმად, გ. ხ-ას კუთვნილ ქონებაზე, იძულებითი აღსრულების პროცესში ჩატარებულ აუქციონზე ნივთის შეძენის შედეგად, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 30 სექტემბრის #A13067730-025/001 განკარგულების საფუძველზე, დარეგისტრირდა შემძენის სს „ბ...“ საკუთრების უფლება.

დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის განჩინებით მოსარჩელე ნ. ჩ-ასა და მის ყოფილ მეუღლეს, გ. ხ-ას შორის დამტკიცდა მორიგება; აღნიშნული განჩინების საფუძველზე სადავო უძრავი ქონების (ს/კ ...) 2/3 ნაწილზე უფლება მოიპოვა ნ. ჩ-ამ.

მოსარჩელე ნ. ჩ-ა თავის მოთხოვნას ამყარებდა იმ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მან უფლება მოიპოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის განჩინებით, მანამ, ვიდრე აუქციონზე ქონების შემძენი გახდებოდა სს „ბ...ი“, თუმცა მისი უფლება სარეგისტრაციო სამსახურმა არ დაარეგისტრირა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 13 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 15 სექტემბრის #... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 27 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება; ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ დავის საგნიდან გამომდინარე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს A13067730-025/001 განკარგულების, ამავე ბიუროს 2015 წლის 8 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს „ს...მა“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურმა (უფლებამონაცვლე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი), რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2016 წლის 15 ივნისს განცხადებით მიმართა ნ. ჩ-ამ და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქ. ფოთში, ... ქუჩა #39-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) ყადაღის დადების თაობაზე იშუამდგომლა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინებით ნ. ჩ-ას განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს „ს...ს“ აეკრძალა ქ. ფოთში, ... ქუჩა #39-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) 2/3 წილის გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სს „ს...ის“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის (უფლებამონაცვლე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი) და ნ. ჩ-ას სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ას სარჩელი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის #... (05.09.2015) გადაწყვეტილების, ამავე სამსახურის #... (13.10.2014) გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 27 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 30 სექტემბრის #A13067730-025/001 განკარგულების, ამავე კანკარგულების საფუძველის სადავო ქონებაზე მიღებული აუქციონის შედეგების, კერძო აღმასრულებლის ნ. ბ-ის მიერ უძრავ ქონებასთან, მდებარე: ქ.ფოთი, ... ქ. #39, აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით ნ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორის სს „ბ...ის“ მოთხოვნით, იძულებითი აღსრულება მოვალე გ. ხ-ას მიმართ, ამ უკანასკნელის კუთვნილი უძრავი ქონების იძულებითი აუქციონის ფორმით, განხორციელებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც ამ პროცესში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი არ არსებობს. ასევე, 2014 წლის 30 სექტემბრის #A13067730-025/001 სააღსრულებო ბიუროს განკარგულება გამოცემულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ხოლო იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ჩ-ამ მეუღლის გ. ხ-ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (ს/კ ...) 2/3 ნაწილზე მოიპოვა უფლება მორიგების დამტკიცების შესახებ სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის განჩინებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ მოცემული დროსათვის ქონება ჯერ კიდევ არ იყო აუქციონის გზით რეალიზებული, არ ცვლის საქმის არსს, ვინაიდან სასამართლოს განჩინებით მოპოვებული უფლება ნ. ჩ-ას საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინებით სს „...ის“ წარმომადგენლის - ზ. ჯ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (სს „...ისათვის“ ქ.ფოთში, ... ქუჩა #39-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) 2/3 წილის გასხვისებისა და სანივთო უფლებით დატვირთვის აკრძალვა).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლსა და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მის სახელზე სადავო ქონების 2/3 წილის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდგომ, თავად მიიღებდა გადაწყვეტილებას, როგორ შეინარჩუნებდა თავისსავე საკუთრების უფლებას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ უგულებელყო საკუთრების უფლება.

კასატორი ასევე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მას საჯარო რეესტრისათვის წარდგენილი ჰქონდა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - კანონიერ ძალაში შესული ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რითაც ნ. ჩ-ას წილმა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე შეადგინა 2/3, ხოლო მხოლოდ მას შემდეგ წარადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 21 მაისის განკარგულება, რითაც უძრავი ქონება სრულად დარეგისტრირდა მოპასუხის - „...ის“ სახელზე საკუთრების ფორმით.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხლი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის #800 ბრძანების მე-3 მუხლი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბერის #221 ბრძანების 10-ე მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტები.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით, წინამდებარე საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება გააუქმა და ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს განსახილველად, და მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ გამოეკვლია საქმეში არსებული გარემოებები, დამატებით არანაირი ახალი ფაქტობრივი გარემოებები არ მოკვლეულა, დამატებით დოკუმენტაცია მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა ნ. ჩ-ას საწინააღმდეგოდ ან უპირატეს სამართლებრივ ფორმატში წარმოაჩენდა მოწინააღმდეგე მხარეს. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა, რაც უპირატეს უფლებას მიანიჭებდა მოწინააღმდეგე მხარეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 251 მუხლის შესაბამისად, თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია: ა) აღსრულების დაწყება; ბ) ქონებაზე ყადაღის დადება; გ) აუქციონის ჩატარება; დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა. 61-ე მუხლის თანახმად, უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი. 63.1 მუხლის თანახმად, უძრავ ქონებაზე აღსრულება ხდება იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციით, იძულებითი აუქციონით ან სეკვესტრით (ქონების იძულებითი მართვით). 63. 2 მუხლით, კრედიტორი აღსრულების ეროვნულ ბიუროში იძულებითი აღსრულების დაწყების თაობაზე განცხადების წარდგენისას განსაზღვრავს აღსრულების სახეს. მას არ შეუძლია მოითხოვოს, რომ ერთდროულად განხორციელდეს აღსრულების რამდენიმე სახე. 631.1 მუხლის თანახმად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვას. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი/მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. 69.1 მუხლით, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში. 75.3 მუხლით, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განჩინების აღსრულების მიზნით, 2013 წლის 6 ნოემბერს სს „ბ...მა“ სააღსრულებო ფურცელი წარადგინა სააღსრულებო სამსახურში.

2013 წლის 6 ნოემბერს გ. ხ-ას მიმართ გამოიცა წინადადება მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. 2013 წლის 6 ნოემბერს კერძო აღმასრულებელმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გაცემული #2/ბ-3444-13 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობდა იძულებით აღსრულება მოვალე გ. ხ-ას მიმართ და მოითხოვა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია. 2013 წლის 12 ნოემბერს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურიდან კერძო აღმასრულებელს მიეწოდა ინფორმაცია გ. ხ-ას კუთვნილი უძრავი ქონების შესახებ. 2013 წლის 6 ნოემბრის #A13067730-007/001 მიმართვით ფოთში, ... ქუჩა #39-ში მდებარე გ. ხ-ას კუთვნილ უძრავ ქონებას (ს/კ ...) დაედო ყადაღა.

საქმის მასალების თანახმად, გ. ხ-ას კუთვნილ ქონებაზე, იძულებითი აღსრულების პროცესში ჩატარებულ აუქციონზე ნივთის შეძენის შედეგად, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 30 სექტემბრის #A13067730-025/001 განკარგულების საფუძველზე, დარეგისტრირდა შემძენის სს „ბ...ის“ საკუთრების უფლება.

აღსანიშნავია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის განჩინების მიღებამდე გ. ხ-ა წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების ერთადერთ მესაკუთრეს. აღნიშნული ქონება იპოთეკით იყო დატვირთული და შესაბამისად, ამ ქონებით იყო უზრუნველყოფილი გ. ხ-ას მიერ სს „ბ...ისაგან“ აღებული სესხი.

საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 30 სექტემბრის #A13067730-025/001 განკარგულება, ასევე კრედიტორის სს „ბ...ის“ მოთხოვნით, იძულებითი აღსრულება მოვალე გ. ხ-ას მიმართ, ამ უკანასკნელის კუთვნილი უძრავი ქონების იძულებითი აუქციონის ფორმით, განხორციელებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. იმის მიუხედავად, რომ ნ. ჩ-ამ სადავო უძრავ ქონებაზე უფლება (2/3 ნაწილზე) მოიპოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის განჩინებით, მას ეს უფლება საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არც სადავო უძრავი ქონების აუქციონზე გატანამდე და არც აუქციონის შედეგების ამსახველი განკარგულების გამოცემის დროისთვის, ქონებას სხვა რეგისტრირებული მესაკუთრე, გარდა გ. ხ-ასი, არ ჰყოლია, მართებულად მოხდა აუქციონის შედეგად უძრავი ქონების რეალიზაცია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ჩ-ას საკასაციო საჩივარზე მ. ა-ეს 14.11.2018წ. №1 საგადასახადო დავალებით ნაცვლად 300 ლარისა გადახდილი აქვს 1000 ლარი, ნ. ჩ-ას (პ/ნ ...) სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 700 ლარი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. ჩ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი, ჯამში - 910 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება;

3. ნ. ჩ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ა-ის მიერ 14.11.2018წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 1000 ლარიდან სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი და ზედმეტად გადახდილი 700 ლარი, ჯამში 910 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი