#ბს-638(კ-19) 18 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 4 აგვისტოს ი. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეებზე: 1. ნოტარიუსის მიერ 25.02.2017წ. გაცემული #170192201 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17023772); 2. ნოტარიუსის მიერ 01.02.2017წ. გაცემული #17009983 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17014065); 3. ნოტარიუსის მიერ 08.11.2016წ. გაცემული #161284736 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17012268); 4. ნოტარიუსის მიერ 01.03.2016წ. გაცემული #160193608 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17008079); 5. ნოტარიუსის მიერ 11.01.2017წ. გაცემული #170027870 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17004467); 6. ნოტარიუსის მიერ 10.01.2017წ. გაცემული #170022176 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17003694); 7. ნოტარიუსის მიერ 10.01.2017წ. გაცემული #170022492 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17003698); 8. ნოტარიუსის მიერ 10.01.2017წ. გაცემული #17009983 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17003699); 9. ნოტარიუსის მიერ 10.01.2017წ. გაცემული #170022376 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17003697); 10. ნოტარიუსის მიერ 10.01.2017წ. გაცემული #170022289 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17003696); 11. ნოტარიუსის მიერ 06.01.2017წ. გაცემული #170011572 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17004284); 12. ნოტარიუსის მიერ 30.06.2016წ. გაცემული #160718676 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A16134645); 13. ნოტარიუსის მიერ 10.05.2016წ. გაცემული #160480371 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17009182), სადაც მოვალეა ი. ხ-ი (როგორც ა. ნ-ას უფლებამონაცვლე), სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებული ქმედებების, კერძოდ: აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ი. ხ-ის საბანკო ანგარიშებზე საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღის, ი. ხ-ის მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებული მოვალეთა რეესტრის შეზღუდვის, ი. ხ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, (მდებარე: ბორჯომის რაიონი, ..., ...ი; ს/კ ...; ფართი - 51.4 კვ.მ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ყადაღისა და გავრცელებული მოვალეთა შეზღუდვის გაუქმება და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეებზე: 1. ნოტარიუსის მიერ 25.02.2017წ. გაცემული #170192201 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17023772); 2. ნოტარიუსის მიერ 01.02.2017წ. გაცემული #17009983 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17014065); 3. ნოტარიუსის მიერ 08.11.2016წ. გაცემული #161284736 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17012268); 4. ნოტარიუსის მიერ 01.03.2016წ. გაცემული #160193608 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17008079); 5. ნოტარიუსის მიერ 11.01.2017წ. გაცემული #170027870 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17004467); 6. ნოტარიუსის მიერ 10.01.2017წ. გაცემული #170022176 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17003694); 7. ნოტარიუსის მიერ 10.01.2017წ. გაცემული #170022492 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17003698); 8. ნოტარიუსის მიერ 10.01.2017წ. გაცემული #17009983 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17003699); 9. ნოტარიუსის მიერ 10.01.2017წ. გაცემული #170022376 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17003697); 10. ნოტარიუსის მიერ 10.01.2017 წ. გაცემული #170022289 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17003696); 11. ნოტარიუსის მიერ 06.01.2017წ. გაცემული #170011572 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17004284); 12. ნოტარიუსის მიერ 30.06.2016წ. გაცემული #160718676 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A16134645); 13. ნოტარიუსის მიერ 10.05.2016წ. გაცემული #160480371 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17009182), სააღსრულებო წარმოების, მხოლოდ ა. ნ-ას მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე აღსრულების განხორციელების გზით, განხორციელება მოითხოვა.
ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყველა იმ სააღსრულებო საქმეზე, სადაც მოვალეა ი. ხ-ი (როგორც ა. ნ-ას უფლებამონაცვლე), ი. ხ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ბორჯომის რაიონი, ..., „...ი“, ს/კ ..., ფართი - 51.4 კვ.მ) ნაწილში, დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
მოსარჩელის განმარტებით, გარდაცვლილი ა. ნ-ას კრედიტორებმა მემკვიდრეების წინააღმდეგ დაიწყეს სააღსრულებო წარმოება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განიხილა ა. ნ-ას უფლებამონაცვლეების წინააღმდეგ გაცემული სააღსრულებო ფურცლები და 2017 წლის 15 მარტის იურიდიული სამსახურის რეკომენდაციით გადაწყდა, რომ აღსრულება უნდა განხორციელდეს არაუზრუნველყოფილი მოთხოვნით, რაც თავის მხრივ, იმას გულისხმობს, რომ აღსრულება ა. ნ-ას უფლებამონაცვლეების მიმართ განხორციელდება არა მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე, არამედ მთელ, მათ შორის, იმ ქონებაზეც, რაც მემკვიდრეობით არ მიუღიათ. მოსარჩელის მითითებით, მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, რომელიც მას მემკვიდრეობით არ მიუღია, შეფასდა 91 000 ლარად და მზადდება აუქციონზე სარეალიზაციოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ი. ხ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინება გაასაჩივრა ი. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ი. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ი. ხ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინება და მიღებულ იქნა ახალი განჩინება; ი. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა სააღსრულებო წარმოება ყველა იმ სააღსრულებო საქმეზე, სადაც მოვალეა ი. ხ-ი, როგორც ა. ნ-ას უფლებამონაცვლე, მხოლოდ ი. ხ-ის საკუთრებაში რიცხული ქონების (მდებარე: ბორჯომი, ..., „...ი“, საკადასტრო კოდი: ..., ფართი - 51,4 კვ.მ) ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. ნ-ა, ი. ნ-ა, ლი. ნ-ა, ხოლო მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით - ხ. ჯ-ა, ნ. კ-ი, ს. ჯ-ა, ი. ტ-ე, თ. მ-ე, ა. კ-ე, მ. მ-ე, თ. კ-ა და შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაევალა მის წარმოებაში არსებულ საქმეებზე: 1. ნოტარიუსის მიერ 25.02.2017წ. გაცემული #170192201 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17023772); 2. ნოტარიუსის მიერ 01.02.2017წ. გაცემული #170099983 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17014065); 3. ნოტარიუსის მიერ 08.11.2016წ. გაცემული #161284736 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17012268); 4. ნოტარიუსის მიერ 01.03.2016წ. გაცემული #160193608 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17008079); 5. ნოტარიუსის მიერ 11.01.2017წ. გაცემული #170027870 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17004467); 6. ნოტარიუსის მიერ 10.01.2017წ. გაცემული #170022176 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17003694); 7. ნოტარიუსის მიერ 10.01.2017წ. გაცემული #170022492 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17003698); 8. ნოტარიუსის მიერ 10.01.2017წ. გაცემული #170022234 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17003699); 9. ნოტარიუსის მიერ 10.01.2017წ. გაცემული #170022376 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17003697); 10. ნოტარიუსის მიერ 10.01.2017წ. გაცემული #170022289 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17003696); 11. ნოტარიუსის მიერ 06.01.2017წ. გაცემული #170011572 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17004284); 12. ნოტარიუსის მიერ 30.06.2016წ. გაცემული #160718676 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A16134645); 13. ნოტარიუსის მიერ 10.05.2016წ. გაცემული #160480371 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #A17009182), სააღსრულებო წარმოების განხორციელება მხოლოდ ა. ნ-ას მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე აღსრულების განხორციელების გზით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააღსრულებო წარმოება, რომელიც მიმდინარეობს მამკვიდრებლის ვალდებულებების აღსრულების მიზნით, უნდა წარიმართოს სწორედ სამკვიდრო ქონების ფარგლებში. პალატის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რა ფორმით არის მიღებული სამკვიდრო, იგი წარმოადგენს ფულად თანხებს, თუ კონკრეტულ ქონებას. როდესაც სამკვიდრო მემკვიდრეს გადაეცა ფულადი თანხის სახით ან მან გაყიდა უძრავი/მოძრავი ნივთები, მაშინ აღსრულება შესაძლებელია წარიმართოს ამ თანხის ფარგლებში მემკვიდრის ქონების მიმართ შესაბამისი ღონისძიების გატარების მეშვეობით. რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც სამკვიდრო ქონება გამოიხატება იდენტიფიცირებული ქონებით, რომელიც აღსრულების მომენტისთვის არსებობს და ეკუთვნის მემკვიდრეს, აღსრულება უნდა წარიმართოს სწორედ ამ ქონების მიმართ შესაბამისი ღონისძიების გატარებით და არა ამ ქონების ღირებულების ფარგლებში ნებისმიერი ქონების დაყადაღებისა და აუქციონზე გატანის გზით. თუკი აღსრულება იხელმძღვანელებს არა ქონების დასახელებითა და მოცულობით, არამედ მისი საბაზრო ღირებულებით და ამ საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით გაავრცელებს მემკვიდრეზე პასუხისმგებლობას, მაშინ მემკვიდრეობით მიღებული ქონების აუქციონზე საბაზრო ღირებულების ნაკლებ ფასად გაყიდვა, გამოიწვევს მემკვიდრის პირადი ქონების იძულებით აუქციონზე გატანასაც, ვიდრე ამოღებული თანხა სამკვიდრო ქონების საბაზრო ღირებულებას არ მიაღწევს. აღნიშნულით კი, სააპელაციო პალატის განმარტებით, მემკვიდრის საკუთრების უფლება არსებითად, გაუმართლებლად და უსაფუძვლოდ შეილახება, ამასთანავე, დაირღვევა პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნებიც, რადგან იძულებითი აღსრულების მიზანია კრედიტორის ნამდვილი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალის და არა სხვა, ვალდებულებასთან კავშირში არმყოფი პირის ქონების ხარჯზე. სწორედ ამიტომ, აღსრულების პროცესი უნდა წარიმართოს უშუალოდ მემკვიდრეობით მიღებული ქონების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებითა და ამონაგები თანხის კანონით დადგენილი წესით განაწილების მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მემკვიდრეობით მიღებულია ფული ან მემკვიდრეობით მიღებული ქონება მემკვიდრემ გაასხვისა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 151.2 მუხლზე, ამავე კანონის მე-2, 25-ე, მე-19 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ იძულებითი აღსრულება დაიწყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. კასატორის განმარტებით, მითითება იმ გარემოებაზე, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან არასწორად განხორციელდა აღსრულების წესის განსაზღვრა, მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. კასატორი მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92.1 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან აღსასრულებელ აქტში მითითებაა მატერიალურსამართლებრივ ურთიერთობაში მხარის ცვლილების გამო უფლებამონაცვლეობაზე, აღსრულების ეტაპზე მამკვიდრებლის კრედიტორების სასარგებლოდ ამონაგები თანხა არ უნდა აღემატებოდეს სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივის ღირებულებას. სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივის ღირებულების შესახებ ინფორმაციას იძლევა სამკვიდრო მოწმობა, რომელის უფლებამონაცვლეობის საფუძვლად მითითებულია აღსასრულებელ აქტში - ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლებში.
კასატორის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიურო არ წარმოადგენს უფლებამონაცვლეობის დამდგენ ან/და აღსრულების წესის განსაზღვრის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციულ ორგანოს და მისი კანონისმიერი ვალდებულებაა აღასრულოს კრედიტორის დადასტურებული მოთხოვნა აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მოცემულ ფარგლებში და წესით.
კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1488-ე, 1484-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებელი იყენებს ტერმინს - მიღებული აქტივის ფარგლებში და არა მიღებული აქტივით. ნორმის შინაარსის იმგვარი გაგება, რომ მემკვიდრე პასუხისმგებელი იყოს მხოლოდ სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივით, კასატორის მოსაზრებით, ზიანს აყენებს მამკვიდრებლის კრედიტორებს და არათანაბარ მდგომარეობაში აქცევს კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს, ასევე აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულებას დამოკიდებულს ხდის მემკვიდრის კეთილსინდისიერებაზე.
კასატორი მიუთითებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71-ე ბრძანებაზე, რომლის შესაბამისად, ნოტარიუსის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა სამემკვიდრეო საქმისწარმოება და სანკვიდრო მოწმობის გაცემა. კასატორი აღნიშნავს, რომ მითითებული აქტები სამკვიდრო მოწმობის აუცილებელ რეკვიზიტად არ განსაზღვრავენ სამკვიდროში შემავალი კონკრეტული ნივთებისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის სახელობით ჩამონათვალს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 7 მაისს გარდაიცვალა ა. ნ-ა, რომლის სამკვიდრო ქონების მემკვიდრეების მიერ მიღების შესახებ 2016 წლის 28 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა. სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, სამკვიდრო ქონება მიიღეს მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებმა ი. ხ-მა (მეუღლე), არასრულწლოვანმა ლ. ნ-ამ (შვილი), არასრულწლოვანმა ი. ნ-ამ (შვილი), ლი. ნ-ამ (დედამ). სამკვიდრო მოწმობაში აღნიშნულია, რომ მემკვიდრეთა განცხადებით სამკვიდრო ქონება შეფასებულა 1 500 000 ლარად, აქედან თითოეული მემკვიდრის, მათ შორის, ი. ხ-ის წილი შეფასებულია 375 000 ლარად.
აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცლები გაცემულია მოვალის - ა. ნ-ას ვალდებულებების აღსრულების მიზნით. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 25 ივლისის #17004284/012/002 წერილით ი. ხ-ს ეცნობა, რომ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, რის შედეგადაც შეეზღუდა რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვის (გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის) უფლება. ამასთან, მის მიმართ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - დაყადაღდა საბანკო ანგარიშები, აღიწერება, დაყადაღდება და შეფასდება მის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთანავე, ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი. აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი კი, დამატებით არ ეცნობებოდა. ამავე წერილში მითითებულია სააღსრულებო საქმეთა ნომრები, აღსასრულებელი დოკუმენტის რეკვიზიტების მითითებით.
განსახილველი დავის გადაწყვეტისას უნდა შემოწმდეს, რა ქონების ფარგლებში უნდა მოხდეს აღსრულება, რასაც ასევე დაუკავშირდება შესაბიმისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების მოცულობის განსაზღვრაც, რადგან დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოება დაწყებულია ა. ნ-ას ვალდებულებების აღსრულების მიზნით, რომლის გარდაცვალების შემდეგაც სამკვიდრო ქონება მიიღო ოთხმა მემკვიდრემ, მათ შორის, ი. ხ-მა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
დასახელებულ ნორმათა საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ სამკვიდრო ქონება მოიცავს მამკვიდრებლის არა მხოლოდ უფლებებს, არამედ მოვალეობებსაც, მემკვიდრე სამკვიდროს მიღებისას, მიღებული აქტივის ფარგლებში და პროპორციულად, პასუხისმგებელია მამკვიდრებლის ვალდებულებებზეც. ამასთანავე, აღნიშნული ვალდებულებები შემოსაზღვრულია სწორედ მიღებული სამკვიდრო ქონების, ქონებრივი უფლებების ფარგლებით და არ უკავშირდება მემკვიდრის სხვა ქონებას. შესაბამისად, როდესაც ადგილი აქვს მოვალის უფლებამონაცვლეობას, რომელიც გამოწვეულია მოვალის გარდაცვალებითა და მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მიღებით, უფლებამონაცვლეს შეიძლება დაევალოს ვალდებულებათა მხოლოდ იმ მოცულობის შესრულება, რომელიც ტოლია ან ნაკლებია მემკვიდრეობით მიღებულ ქონებრივ უფლებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მემკვიდრის ქონებრივი უფლებები გაუმართლებლად დაირღვევა და მას უსაფუძვლოდ დაეკისრება პასუხისმგებლობა სხვისი ქმედებისა და ვალდებულებისთვის. შესაბამისად, სააღსრულებო წარმოება, რომელიც მიმდინარეობს მამკვიდრებლის ვალდებულებების აღსრულების მიზნით, უნდა წარიმართოს სწორედ სამკვიდრო ქონების ფარგლებში.
ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ 2018 წლის 27 დეკემბრის სანოტარო აქტით ნოტარიუს - ნ. მ-ის მიერ 2016 წლის 28 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობაში შევიდა ცვლილება. კერძოდ, დაკონკრეტდა, რა ქონება მიიღეს ი. ხ-მა, ლ. ნ-ამ, ი. ნ-ამ და ლი. ნ-ამ, როგორც 2016 წლის 7 მაისს გარდაცვლილი ა. ნ-ას კანონიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა - მეუღლემ, შვილებმა და დედამ. აღნიშნული აქტი შეიცავს სამკვიდრო ქონებას, რაც მათ თანაბარწილად მიიღეს საკუთრებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაავალა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მის წარმოებაში არსებულ საქმეებზე სააღსრულებო წარმოების განხორციელება მხოლოდ ა. ნ-ას მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე აღსრულების განხორციელების გზით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 01.04.2019წ. #04771 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.04.2019წ. #04771 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი