Facebook Twitter

საქმე Nბს-559-559(კ-18) 11 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ბ. ხ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები); ტ. ა-ი (მოსარჩელე)

მესამე პირები: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“,ნ. ხ-ი, თ. მ-ი, ი. უ-ი, თ. ფ-ე, თ. თ-ი, ვ. გ-ი, ლ. ჩ-ე, ნ. პ-ი, პ. გ-ე, გ. ჯ-ი, გ. ა-ი, მ. მ-ე, თ. კ-ი, ვ. კ-ნი, ნ. უ-ი, მ. ჭ-ი, გ. გ-ი, თ. კ-ე, მ. რ-ი, რ. ბ-ი, რ. ა-ა, ნ. ბ-ი, ც. მ-ი, ქ. ჭ-ა, ტ. შ-ა, ი. მ-ო, ნ. მ-ე, მ. მ-ი, ა. მ-ი, ე. ლ-ი, თ. ლ-ი, ს. ა-ა, მ. ი-ე-ბ-ი, ნ. ბ-ი, თ. მ-ი, თ. თ-ე, ა. ბ-ე, უ. ბ-ი, მ. წ-ი, ნ. წ-ი, გ. გ-ი, მ. გ-ა, დ. ტ-ი, პ. პ-ი, ს. პ-ი, ი. გ-ი, ლ. კ-ე, მ. ჯ-ი, ქ. ჯ-ი, ე. ა-ი, კ. კ-ი, ქ. ჭ-ა, ა. ა-ი, მა. მ-ი, ვ. მ-ე, ლ. ს-ი, გ. ბ-ი, ზ. ქ-ე, ა. ჩ-ი, თ. მ-ი, მ. ო-ი, ო. მ-ი, ნ. ა-ი, ა. ყ-ი, ე. შ-ე, თ. შ-ე, მ. შ-ე, ზ. მ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ. ა-მა 2014 წლის 10 ივლისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხება ქ. თბილისში, ... №6-ში მდებარე სარდაფის 73.70 კვ.მ. ფართი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“, ნ. ხ-ი, ბ. ხ-ი, თ. მ-ი, ი. უ-ი, თ. ფ-ე, თ. თ-ი, ვ. გ-ი, ლ. ჩ-ე, ნ. პ-, პ. გ-ე, გ. ჯ-ი, გ. ხ-ი, მ. მ-ე, თ. კ-ი, ვ. კ-ნი, ნ. უ-ი, მ. ჭ-ი, გ. გ-ი, თ. კ-ე, მ. რ-ი, რ. ბ-ი, რ. ა-ა, ნ. ბ-ი, ც. მ-ი, ქ. ჭ-ა, ტ. შ-ა, ი. მ-ო, ნ. მ-ე, მ. მ-ი, ა. მ-ი, ე. ლ-ი, თ. ლ-ი, ს. ა-ა, მ. ი-ე- ბ-ი, ნ. ბ-ი, თ. მ-ი, თ. თ-ე, ა. ბ-ე, უ. ბ-ი, მ. წ-ი, ნ. წ-ი, გ. გ-ი, მ. გ-ა, დ. ტ-ი, პ. პ-ი, ს. პ-ი, ი. გ-ი, ლ. კ-ე, მ. ჯ-ი, ქ. ჯ-ი, ე. ა-ი, კ. კ-ი, ქ. ჭ-ა, ა. ა-ი, მა. მ-ი, ვ. მ-ე, ლ. ს-ი, გ. ბ-ი, ზ. ქ-ე, ა. ჩ-ი, თ. მ-ი, მ. ო-ი, ო. მ-ი, ნ. ა-ი, ა. ყ-ი, ე. შ-ე, თ. შ-ე, მ. შ-ე და ზ. მ-ი.

ბ. ხ-მა 2014 წლის 26 სექტემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 სექტემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხება ქ. თბილისში, ... №6-ში მდებარე სარდაფის 73.70 კვ.მ. ფართი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში № 3/3559-14 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ნ. ა-ი, ტ. ა-ი, ამხანაგობა „...“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ტ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ა-მა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ხ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მაისის საოქმო განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა საქმეების გაერთიანების თაობაზე დაკმაყოფილდა; ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე №... (3ბ/159-16) (აპელანტი - ბ. ხ-ი; მოწინააღმდეგე მხარე -საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; მესამე პირები - ნ. ა-ი და ტ. ა-ი; დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება) და ადმინისტრაციულ საქმე №... (3ბ/1884-15) (აპელანტი - ტ. ა-ი; მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური; მესამე პირები - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“, ბ. ხ-ი, ნ. ხ-ი, თ. მ-ი, ი. უ-ი, თ. ფ-ე, თ. თ-ი, ვ. გ-, ლ. ჩ-ე, ნ. პ-, პ. გ-ე, გ. ჯ-ი, გ. ხ-ი, მ. მ-ე, თ. კ-ი, ვ. კ-ნი, ნ. უ-ი, მ. ჭ-ი, გ. გ-ი, თ. კ-ე, მ. რ-ი, რ. ბ-ი, რ. ა-ა, ნ. ბ-ი, ც. მ-ი, ქ. ჭ-ა, ტ. შ-ა, ი. მ-ო, ნ. მ-ე, მ. მ-ი, ა. მ-ი, ე. ლ-ი, თ. ლ-ი, ს. ა-ა, მ. ი-ე- ბ-ი, ნ. ბ-ი, თ. მ-ი, თ. თ-ე, ა. ბ-ე, უ. ბ-ი, მ. წ-ი, ნ. წ-ი, გ. გ-ი, მ. გ-ა, დ. ტ-ი, პ. პ-ი, ს. პ-ი, ი. გ-ი, ლ. კ-ე, მ. ჯ-ი, ქ. ჯ-ი, ე. ა-ი, კ. კ-ი, ქ. ჭ-ა, ა. ა-ი, მა. მ-ი, ვ. მ-ე, ლ. ს-ი, გ. ბ-ი, ზ. ქ-ე, ა. ჩ-ი, თ. მ-ი, მ. ო-ი, ო. მ-ი, ნ. ა-ი, ა. ყ-ი, ე. შ-ე, თ. შ-ე, მ. შ-ე და ზ. მ-ი; დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) და სარეგისტრაციო ნომრად მიენიჭა №... (3ბ/159-16).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მაისის საოქმო განჩინებით №... (3ბ/159-16) ადმინისტრაციულ საქმეში გარდაცვლილი მესამე პირის ე. ა-ის უფლებამონაცვლეებად დადგენილ იქნენ მისი შვილი თ. შ-ე და ასევე ე. ა-ის გარდაცვლილი შვილის ზ. შ-ის შვილები - მ. შ-ე და ე. შ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განჩინებით ტ. ა-ისა და ბ. ხ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ხ-მა. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა, რადგან მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბ. ხ-ის 2014 წლის 19 მაისის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილების საფუძველი გახდა საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო მოთხოვნაში მითითებულ უძრავ ქონებაზე აღრიცხულია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის (კეჩის) საკუთრების უფლება. შესაბამისად, განცხადებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, დაინტერესებულ პირს დამატებით დაევალა აღნიშნული ორგანოდან თანხმობის წარდგენა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის ბ. ხ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი (კეჩი) ლიკვიდირებულია და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის - თბილისში,... ტერიტორიაზე, ... №6-ში მდებარე კორპუსი, მის ქვეშ მდებარე სარდაფის ჩათვლით (რომლის საერთო ფართიდან - 233,70 კვ. მეტრიდან 73,7 კვ. მეტრი წარმოადგენს ა-ებსა და ბ. ხ-ს შორის სადავო ფართს), ამჟამად ირიცხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების ბ. ხ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს და სწორედ აღნიშნული ორგანოდან უნდა წარედგინა დაინტერესებულ პირს სათანადო მტკიცებულება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის მიზნით (იხ. სუს №ბს-1062-1033(კ-10) 02.02.2017წ. გადაწყვეტილება). საქმეზე დადგენილია, რომ ბ. ხ-ს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში ამგვარი თანხმობა არ გამოუთხოვია და შესაბამისი ინფორმაცია არ წარუდგენია საჯარო რეესტრში.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამასთან, კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე