Facebook Twitter

№ბს-1562(უს-18) 9 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შ. ჩ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი; 2. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 4. შპს „...ი“

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 21 ივნისს შ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...ის“ მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმში, ... მდებარე 633.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა (ს/კ: ...) და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ...) მიტოვების საფუძვლით სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.02.2010 წლის №... და 12.02.2010 წლის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ქ. ბათუმში, ... მდებარე 633.00 კვ.მ (ს/კ: ...) და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 12 თებერვლის №01-22/598 და 2010 წლის 12 თებერვლის №01-22/599 მიმართვების ბათილად ცნობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებული 2010 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულების ბათილად გამოცხადება, ... მდებარე 633.00 კვ.მ (ს/კ: ...) და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვის ნაწილში, ასევე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „...ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ... მდებარე 633.00 კვ.მ (ს/კ: ...) მიწის ნაკვეთისა და 262.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება ქ. ბათუმში, ... მდებარე 633.00 კვ.მ (ს/კ: ...) მიწის ნაკვეთსა და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ...) შ. ჩ-ას საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ.

ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შპს „...ისათვის“ ქ. ბათუმში, ... მდებარე 2500,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით შ. ჩ-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შ. ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით შ. ჩ-ას საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე, მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საჩივარი გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შ. ჩ-ას საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განჩინება; შ. ჩ-ას შუამდგომლობა, შპს „...ისათვის“ ქ.ბათუმში, ... მდებარე 2500,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...ს“ (ს/კ: ...) აეკრძალა ქ.ბათუმში, ... მდებარე 2500,00 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს/კ: ...) 633.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ: ...) და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ: ...) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს: ყადაღის დადება მოპასუხის კუთვნილ ქონებაზე; მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „ი“ პუნქტებში ჩამოთვლილის გარდა, სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით შ. ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

შპს „...ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით შ. ჩ-ასთვის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით დეპოზიტზე 280 443,99 ლარის განთავსების დავალება მოითხოვა, იმ მოტივით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ზიანის მომტანია კომპანიისთვის და სასამართლოს უნდა მოეხდინა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შპს „...ის“ განცხადება დაკმაყოფილდა; შ. ჩ-ას დაევალა, სარჩელის უზრუნველყოფის გამო, შპს „...ისათვის“ მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე სს „... ბანკში“ (ანგარიშზე: GE...) 280 443 (ორასოთხმოციათას ოთხას ორმოცდასამი) ლარის შეტანა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში და 05 დღის ვადაში თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში; შ. ჩ-ას განემარტა (წარმომადგენელი ი. ს-ე), რომ განჩინებით დადგენილ ვადაში თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე გადაუხდელობისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის თანხის შეტანის დამადასტურებელი საბუთის წარუდგენლობის შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რომელიც ექვემდებარება საჩივრის ფორმით გასაჩივრებას. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად, თუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების დადებით, რაც საქარველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დააკმაყოფილა შ. ჩ-ას წარმომადგენლის საჩივარი, ვინაიდან მიიჩნია, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი იყო დასაბუთებული განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოსაყენებლად, თუმცა, პალატამ მიიჩნია, რომ შპს „...ის“ განცხადება მოსალოდნელი ზიანის თაობაზე, საფუძვლიანი იყო და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით, შ. ჩ-ას 15 დღის ვადაში უნდა განეხორციელებინა მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რადგან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით შპს „...ი“ ვერ ასრულებს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და ასევე, დაინტერესებული პირები უარს აცხადებენ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენაზე. რამდენიმე პირის მიერ კი შეწყვეტილ იქნა დადებული ხელშეკრულება.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ შპს „...ის“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის სავარაუდო და რეალური ზიანის განსაზღვისას იხელმძღვანელა განმცხადებლის მიერ წარდგენილი შპს „D...ის“ 2018 წლის 20 ივნისის დასკვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება, რომლითაც შ. ჩ-ას შუამდგომლობა შპს „...ისათვის“ ქ.ბათუმში, ... მდებარე 2500,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „...ს“ (ს/კ: ...) აეკრძალა ქ.ბათუმში, ... მდებარე 2500,00 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს/კ: ...) 633.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ: ...) და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ: ...) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შ. ჩ-ას (წარმომადგენელი ი. ს-ე) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით დადგენილ ვადაში, 2018 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით, არ წარუდგენია სარჩელის უზრუნველყოფის გამო, შპს „...ისათვის“ მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე სს „... ბანკში“ (ანგარიშზე: GE...) 280 443 (ორასოთხმოციათას ოთხას ორმოცდასამი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შ. ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შპს „...ის“ განცხადებაზე უარი თქმა და შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის მითითებით, შ. ჩ-ამ ორივე მიწის ნაკვეთი შეიძინა 114 800 ლარად. შპს „...ის“ განცხადების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შ. ჩ-ას დაევალა მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების მიზნით 280 443 ლარის სასამართლოს დეპოზიტზე შეტანა, რაც შეუსაბამო თანხაა იმ მიწის ნაკვეთების ღირებულების, რომლებიც შ. ჩ-ამ ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედების შედეგად დაკარგა. სასამართლოს მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების თანხა გაცილებით აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაბრუნებლადაც აღიძრა სარჩელი. შ. ჩ-ა არის ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს საშუალება მოეხდინა სასამართლოს მიერ მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე განთავსება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებით კი შპს „...ი“ გაასხვისებს მიწის ნაკვეთს, რაც შეუძლებელს გახდის წართმეული საკუთრების დაბრუნებას.

საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „...მა“ ბათუმში, ... მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 (ერთი) ლარად შეიძინა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაგან. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - მიწის ნაკვეთის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა, არანაირად არ ზღუდავდა შპს „...ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების ანუ სასტუმროს მშენებლობის განხორციელებას. შპს „...ის“ განცხადებაზე დართული წერილებით დასტურდება, რომ სამინისტრო აკონტროლებს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას ანუ სასტუმროს მშენებლობის დაწყებას და მის მიმდინარეობას. წერილები არ შეიცავს მითითებას საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე. შპს „...ის“ განცხადება, რომ მას ადგება ზიანი საცხოვრებელი ბინების გაუსხვისებლობით, არ დასტურდება საქმის მასალებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შ. ჩ-ას წარმომადგენლის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის და 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებებზე, საქმის მასლებთან ერთად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ჩ-ას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში დავის საგანია ქ. ბათუმში, ... მდებარე 633.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა (ს/კ: ...) და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ...) მიტოვების საფუძვლით სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.02.2010 წლის №... და 12.02.2010 წლის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ქ. ბათუმში, ... მდებარე 633.00 კვ.მ (ს/კ: ...) და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 12 თებერვლის №01-22/598 და 2010 წლის 12 თებერვლის №01-22/599 მიმართვების ბათილად ცნობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებული 2010 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულების ბათილად გამოცხადება, ... მდებარე 633.00 კვ.მ (ს/კ: ...) და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვის ნაწილში, ასევე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „...ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ... მდებარე 633.00 კვ.მ (ს/კ: ...) მიწის ნაკვეთისა და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება ქ. ბათუმში, ... მდებარე 633.00 კვ.მ (ს/კ: ...) მიწის ნაკვეთსა და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ...) შ. ჩ-ას საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ.

ამასთან, მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შპს „...ისათვის“ ქ. ბათუმში, ... მდებარე 2500,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.

საბოლოოდ, შ. ჩ-ას საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, რომლითაც გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განჩინება და შ. ჩ-ას შუამდგომლობა, შპს „...ისათვის“ ქ.ბათუმში, ... მდებარე 2500,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...ს“ (ს/კ: ...) აეკრძალა ქ.ბათუმში, ... მდებარე 2500,00 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს/კ: ...) 633.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ: ...) და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ: ...) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

ამასთან, მოპასუხე - შპს „...მა“ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლზე მითითებით, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით, შ. ჩ-ასთვის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 280 443,99 ლარის განთავსების დავალება მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა კიდევაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით და შ. ჩ-ას დაევალა, სარჩელის უზრუნველყოფის გამო, შპს „...ისათვის“ მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე სს „... ბანკში“ (ანგარიშზე: GE...) 280 443 (ორასოთხმოციათას ოთხას ორმოცდასამი) ლარის შეტანა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში და 05 დღის ვადაში თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში; შ. ჩ-ას განემარტა (წარმომადგენელი ი. ს-ე), რომ განჩინებით დადგენილ ვადაში თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე გადაუხდელობისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის თანხის შეტანის დამადასტურებელი საბუთის წარუდგენლობის შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდებოდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით კი გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება, რომლითაც შ. ჩ-ას შუამდგომლობა შპს „...ისათვის“ ქ.ბათუმში, ... მდებარე 2500,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „...ს“ (ს/კ: ...) აეკრძალა ქ.ბათუმში, ... მდებარე 2500,00 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს/კ: ...) 633.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ: ...) და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ: ...) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შ. ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შპს „...ის“ განცხადებაზე უარი თქმა და შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით კი შ. ჩ-ას წარმომადგენლის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის და 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებებზე, საქმის მასლებთან ერთად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

აღსანიშნავია, რომ როგორც მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შუამდგომლობის დაყენებისას, ასევე სასამართლომ აღნიშნულ შუამდგომლობაზე მსჯელობისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი ნორმებით და გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. კერძოდ, წარდგენილი შუამდგომლობისა და მიღებული განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლი. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას ეფუძნება ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის დავალება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელის უზრუნველყოფის სახეები ფართოდაა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, თუმცა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი თავად განსაზღვრავს უფლების წინასწარი დაცვის მექანიზმებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ყველა სხვა სახის სარჩელთან მიმართებაში. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება და მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დროებით დაცვას და უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს და ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ სახეობას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი).

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკითხის მოწესრიგებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებების გამოყენების საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ამ საკითხის მარეგულირებელ შესაბამის ნორმებს არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის მიერ შუამდგომლობის დაყენების მიზანს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა წარმოადგენს. მოსარჩელის ინტერესია მოპასუხემ - შპს „...მა“ სადავო ქონების გასხვისებით ხელი არ შეუშალოს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და აზრი არ დაუკარგოს სასამართლო დავას; ხოლო შუამდგომლობის ფორმულირება მოსარჩელემ მოახდინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე მუხლებზე მითითებით და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შპს „...ისათვის“ ქ. ბათუმში, ... მდებარე 2500,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ აღნიშნული მიზნის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის მექანიზმები. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შპს „...ის“ სახელზე რიცხული სადავო ქონების გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვის თაობაზე, თავისი შინაარსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით განსაზღვრულ უზრუნველყოფის ღონისძიებას მიეკუთვნება, ვინაიდან, დროებითი განჩინების, როგორც უფლებრივი დაცვის დროებითი საშუალების მიზანი _ დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაა.

დროებითი განჩინება (სასკ-ის 31-ე მუხლი) წარმოადგენს უფლების წინასწარი დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს. როდესაც საქმე ეხება მოსალოდნელ მმართველობით ღონისძიებას - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ან მოქმედების განხორციელებას ან განხორციელებისაგან თავის შეკავებას – და აქედან გამომდინარე პირის უფლებების მოსალოდნელ შეზღუდვას, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პირის უფლების პრევენციული დაცვის მექანიზმი, რომელიც განისაზღვრა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო.

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის შინაარსი სწორედ მის პრევენციულ ბუნებაზე მიუთითებს და ითვალისწინებს ასევე იმ შემთხვევას, როდესაც მოსარჩელის ინტერესს არსებული მდგომარეობის შენარჩუნება წარმოადგენს, რათა ხელი არ შეეშალოს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას.

ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ეს უფლება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითაა გარანტირებული. მაგრამ სასამართლოში სარჩელის განხილვას გარკვეული დრო სჭირდება, რამაც უფლების წინასწარი დაცვის, სარჩელის უზრუნველყოფის არარსებობის შემთხვევაში, შეიძლება გაართულოს ან შეუძლებელიც კი გახადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აქედან გამომდინარე ირღვევა მხარის უფლებები და იგი ვეღარ ახდენს მათ რეალიზაციას. აუცილებელია უფლების ეფექტური დაცვა. უფლების ეფექტური დაცვა გულისხმობს, როგორც რეპრესიულ დაცვას, ანუ დარღვეული უფლების აღდგენას, ასევე დროებით დაცვას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პირის დაცვა. დროებითი დაცვა გულისხმობს უფლების პრევენციულ დაცვასაც ანუ მოსალოდნელი ღონისძიებების შედეგების თავიდან აცილებას.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ქმედით ღონისძიებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული პრევენციული დაცვის მექანიზმი წარმოადგენს, ვინაიდან სასკ-ის 31-ე მუხლით დადგენილი უფლების დროებითი დაცვის საშუალებით შესაძლებელი ხდება არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, რომლის მიზანია დაიცვას პირი მმართველობის ღონისძიებების შედეგებისაგან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე და შუამდგომლობა ეფუძნებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლით გათვალისწინებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუმცა შუამდგომლობით დაყენებული მოთხოვნა თავისი შინაარსით ასევე ექცევა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მოქმედების სფეროში. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, მიმართული მოცემული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მოპასუხის - საჯარო რეესტრის მიმართ, სარეგისტრაციო სამსახურისათვის შპს „...ის“ სახელზე რიცხული სადავო ქონების გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვის თაობაზე, უზრუნველყოფს შუამდგომლობის ავტორის მიერ დაყენებული მოთხოვნის მიზნის მიღწევას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების/ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით განსაზღვრული დროებითი განჩინების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას, ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის გამოყენება მოპასუხისათვის გარკვეული ქმედების აკრძალვის დავალების თაობაზე, მით უფრო იმის გათვალისწინებით, როდესაც სამოქალაქო საპროცესო ნორმების გამოყენება მეტ ტვირთს აკისრებს მხარეს და ქმნის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესაძლებლობას. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებში რეგლამენტირებულია როგორც ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ასევე მოცემულია ყველა ის სამართლებრივი რეგულაცია, რომელიც უკავშირდება სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას. მითითებული ნორმები კი არ უშვებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოსარჩელისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების დავალების შესაძლებლობას. ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ იცნობს უზრუნველყოფის გარანტიის ინსტიტუტს.

როდესაც ესა თუ ის საკითხი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით არ არის მოწესრიგებული, იგი შეიძლება გადაწყდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებით, თუმცა, აუცილებლად ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების დაცვით. ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი საერთოდ არ იცნობს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში აღნიშნული ღონისძიების გამოყენება დაუშვებელია. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე და 199-ე მუხლებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სახეზე გვაქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი აწესრიგებს სასამართლო განსჯადობის საკითხს დროებითი განჩინების მიღების კუთხით. მითითებული ნორმის თანახმად, დროებით განჩინებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. ასეთ სასამართლოს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო, ხოლო როდესაც დავა იხილება სააპელაციო ინსტანციაში – სააპელაციო სასამართლო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს დროებითი განჩინების გამოყენების თაობაზე, რის გამოც საკითხი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც უნდა გამოიყენოს მისთვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება (კანონის ანალოგია) და საჩივრის ავტორს მისცეს შუამდგომლობის სწორად ფორმულირების შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა არ არის შეზღუდული სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით და შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. მოსამართლე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას – მიზანშეწონილი და შესაძლებელია თუ არა სარჩელის ტრანსფორმირება. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სასამართლოს უფლებამოსილება, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, უნდა გავრცელდეს მხარის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაზეც (კანონის ანალოგია).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მაშინ როდესაც მხარე პროცესუალურად სწორად ვერ აყალიბებს თავის მოთხოვნას პროცესის დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსამართლემ სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი – რა უფლების აღსადგენად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი მოსარჩელის გამოუცდელობის გამო, არამედ მოსამართლეს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის სწორად ფორმულირებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას მიუთითებდა წარდგენილი შუამდგომლობის მიზანზე, რომლის მიღწევის შესაძლებლობასაც განსაზღვრავს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, იმ განსხვავებით, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების მექანიზმს. ამდენად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის მოთხოვნის მიზანი, შუამდგომლობის შინაარსი, ის სამართლებრივი შედეგი, რისი დადგომაც სურდა მას, ასევე ის, რომ ეს შუამდგომლობა მიმართული იყოს მოპასუხე ადმინისტარციული ორგანოს მიმართ და სააპელაციო სასამართლოს, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის საფუძველზე (კანონის ანალოგია) მოსარჩელისათვის უნდა მიეცა შუამდგომლობის სწორად ფორმულირების შესაძლებლობა და შუამდგომლობის ფორმულირების დაზუსტების შემდგომ, ემსჯელა წარდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია იმსჯელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, თუ სასამართლოს მხრიდან შუამდგომლობის დაზუსტების შეთავაზების მიუხედავად, მოსარჩელე კვლავ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის ნორმებს დააფუძნებს წარდგენილ შუამდგომლობას და უარს იტყვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო ნორმების დარღვევასთან ერთად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების თანხა შეუსაბამოდ მაღალია და გაცილებით აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაბრუნებლადაც აღიძრა სარჩელი. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ. ჩ-ამ ორივე მიწის ნაკვეთი შეიძინა 114 800 ლარად. შპს „...ის“ განცხადების საფუძველზე კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შ. ჩ-ას დაევალა მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების მიზნით 280 443 ლარის სასამართლოს დეპოზიტზე შეტანა. ამასთან, შპს „...მა“ ბათუმში, ... მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 (ერთი) ლარად შეიძინა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაგან.

მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების განსაზღვრისათვის ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შპს „...ს“ (ს/კ: ...) აეკრძალა ქ.ბათუმში, ... მდებარე 2500,00 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს/კ: ...) 633.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ: ...) და 262.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ: ...) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თავად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივ ბუნებაზე და განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება; ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმდგენი მოსარჩელის მიზანს, საბოლოო ჯამში, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მართლმსაჯულების რეალურ განხორციელებას ემსახურება, რათა მართლმსაჯულებას ფორმალური ხასიათი არ მიეცეს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მხარემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეექმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

ამასთან, სასამართლოს მხრიდან შეუსაბამოდ მაღალი უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნით აზრი არ უნდა დაეკარგოს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებს და შეუძლებელი არ უნდა გახდეს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება, რაც დაკავშირებულია მართლმსაჯულების რეალურ განხორციელებასთან.

წარმოდგენილი სარჩელი ეხება საკუთრების უფლების დაუსაბუთებელ და უსაფუძვლო შელახვის ფაქტს. მოსარჩელის განმარტებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ წაერთვა საკუთრების უფლება. შპს „...ის“ მიერ სადავო უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში კი, შეუძლებელი გახდება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. მოსარჩელის მითითებით, შპს „...ისა“ და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, შპს „...ი“ უფლებამოსილია მოახდინოს მიწის ნაკვეთის გასხვისება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა შუამდგომლობის შედეგზე; სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რასაც მას კანონმდებლობა ანიჭებს. იგი ფორმალურად მიუდგა სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის განხილვას და დაეყრდნო შუამდგომლობის ფორმულირებას, რის გამოც საფრთხე შეუქმნა ადმინისტრაციულ პროცესში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების დაუცველობის პირობებში, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ამასთან, უგულებელყოფილია მოსარჩელის ინტერესი, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. ჩ-ას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის, 2018 წლის 18 სექტემბრის, 2018 წლის 19 ოქტომბრისა და 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებები და შპს „...ის“ განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ჩ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის, 2018 წლის 19 ოქტომბრისა და 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებები და შპს „...ის“ განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი