Facebook Twitter

საქმე №ბს-104(3კ-19) 5 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. გი. გ-ე, ა. ძ-ე, ი. მ-ე, მ. კ- ი; 2. გ. გ-ე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოსარჩელეები: ე. ნ- ე, მ. ქ-ე, გო. გ-ე, ქ. ი-ე, ი. კ-ე, ნ. წ-ე, ნ. შ-ე, ნ. ც-ე, მ. ფ-ე, ნ. ბ-ი, პ. კ-ი, ტ. კ-ი, ნ. კ-ე, ლ. კ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ბრძანების ძალადაკარგულად აღიარება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-ემ, ნ. ბ-მა, ნ. შ-ემ, ნ. ც-ემ, ნ. კ-ემ, ი. კ-ემ, ლ. კ-ემ, ე. ნ- ემ, ქ. ი- ემ, მ. კ-მა, ნ. წ-ემ, გო. გ-ემ, ა. ძ-ემ, მ. ქ-ემ, გი. გ-ემ, ტ. კ-იმ, მ. ფ-ემ, ი. მ- მ და პ. კ-მა 2018 წლის მარტისა და აპრილის თვეებში სასარჩელო განცხადებებით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ძალადაკარგულად იქნეს აღიარებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N... ბრძანება ადმინისტრაციულ ერთეულებში ადმინისტრაციული სამსახურის მე-... რანგის ... ...ის ... სპეციალისტების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებად განსაზღვრის ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფაქტობრივი გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით მოსარჩელეთა - ქ. ი-ის, ნ. წ-ის, ნ. შ-ის, ე. ნ-ის, ნ. ც-ის, მ. ქ-ის, ი. კ-ის, მ. ფ-ის, ნ. ბ-ის, ი. მ-ის, გო. გ-ის, მ. კ-ის, პ. კ-ის, გი. გ- ის, ტ. კ-ის, ნ. კ-ის, ლ. კ-ის, გ. გ-ის, ა. ძ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე; ქ. ი- ე, ნ. წ-ე, ნ. შ-ე, ე. ნ- ე, ნ. ც-ე, მ. ქ- ე, ი. კ-ე, მ. ფ-ე, ნ. ბ-ი, ი. მ- ე, გო. გ- ე, მ. კ- ი, პ. კ-ი, გი. გ- ე, ტ. კ-ი, ნ. კ-ე, ლ. კ-ე, გ. გ- ე, ა. ძ- ე აღდგენილ იქნენ გათავისუფლებამდე მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე; ქ. ი- ეს, ნ. წ-ეს, ნ. შ-ეს, ე. ნ- ეს, ნ. ც-ეს, მ. ქ- ეს, ი. კ-ეს, მ. ფ-ეს, ნ. ბ-ს, ი. მ- ეს, გო. გ- ეს, მ. კ- ს, პ. კ-ს, გი. გ- ეს, ტ. კ-ის, ნ. კ-ეს, ლ. კ-ეს, გ. გ-ეს, ა. ძ-ეს აუნაზღაურდეთ იძულებითი განაცდური ყოველთვიური - … ლარის (დარიცხული ხელფასი) გათვალისწინებით, 2018 წლის 1 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე; გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენისა და სამი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

ნ. ც-ის, ნ. კ-ის, ი. კ-ის, ლ. კ-ის, ე. ნ- ის, ქ. ი- ის, მ. კ- ის, ნ. წ-ის, გო. გ- ის, ა. ძ- ის, მ. ქ- ის, გი. გ- ის, ტ. კ-ის, მ. ფ-ის, ი. მ- ისა და პ. კ-ის მიერ 2018 წლის მარტისა და აპრილის თვეებში აღძრული სარჩელები ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სამართაწარმოების დროს გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა №3/46-2018.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების - ქ. ი- ის, ნ. წ-ის, ნ. შ-ის, ე. ნ- ის, ნ. ც-ის, მ. ქ- ის, ი. კ-ის, მ. ფ-ის, ნ. ბ-ის, ი. მ- ის, გო. გ- ის, მ. კ- ის, პ. კ-ის, გი. გ- ის, ტ. კ-ის, ნ. კ-ის, ლ. კ-ის, გი. გა-ის, ა. ძ- ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალადაკარგულად იქნა აღიარებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N... ბრძანება ადმინისტრაციულ ერთეულებში ადმინისტრაციული სამსახურის მე-... რანგის ... ...ის ... სპეციალისტების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებად განსაზღვრის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფაქტობრივი გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით მოსარჩელეთა - ქ. ი- ის, ნ. წ-ის, ნ. შ-ის, ე. ნ- ის, ნ. ც-ის, მ. ქ- ის, ი. კ-ის, მ. ფ-ის, ნ. ბ-ის, ი. მ- ის, გო. გ- ის, მ. კ- ის, პ. კ-ის, გი. გ- ის, ტ. კ-ის, ნ. კ-ის, ლ. კ-ის, გი. გა-ის, ა. ძ-ის - სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოსარჩელეთა - ქ. ი- ის, ნ. წ-ის, ნ. შ-ის, ე. ნ- ის, ნ. ც-ის, მ. ქ- ის, ი. კ-ის, მ. ფ-ის, ნ. ბ-ის, ი. მ- ის, გო. გ- ის, მ. კ- ის, პ. კ-ის, გი. გ- ის, ტ. კ-ის, ნ. კ-ის, ლ. კ-ის, გი. გა-ის, ა. ძ- ის - მიმართ განახორციელოს მობილობის პროცედურები; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ, გ. გ- ემ, ქ. ი- ემ, გო. გ- ემ, გი. გ- ემ, მ. ქ- ემ, ა. ძ- ემ, ი. მ- ემ, მ. კ- მა, ე. ნ- ემ და ი. კ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გ. გ- ის, ქ. ი- ის, გო. გ- ის, გი. გ- ის, მ. ქ- ის, ა. ძ- ის, ი. მ- ის, მ. კ- ის, ე. ნ- ის, ი. კ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ი- ემ, გო. გ- ემ, გი. გ- ემ, მ. ქ- ემ, ა. ძ- ემ, ი. მ- ემ, მ. კ- მა, ე. ნ- ემ, გ. გ- ემ და ი. კ-ემ. კასატორებმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდნენ სასარჩელო მოთხოვნებსა და სააპელაციო საჩივრებს, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით ი. კ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ი. კ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო; განემარტათ მხარეებს, რომ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით ქ. ი- ის, გო. გ- ის, გი. გ- ის, მ. ქ- ის, ა. ძ- ის, ი. მ- ის, მ. კ- ის, ე. ნ- ის და გ. გ- ის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2019 წლის 20 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა ე. ნ- ეს, მ. ქ- ეს, გო. გ- ეს, ქ. ი- ესა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 2019 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული მორიგების აქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით დამტკიცდა მოსარჩელეებს - ე. ნ- ეს, მ. ქ- ეს, გო. გ- ეს, ქ. ი- ესა და მოპასუხე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 2019 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით: „ერთი მხრივ კასატორები: ქ. ი- ე (პ/ნ...); გო. გ-ე (პ/ნ ...), მ. ქ- ე (პ/ნ ...) და ე. ნ- ე (პ/ნ ...), მეორე მხრივ მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, წარმოდგენილი მერის გი. გო-ის მიერ, ერთობლივად წოდებული მხარეებად, ვითვალისწინებთ, რა კასატორების მიერ მოწინააღმდეგე მხარის მიმართ წარდგენილი საკასაციო საჩივრის გამო მხარეებს შორის წარმოქმნილი სამართლებრივი დავის გადაწყვეტის ერთობლივ სურვილს, ხელს ვაწერთ და ვეთანხმებით წინამდებარე მორიგების აქტს, შემდეგი პირობებით:

1. მოწინააღმდეგე მხარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, იღებს ვალდებულებას, რომ მოცემული მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე, კასატორები აღდგენილი იქნებიან პროფესიული საჯარო მოხელის შემდეგ თანამდებობებზე: 1. ე. ნ-ე აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ... რანგის ... ...ის ... სპეციალისტის (... ადმინისტრაციულ ერთეულში) თანამდებობაზე; 2. მ. ქ-ე აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ... რანგის ... ...ის ... სპეციალისტის (... ადმინისტრაციულ ერთეულში) თანამდებობაზე; 3. გო. გ- ე აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ... რანგის ... ...ის ... სპეციალისტის (... ადმინისტრაციულ ერთეულში) თანამდებობაზე; 4. ქ. ი-ე აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ... რანგის ... ...ის ... სპეციალისტის (... ადმინისტრაციულ ერთეულში) თანამდებობაზე.

2. თავის მხრივ ზემოთ მითითებული კასატორები, უარს ამბობენ, მოწინააღმდეგე (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია) მხარისაგან მოითხოვონ, მათი სამსახურიდან გათავისუფლების დროიდან 2018 წლის 01 იანვრიდან, იძულებითი მოცდენის დროის განმავლობაში, განაცდურის ანაზღაურება.

3. ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული კასატორების სასარგებლოდ, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს.

4. მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოცემული მორიგების აქტით გათვალისწინებულ ვადაში პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კასატორები უფლებამოსილი არიან (თითოეული დამოუკიდებლად ან ერთობლივად) მოითხოვონ სააღსრულებო ფურცელი და მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების იძულების წესით აღსრულება.

5. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შესასრულებლად.

6. წინამდებარე მორიგების აქტი შესრულებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 6 (ექვს) ეგზემპლიარად. საიდანაც ხუთი ეგზემპლარი გადაეცემათ მხარეებს, ხოლო ერთ ეგზემპლარი დავის განმხილველ სასამართლოს“;

საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება ე. ნ- ის, მ. ქ- ის, გო. გ-ისა და ქ. ი- ის ნაწილში; გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტისა და 29 მარტის განჩინებები ე. ნ- ის, მ. ქ- ის, გო. გ- ისა და ქ. ი- ის შუამდგომლობების დაკმაყოფილების ნაწილში; ე. ნ- ის, მ. ქ- ის, გო. გ- ისა და ქ. ი- ის მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გი. გ- ის, ა. ძ- ის, ი. მ- ის, მ. კ-ისა და გ. გ- ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამდენად, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებაზე მითითებას, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადმინისტრაციული სამსახურის მე-... რანგის ... ...ის ... სპეციალისტების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებად განსაზღვრის ნაწილში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N... ბრძანების ძალადაკარგულად ცნობისა და შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფაქტობრივი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომლითაც შემოწმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად ცნობის უფლებამოსილების არარსებობაზე. ამასთან, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ მართალია სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N... ბრძანება ადმინისტრაციულ ერთეულებში ადმინისტრაციული სამსახურის მე-... რანგის ... ...ის ... სპეციალისტების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებად განსაზღვრის ნაწილში, თუმცა ამ ბრძანების საფუძველზე მის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები, დარჩა უცვლელი. ამგვარად, სწორედ ამ ბრძანების მოქმედების პერიოდში მხარეთა შორის დაიდო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, მოსარჩელეები დასაქმდნენ შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებზე და შესაბამისად მოექცნენ სამოქალაქო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობათა ფარგლებში.

სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ამ კანონის 125-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 2017 წლის 1 ივლისამდე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა უზრუნველყო აღნიშნულ საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობების ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად იერარქიულ რანგებში განაწილება, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პროფესიულ საჯარო მოხელეებად გარდაქმნა ან შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულების ან ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, რაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა კიდეც და მოსარჩელეების მიერ 2017 წლის 1 ივლისამდე დაკავებული საჯარო მოხელის თანამდებობები გარდაიქმნა შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებად. აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით მოსარჩელეებს რაიმე სახის სამართლებრივი პრეტენზია კანონით დადგენილი წესით არ განუცხადებიათ. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოსარჩელეებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებებიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდებოდა არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, არამედ შრომის კოდექსი და თავად ამ სამოქალაქო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულებები.

საკასაციო პალატის მოსაზრებით ასევე მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის პროფესიული საჯარო მოხელედ გარდაქმნას (გამონაკლისია მითითებული კანონის 125.2 მუხლი, რაც მოცემულ შემთხვევაზე არ ვრცელდება) და მოხელისათვის განკუთვნილ შტატზე ავტომატურად, კონკურსის წარმატებით გავლის გარეშე პირის დანიშვნას. მითითებული კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არის პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამავე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეებს, რომლებიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულები იყვნენ შრომითი ხელშეკრულებით, საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციის შედეგად გათვალისწინებულ პროფესიული საჯარო მოხელესათვის განკუთვნილ შტატზე დასანიშნად უნდა გაევლოთ კონკურსი. აღნიშნულს არ ცვლის ის გარემოება, რომ ისინი წარსულში ამავე დაწესებულებაში საჯარო მოხელეებად იყვნენ დასაქმებულნი, რადგან საჯარო მოხელისათვის განკუთვნილი შტატების შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელ შტატებად გარდაქმნის შეფასება არ წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს და აღნიშნულ ნაწილში არც საკასაციო განაცხადია წარმოდგენილი. ამგვარად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახალ საშტატო ერთეულებზე აღდგენის შესახებ კასატორების მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გი. გ- ის, ა. ძ- ის, ი. მ- ის, მ. კ-ისა და გ. გ- ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინება გი. გ- ის, ა. ძ- ის, ი. მ- ის, მ. კ- ისა და გ. გ- ის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე