#ბს-604(კ-19) 10 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 25 მაისს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2016 წლის 30 დეკემბრის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 მაისის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 9 იანვრის #..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ...გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 მაისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის (შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთების, რომელთა რეგისტრაცია შეწყვეტილია სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2016 წლის 30 დეკემბრის #... და 2017 წლის 9 იანვრის #..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ...გადაწყვეტილებებით, შპს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2016 წლის 30 დეკემბრის #..., ...და 2017 წლის 9 იანვრის #..., ..., ...გადაწყვეტილებებზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ საქართველოს კანონის, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზაციის შესახებ დებულებისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის #1-1/133 და 2006 წლის 22 მარტის #1-1/244 ბრძანებების საფუძველზე 2006 წლის 4 აპრილს შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს „...ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი შეისყიდა შპს „...მ“. მასვე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა #... . საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილ იქნა სხვა ქონებებთან ერთად 268,8 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (...ის ნარგავებით დაკავებული - 14.1 ჰა, ...ის პლანტაციით - 40.3 ჰა, საძოვარი - 32.1 ჰა, ქარსაფარი ზოლი - 8.1 ჰა, სარეკონსტრუქციო მიწა - 46.8 ჰა, ტბორი - 0.8 ჰა).
2015 წლის 25 ნოემბერს მოსარჩელემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურს პრივატიზებული მიწებიდან სამი მიწის ნაკვეთის რეგისტრირების მოთხოვნით. ხობის სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ მართალია, 268,8 ჰა მიწის ნაკვეთი შედიოდა საპრივატიზაციო ნუსხაში, თუმცა არ წარმოადგენდა შპს „...ის“ საკუთრებას, არამედ, მას ჰქონდა სარგებლობაში. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელმაც უარი განაცხადა სადავო უძრავი ქონებების რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ შპს „...ის“ მიერ პრივატიზებულ იქნა არაერთი მიწის ნაკვეთი, თუმცა ვერ დგინდება კონკრეტულად, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 1299 კვ.მ, 1815 კვ.მ და 804 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ფოთის საქალაქო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასება-გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2016 წლის 30 და 31 აგვისტოს მის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული ოფისის მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს მას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, რაც გაასაჩვრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 2017 წლის 5 მაისის #..., ... გადაწყვეტილებებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელის განმარტებით, ორივე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვერ დგინდება იდენტიფიცირება აღნიშნული მიწის ნაკვეთებისა, ამასთან მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხე უკანონოდ დაეყრდნო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 13 დეკემბრის #05/3332 წერილს თითქოს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები არის შიდა გზები და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის მიხედვით წარმოადგენს მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებულ ქონებას.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2016 წლის 30 დეკემბრის #... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 მაისის #... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 9 იანვრის #..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ...გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 5 მაისის #... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთების (რომელთა რეგისტრაცია შეწყვეტილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2016 წლის 30 დეკემბრის #..., 2017 წლის 09 იანვრის #..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ...გადაწყვეტილებებით) შპს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირება დაევალა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2016 წლის 30 დეკემბრის #..., ...და 2017 წლის 9 იანვრის #..., ..., ...გადაწყვეტილებებზე საქმის წარმოება შეწყდა, მოსარჩელის მიერ ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე განმარტა, რომ შპს „...მა“ შეიძინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, რომლის სამართლებრივი საფუძველი იყო „სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი და სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზაციის შესახებ დებულება.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთებზე, კერძოდ, საპლანტაციო შიდა გზებსა და ქარსაფარ ზოლზე, წარმოდგენილი არ არის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, რომ თითქოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის გასხვისებაში არ მოიაზრება შპს „...ის“ იჯარით აღებული 268.8 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც თავის მხრივ, შედგება ...ის ნარგავებით დაკავებული - 140.1 ჰა, ...ის პლანტაციის - 40.3 ჰა, საძოვარი - 32.1 ჰა, საქარე ზოლი - 8.6 ჰა, სარეკონსტრუქციო მიწა - 46.8 ჰა, ტბორი - 0.8 ჰა მიწის ნაკვეთისგან.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ დოკუმენტები, რაც ადასტურებს შპს „...ის“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის აუქციონის წესით შეძენას, წარმოადგენს სადავო სარეგისტრაციო ნივთებზე (შიდა საპლანტაციო გზები და ქარსაფარი ზოლი) საკუთრების უფლების დამადასტურებელ (უფლებადამდგენ) დოკუმენტებს.
ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აღნიშნული ნორმის მიხედვით შპს „...ის“ სარეგისტრაციო განაცხადის უარყოფა, რამდენადაც საწარმო იმთავითვე მიუთითებდა, რომ მას უკვე ჰქონდა საკუთრების უფლება მოპოვებული სარეგისტრაციოდ წარდგენილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე და ითხოვდა მათ რეგისტრაციას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საპრივატიზებო დოკუმენტაციიდან ცალსახად დგინდება, რომ მოცემულ შემთვევაში პრივატიზების საგანს წარმოადგენდა მხოლოდ შპს „...ის“ აქციები და არა უძრავი ქონება.
ამასთან, კასატორი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 და 21-ე მუხლებზე, ასევე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ცალსახად გამოირიცხება მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების აღიარება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაინტერესებული პირის მიერ საკუთრების უფლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაშიც კი, სარეგისტრაციო სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს საკუთრების უფლების აღიარება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე კერძო სამართლის იურიდიულ პირთან მიმართებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით 2015 წლის 25 ნოემბერს შპს „...ის“ დირექტორმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა #..., #... და #... სარეგისტრაციო განცხადებები. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 9 იანვრის სადავო გადაწყვეტილებებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
შპს „...ის“ დირექტორს მიაჩნია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებაზე (არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე) კომპანიას, პრივატიზაციის წესით, მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება, რაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარმოშობს პრივატიზებული ობიექტების რეგისტრაციის უფლებას.
დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის #1-1/133 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ამავე სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი, რომლის თანახმად, შპს „...ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი, პრივატიზაციის მიზნით, გატანილ იქნა აუქციონზე. საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში (რომელიც გამოხატავს შპს „...ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 100% წილს) შეტანილ იქნა სხვადასხვა შენობა-ნაგებობა, 15123 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შპს „...ის“ მიერ იჯარით აღებული 268.8 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სხვადასხვა ნარგავით. ასევე, განისაზღვრა სახელმწიფო წილის საწყისი გასაყიდი ფასი 300 000 აშშ დოლარი.
საქმეში წარმოდგენილი ძირითად საშუალებათა პასიური წილის (შენობა-ნაგებობათა და სხვ.) საწყისი გასაყიდი ფასის დადგენის აქტით შეფასებულია ყველა იმ ძირითადი საშუალების ღირებულება, რაც წარმოადგენდა შპს „...ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს და რაც სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანა საპრივატიზაციოდ. აღნიშნული აქტის თანახმად, ძირითად საშუალებათა ჩამონათვალი შეადგენს სულ 44 ერთეულს, მათ შორის, მანდარინისა და ...ის პლანტაციებს, სადავო საპლანტაციო გზებს (რიგით 22), რომელიც შეფასებულია 9 022 ლარად და ქარსაფარ ზოლს (რიგით 32), რომლის ღირებულებაა - 8 458 ლარი.
საქმეში არსებული 2006 წლის 4 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე „სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „გამყიდველმა“ (სახელმწიფომ) გადასცა, ხოლო „მყიდველმა“ შპს „...მა“ მიიღო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, რომლის ნასყიდობის ფასმა შეადგინა 305 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ასევე დადგენილია, რომ აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი, აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სრულად გადაიხადა შპს „...მა“, რის შედეგადაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 28 აპრილის #1-1/353 ბრძანებით დადასტურებულ იქნა შპს „...ის“ საკუთრების უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილზე. ამასთან, 2006 წლის 1 მაისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მითითებული ბრძანების საფუძველზე გაცემულ იქნა #... საკუთრების უფლების მოწმობა.
საკასაციო სასამართლო სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ „სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს შპს „...ის“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის აუქციონის წესით შეძენას, წარმოადგენს სადავო სარეგისტრაციო ნივთებზე (შიდა საპლანტაციო გზები და ქარსაფარი ზოლი) საკუთრების უფლების დამადასტურებელ (უფლებადამდგენ) დოკუმენტებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძირითადი საშუალებების გასაყიდი ფასის დადგენის აქტში ჩამოთვლილი უძრავი ნივთები, გარდა სადავო საპლანტაციო შიდა გზებისა და ქარსაფარი ზოლისა, უკვე რეგისტრირებულია შპს „...ის“ სახელზე საჯარო რეესტრში. ასევე დადგენილია, რომ შპს „...ს“ უკვე საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს ...ის პლანტაცია - 1 703 550 კვ.მეტრი (აქტის მიხედვით), რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს როგორც შიდა საპლანტაციო გზები, ასევე ქარსაფარი ზოლი. აღნიშნული უძრავი ქონება არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ცალკე უფლების ობიექტები, რადგანაც ისინი ქმნიან ...ის და ...ის პლანტაციის ერთიან განუყოფელ ნაწილს.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლზე მითითებით, ვინაიდან საწარმო იმთავითვე მიუთითებდა, რომ მას უკვე ჰქონდა საკუთრების უფლება მოპოვებული სარეგისტრაციოდ წარდგენილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე და ითხოვდა მათ რეგისტრაციას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი