833-აპ 23 ოქტომბერი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ოშხარელი,
ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის განცხადება, რომლითაც ისინი შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 20 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ილისის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 22 მარტის განაჩენით, ი. ბ-ზი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2005წ. 1 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 20 ივლისის განაჩენით, არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. ბ-მა და მისმა ადვოკატმა დ. ხ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ი. ბ-სა და ადვოკატ დ. ხ-ის განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ მსჯავრდებული ხსნის საკასაციო საჩივრებს და ეთანხმება სააპელაციო პალატის განაჩენს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორებს უფლება აქვთ, სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვონ თავიანთი საჩივრები, ამიტომ მათი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საჩივრები არ იქნეს განხილული.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო საჩივრები არ იქნეს განხილული.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.