Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-838(კ-19) 24 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ბმა „...“-ის თავმჯდომარე ს. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - სს ,,...ი”, შპს ,,მისო ...ი”, სს ,,ლ...ი”, სს ,,თ...ი”, სს ,,ქ...ი”, სს ,,კ..ი”, ნ. გ-ი, ზ. დ-ი, თ. ლ-ე, სს ,,ფ...ო”, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ...”, ლ. შ-ე, ა. ჭ-ი, ლ. გ-ე, მ. ბ-ი, გ. ა-ე, ნ. ბ-ი, ი. ა-ა, ჯ. ნ-ი, ნ. გ-ე, თ. რ-ი, თ. კ-ე, ნ. ქ-ი, სს ,,ბ..ა”, სს ,,ბანკი კ...ა”, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უ...ი”, მ. ქ-ი, შპს ,,მისო რ...ი”, თ. გ-ი.

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ზედმეტად გადახდილი თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 15 იანვარს ბმა „...“-ის თავმჯდომარე ს. კ-იმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 20 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 დეკემბრის №300577 გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 18 დეკემბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 18 დეკემბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილება; დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 61 კვ.მ. და 8339 კვ.მ. ფართებად გამიჯვნის შესახებ; დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაჩქარებული სარეგისტრაციო წარმოებისთვის ზედმეტად გადახდილი მომსახურების საფასურის – 150 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივნისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სს ,,...ი”, შპს ,,მისო ...ი”, სს ,,ლ...ი”, სს ,,თ...ი”, სს ,,ქ...ი”, სს ,,კ..ი”, ნ. გ-ი, ზ. დ-ი, თ. ლ-ე, სს ,,ფ...ო”, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ...”, ლ. შ-ე, ა. ჭ-ი, ლ. გ-ე, მ. ბ-ი, გ. ა-ე, ნ. ბ-ი, ი. ა-ა, ჯ. ნ-ი, ნ. გ-ე, თ. რ-ი, თ. კ-ე, ნ. ქ-ი, სს ,,ბ..ა”, სს ,,ბანკი კ...ა”, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უ...ი”, მ. ქ-ი, შპს ,,მისო რ...ი”, თ. გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ბმა „...“-ის თავმჯდომარის - ს. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბმა „...“-ის თავმჯდომარის - ს. კ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით ბმა „...“-ის თავმჯდომარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განჩინება ბმა „...“-ის თავმჯდომარე ს. კ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბმა „...“-ის თავმჯდომარის - ს. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინება ბმა „...“-ის თავმჯდომარეს - ს. კ-ს ჩაბარდა 2019 წლის 9 მარტს. საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა კი 2019 წლის 10 მარტიდან დაიწყო და 2019 წლის 1 აპრილს (ორშაბათს) ამოიწურა, ხოლო ბმა „...“-ის თავმჯდომარემ საკასაციო საჩივარი თბილსის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2019 წლის 5 აპრილს ანუ ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი განხილული ვერ იქნება, სსსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 397-ე 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბმა „...“-ის თავმჯდომარის - ს. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ.როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე