საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქმე №ბს-104(3კ-19) 5 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. ქ. ი-ე, გო. გ-ე, გი. გ-ე, მ. ქ-ე, ა. ძ-ე, ი. მ-ე, მ. კ-ი, ე. ნ-ე; 2. გ. გ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოსარჩელეები – ი. კ-ე, ნ. წ-ე, ნ. შ-ე, ნ. ც-ე, მ. ფ-ე, ნ. ბ-ი, პ. კ-ი, ტ. კ-ე, ნ. კ-ე, ლ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ბრძანების ძალადაკარგულად აღიარება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-ემ, ნ. ბ-მა, ნ. შ-ემ, ნ. ც-ემ, ნ. კ-ემ, ი. კ-ემ, ლ. კ-ემ, ე. ნ-ემ, ქ. ი-ემ, მ. კ-მა, ნ. წ-ემ, გო. გ-ემ, ა. ძ-ემ, მ. ქ-ემ, გი. გ-ემ, ტ. კ-ემ, მ. ფ-ემ, ი. მ-ემ და პ. კ-მა 2018 წლის მარტისა და აპრილის თვეებში სასარჩელო განცხადებებით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ძალადაკარგულად იქნეს აღიარებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N… ბრძანება ადმინისტრაციულ ერთეულებში ადმინისტრაციული სამსახურის მე-… რანგის …ი …ის …ი სპეციალისტების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებად განსაზღვრის ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფაქტობრივი გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით მოსარჩელეთა - ქ. ი-ის, ნ. წ-ის, ნ. შ-ის, ე. ნ-ის, ნ. ც-ის, მ. ქ-ის, ი. კ-ის, მ. ფ-ის, ნ. ბ-ის, ი. მ-ის, გო. გ-ის, მ. კ-ის, პ. კ-ის, გი. გ-ის, ტ. კ-ის, ნ. კ-ის, ლ. კ-ის, გ. გ-ის, ა. ძ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე; ქ. ი-ე, ნ. წ-ე, ნ. შ-ე, ე. ნ-ე, ნ. ც-ე, მ. ქ-ე, ი. კ-ე, მ. ფ-ე, ნ. ბ-ი, ი. მ-ე, გო. გ-ე, მ. კ-ი, პ. კ-ი, გი. გ-ე, ტ. კ-ე, ნ. კ-ე, ლ. კ-ე, გ. გ-ე, ა. ძ-ე აღდგენილ იქნენ გათავისუფლებამდე მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე; ქ. ი-ეს, ნ. წ-ეს, ნ. შ-ეს, ე. ნ-ეს, ნ. ც-ეს, მ. ქ-ეს, ი. კ-ეს, მ. ფ-ეს, ნ. ბ-ს, ი. მ-ეს, გო. გ-ეს, მ. კ-ს, პ. კ-ს, გი. გ-ეს, ტ. კ-ეს, ნ. კ-ეს, ლ. კ-ეს, გ. გ-ეს, ა. ძ-ეს აუნაზღაურდეთ იძულებითი განაცდური ყოველთვიური - … ლარის (დარიცხული ხელფასი) გათვალისწინებით, 2018 წლის 1 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე; გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენისა და სამი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ნ. ც-ის, ნ. კ-ის, ი. კ-ის, ლ. კ-ის, ე. ნ-ის, ქ. ი-ის, მ. კ-ის, ნ. წ-ის, გო. გ-ის, ა. ძ-ის, მ. ქ-ის, გი. გ-ის, ტ. კ-ის, მ. ფ-ის, ი. მ-ისა და პ. კ-ის მიერ 2018 წლის მარტისა და აპრილის თვეებში აღძრული სარჩელები ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სამართაწარმოების დროს გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა №3/46-2018.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების - ქ. ი-ის, ნ. წ-ის, ნ. შ-ის, ე. ნ-ის, ნ. ც-ის, მ. ქ-ის, ი. კ-ის, მ. ფ-ის, ნ. ბ-ის, ი. მ-ის, გო. გ-ის, მ. კ-ის, პ. კ-ის, გი. გ-ის, ტ. კ-ის, ნ. კ-ის, ლ. კ-ის, გი. გა-ის, ა. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალადაკარგულად იქნა აღიარებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N… ბრძანება ადმინისტრაციულ ერთეულებში ადმინისტრაციული სამსახურის მე-… რანგის …ი …ის …ი სპეციალისტების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებად განსაზღვრის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფაქტობრივი გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით მოსარჩელეთა - ქ. ი-ის, ნ. წ-ის, ნ. შ-ის, ე. ნ-ის, ნ. ც-ის, მ. ქ-ის, ი. კ-ის, მ. ფ-ის, ნ. ბ-ის, ი. მ-ის, გო. გ-ის, მ. კ-ის, პ. კ-ის, გი. გ-ის, ტ. კ-ის, ნ. კ-ის, ლ. კ-ის, გი. გა-ის, ა. ძ-ის - სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოსარჩელეთა - ქ. ი-ის, ნ. წ-ის, ნ. შ-ის, ე. ნ-ის, ნ. ც-ის, მ. ქ-ის, ი. კ-ის, მ. ფ-ის, ნ. ბ-ის, ი. მ-ის, გო. გ-ის, მ. კ-ის, პ. კ-ის, გი. გ-ის, ტ. კ-ის, ნ. კ-ის, ლ. კ-ის, გი. გა-ის, ა. ძ-ის - მიმართ განახორციელოს მობილობის პროცედურები; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ, გ. გ-ემ, ქ. ი-ემ, გო. გ-ემ, გი. გ-ემ, მ. ქ-ემ, ა. ძ-ემ, ი. მ-ემ, მ. კ-მა, ე. ნ-ემ და ი. კ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ის, ქ. ი-ის, გო. გ-ის, გი. გ-ის, მ. ქ-ის, ა. ძ-ის, ი. მ-ის, მ. კ-ის, ე. ნ-ის, ი. კ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ი-ემ, გო. გ-ემ, გი. გ-ემ, მ. ქ-ემ, ა. ძ-ემ, ი. მ-ემ, მ. კ-მა, ე. ნ-ემ, გ. გ-ემ და ი. კ-ემ. კასატორებმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდნენ სასარჩელო მოთხოვნებსა და სააპელაციო საჩივრებს, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით ი. კ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ი. კ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო; განემარტათ მხარეებს, რომ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით ქ. ი-ის, გო. გ-ის, გი. გ-ის, მ. ქ-ის, ა. ძ-ის, ი. მ-ის, მ. კ-ის, ე. ნ-ის და გ. გ-ის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2019 წლის 20 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა 2019 წლის 15 აგვისტოს მორიგების აქტი. აღნიშნული აქტის ხელმომწერნი: „ერთი მხრივ კასატორები: ქ. ი-ე (პ/ნ...); გო. გ-ე (პ/ნ ...), მ. ქ-ე (პ/ნ ...) და ე. ნ-ე (პ/ნ ...), მეორე მხრივ მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, წარმოდგენილი მერის გი. გო-ის მიერ, ერთობლივად წოდებული მხარეებად, ვითვალისწინებთ, რა კასატორების მიერ მოწინააღმდეგე მხარის მიმართ წარდგენილი საკასაციო საჩივრის გამო მხარეებს შორის წარმოქმნილი სამართლებრივი დავის გადაწყვეტის ერთობლივ სურვილს, ხელს ვაწერთ და ვეთანხმებით წინამდებარე მორიგების აქტს, შემდეგი პირობებით:
1. მოწინააღმდეგე მხარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, იღებს ვალდებულებას, რომ მოცემული მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე, კასატორები აღდგენილი იქნებიან პროფესიული საჯარო მოხელის შემდეგ თანამდებობებზე: 1. ე. ნ-ე აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ... რანგის ... ...ის ... სპეციალისტის (...ის ადმინისტრაციულ ერთეულში) თანამდებობაზე; 2. მ. ქ-ე აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ... რანგის ... ...ის ... სპეციალისტის (...ის ადმინისტრაციულ ერთეულში) თანამდებობაზე; 3. გო. გ-ე აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ... რანგის ... ...ის ... სპეციალისტის (...ოს ადმინისტრაციულ ერთეულში) თანამდებობაზე; 4. ქ. ი-ე აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ... რანგის ... ...ის ... სპეციალისტის (... .. ს ადმინისტრაციულ ერთეულში) თანამდებობაზე;
2. თავის მხრივ ზემოთ მითითებული კასატორები, უარს ამბობენ, მოწინააღმდეგე (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია) მხარისაგან მოითხოვონ, მათი სამსახურიდან გათავისუფლების დროიდან 2018 წლის 01 იანვრიდან, იძულებითი მოცდენის დროის განმავლობაში, განაცდურის ანაზღაურება;
3. ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული კასატორების სასარგებლოდ, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს;
4. მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოცემული მორიგების აქტით გათვალისწინებულ ვადაში პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კასატორები უფლებამოსილი არიან (თითოეული დამოუკიდებლად ან ერთობლივად) მოითხოვონ სააღსრულებო ფურცელი და მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების იძულების წესით აღსრულება;
5. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შესასრულებლად;
6. წინამდებარე მორიგების აქტი შესრულებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 6 (ექვს) ეგზემპლარად. საიდანაც ხუთი ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს, ხოლო ერთ ეგზემპლარი დავის განმხილველ სასამართლოს“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს მხარეებს - ე. ნ-ეს, მ. ქ-ეს, გო. გ-ეს, ქ. ი-ესა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას შორის მორიგება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას მხარეთა მორიგების შემთხვევაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პროცესის მონაწილე მხარეებმა - მოსარჩელეების ნაწილმა და მოპასუხემ მიაღწიეს მორიგებას, ამგვარად, გამოხატეს ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირების ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და ე. ნ-ის, მ. ქ-ის, გო. გ-ისა და ქ. ი-ის მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მიღწეული მორიგების გამო საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება ე. ნ-ის, მ. ქ-ის, გო. გ-ისა და ქ. ი-ის ნაწილში. ასევე გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტისა და 29 მარტის განჩინებები ე. ნ-ის, მ. ქ-ის, გო. გ-ისა და ქ. ი-ის შუამდგომლობების დაკმაყოფილების ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე, 372-ე, 390-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს მოსარჩელეებს - ე. ნ-ეს, მ. ქ-ეს, გო. გ-ეს, ქ. ი-ესა და მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 2019 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით მხარეთა მორიგება, შემდეგი პირობებით: „ერთი მხრივ, კასატორები: ქ. ი-ე (პ/ნ...); გო. გ-ე (პ/ნ ...), მ. ქ-ე (პ/ნ ...) და ე. ნ-ე (პ/ნ ...), მეორე მხრივ მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, წარმოდგენილი მერის გი. გო-ის მიერ, ერთობლივად წოდებული მხარეებად, ვითვალისწინებთ, რა კასატორების მიერ მოწინააღმდეგე მხარის მიმართ წარდგენილი საკასაციო საჩივრის გამო მხარეებს შორის წარმოქმნილი სამართლებრივი დავის გადაწყვეტის ერთობლივ სურვილს, ხელს ვაწერთ და ვეთანხმებით წინამდებარე მორიგების აქტს, შემდეგი პირობებით:
1. მოწინააღმდეგე მხარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, იღებს ვალდებულებას, რომ მოცემული მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე, კასატორები აღდგენილი იქნებიან პროფესიული საჯარო მოხელის შემდეგ თანამდებობებზე: 1. ე. ნ-ე აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ... რანგის ... ...ის ... სპეციალისტის (…ის ადმინისტრაციულ ერთეულში) თანამდებობაზე; 2. მ. ქ-ე აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ... რანგის ... ...ის ... სპეციალისტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში) თანამდებობაზე; 3. გო. გ-ე აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ... რანგის ... ...ის ... სპეციალისტის (... ადმინისტრაციულ ერთეულში) თანამდებობაზე; 4. ქ. ი-ე აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ... რანგის ... ...ის ... სპეციალისტის (... ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში) თანამდებობაზე;
2. თავის მხრივ ზემოთ მითითებული კასატორები, უარს ამბობენ, მოწინააღმდეგე (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია) მხარისაგან მოითხოვონ, მათი სამსახურიდან გათავისუფლების დროიდან 2018 წლის 01 იანვრიდან, იძულებითი მოცდენის დროის განმავლობაში, განაცდურის ანაზღაურება;
3. ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული კასატორების სასარგებლოდ, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს;
4. მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოცემული მორიგების აქტით გათვალისწინებულ ვადაში პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კასატორები უფლებამოსილი არიან (თითოეული დამოუკიდებლად ან ერთობლივად) მოითხოვონ სააღსრულებო ფურცელი და მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების იძულების წესით აღსრულება;
5. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შესასრულებლად;
6. წინამდებარე მორიგების აქტი შესრულებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 6 (ექვს) ეგზემპლარად. საიდანაც ხუთი ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს, ხოლო ერთ ეგზემპლარი დავის განმხილველ სასამართლოს“.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება ე. ნ-ის, მ. ქ-ის, გო. გ-ისა და ქ. ი-ის ნაწილში;
3. გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტისა და 29 მარტის განჩინებები ე. ნ-ის, მ. ქ-ის, გო. გ-ისა და ქ. ი-ის შუამდგომლობების დაკმაყოფილების ნაწილში.
4. ე. ნ-ის, მ. ქ-ის, გო. გ-ისა და ქ. ი-ის მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;
5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოებისს შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე