Facebook Twitter

№ბს-1405(კ-18) 7 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ამხანაგობა ...-ის წევრების: ბ. ზ-ის, ნ. გ-ის, გ. ყ-ას, მ. ლ-ის, ი. ჯ-ას, თ. ხ-ას, ე. გ-ის, გ. გ-ის, თ. ც-ის, გ. პ-ის, შ. მ-ას, ჯ. ო-ის, მ. ჭ-ის, მ. ჭ-ის, ა. მ-ისა და ა. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 17 თებერვალს ამხანაგობა ...-ის წევრებმა ბ. ზ-მა, ნ. გ-მა, გ. ყ-ამ, მ. ლ-მა, ი. ჯ-ამ, თ. ხ-ამ, ე. გ-მა, გ. გ-მა, თ. ც-მა, გ. პ-მა, შ. მ-ამ, ჯ. ო-ემ, მ. ჭ-მა, მ. ჭ-მა, ა. მ-მა და ა. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეების განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 13 თებერვლიდან 2015 წლის 20 იანვრამდე უკანონოდ იქნა განხორციელებული ამხანაგობა ...-ის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაცია 17 პირზე: დ. ჯ-ი, ლ. ხ-ი, ი. ტ-ი, დ. გ-ი, თ. ა-ი, შპს „...ია“, ლ. ს-ე, თ. ზ-ე, ა. ლ-ე, თ. ო-ი-ო-ი, ი. მ-ე, ი. გ-ი, ნ. ჭ-ე, ლ. ტ-ი, მ. გ-ი, ზ. გ-ე და ფ. ა-ი. ეს მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრში ამხანაგობის მიერ არ არის წარდგენილი შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაცია, აქტი ბინების პარამეტრებისა და მათი განაწილების, პროექტი, რითიც უნდა დამტკიცებულიყო ამხანაგობაზე რიცხული ფართების პარამეტრები. შესაბამისად, რეგისტრაციის პროცესში დაირღვა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და ამხანაგობის წევრთა უფლებები. ამხანაგობამ წერილობით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ განხორციელებული რეგისტრაციის თაობაზე, რაზედაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არ მოხდა შესაბამისი რეაგირება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 20 იანვრის №..., 2015 წლის 22 იანვრის №..., 2014 წლის 02 დეკემბრის №..., 2014 წლის 10 ნოემბრის №..., 2014 წლის 13 ნოემბრის №..., 2014 წლის 28 ნოემბრის №..., 2014 წლის 31 ოქტომბრის №..., 2014 წლის 01 დეკემბრის №..., 2014 წლის 19 ნოემბრის №..., 2014 წლის 29 ოქტომბრის №..., 2014 წლის 16 ოქტომბრის №..., 2014 წლის 03 ოქტომბრის №..., 2014 წლის 03 ოქტომბრის №..., 2014 წლის 17 თებერვლის №..., 2014 წლის 17 თებერვლის №..., 2014 წლის 17 თებერვლის №..., 2014 წლის 07 თებერვლის №..., 2013 წლის 10 დეკემბრის №... და 2013 წლის 10 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მაისის საოქმო განჩინებით ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. ჯ-ი, ლ. ხ-ი, ი. ტ-ი, დ. გ-ი, თ. ა-ი, შპს „...ია“, ლ. ს-ე, თ. ზ-ე, ა. ლ-ე, თ. ო-ი-ო-ი, ი. მ-ე, ი. გ-ი, ნ. ჭ-ე, ლ. ტ-ი, მ. გ-ი, ვ. ა-ი და შპს „ს...“.

2015 წლის 29 მაისს ნ. გ-მა, გ. ყ-ამ, მ. ლ-მა, ი. ჯ-ამ, თ. ხ-ამ, ე. გ-მა, გ. გ-მა, თ. ც-მა, გ. პ-მა, შ. მ-ამ, ჯ. ო-ემ, მ. ჭ-მა, მ. ჭ-მა, ა. მ-მა, ა. ი-მა და ბ. ზ-მა შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვეს, კერძოდ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აკრძალვოდა ამხანაგობის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., საკადასტრო კოდი ..., ყველანაირი სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, ამხანაგობის მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის და შესაბამის ფართებზე განშლის წარდგენამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის განჩინებით ნ. გ-ის, გ. ყ-ას, მ. ლ-ის, ი. ჯ-ას, თ. ხ-ას, ე. გ-ის, გ. გ-ის, თ. ც-ის, გ. პ-ის, შ. მ-ას, ჯ. ო-ის, მ. ჭ-ის, მ. ჭ-ის, ა. მ-ის, ა. ი-ისა და ბ. ზ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2015 წლის 8 ივნისს შპს „...იამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ამხანაგობა ...-ის წევრების: ბ. ზ-ის, ნ. გ-ის, გ. ყ-ას, მ. ლ-ის, ი. ჯ-ას, თ. ხ-ას, ე. გ-ის, გ. გ-ის, თ. ც-ის, გ. პ-ის, შ. მ-ას, ჯ. ო-ის, მ. ჭ-ის, მ. ჭ-ის, ა. მ-ისა და ა. ი-ის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, ამხანაგობა ...-ის წევრების: ბ. ზ-ის, ნ. გ-ის, გ. ყ-ას, მ. ლ-ის, ი. ჯ-ას, თ. ხ-ას, ე. გ-ის, გ. გ-ის, თ. ც-ის, გ. პ-ის, შ. მ-ას, ჯ. ო-ის, მ. ჭ-ის, მ. ჭ-ის, ა. მ-ისა და ა. ი-ის აღძრულ სარჩელში ჩაბმულები არიან მესამე პირებად.

მოსარჩელის განმარტებით, დავის არსი მდგომარეობს იმაში, რომ 2008 წლის 17 სექტემბერს იბა „...-სა“ და ფიზიკურ პირ დ. ჯ-ს შორის დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული წილის ნაწილისა და მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ამხანაგობა „...“ თმობდა, ხოლო დ. ჯ-ი იღებდა ამხანაგობა „...-ის“ კუთვნილ წილს, კერძოდ, ქ. თბილისში, ...-ში მდებარე აშენებულ საცხოვრებელ სახლში პირველ სართულზე 110 კვ.მ, ხოლო მე-3 სართულზე, 148 კვ.მ ფართს, რის სანაცვლოდაც დ. ჯ-მა ამხანაგობის სასარგებლოდ გადაიხადა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფასური 92 000 ლარის ოდენობით. დ. ჯ-ის უფლება წილის ნაწილისა და მოთხოვნის შესახებ აისახა საჯარო რეესტრის 2013 წლის 10 დეკემბრის ამონაწერში, სადაც მითითებულია ამხანაგობა ...-ის ვალდებულება გადასცეს წილის ნაწილისა და მოთხოვნის უფლების მიღეებს დ. ჯ-ს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართი.

2013 წლის 16 დეკემბერს დ. ჯ-მა თავის მხრივ წილის უფლების გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „...იას“ გადასცა წილის უფლება ამხანაგობა ...-ში მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში პირველ სართულზე 110 კვ.მ, ხოლო მე-3 სართულზე 148 კვ.მ ფართი. რაც ასევე ასახულია საჯარო რეესტრის 2014 წლის 3 ოქტომბრის ამონაწერში, სადაც ამხანაგობა ... ვალდებულია ჩააბაროს წილის ნაწილისა და მოთხოვნის უფლების მიმღების - შპს „...იას“ მენაშენეთა ამხანაგობის მიერ ქ. თბილისში, ...-ში მდებარე აშენებულ საცხოვრებელ სახლში პირველ სართულზე - 110 კვ.მ, ხოლო მე-3 სართულზე - 148 კვ.მ ფართი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შპს „...იას“ აქვს აღნიშნული ფართების მოთხოვნის კანონიერი უფლება, ხოლო დავა ამხანაგობის ძველ და ამჟამინდელ თავმჯდომარეებს შორის არ შეიძლება იყოს დავისა და ინტერესის საგანი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა უარი ეთქვას ამხანაგობა ...-ის წევრების: ბ. ზ-ის, ნ. გ-ის, გ. ყ-ას, მ. ლ-ის, ი. ჯ-ას, თ. ხ-ას, ე. გ-ის, გ. გ-ის, თ. ც-ის, გ. პ-ის, შ. მ-ას, ჯ. ო-ის, მ. ჭ-ის, მ. ჭ-ის, ა. მ-ისა და ა. ი-ის სარჩელს შპს „...იას“ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე - საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაზე რეგისტრაციის №... და №... ბათილად ცნობაზე და დაავალდებულოს იგი მათ შორის არსებული ვალდებულება დააკანონოს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რათა განშლის შემდეგ მოხდეს შპს „...იას“ კანონიერ საკუთრებაში არსებული ფართების დარეგისტრირება შპს „...იას“ სახელზე საკუთრების უფლებით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს კომპანია შპს „...იას“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხები - 2760 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ივლისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს „...იას“ დირექტორის თ. გ-ისა და წარმომადგენლის ე. ქ-ის შუამდგომლობა შეგებებული სარჩელის გამოხმობის თაობაზე. შპს „...იას“ შეგებებული სარჩელი მოპასუხეთა ამხანაგობა ...-ის წევრების: ბ. ზ-ის, ნ. გ-ის, გ. ყ-ას, მ. ლ-ის, ი. ჯ-ას, თ. ხ-ას, ე. გ-ის, გ. გ-ის, თ. ც-ის, გ. პ-ის, შ. მ-ას, ჯ. ო-ის, მ. ჭ-ის, მ. ჭ-ის, ა. მ-ისა და ა. ი-ის მიმართ დატოვებულ იქნა განუხილველად და დაუბრუნდა შეგებებული სარჩელის ავტორს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ამხანაგობა ...-ის წევრების ბ. ზ-ის, ნ. გ-ის, გ. ყ-ას, მ. ლ-ის, ი. ჯ-ას, თ. ხ-ას, ე. გ-ის, გ. გ-ის, თ. ც-ის, გ. პ-ის, შ. მ-ას, ჯ. ო-ის, მ. ჭ-ის, მ. ჭ-ის, ა. მ-ისა და ა. ი-ი სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 22 იანვრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 02 დეკემბრის №.... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 13 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 28 ნოემბრის №.... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 01 დეკემბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 19 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 16 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 03 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 03 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 თებერვლის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 თებერვლის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 თებერვლის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 07 თებერვლის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 დეკემბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 დეკემბრის №... გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „...იამ“, ა. ლ-ემ, მ. გ-მა, ნ. ჭ-ემ, ლ. ხ-მა, ი. ტ-მა, დ. გ-მა, თ. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინებით ნ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს „...იას“, ა. ლ-ის, მ. გ-ის, ლ. ხ-ის, ი. ტ-ის, დ. გ-ის, თ. ა-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ამხანაგობა ...-ის წევრების ბ. ზ-ის, ნ. გ-ის, გ. ყ-ას, მ. ლ-ის, ი. ჯ-ას, თ. ხ-ას, ე. გ-ის, გ. გ-ის, თ. ც-ის, გ. პ-ის, შ. მ-ას, ჯ. ო-ის, მ. ჭ-ის, მ. ჭ-ის, ა. მ-ისა და ა. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი/ბ ამხანაგობა „...-ის“ სადამფუძნებლო აქტით გადაწყდა, უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. თბილისი, ..., დარეგისტრირებულიყო ამხანაგობა ,,...-ის“ საკუთრების უფლება. აქტი დამოწმებულია ნოტარიული წესით. აღნიშნულ დოკუმენტში 2008 წლის 28 იანვარს განხორციელდა მორიგი ცვლილება და ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მ. ხ-ი. ამხანაგობის გადაწყვეტილებით მ. ხ-ს მიეცა უფლება მოეხდინა ამხანაგობის სახელზე რიცხული ფართების გასხვისება, გაცვლა, გაჩუქება, იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება ან/და გირაოდ მიღება, ამხანაგობის სხვა წევრების თანხმობის გარეშე. აქტი დამოწმებულია სანოტარო წესით.

განხორციელებული ცვლილების შემდგომ, ამხანაგობის თავმჯდომარემ მე-3 პირებთან გააფორმა წილის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებები, რომლითაც ამხანაგობა კისრულობდა ვალდებულებას წილის ღირებულების სანაცვლოდ მესამე პირებისათვის აშენებულ სახლში გადაეცა შესაბამისი ფართები. მე-3 პირებთან დადებული ყველა ხელშეკრულება გაფორმებულია სანოტარო წესით. დადგენილია, რომ რიგ შემთხვევებში მ. ხ-ი მოქმედებდა როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე და ასხვისებდა ამხანაგობის წილს, ხოლო რიგ შემთხვევებში გამოდიოდა საკუთარი წილის დამთმობად და ასხვისებდა ამხანაგობაში მის სახელზე რეგისტრირებულ წილს.

მესამე პირების მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებებით, მესამე პირების სახელზე განხორციელდა უფლებების წინასწარი რეგისტრაცია.

პალატის მითითებით, დადგენილია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება განხორციელებულია მესამე პირის - თ. ზ-ის განცხადების საფუძველზე. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ,,...“ 2009 წლის 08 ივნისის №01/09-03 საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით თ. ზ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ინდ.მენაშენთა ამხანაგობა ,,...-ის“ კუთვნილ ქონებებს მდებარე: ქ. თბილისი, ... (ნაკვეთი ...) სარეგისტრაციო ზონა თბილისი ..., სექტორი ... ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ..., დაზუსტებული ფართობი 1312.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, №2; მესაკუთრე ამხანაგობა ,,...“. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2009 წლის 08 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რის შედეგადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 08 ივნისის №... გადაწყვეტილებით, დარეგისტრირდა უფლების შეზღუდვა, ყადაღა უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., (ნაკვ ...) დაზუსტებული ფართობი 1312.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, №2 (საკ. კოდი №...). მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი ,,...“ მიერ თ. ზ-ის საარბიტრაჟო პრეტენზიაზე არსებითი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

სააპელაციო პალატის მითითებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების/ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

პალატის მითითებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი (სადავო რეგისტრაციების განხორციელების პროცესში მოქმედი რედაქციის შესაბამისად) ადგენს: თუ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ სამართლებრივ აქტში პირდაპირ არ არის მითითებული უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ ან/და ეს უფლება არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ობიექტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) ყადაღადადებული და განკარგვა აკრძალული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების ან ყადაღადადებული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებითი განკარგვის შედეგად წარმოშობილი უფლების რეგისტრაციაზე.

რაც შეეხება მართლზომიერი მფლობელის ცნებას, პალატის მითითებით, ამავე კანონის მიზნებიდან გამომდინარე, მართლზომიერ მფლობელად ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნევა, დაინტერესებული პირი, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა ამ კანონის ამოქმედებამდე, ან ყადაღის, განკარგვის აკრძალვის მიუხედავად სარეგისტრაციო დოკუმენტის გამოცემა, მიღება ან შედგენა უშუალოდ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით, ასევე პირი, რომელიც არის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის საგნის მესაკუთრის უფლებამონაცვლე.

სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე აღნიშნა: უდავოა, რომ მესამე პირებთან ხელშეკრულებები, წილის უფლების გადაცემის შესახებ, გაფორმებული და სანოტარო წესით დადასტურებულია, როგორც სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციამდე, ისე ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. (,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი 19.12.2008წ. N820 - IIს). შესაბამისად, სახეზეა ზემოაღნიშნული ნორმით კუმულატიურად განსაზღვრული ორივე პირობა, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მესამე პირებს, როგორც წილის მართლზომიერ მფლობელებს აძლევდა რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებდა რეგისტრაციის განხორციელების ვალდებულებას.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მნიშვნელოვანია ასევე ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, თუ იგი აღრიცხულია მას შემდეგ, რაც ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაში იყო ან/და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე.

ასევე ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის (ამჟამად მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა: (03.06.2016. N5154) გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გაცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა ყადაღის, განკარგვის უფლების შეზღუდვის ან აკრძალვის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის N1962-IIს კანონის ამოქმედებამდე. ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ძალადაკარგულად ცხადდება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, იმ პირობებში, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაცია - მესამე პირებზე წილის გასხვისების ხელშეკრულებები - ძალაშია და სადავოდ გამხდარი არ არის, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის პირობებში, მითითებულ პირებს კვლავაც რჩებათ უფლება, მოითხოვონ ხელახალი რეგისტრაცია, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე ვალდებულია მოახდინოს უფლების რეგისტრაცია და ძალადაკარგულად გამოაცხადოს რეგისტრირებული ყადაღა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ამხანაგობა ...-ის წევრებმა: ბ. ზ-მა, ნ. გ-მა, გ. ყ-ამ, მ. ლ-მა, ი. ჯ-ამ, თ. ხ-ამ, ე. გ-მა, გ. გ-მა, თ. ც-მა, გ. პ-მა, შ. მ-ამ, ჯ. ო-ემ, მ. ჭ-მა, მ. ჭ-მა, ა. მ-მა და ა. ი-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მესამე პირების უფლების წინასწარი რეგისტრაცია განხორციელებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის უხეში დარღვევით, რომლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ მშენებარე შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მარეგულირებელ ორგანოში წარმომადგენილი უნდა იქნეს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტაცია - პროექტი, ხარჯთაღრიცხვა. მშენებლობის ნებართვა, განშლა სართულებისა და ბინების მიხედვით და სხვა. კასატორების მითითებით, არც რეგისტრაციის პროცესში და არც დღეისათვის სამშენბლო დოკუმენტაცია და განშლა წარმოდგენილი არ ყოფილა, აქედან გამომდინარე, მესამე პირებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია კანონსაწინააღმდეგოა.

კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და ამავე კანონის 2-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო ვალდებულებების დარეგისტრირება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) პირობებში სამართლებრივად გაუმართლებელია, გამონაკლისს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. კონკრეტულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ვალდებულების დარეგისტრირების საფუძველს არ წარმოადგენდა სასამართლო გადაწყვეტილებები. სააპელაციო სასამართლომ ასევე უგულებელყო „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი, კერძოდ, ის რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების რეგისტრაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რასაც ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, კასატორთა მოსაზრებით, მესამე პირებზე უძრავ ნივთებზე მიბმული ვალდებულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის მიერ კანონსაწინააღმდეგოა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ამხანაგობა ...-ის წევრების: ბ. ზ-ის, ნ. გ-ის, გ. ყ-ას, მ. ლ-ის, ი. ჯ-ას, თ. ხ-ას, ე. გ-ის, გ. გ-ის, თ. ც-ის, გ. პ-ის, შ. მ-ას, ჯ. ო-ის, მ. ჭ-ის, მ. ჭ-ის, ა. მ-ისა და ა. ი-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ამხანაგობა ...-ის წევრების: ბ. ზ-ის, ნ. გ-ის, გ. ყ-ას, მ. ლ-ის, ი. ჯ-ას, თ. ხ-ას, ე. გ-ის, გ. გ-ის, თ. ც-ის, გ. პ-ის, შ. მ-ას, ჯ. ო-ის, მ. ჭ-ის, მ. ჭ-ის, ა. მ-ისა და ა. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მესამე პირების მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებებით, მესამე პირების სახელზე განხორციელდა უფლებების წინასწარი რეგისტრაცია. სწორედ აღნიშნული რეგისტრაციების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს კონკრეტულ საქმეზე დავის საგანს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამხანაგობა ,,...-ის“ სადამფუძნებლო აქტით გადაწყდა უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., დარეგისტრირებულიყო ამხანაგობა ,,...-ის“ საკუთრების უფლება. აქტი დამოწმებულია ნოტარიული წესით. აღნიშნულ დოკუმენტში 2008 წლის 28 იანვარს განხორციელდა მორიგი ცვლილება და ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მ. ხ-ი. ამხანაგობის გადაწყვეტილებით მ. ხ-ს მიეცა უფლება მოეხდინა ამხანაგობის სახელზე რიცხული ფართების გასხვისება, გაცვლა, გაჩუქება, იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება ან/და გირაოდ მიღება, ამხანაგობის სხვა წევრების თანხმობის გარეშე. აქტი დამოწმებულია სანოტარო წესით. ამხანაგობის თავმჯდომარემ მესამე პირებთან გააფორმა წილის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებები, რომლითაც ამხანაგობა კისრულობდა ვალდებულებას წილის ღირებულების სანაცვლოდ მესამე პირებისათვის აშენებულ სახლში გადაეცა შესაბამისი ფართები. ყველა ხელშეკრულება გაფორმებულია სანოტარო წესით.

მესამე პირების მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებებით, მესამე პირების სახელზე განხორციელდა უფლებების წინასწარი რეგისტრაცია.

დადგენილია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება განხორციელებულია მესამე პირის - თ. ზ-ის განცხადების საფუძველზე. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის „...ის“ 2009 წლის 08 ივნისის N01/09-03 საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით თ. ზ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ინდმენაშენთა ამხანაგობა ,,...“-ის კუთვნილ ქონებებს მდებარე: ქ. თბილისი, ... (ნაკვეთი ...) სარეგისტრაციო ზონა თბილისი ..., სექტორი ... ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ..., დაზუსტებული ფართობი 1312.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, №2; მესაკუთრე ამხანაგობა ,,...“. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2009 წლის 08 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რის შედეგადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 08 ივნისის №... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა უფლების შეზღუდვა, ყადაღა უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., (ნაკვ ...) დაზუსტებული ფართობი 1312.00 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, №2 (საკ. კოდი №...). მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი „...ის“ მიერ თ. ზ-ის საარბიტრაჟო პრეტენზიაზე არსებითი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტავს, რომ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამდენად, ზოგადი წესის მიხედვით, ყადაღის არსებობა გამორიცხავს ყადაღადადებულ ნივთზე სხვა უფლების (მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების) რეგისტრაციას. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს გამონაკლისს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზოგადი წესიდან, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ სამართლებრივ აქტში პირდაპირ არ არის მითითებული უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ ან/და ეს უფლება არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ობიექტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება ყადაღადადებული და განკარგვააკრძალული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების ან ყადაღადადებული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებითი განკარგვის შედეგად წარმოშობილი უფლების რეგისტრაციაზე. ამდენად, მითითებული გამონაკლისის თანახმად, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება ყადაღადადებული და განკარგვააკრძალული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დავის სწორად გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობასთან მიმართებაში მართლზომიერი მფლობელის ცნების განსაზღვრას.

ამავე კანონის მიზნებიდან გამომდინარე, მართლზომიერ მფლობელად „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნევა დაინტერესებული პირი, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა ამ კანონის ამოქმედებამდე, ან ყადაღის, განკარგვის აკრძალვის მიუხედავად სარეგისტრაციო დოკუმენტის გამოცემა, მიღება ან შედგენა უშუალოდ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით, ასევე პირი, რომელიც არის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის საგნის მესაკუთრის უფლებამონაცვლე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ იმ პირობებში, როდესაც მესამე პირებთან გაფორმებული არც ერთი ზემოაღნიშნული ხელშეკრულება არ წარმოადგენს დავის საგანს და ასევე ამ ეტაპზე სადავო არ არის ი/ბ ამხანაგობა „...-ის“ თავმჯდომარის უფლებამოსილება ხელშეკრულებების გაფორმების თვალსაზრისით, ამასთან, მესამე პირებთან ხელშეკრულებები, წილის უფლების გადაცემის შესახებ, გაფორმებული და სანოტარო წესით დადასტურებულია, როგორც სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციამდე, ისე ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი 19.12.2008წ. N820 - IIს), შესაბამისად, მესამე პირებს, როგორც წილის მართლზომიერ მფლობელებს ჰქონდათ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებდა რეგისტრაციის განხორციელების ვალდებულებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ამხანაგობა ...-ის წევრების: ბ. ზ-ის, ნ. გ-ის, გ. ყ-ას, მ. ლ-ის, ი. ჯ-ას, თ. ხ-ას, ე. გ-ის, გ. გ-ის, თ. ც-ის, გ. პ-ის, შ. მ-ას, ჯ. ო-ის, მ. ჭ-ის, მ. ჭ-ის, ა. მ-ისა და ა. ი-ის საკასაციო საჩივარზე გ. გ-ს 07.02.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. გ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ამხანაგობა ...-ის წევრების: ბ. ზ-ის, ნ. გ-ის, გ. ყ-ას, მ. ლ-ის, ი. ჯ-ას, თ. ხ-ას, ე. გ-ის, გ. გ-ის, თ. ც-ის, გ. პ-ის, შ. მ-ას, ჯ. ო-ის, მ. ჭ-ის, მ. ჭ-ის, ა. მ-ისა და ა. ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. გ. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ამხანაგობა ...-ის წევრების: ბ. ზ-ის, ნ. გ-ის, გ. ყ-ას, მ. ლ-ის, ი. ჯ-ას, თ. ხ-ას, ე. გ-ის, გ. გ-ის, თ. ც-ის, გ. პ-ის, შ. მ-ას, ჯ. ო-ის, მ. ჭ-ის, მ. ჭ-ის, ა. მ-ისა და ა. ი-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 07.02.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი