Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-29(კ-20) 30 იანვარი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი. პ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინებაზე და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. პ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

2017 წლის 24 ივლისს ი. პ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 3 ივლისის N02-01/05/17323 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. პ-ას მიერ გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ი. პ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ი. პ-ას მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქმის მეორე ინსტანციაში განხილვისას, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში 11.07.2018წ. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საქმეში მოპასუხედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ნაცვლად, მიჩნეულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით ი. პ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. ამასთან, ამავე განჩინებით განიმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით რეგულირებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით. კოდექსის 2125 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით განემარტათ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას ი. პ-ას წარმომადგენელი გაეცნო და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარიც ი. პ-ას წარმომადგენელმა წარადგინა. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების წესიც.

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით დავები ექვემდებარება მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას, ამ ტიპის დავებზე საჩივარი არ დაიშვება და საკასაციო ინსტანციას არ გააჩნია საჩივრის განხილვის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125 მუხლის მე-4 ნაწილზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ი. პ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ი. პ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე