Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1236(კ-19) 14 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები: შპს „...ი+“, შპს „ს...ო“, შპს „G...y”, შპს „ფ-ე“, შპს „ქ...ი“, შპს „ე...ი - 1“, შპს „ა...ი“, მ. კ-ი, ი. კ-ი, ია. კ-ი, ი. ჩ-ე, ს. ჩ-ე, ა. ჩ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის 24 თებერვალს სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - შპს „...ი+“-ს, შპს „ს...ოს“, შპს „G...y”-ს, შპს „ფ-ეს“, შპს „ქ...ის“, შპს „ე...ი - 1“-ს, შპს „ა...ის“, მ. კ-ის, ი. კ-ის, ია. კ-ის, ი. ჩ-ის, ს. ჩ-ისა და ა. ჩ-ის მიმართ. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვა ყადაღის დადება ი. კ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებას და წილებს, ია. კ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას და წილებს, ა. ჩ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ ქონებას და წილს, ი. ჩ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ ქონებას და წილს, ს. ჩ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ ქონებას და წილებს, მ. კ-ის (ს/ნ ...) საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებას, ლიცენზიას და წილებს, შპს „ქ...ის“ (ს/ნ ...) საკუთრებაში არსებულ სასრგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას (კურსების ტეშენიტის მოპოვების ლიცენზია N... და N...), შპს "ე...ი-1"-ს (ს/ნ ...) საკუთრებაში არსებულ ფლატის მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიას N..., შპს „G...y“-ს (ს/ნ …) საკუთრებაში არსებულ ა/მანქანას TOYOTA DUET სახ. ნომრით ... .

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყადაღა დაედო ზემოაღნიშნულ პირთა საკუთრებაში არსებულ ქონებას და წილებს.

2017 წლის 9 მარტს შპს „...ი+“-მა, შპს „ს...ომ“, შპს „G...y”-მ, შპს „ფ-ემ“, შპს „ე...ი - 1“-მა, შპს „ა...მა“, მ. კ-მა, ი. კ-მა, ია. კ-მა, ი. ჩ-ემ, ს. ჩ-ემ და ა. ჩ-ემ საჩივრით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის განჩინებით „...ი+“-ის, შპს „ს...ოს“, შპს „G...y”-ს, შპს „ფ-ეს“, შპს „ე...ი - 1“-ს, შპს „ა...ის“, მ. კ-ის, ი. კ-ის, ია. კ-ის, ი. ჩ-ის, ს. ჩ-ისა და ა. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ის საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით „...ი+“-ის, შპს „ს...ოს“, შპს „G...y”-ს, შპს „ფ-ეს“, შპს „ე...ი - 1“-ს, შპს „ა...ის“, მ. კ-ის, ი. კ-ის, ია. კ-ის, ი. ჩ-ის, ს. ჩ-ისა და ა. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის და 4 აპრილის განჩინებები და საქმე სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 35 592.86 ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო: ი. კ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებას და წილებს, ია. კ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას და წილებს, ა. ჩ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და წილს, ი. ჩ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ ქონებას და წილს, ს. ჩ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ ქონებას და წილებს, მ. კ-ის (ს/ნ ...) საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებას, ლიცენზიას და წილებს, შპს „G...y“-ს (ს/ნ ...) საკუთრებაში არსებულ ა/მანქანას TOYOTA DUET სახ. ნომრით ...; ხოლო შპს „გ…ის“,შპს „ე...ი - 1“-ს, შპს „ა...ის“ კუთვნილი ქონების და ი. კ-ის საკუთრებაში არსებული ქონების ყადაღის დადებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინება გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა, შპს „...ი+“-მა, შპს „ს...ომ“, შპს „G...y”-მ, შპს „ფ-ემ“, შპს „ე...ი - 1“-მა, შპს „ა...მა“, მ. კ-მა, ი. კ-მა, ია. კ-მა, ი. ჩ-ემ, ს. ჩ-ემ და ა. ჩ-ემ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის, „...ი+“-ის, შპს „ს...ოს“, შპს „G...y”-ს, შპს „ფ-ეს“, შპს „ე...ი - 1“-ს, შპს „ა...ის“, მ. კ-ის, ი. კ-ის, ია. კ-ის, ი. ჩ-ის, ს. ჩ-ისა და ა. ჩ-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდა და საჩივრები საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით „...ი+“-ის, შპს „ს...ოს“, შპს „G...y”-ს, შპს „ფ-ეს“, შპს „ე...ი - 1“-ს, შპს „ა...ის“, მ. კ-ის, ი. კ-ის, ია. კ-ის, ი. ჩ-ის, ს. ჩ-ისა და ა. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოსა და 6 სექტემბრის განჩინებები და საქმე სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 35 592.86 ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო ი. კ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ს/კ ... .

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინება და ი. კ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ს/კ ... მოეხსნა ყადაღა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგნის -ცრუმაგიერი მფლობელობის სასამართლოს მიერ დადგენის სამართლებრივ საფუძვლებს ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომლის დადგენაც სასამართლოს მიერ ხორციელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელისთვის ამავე კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების საერთო წესის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილებით. აღნიშნული ითვალისწინებდა მითითებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას. 2019 წლის 28 ივნისის №4906-IIს საქართველოს კანონით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის №4908-IIს კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის VII​​​16 თავი: „ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით“. 2163 მუხლის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. 2165 მუხლით დადგინდა „პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის წესი“, რომლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ამდენად, 2019 წლის 4 ივლისს ამოქმედებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავით გათვალისწინებული დავები დაექვემდებარა მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას და ამ ტიპის დავებზე საკასაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. მითითებული კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლო აღარ არის უფლებამოსილი გადასინჯოს გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2165 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი