Facebook Twitter

საქმე № ბს-698-690 (2კ-2ks-15) 22 იანვარი, 2020 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები - სს „…ა“, საქართველოს პრეზიდენტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცაგერის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირები - გ. ს-ე, ა. გ-ი, ლ. ლ-ი, რ. ბ-ი, ტ. ფ-ე, მ. კ-ე, მ. ს-ი, გ. მ-ი, ა. ა-ი, ვ. ა-ი, ა. ფ-ე, გ. ჯ-ე, ნ. მ-ე, მ. ფ-ე, დ. ყ-ი, მ. ფ-ე, ზ. ბ-ი, ზ. ფ-ე, თ. ფ-ე, ნ. ხ-ი, ნ. ფ-ე, ვ. გ-ე, ლ. ტ-ი, ო. ხ-ი

დავის საგანი - მორიგების დამტკიცება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2015 წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „…ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების: გ. ს-ის, ა. გ-ის, ლ. ლ-ის, რ. ბ-ის, ტ. ფ-ის, მ. კ-ის, მ. ს-ის, გ. მ-ის, ა. ა-ის, ვ. ა-ის, ა. ფ-ის, გ.ჯ-ის, ნ.მ-ის, მ. ფ-ის, დ. ყ-ის, მ. ფ-ის, ზ. ბ-ის, ზ. ფ-ის, თ. ფ-ის, ნ. ხ-ის, ნ. ფ-ის, ვ. გ-ის, ლ. ტ-ის, ო. ხ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურის 21.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 21.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 21.09.2012 წ. №…, 28.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 21.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 21.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 21.092012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 11.10.2012 წ. №…, 16.10.2012 წ. №…, 21.09.2012 წ. №…, 28.09.2012 წ. №…, 28.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 21.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 28.09.2012 წ. №…, 11.10.2012 წ. №…, 21.09.2012 წ. №…, 28.09.2012 წ. №…, 28.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №… და 11.10.2012 წ. №… გადაწყვეტილებების; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მ. ს-თან 27.09.2012წ. გაფორმებული, 27.09.2012წ. დ. ყ-თან გაფორმებული, 05.10.2012წ. ა. ა-თან გაფორმებული, 27.09.2012წ. გ. მ-თან გაფორმებული, 27.09.2012წ. მ. კ-ესთან გაფორმებული, 27.09.2012წ. ტ. ფ-ესთან გაფორმებული, 27.09.2012წ. რ. ბ-თან გაფორმებული, 27.09.2012. ნ.მ-ესთან გაფორმებული, 27.09.2012წ. თ. ფ-ესთან გაფორმებული, 27.09.2012წ. ზ. ფ-ესთან გაფორმებული, 27.09.2012წ. ლ. ლ-თან გაფორმებული, 27.09.2012წ. მ. ფ-ესთან გაფორმებული, 27.09.2012წ. გ.ს-ესთან გაფორმებული, 27.09.2012წ. გ. ჯ-ესთან გაფორმებული, 05.10.2012წ. ზ. ბ-თან გაფორმებული, 27.09.2012წ.ნ. ხ-თან გაფორმებული, 27.09.2012წ. ა. გ-თან გაფორმებული, 05.10.2012წ. ნ. ფ-ესთან გაფორმებული, 27.09.2012წ. ა. ფ-ესთან გაფორმებული, 28.09.2012წ. მ. ფ-ესთან გაფორმებული და 05.10.2012წ. ვ. ა-თან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 21.09.2012წ. №13/297 აქტის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 18.02.2013წ. N1-1/37 ბრძანების, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 25.09.2012 წ. N25/09/05 განკარგულების ბათილად ცნობა.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაერთვნენ: გ. ს-ე, ა. გ-ი, ლ. ლ-ი, რ. ბ-ი, ტ. ფ-ე, მ. კ-ე, მ. ს-ი, გ. მ-ი, ა. ა-ი, ვ. ა-ი, ა. ფ-ე, გ. ჯ-ე, ნ. მ-ე, მ. ფ-ე, დ. ყ-ი, მ. ფ-ე, ზ. ბ-ი, ზ. ფ-ე, თ. ფ-ე, ნ. ხ-ი, ნ. ფ-ე, ვ. გ-ე, ლ. ტ-ი, ო. ხ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.05.2013წ. გადაწყვეტილებით სს ,,…ას” სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურის 21.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 21.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 21.09.2012 წ. №…, 28.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 21.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 21.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 21.092012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 11.10.2012 წ. №…, 16.10.2012 წ. №…, 21.09.2012 წ. №…, 28.09.2012 წ. №…, 28.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 21.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №…, 28.09.2012 წ. №…, 11.10.2012 წ. №…, 21.09.2012 წ. №…, 28.09.2012 წ. №…, 28.09.2012 წ. №…, 27.09.2012 წ. №… და 11.10.2012 წ. №… გადაწყვეტილებები; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მ. ს-თან 27.09.2012წ. გაფორმებული, 27.09.2012წ. დ. ყ-თან გაფორმებული, 05.10.2012წ. ა. ა-თან გაფორმებული, 27.09.2012წ. გ. მ-თან გაფორმებული, 27.09.2012წ. მ. კ-ესთან გაფორმებული, 27.09.2012წ. ტ. ფ-ესთან გაფორმებული, 27.09.2012წ. რ. ბ-თან გაფორმებული, 27.09.2012. ნ.მ-ესთან გაფორმებული, 27.09.2012წ. თ. ფ-ესთან გაფორმებული, 27.09.2012წ. ზ. ფ-ესთან გაფორმებული, 27.09.2012წ. ლ. ლ-თან გაფორმებული, 27.09.2012წ. მ. ფ-ესთან გაფორმებული, 27.09.2012წ. გ.ს-ესთან გაფორმებული, 27.09.2012წ. გ. ჯ-ესთან გაფორმებული, 05.10.2012წ. ზ. ბ-თან გაფორმებული, 27.09.2012წ.ნ. ხ-თან გაფორმებული, 27.09.2012წ. ა. გ-თან გაფორმებული, 05.10.2012წ. ნ. ფ-ესთან გაფორმებული, 27.09.2012წ. ა. ფ-ესთან გაფორმებული, 28.09.2012წ. მ. ფ-ესთან გაფორმებული და 05.10.2012წ. ვ. ა-თან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 21.09.2012წ. №13/297 აქტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 18.02.2013წ. N1-1/37 ბრძანება, ასევე გასაჩივრებულ ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 25.09.2012წ. N25/09/05 განკარგულება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეთა მიერ წარდგენილი იქნა მორიგების აქტის პროექტი. მორიგების აქტის პროექტის 2.1 პუნქტში აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ქონების ეროვნული სააგენტო იღებენ ვალდებულებას მოამზადონ და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინონ სს „…ასთვის“ დუშეთის რაიონში, სოფ. …ისა და სოფ. …ის მიმდებარედ არსებული … …ი …ის (მიწის, უძრავი ქონების) საკადასტო კოდი:№…) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სომბოლურ ფასად, 1 ლარად, მორიგების აქტის 2.2 პუნქტში მითითებული ვალდებულების შესრულების პირობით, პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი; მორიგების აქტის 2.2 პუნქტის მიხედვით, სს „…ა“ მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე შესაბამისი სასამართლო განჩინების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №… საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (გარდა მორიგების აქტის დანართი №2-ით განსაზღვრული ნაკვეთებისა) მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მონაცემებში მორიგების აქტის დანართ №2-ში მოცემული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად ცვლილებების განხორციელების თაობაზე, რის შემდეგაც მისი საკუთრების უფლება დარეგისტრირდება მხოლოდ მორიგების აქტის დანართ №2-ში მოცემულ მიწის ნაკვეთზე.

მორიგების აქტის 3.1 პუნქტში აღინიშნა, რომ მხარეებისათვის ცნობილია სს „…ასა“ და შპს „ს…ოს“ შორის 10.02.05წ. გაფორმებული შეთანხმების თაობაზე, რომლის მიხედვითაც „საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურსა და სს „…ას“ შორის მორიგების აქტის პროექტის მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების შემდეგ, ქონების სააგენტოს თანხმობის პირობით, შპს „ს…ო“ სს „…ას“, აუქციონის მოწყობის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის გზით, საკუთრებაში გადასცემს …ში მდებარე … …ს - … მ. (ს.კ.:№…), … მ. (ს.კ.№…), … მ. (ს.კ. № …) და …მ. (ს.კ. №…), რომელთა საბალანსო ღირებულება, შპს „ს…ოს“ 02.02.15წ. №16057/04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შეადგენს 409 951.75 ლარს, რის სანაცვლოდაც სს „…ა“ უარს იტყვის შპს „ს…ოს“ მიმართ 09.08.12წ. №292-4/12 და №293-4/12 ხელშეკრულებების საფუძველზე არსებულ მოთხოვნაზე 406706.70 ლარის ოდენობით.

მორიგების აქტის დამტკიცებაზე მხარეებს საააპელაციო პალატის 09.06.2015წ. განჩინებით ეთქვათ უარი, იმ საფუძვლით, რომ მორიგების აქტი ხელმოწერილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტის, სს „…ას“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლების მიერ, ხოლო მორიგების აქტი ითვალისწინებს შპს „ს…ოსათვის“ გარკვეული ვალდებულებების დაკისრებას დავის მორიგებით დასრულების სანაცვლოდ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს „ს…ო“ არ წარმოადგენს მიმდინარე დავის მონაწილე მხარეს, მისთვის ვალდებულების დაკისრება ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რადგან მორიგება ფორმდება მხარეთა შორის. მხოლოდ საქმის მონაწილე მხარეები არიან მორიგებით განსაზღვრული პირობების შემსრულებლები და სხვა სუბიექტისთვის რაიმე უფლება-მოვალეობების დაკისრება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას კანონშესაბამისად. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კერძო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა დასამტკიცებლად წარდგენილ მორიგების აქტს. მორიგების აქტის ნაწილი შეეხება მხოლოდ მოცემული საქმის მხარეებს, ხოლო გარკვეულ ნაწილში მოხსენიებულია შპს „ს…ო“. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მორიგების აქტის თანახმად შპს-ს ეკისრება არა რაიმე შესრულების ვალდებულება, როგორც ამას სასამართლო აღნიშნავს, არამედ აღნიშნული მორიგების აქტის მოწონების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებასთან მიმართებაშია მოხსენიებული. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მორიგების დამტკიცებას წარმოდგენილი პირობებით.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კერძო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს წარდგენილი მორიგების აქტით მოხსენიებულია შპს „ს…ოს“ არ ეკისრებოდა ვალდებულებები. მორიგების აქტში აღნიშნული იყო, რომ სს „…ასა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ცნობილი იყო სს „…ასა“ და შპს „ს…ოს“ შორის 10.02.2015წ. გაფორმებული შეთანხმების შესახებ. აღნიშნული შეთანხმების თანახმად შპს „ს…ო“ იღებდა ვალდებულებას სს „…ასთვის“ საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება (ს/კ…, ს/კ…, ს/კ… 09.08.2012წ. ხელშეკრულებების საფუძველზე არსებული მოთხოვნის სანაცვლოდ). შპს „ს…ოს“ სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე ეკისრებოდა ვალდებულება და არა სასამართლოში წარდგენილი მორიგების აქტის საფუძველზე, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ განმარტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სასკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნულ ნორმათა მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, სამოქალაქო სამართალწარმოების მსგავსად, მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალურთიერთობის მონაწილენი, სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილეთა მსგავსად, აღჭურვილნი არიან თავიანთ უფლებათა თავისუფლად განკარგვის სრული უფლებამოსილებით.

მხარეთა მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ მორიგების აქტში მითითებულია, რომ შპს „ს…ოს“ სს „…ასთან“ 09.08.2012წ. გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოეშვა დავალიანება 406 706.70 ლარის ოდენობით. ასევე მითითებულია შპს „ს…ოს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (…ში მდებარე 409 951.75ლ. საბალანსო ღირებულების …ი …ის) აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის გზით, სს „…ას“ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ქონების სააგენტოს თანხმობის პირობით. აღნიშნულის სანაცვლოდ, ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან, სს „…ა“ მომავალში უარს განაცხადებდა შპს „ს…ოს“ მიმართ 406.706.70 ლარის ოდენობის მოთხოვნაზე.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სამინისტროს კერძო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას, რომ მორიგების აქტის პროექტში შპს „ს…ოსა“ და სს „…ას“ შორის 10.02.15წ. წერილობით შეთანხმებაზე მითითება არასწორად იქნა გაგებული სააპელაციო პალატის მიერ, როგორც მორიგების პირობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკეთუ მორიგების აქტი არ აკისრებს რაიმე უფლება-ვალდებულებებს შპს „ს…ოსა“ და სს „…ას“, ასეთ შემთხვევაში გაურკვეველია მორიგების აქტში მითითება ამ პირებს შორის დადებულ 10.02.15წ. შეთანხმებაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემაზე, აუქციონის მოწყობის გარეშე პირდაპირი მიყიდვის გზით …ში მდებარე 409 951.75 ლარის საბალანსო ღირებულების …ი …ის სააქციო საზოგადოებისთვის გადაცემაზე და უკანასკნელის მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შპს-ს მიმართ ხელშეკრულებების (09.08.12წ. №292-4/12 და №293-4/12) საფუძველზე არსებულ მოთხოვნაზე (406 706.70ლ.) უარის განცხადებაზე (მორიგების აქტის პროექტის 3.1 პ.). განსახილველი დავის მხარეთა შორის მორიგების აქტის შესრულების გარანტიის სახით ზემოაღნიშნული პირობის მითითება ადასტურებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მორიგების აქტის პროექტი ითვალისწინებს იმ პირის მიმართ გარკვეული ვალდებულების დაკისრებას, რომელიც არ წარმოადგენს მოცემულ საქმეში მხარეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მორიგების აქტით შპს „ს…ოს“ გარკვეული ვალდებულებების გათვალისწინება მართებულად გახდა მორიგების აქტის დამტკიცებაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნულს არ ცვლის მორიგების აქტის პროექტის საქართველოს მთავრობის 25.05.15წ. №1042 განკარგულებით მოწონება. კერძო საჩივრების ავტორების მიერ მითითება იმაზე, რომ მორიგების აქტის თანახმად შპს არის სახელმწიფოს 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო, ასევე არ ქმნის მორიგების აქტის დამტკიცების წინაპირობას, ვინაიდან შპს არის სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტი მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არის შპს-ს 100% წილის მფლობელი, ამასთანავე შპს „ს…ო“ არ არის მოცემული დავის მხარე. მორიგების აქტში აღნიშნულია, რომ შპს „ს…ოს“ გააჩნია დავალიანება (406706.70 ლარის ოდენობით) სს „…ას“ მიმართ, მორიგების პირობად გათვალისწინებულია სს „…ას“ მიერ მითითებული დავალიანების მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმა. სს „…ას“ მიმართ შპს „ს…ოს“ დავალიანება არ არის განსახილველი დავის საგანი. შესაბამისად, სხვა სამართალსუბიექტთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებულ დავალიანებაზე უარის თქმა არ შეიძლება მოცემულ დავაზე მორიგების პირობას წარმოადგენდეს.

მორიგება დავის მონაწილე მხარეთა შეთანხმებაა, რომლითაც განისაზღვრება მორიგების პირობები. მორიგების დამტკიცება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საქმეში მონაწილე მხარეებს შორის მიიღწევა შეთანხმება კონკრეტულ პირობებზე. ამავე დროს, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ზემოთმითითებული გარემოებების გამო, ვინაიდან წარმოდგენილი მორიგების აქტის პროექტში საქმის მხარეთა გარდა, მორიგების პროექტი პროცესის არამონაწილე პირის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავდა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონშესაბამისია, ხოლო კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა საქმეში დაცული მორიგების აქტის პროექტის დამტკიცების თაობაზე უსაფუძვლო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მორიგების აქტის პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მორიგების აქტს ენიჭება სასამართლო გადაწყვეტილების ძალა, რომლითაც წყდება სასამართლო დავა. ამასთან, მის მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი წესი. მხარეთა მიერ მორიგების აქტის პირობები უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მორიგების აღსრულება ვერ იქნება დამოკიდებული მომავალში საქმეში არამონაწილე ორგანოების მიერ ნების გამოვლენაზე. მორიგების აქტის პროექტის ტექსტის თანახმად, სამინისტრო და სააგენტო იღებდნენ ვალდებულებას შემდგომში საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარედგინათ განკარგულების პროექტი დუშეთის რაიონში სოფ. …ისა და სოფ. …ის მიმდებარედ არსებული … ...ი …ის სს „…ასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად მიყიდვის შესახებ, ხოლო სს „…ა“ მორიგების აქტის პროექტის თანახმად კისრულობს ვალდებულებას მორიგების დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში მიმართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და უარი განაცხადოს სოფ. ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (მორიგების აქტის 2.1 და 2.2 პუნქტები). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასეთი შინაარსის მორიგების დამტკიცების აღსრულება დამოკიდებული იქნებოდა მოცემულ საქმეში არამონაწილე ორგანოს - საქართველოს მთავრობის მიერ მომავალში ნების გამოვლენაზე, განკარგულების მიღებაზე, აგრეთვე დავის ერთ-ერთი მხარის - სს „…ას“ მომავალში, მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების შემდეგ, გამოსავლენ ნებაზე (მორიგების დამტკიცების შემდეგ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვა უძრავ ქონებაზე უარის განცხადებით), რაც გამორიცხავს სასამართლოს მიერ მორიგების აქტის ამგვარი შინაარსის დამტკიცების შესაძლებლობას, ვინაიდან ასეთი შინაარსის მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ის მოკლებული იქნებოდა აღსრულებადობის თვისებას, რადგან მისი შესრულება დამოკიდებული ხდება მომავალში დავაში მონაწილე და არამონაწილე პირების ნებასურვილზე. მორიგების აქტის წარდგენამდე საქართველოს მთავრობის 25.05.15წ. №1042 განკარგულების, „საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურსა და სს „…ას“ შორის დასადები მორიგების აქტის პროექტის მოწონების შესახებ“ გამოცემით მოხდა მხოლოდ მორიგების პროექტის მოწონება, თვით გადაწყვეტილება პირდაპირი მიყიდვის შესახებ საქართველოს მთავრობას არ მიუღია. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 7.3 მუხლის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 16.09.10წ. №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების 1.2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

ამდენად, საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრება სასამართლოსათვის წარმოდგენილი მორიგების აქტის კანონიერების და მისი სასამართლოს მიერ დამტკიცებაზე უარის უკანონობის შესახებ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის საკასაციო ინსტრანციაში განხილვის პროცესში მხარეების წარმომადგენელთა ინიციატივით მხარეებს არაერთგზის მიეცათ ვადა მორიგების აქტის სათანადო ტექსტის წარმოსადგენად, აღნიშნულის მიუხედავად განჩინების გამოტანის დრომდე მორიგების აქტის ტექსტის განახლებული რედაქცია არ წარმოდგენილა. მორიგებასთან დაკავშირებით მხარეების წარმომადგენლები მოწვეულნი იქნენ საკასაციო სასამართლოს არაერთ სხდომაზე, მხარეებს მათივე მოთხოვნის საფუძველზე მიეცათ დამატებითი დრო მორიგების მიღწევისათვის, თუმცა საკასაციო სასამართლოში მოცემული განჩინების გამოტანამდე არ წარმოდგენილა მორიგების აქტის ახალი პროქტი, რაც ადასტურებს მხარეთა შორის მორიგების შეუძლებლობას. აღნიშნული გარემოება დამატებით ადასტურებს კერძო საჩივრების უსაფუძვლობას, რის გამოც სახეზეა მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უარი უნდა ეთქვათ კერძო საჩივრების დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 60-ე, 61-ე, 369-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2015წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი