Facebook Twitter

№ბს-1474(2კ-18) 21 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 27 მაისს ზ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაში ირიცხება თეთრიწყაროს რაიონში, სოფ. ...ს მიწები ე.წ „...ში” არსებული 170 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: №..., რომელიც „სახელმწიფო საკუთერებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2008 წლის 20 თებერვლის №1845 ოქმის საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა მის სახელზე. 2011 წელს მოსარჩელემ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ცვლილების რეგისტრაცია, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ზედდებაში მოვიდა 2010 წლის 15 ივლისს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან საკადასტრო კოდით: №... .

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 29 მარტს და 2012 წლის 8 ნოემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შეიტანა განცხადებები, რომლითაც ითხოვდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მომხდარი გადაფარვის გასწორებას და კორექტირებას. 2014 წლის 11 ნოემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის №1-2582 ბრძანებით „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის №23 ოქმის შედეგების დამტკიცების შესახებ”, დამტკიცდა „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 5 აგვისტოს შემდგარი სხდომის შედეგები, სადაც დღის წესრიგით დასმულ საკითხებზე კომისიამ მიიღო შემდეგი გადაწვეტილება, კერძოდ, საკითხი: სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის 1 აგვისტოს №38292/04 წერილის გათვალისწინებით კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სახელმწიფო ქონების (საკ.კოდ.№...) საკადასტრო საზღვრების კორექტირება.

მოსარჩელის განმარტებით, კომისიაზე არასწორად იქნა საკითხი დასმული და მსჯელობდნენ სულ სხვა საკადასტრო კოდზე. 2010 წლის 15 ივლისს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში დარეგისტრირდა და გადაფარა მიწის ნაკვეთი №... საკადასტრო კოდით და არა №... საკადასტრო კოდით, რომელიც მითითებულია ბრძანებაში და კომისიის დასკვნაში, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხი ამ საკითხთან მიმართებაში არის ფაქტიურად შეუსაბამო და არანაირი კავშირი არ აქვს მის მოთხოვნასთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის 2014 წლის 11 ნოემბრის №1/1-2582 ბრძანებისა და ბრძანებაზე თანდართული კომისიის 2014 წლის 5 აგვისტოს შემდგარი სხდომის №23 ოქმით (№8 საკითხზე) მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ზ. ს-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ზ. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის 2014 წლის 11 ნოემბრის №1/1-2582 ბრძანება ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის №23 ოქმის შედეგების დამტკიცების შესახებ“ და ბრძანებაზე თანდართული „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 5 აგვისტოს შემდგარი სხდომის №23 ოქმით (მე-8 საკითხი, ზ. ს-ის ნაწილში) მიღებული გადაწყვეტილება. ასევე მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი ზ. ს-ის მიერ 2014 წლის 30 დეკემბერს წარდგენილი №27859/09 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის განცხადება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი ზ. ს-ის მიერ 2014 წლის 30 დეკემბერს წარდგენილი №27859/09 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 ნოემბრის №1/1-2582 ბრძანება „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის №23 ოქმის შედეგების დამტკიცების შესახებ“ (ზ. ს-ის ნაწილში); სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. ს-ის მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელ. ...ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი: №...(...) საზღვრების კორექტირებაზე), გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობით: 1700000.0 კვ.მ (მდებარე: საკრებულოს მიწები, ,,...“, ს/კ №...), საკუთრების უფლებით აღრიცხულია ზ. ს-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 20.02.2008წ. ოქმი №1845. 2011 წლის 17 მაისს ზ. ს-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია (მდებარე: სოფ. ...ში, საკრებულოს მიწები, „...“). თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ არსებობდა ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან, ამდენად, წარსადგენი იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირებულივერსია.

ზ. ს-მა 2012 წლის 29 მარტს და 2012 წლის 8 ნოემბერს განცხადებებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. განმცხადებელმა მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ 72 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ..., საკრებულოს მიწები, „...“, ს/კ ...) არსებული გადაფარვის გასწორება და მონაცემების კორექტირება. განცხადება განიხილა 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ და 2014 წლის 5 აგვისტოს შედგენილი №23 ოქმით (საკითხი №8) დაადგინა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის პირველი აგვისტოს №38292/04 წერილის გათვალისისწინებით, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სახელმწიფო ქონების (ს/კ ...) საკადასტრო საზღვრების კორექტირება. აღნიშნული ოქმის შედეგები დამტკიცდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 ნოემბრის №1/1-2582 ბრძანებით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და დასაბუთებული, სახელმწიფოს სახელზე რომელი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (... თუ ...) არის ზედდებაში და რა მოცულობით, ზ. ს-ის მფლობელობაში არსებული ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 170 ჰა მიწის ნაკვეთი. წარდგენილ განცხადებაში მხარე უთითებდა, რომ ზედდება არის სახელმწიფოს სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან და საზღვრების კორექტირებას ითხოვდა სწორედ აღნიშნული საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის პირველი აგვისტოს №38292/04 წერილი შეეხება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, რომლის საკადასტრო კოდია - ... .

