გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 343-აპ 8 ოქტომბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),
ი. ტყეშელაშვილი,
მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 5 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. გ-ლი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 21 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ», «დ» ქვეპუნქტებითა (2000წ. 30 მაისის რედაქცია) და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2000წ. 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულთა გამო როგორიცაა: ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც რამდენჯერმე იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აგრეთვე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რის გამოც მას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენის მიხედვით, ჯ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ჯ. გ-მა 2003წ. 31 დეკემბერს განიზრახა ფარულად დაუფლებოდა სხვის ქონებას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, --- ქუჩა ¹40-ში მცხოვრებ ე. პ-ის საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთებს, კერძოდ: 15 ლარად ღირებულ, შავი ფერის რადიო VLთBA-ს; ელექტრობურღს, ღირებულს 60 ლარად; ელექტროშალაშინს, ღირებულს 100 ლარად; ტელევიზორ «LG-ს», ღირებულს 450 ლარად; «როტა პროსტაილერის» სავარცხელს, ღირებულს 100 ლარად; სამზარეულოს კომბაინს, ღირებულს 120 ლარად; ტყავის ქურთუკს, ღირებულს 170 ლარად. სულ დაზარალებულ ე.პ-ლს მიადგა 915 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე 2004წ. 18 აგვისტოს განიზრახა ფარულად დაუფლებოდა სხვის ქონებას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯ. გ-მა უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, --- მცხოვრებ ლ. წ-ას საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთებს, კერძოდ: მარაოს, პარფიუმერიის ნაკრებს, «დურალექსის» თეფშების ნაკრებს (6 ცალს), ვერცხლის სამეულს, რითაც დაზარალებულ ლ. წ-ას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე 2004წ. 24 აგვისტოს განიზრახა ფარულად დაუფლებოდა სხვის ქონებას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯ. გ-მა უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, --- მცხოვრებ თ. ც-ის საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთებს, კერძოდ: ბაროკოს ფირმის შავი ტყავის ქურთუკს, ღირებულს 450 ლარად; ტყავის ქურთუკს, ღირებულს 250 ლარად; შავი ფერის ტყავის ლაბადას, ღირებულს 500 ლარად; ქალის შავი ფერის ე.წ. «დუბლიონკას», ღირებულს 700 ლარად; ტყავის ლაბადას, ღირებულს 400 ლარად; ერთი წყვილ ქოშს, ღირებულს 80 ლარად; 200 აშშ დოლარს; ტელევიზორ «კორფუჯს», ღირებულს 150 ლარად. სულ დაზარალებულ თ. ც-ეს მიადგა 3180 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე 2004წ. 25 აგვისტოს განიზრახა ფარულად დაუფლებოდა სხვის ქონებას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯ. გ-მა უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, --- მცხოვრებ თ. ს-ის საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთებს, კერძოდ: ფერად ტელევიზორს _ «შივაკს», ვიდეომაგნიტოფონს _ «სამსუნგს»; სათამაშო კომპიუტერს _ «სონის»; ბროლის ლარნაკს; როკოკოს საყვავილეს; ირანული წარმოების რადიოს, გამანათებელთან ერთად; ერთკასეტიან, მცირე ზომის მაგნიტოფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ჯ. გ-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 2 ცალი ხელყუმბარა, თავისი ფალიით, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ერთი ცალი მჭიდი, 16 კალიბრიანი თოფის ლულა და ვაზნები, რაც შემდგომში შეინახა თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისში.
2004წ. 27 აგვისტოს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს -- განყოფილების პოლიციის თანამშრომლების მიერ მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას ჯ. გ-ლს აღმოაჩნდა 1 ცალი 9 მმ კალიბრიანი ჩOMBAთ PP ¹1488 პისტოლეტი, 9 მმ კალიბრიანი აირის პისტოლეტებისათვის განკუთვნილი ვაზნა, ღGD 5 ტიპის ხელყუმბარის კორპუსი, მასში მოთავსებული 100-115 გრამი ტროტილით და UძღGM ტიპის უნიფიცირებული ფალიით, Aფ-1 ტიპის ხელყუმბარა თავისი ფალიით, 2 ცალი 16 კალიბრიანი, ორლულიანი თოფის გადაჭრილი ლულა და ერთი ცალი მჭიდი. აღნიშნულიდან ფ-1 ტიპის და ღGD 5 ტიპის ხელყუმბარა, საქმეზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, წარმოადგენს საბრძოლო მასალას.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ. ჩ-ემ და მსჯავრდებულმა ჯ. გ-მა. სახელმწიფო ბრალმდებელი თავისი საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გამკაცრებას იმ მოტივით, რომ ჩადენილი ქმედების ხასიათისა და პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი. მსჯავრდებული ჯ. გ-ლი თავისი საჩივრით ითხოვდა სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას მისი ასაკის, ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის გამო.
მხარეთა საჩივრები განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2006წ. 5 აპრილის განაჩენით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები, რადგან არ მიიჩნია ისინი საფუძვლიანად და დასაბუთებულად. ამასთან, პალატამ გასაჩივრებულ განაჩენში შეიტანა ცვლილება მსჯავრდებულ ჯ. გ-ის სასიკეთოდ, კერძოდ, მას განაჩენიდან ამოურიცხა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია) განსაზღვრული ბრალდება, ვინაიდან მიიჩნია, რომ იგი ზედმეტად ჰქონდა წარდგენილი, ხოლო განაჩენი სხვა ნაწილში დატოვა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ჯ. გ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მის მიმართ არ დაადგინა სამართლიანი განაჩენი, იგი უკანონოა, რადგან არ იქნა მხედველობაში მიღებული არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები და მას დაენიშნა ზედმეტად მკაცრი სასჯელი. კასატორი ჯ. გ-ლი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ მის მიმართ 2006წ. 5 აპრილს გაომტანილი განაჩენის გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ჯ. გ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სწორად დაადგინეს. საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით სარწმუნოდ არის დადგენილი ჯ. გ-ის მიერ იმ ქმედებების ჩადენა, რაც მას განაჩენით შეერაცხა და თავის ბრალეულობას აღნიშნულ ქმედებებში თვითონაც არ უარყოფს. რაც შეეხება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ზომას, იგი ვერ ჩაითვლება უსამართლოდ და ზედმეტად მკაცრად, რადგან ჯ. გ-ლი წარსულში არაერთგზის იყო მსჯავრდებული საკუთრების ხელყოფისათვის, მაგრამ ამის შემდეგ მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, ხოლო ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლებზედაც იგი მიუთითებს, მთლიანად გაითვალისწინა სასამართლომ და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006წ. 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც ძალაშია 2006წ. 31 მაისიდან, გასაჩივრებული განაჩენით დადგენილი ჯ. გ-ის ქმედებების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ზემოაღნიშნული ცვლილებებით შემსუბუქდა პასუხისმგებლობა და სასჯელი ამ ქმედებებისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა.
აღნიშნული გარემოების საფუძველზე საკასაციო პალატა მივიდა შემდეგ დასკვნამდე: მსჯავრდებულ ჯ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტთან, ასევე, მისი ქმედების კვალიფიკაცია (ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით), განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტთან, ხოლო მისივე ქმედების კვალიფიკაცია (ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ და მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის), განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტთან, რომლებიც ითვალისწინებენ შემსუბუქებულ პასუხისმგებლობასა და სასჯელს იმავე ქმედებებისათვის.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2000წ. 5 მაისის რედაქცია) კვალიფიკაციის ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მისი შეცვლისათვის. არ მოიპოვება, აგრეთვე, საფუძველი სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის შეცვლისათვის, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი არის სამართლიანი, ამასთან, განსაზღვრულია ახალი კანონით დადგენილი სანქციის ფარგლებში.
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2006წ. 5 აპრილს მსჯავრდებულ ჯ. გ-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 5 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ჯ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და «დ» ქვეპუნქტით, შეიცვალოს და აღნიშნული ქმედება დაკვალიფიცირდეს შესაბამისად საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.