Facebook Twitter

568-დად 25 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე,

რ. ნადირიანი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის ¹-- დაწესებულების წარდგინება მსჯავრდებულ ა. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 28 თებერვლის განაჩენით ა. მ-რი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით, მე-17-150-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე ქვეპუნქტებით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 112-ე მუხლის პირველი ნაწილით

მუხლის I ნაწილით (ძველი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1994 წლის 26 ოქტომბრიდან.

2005 წლის 9 ნოემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების ---მა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა მსჯავრდებულ ა. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით -წახალისებულია ერთხელ, კანონმორჩილია, იცავს კანონით დადგენილ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი, ხასიათდება დადებითად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული ა. მ-რი, საქართველოს სსსკ-ის 553-ე და 623-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ მან მოიხადა საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის III ნაწილის „გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის 3\4, ქსნის ¹-- დაწესებულების დირექცია ახასიათებს დადებითად, იგი გამოსწორებულია და აღარ არის საჭირო მისი საზოგადოებისაგან იზოლაცია.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული ა. მ-რი სასჯელს იხდის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენისათვის. მართალია, მას მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის III ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ-ერთი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ა. მ-რს მოსახდელად დარჩენილი აქვს სასჯელის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, აგრეთვე მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების სიმძიმისა და ხასიათის, მსჯავრდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ამ ეტაპზე მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

ამდენად, სასამართლოს კანონიერი საფუძველი გააჩნდა, უარი ეთქვა მსჯავრდებულ ა. მ-სათვის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილება დარჩეს უცვლელად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის დადგენილება მსჯავრდებულ ა. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.