Facebook Twitter

ზ-217-5 (ა-19) 16 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად განიხილა გ. ბ-ის განცხადების მიღების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ბ-ემ 10.06.2019წ. განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2017წ. განჩინებასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლოს 17.06.2019წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 183-ე, 422-ე და 427-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, განცხადება არ იყო შედგენილი ნაბეჭდი სახით, ნაწერი იყო გაურკვევლი, რის გამოც შეუძლებელი იყო განცხადების შინაარსის გარკვევა. ამასთანავე, დასაზუსტებელი იყო განმცხადებლის მოთხოვნა, კერძოდ, დაზუსტებას სააჭიროებდა გ. ბ-ე ითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას სსკ-ის 422-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საქმის წარმოების განახლებას სსკ-ის 423-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის დაზუსტების შემდეგ, განმცხადებელს დაევალა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის და ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება. მოთხოვნის დაზუსტების შესაბამისად განცხადებაზე წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო შესაბამისი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. მითითებული ხარვეზის აღმოფხვრისათვის განმცხადებელს განესაზღვრა 5 დღის ვადა, მასვე განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში მისი განცხადება დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შესახებ საკასაციო სასამართლოს 17.06.2019წ. განჩინება გ. ბ-ეს გაეგზავნა მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე, რაც სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა 01.07.2019წ., ოჯახის წევრს შ. ბ-ეს (პ/ნ …).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

გ. ბ-ეს ხარვეზის შესახებ საკსაციო სასამართლოს 17.06.2019წ. განჩინება გაეგზავნა მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე, რაც სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა 01.07.2019წ., მითითებულ მისამართზე მყოფ ოჯახის წევრს შ. ბ-ეს (პ/ნ …) (ს.ფ.9). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გ. ბ-ის განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 08 ივლისს 24:00 საათზე. აღნიშნულის მიუხედავად მოცემული განჩინების გამოტანის მომენტისათვის გ. ბ-ეს ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი ვადის გაგრძლების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 427.2 მუხლის შესაბამისად, გ. ბ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე, 427-ე, 396. 3, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ბ-ის განცხადება დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი