საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1078(კ-19) 27 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „ბ…ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის ბრძანებაზე და გასაჩივრებული ბრძანების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ…ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
2018 წლის 28 თებერვალს შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით შპს „ბ…ის“ ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ ბრძანების გაცემა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის ბრძანებით შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ღია აუქციონის წესით რეალიზებულ იქნა გადასახადის გადამხდელის – შპს ,,ბ…ის" ს/კ …, მისამართი ქ. ზუგდიდი, …ას ქ. 1) ყადაღადადებული ქონება (ყადაღის აქტი …, 31.052017წ. დაყადაღებულია შემდეგი მოძრავი ქონება MERCEDES - BENZ 8140“ 1 ც, სახ. ნომრით …, 1994 წლის გამოშვება, სატვირთო ბორტიანი; 2. ა/მ VOLVO FL 7 „სატვირთო 1ც ბორტიანი სახ. ნომრით … 1997 წლის გამოშვება; 3. ესქავატორი ბორბლიანი „MTZ BELARUS GAKL“ სახ. ნომრით … 1991 წლის გამოშვება; 4. სატვირთო ფურგონი „MERCEDES - BENZ 412D სახ. ნომრით …, 2000 წლის გამოშვება; 5. ესქავატორი ბორბლიანი “O&K MH PLUS“ სახ ნომრით …, 1995 წლის გამოშვება; 6. თვითმცვლელი „KAMAZ 55111“ 1ც სახ. ნომრით … 1990 წლის გამოშვება; 7. სახერხი 1ც; 8. სალესი „VOLLMER WERKE” 1ც; 9. კარის პრესო მტვერის გამწოვი და ჰორიზონტალური ხერხი 1ც; 10. კონდიციონერი „სიმენსის“ ფირმის 1ც; 11. კონდიციონერი „ელექტრო ლუქსის ფირმის 1ც; 12. კონდენციონერი „მიდეას ფირმის 1ც; 13. პრინტერი „CANON- ის ფირმის 1ც; 14. მონიტორი „CTX“ 1ც; 15. დანადგარი სამშენებლო ბლოკებისა და ტროტუარის ფილების საწარმოებლად - 1ც; 16. დუღაბშემრევი 1ც; 17. სატვირთველი „SDJ 100“ 1ც; 18. ხერხის სალესი მოწყობილობა 1ც; 19. ავტო მტვირთავი 1ც; 20. კომპიუტერი (მონიტორი, კლავიატურა, ქეისი) 1ც; 21. კომპიუტერი (მონიტორი, კლავიატურა, ქეისი, მაისი) 1ც; 22. კომპიუტერი (მონიტორი, კლავიატურა, ქეისი, მაუსი ) 1ც. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შპს „ბ…ის“ მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის ბრძანებით შპს „ბ…ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის ბრძანება. ამასთან, ამავე ბრძანებით განიმარტა, რომ ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. აღნიშნული ბრძანება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა შპს „ბ…ის“ მიერ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავით რეგულირებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით. კოდექსის 2123 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ბრძანებით განემარტათ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანება საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ ბრძანებას შპს „ბ…ის“ დირექტორიც გაეცნო. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო ბრძანების გასაჩივრების წესიც. ამდენად, საკასაციო სასამართლო, ასკ-ის 2123 მუხლის მე-9 ნაწილზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ შპს „ბ…ის“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის ბრძანების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს შპს „ბ…ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი