Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე ¹384აპ-11 12 ოქტომბერი, 2011 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. თ-ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ბ. ქ-სა და მსჯავრდებულ ვ. ც-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით მ. უ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 12 წლით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 6 წლით, ხოლო 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 1.000.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, მ. უ-ს სასჯელად განესაზღვრა 32 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 1.000.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ყადაღა მოეხსნა და საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, მ. უ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, მის საკუთრებაში არსებული ქონება _ ავტომანქანა ,,MEღშEDEშ-BENძ 350”, რომლის სახელმწიფო ნომერია ,,...”; შპს ,,მეტალიკის” ბალანსზე არსებული ბუნკირების გემი ,,...”.

მ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 5 წლით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 6 წლით, ხოლო 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 1.000.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, მ. ა-ს სასჯელად განესაზღვრა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 1.000.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ფ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 6 წლით, ხოლო 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 400.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ფ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 400.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ზ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 5 წლით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 6 წლით, ხოლო 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 300.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ზ. ჩ-ს სასჯელად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 300.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 4 წლით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 6 წლით, ხოლო 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 300.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, მ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 300.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ა. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 800.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი, 11 თვე, 28 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. გ-ს სასჯელად განესაზღვრა 17 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 800.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ა. გ-ს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ა. გ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული 15.000 აშშ დოლარი.

მ. უ-ე, მ. ა-ი, ფ. კ-ი, ზ. ჩ-ა, მ. კ-ი და ა. გ-ე სასჯელს იხდიან 2010 წლის 5 აგვისტოდან.

ბ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 5 წლით, ხოლო 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 200.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ბ. ლ-ს სასჯელად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 200.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ბ. ლ-ე სასჯელს იხდის 2010 წლის 25 აგვისტოდან.

მ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 150.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მ. დ-ე სასჯელს იხდის 2010 წლის 12 აგვისტოდან.

ბ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 6 წლით, ხოლო 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 250.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ბ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 250.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ბ. გ-ა სასჯელს იხდის 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

ბ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 300.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ბ. ვ-ე სასჯელს იხდის 2010 წლის 9 აგვისტოდან.

ზ. თ-ი და ვ. ც-ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრათ 3-3 (სამ-სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მათვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრათ ჯარიმა _ 100.000_100.000 (ასი ათას-ასი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების გამოყენებით მათ 3-3 (სამ-სამი) წლით ჩამოერთვათ სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

მსჯავრდებულები სასჯელს იხდიან: ზ. თ-ი _ 2010 წლის 5 აგვისტოდან, ხოლო ვ. ც-ე _ 2010 წლის 14 აგვისტოდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9, 11, 20, 26, 27 აგვისტოს, 3, 7 და 10 სექტემბრის ბრძანებებით დადებული ყადაღა განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე დარჩა ძალაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი ზ. თ-სა და ვ. ც-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ კ. ს-სა და მსჯავრდებულებს: მ. უ-ს, ფ. კ-ს, ზ. ჩ-ს, მ. კ-ს, ბ. ლ-ს, მ. დ-ს, ბ. გ-სა და ბ. ვ-ს შორის.

მ. უ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით; სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით; სსკ-ის 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, დანაშაულთა ერთობლიობით მ. უ-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5.000 ლარი.

ფ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით; სსკ-ის 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, დანაშაულთა ერთობლიობით ფ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10.000 ლარი.

ზ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით; სსკ-ის 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 3.000 ლარი; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ჩ-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 3.000 ლარი.

მ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით; სსკ-ის 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 15.000 ლარი; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, დანაშაულთა ერთობლიობით მ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 15.000 ლარი.

მ. უ-ე, ფ. კ-ი, ზ. ჩ-ა და მ. კ-ი გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მათ მიმართ პირობითი მსჯავრის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში სასჯელის ვადაში უნად ჩაეთვალოთ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 5 აგვისტოდან 2011 წლის 27 მაისამდე.

ბ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით; სსკ-ის 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 15.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ლ-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 15.000 ლარი.

ბ. ლ-ე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 25 აგვისტოდან 2011 წლის 27 მაისამდე.

მ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 100.000 ლარი.

მ. დ-ე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 12 აგვისტოდან 2011 წლის 27 მაისამდე.

ბ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით; სსკ-ის 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 300.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, დანაშაულთა ერთობლიობით ბ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 300.000 ლარი.

ბ. გ-ა გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში სასჯელის ვადაში უნად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2011 წლის 27 მაისამდე.

ბ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5.000 ლარი.

ბ. ვ-ე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში სასჯელის ვადაში უნად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 9 აგვისტოდან 2011 წლის 27 მაისამდე.

ყადაღა მოეხსნა და საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ბ. ვ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, მის საკუთრებაში არსებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება _ ავტომანქანა ,,BMჭ-X5”, რომლის სახელმწიფო ნომერია ,,...”; ხელვაჩაურის რაიონში მდებარე ბენზინგასამართი სადგური ,,...”; ,,პროკრედიტ” და ,,ლიბერთი” ბანკების ანგარიშებზე არსებული ფულადი თანხა _ 34.314.15 ლარი.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა”, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებითა და 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. თ-ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ბ. ქ-სა და მსჯავრდებულ ვ. ც-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.