592-დად 23 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),
ი. ტყეშელაშვილი,
თ. თოდრია
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. პ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 7 დეკმბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹- სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტარციის წარდგინება მსჯავრჭდებულ ა. პ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
თელავის რაიონის სასამართლოს 1999წ. 2 აგვისტოს განაჩენით ა. პ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიპთ, 112-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1999წ. 9 აპრილიდან.
2005წ. 11 ნოემბერს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ¹-- დაწეებულების ---მა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და იშუამდგომლა მსჯავრდებულ ა პ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მან მოიხადა სასჯელის 2/3, წახალისებულია ოთხჯერ, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, ხასიათდება დადებითად, კავშირი აქვს გამოსწორების გზაზე მდგარ მსჯავრდებულებთან.
ურსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 7 დეკემბრის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებული ა. პ-ლი, საქართველოს სსსკ-ის 553-ე და 623-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვა დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ მოიხადა დანაშაული სასჯელის 2/3, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია, მსჯავრდებულ ა. პ-ლს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 2/3, რაც ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად, მაგრამ აღნიშნული გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საფუძველს. მსოამართლე, კანონის თანახმად, მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. მსჯავრდებული ა. პ-ლი სასჯელს იხდის მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მოსახდელად დარჩენილი აქვს დანიშნული სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი, რის გამოც ამ ეტაპზე, ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელის მიზანი ვერ ჩაითვლება მიღწეულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მსჯავრდებულ ა. პ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას მიზანშეუწონებლად თვლის და მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 7 დეკემბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. პ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 7 დეკემბრის დადგენილება მსჯავრდებულ ა. პ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.