Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე ¹456აპ-11 27 სექტემბერი, 2011წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ს, მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ს, მსჯავრდებულ კ. ტ-ს, მსჯავრდებულ ვ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განაჩენზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის განაჩენით:

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ. მ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა პროკურორსა და განსასჯელ გ. ნ-ს შორის 2011 წლის 28 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება.

გ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრული მოცულობით და გ. ნ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 სექტემბრიდან.

ვ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრული მოცულობით და ვ. ს-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 სექტემბრიდან.

ნ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 სექტემბრიდან.

კ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 24 სექტემბრიდან.

კ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 18,236-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულ სასჯელს _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთას სრული მოცულობით დაემატა 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან ნახევარი _ 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან ნახევარი _ 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან ნახევარი _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან ნახევარი _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან ნახევარი _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან ნახევარი _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან ნახევარი _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 18,236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან ნახევარი _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და კ. კ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 სექტემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ნ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ს, მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ს, მსჯავრდებულ კ. ტ-ს, მსჯავრდებულ ვ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ვ. ს-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, მსჯავრდებულების _ ნ. ქ-სა და კ. ტ-ს მიმართ _ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო მსჯავრდებულ კ. კ-ს მიმართ _ სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ს, მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ს, მსჯავრდებულ კ. ტ-ს, მსჯავრდებულ ვ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.