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუკი სათანადო წესით გამოკვლეული და დადასტურებული იქნება, რომ ზ. ს-ის მფლობელობაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 170 ჰა მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან (ს/კ ...), გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის დასაბუთებული, მხოლოდ მითითებული წერილის საფუძველზე რატომ მიიჩნია კომისიამ მიზანშეუწონლად საზღვრების კორექტირება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინების გარდა, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და თავად გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, შეაგროვოს საჭირო ცნობები, დაათვალიეროს ადგილი, საჭიროების შემთხვევაში, საკითხის სრულყოფილად გარკვევის მიზნით, დანიშნოს ექსპერტიზა და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები. სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზ. ს-ის სახელზე გაცემული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დღეის მდგომარეობით ძალაშია (აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, 06.08.2009წ. საჯარო რეესტრში ზ. ს-ის სახელზე რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება, მდებარე: თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ...ში, საკრებულოს მიწები „...“, დაუზუსტებული ფართობით: 1700000.00 კვ.მეტრი), თუმცა მხარე ვერ ახერხებს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას დაზუსტებული მონაცემებით, იმ საფუძვლით, რომ არსებობს ზედდება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა ზ. ს-ის მიერ 2014 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენილ საჩივართან მიმართებაში. ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 ნოემბრის №1/1-2582 ბრძანება (ზ. ს-ის ნაწილში), შესაბამისად გასაჩივრებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი ზ. ს-ის მიერ 2014 წლის 30 დეკემბერს წარდგენილი №27859/09 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშობა მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის 1 აგვისტოს №38292/04 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ცხვრის გადასარეკ ტრასას და მიზანშეწონილია შენარჩუნდეს მისი სტატუსი. ზ. ს-ზე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის პრივატიზების მომენტისთვის მოქმედი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „პრივატიზებას არ ექვემდებარება პირუტყვის გადასარეკი ტრასები“. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, პირუტყვის გადასარეკი ტრასის პრივატიზება დაიშვებოდა მხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, რაზედაც სამინისტროს წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს მთავრობა. კასატორის მითითებით, აღიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ პირუტყვის გადასარეკი ტრასა მოქცეულია მართვის განსაკუთრებულ რეჟიმში და მასზე სახელმწიფოს გარდა, სხვა ნებისმიერი პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია შეზღუდულია, ასეთი კატეგორიის მიწების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, რაზედაც ქონების მმართველის წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ამდენად, სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოქცეულია სპეციალური საკანონმდებლო რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში და სახელმწიფოსაც კი შეზღუდული აქვს ამ ტერიტორიის განკარგვის (პრივატიზების) უფლებამოსილება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის დანაწესი და ის გარემოება, რომ უცილოდ ბათილი გარიგება შედეგებს არ წარმოშობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებით, სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 ნოემბრის №1/1-2582 ბრძანება და სააგენტოს დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. ს-ის მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) საზღვრების კორექტირებაზე. კასატორის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2008 წლის 20 თებერვალს გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1845 ოქმის საფუძველზე, ზ. ს-ს 2008 წლის 16 მაისს საკუთრების უფლებით აქვს რეგისტრირებული თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ...ში მდებარე (საკრებულოს მიწები „...“) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1700000.00 (170 ჰა.) კვ.მ მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ფართობით (ს/კ №...). კასატორის მოსაზრებით, დასაბუთებას მოკლებულია მოსარჩელის განცხადება, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაშია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, თეთრიწყაროს რაიონში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 83028.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) საკადასტრო მონაცემებთან. კასატორის განმარტებით, გამოვლენილი ზედდების შესახებ საკითხი განხილულ იქნა „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 5 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №23). აღნიშნული სხდომის ოქმიდან ამონაწერის მიხედვით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის 1 აგვისტოს №38292/04 წერილის გათვალისწინებით, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სახელმწიფო ქონების (ს/კ №...) საკადასტრო საზღვრების კორექტირება. მოცემული წერილის თანახმად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული განსახილველი მიწის ნაკვეთის საკითხი და დადგინდა, რომ ფაქტობრივი მდგომარეობით აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს პირუტყვის გადასარეკ ტრასას, რომელსაც საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უნდა შეუნარჩუნდეს ეს ფუნქცია.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიცავს მითითებას იმ გარემოებაზე, რომლის საფუძველზედაც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. გასაჩივრებული ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, კასატორი არ იზიარებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებას და მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარის საფუძველს იძლეოდა გასაჩივრებული აქტების კანონიერება/უკანონობის საკითხის გასარკვევად, კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში, 2009 წლის 6 აგვისტოს მდომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ფართობით 1700000.0 კვ.მეტრი, მდებარე: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ..., საკრებულოს მიწები „...“, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია ზ. ს-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი №1845, დამოწმების თარიღი: 20/02/2008, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანო.

საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 15 ივლისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობით: 3319018.00 კვ.მეტრი, მდებარე: თეთრიწყაროს რაიონი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: წერილი №..., დამოწმების თარიღი:14/07/2010, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 27 მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობით: 83028.00 კვ.მეტრი, მდებარე: თეთრიწყაროს რაიონი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: მომართვა №05/10006, დამოწმების თარიღი: 20/05/2011, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების არრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველო. წერილი №16/2251, დამოწმების თარიღი:14/07/2010, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 22 ივნისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობით: 83028.00 კვ.მეტრი, მდებარე: თეთრიწყაროს რაიონი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: წერილი №..., დამოწმების თარიღი:14/07/2010, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. წერილი №10/35898, დამოწმების თარიღი:16/06/2015, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. მომართვა №05/10006, დამოწმების თარიღი: 20/05/2011, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველო.

2011 წლის 7 მარტის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობით: 3319018.00 კვ.მეტრი, მდებარე: თეთრიწყაროს რაიონი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: წერილი №..., დამოწმების თარიღი:14/07/2010, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 22 ივნისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობით: 298750.00 კვ.მეტრი, მდებარე: თეთრიწყაროს რაიონი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: წერილი №..., დამოწმების თარიღი:14/07/2010, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. წერილი №10/35898, დამოწმების თარიღი:16/06/2015, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. მომართვა №05/10005, დამოწმების თარიღი: 20/05/2011, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველო.

2011 წლის 17 მაისს ზ. ს-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია (მდებარე: სოფ. ...ში, საკრებულოს მიწები, „...“). თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად. შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ არსებობდა ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან, ამდენად, წარსადგენი იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირებული ვერსია.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზ. ს-მა 2012 წლის 29 მარტს და 2012 წლის 8 ნოემბერს განცხადებებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. განმცხადებელმა მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ 72 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ..., საკრებულოს მიწები, „...“, ს/კ ...) არსებული გადაფარვის გასწორება და მონაცემების კორექტირება.

განცხადება განიხილა 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ და 2014 წლის 5 აგვისტოს შედგენილი №23 ოქმით (საკითხი №8) დაადგინა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის პირველი აგვისტოს №38292/04 წერილის გათვალისისწინებით, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სახელმწიფო ქონების (ს/კ ...) საკადასტრო საზღვრების კორექტირება. აღნიშნული ოქმის შედეგები დამტკიცდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 ნოემბრის №1/1-2582 ბრძანებით.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და დასაბუთებული, სახელმწიფოს სახელზე რომელი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (... თუ ...) არის ზედდებაში და რა მოცულობით, ზ. ს-ის მფლობელობაში არსებული ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 170 ჰა მიწის ნაკვეთი. წარდგენილ განცხადებაში მხარე უთითებდა, რომ ზედდება არის სახელმწიფოს სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან და საზღვრების კორექტირებას ითხოვდა სწორედ აღნიშნული საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის 1 აგვისტოს №38292/04 წერილი შეეხება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, რომლის საკადასტრო კოდია - ... . გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის დასაბუთებული, მხოლოდ მითითებული წერილის საფუძველზე რატომ მიიჩნია კომისიამ მიზანშეუწონლად საზღვრების კორექტირება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინების გარდა, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და თავად გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, შეაგროვოს საჭირო ცნობები, დაათვალიეროს ადგილი, საჭიროების შემთხვევაში, საკითხის სრულყოფილად გარკვევის მიზნით, დანიშნოს ექსპერტიზა და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ არსებობს ზ. ს-ის სახელზე გაცემული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დღეის მდგომარეობით ძალაშია (აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, 06.08.2009წ. საჯარო რეესტრში ზ. ს-ის სახელზე რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება, მდებარე: თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ...ში, საკრებულოს მიწები „...“, დაუზუსტებული ფართობით: 1700000.00 კვ.მეტრი), თუმცა მხარე ვერ ახერხებს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას დაზუსტებული მონაცემებით, იმ საფუძვლით, რომ არსებობს ზედდება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე.

რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარს ზ. ს-ის მიერ 2014 წლის 30 დეკემბერს წარდგენილი №27859/09 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 ნოემბრის №1/1-2582 ბრძანება, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი ზ. ს-ის მიერ 2014 წლის 30 დეკემბერს წარდგენილი №27859/09 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი