#ბს-743(კ-19) 23 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 24 ოქტომბერს გ. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ... წლის ნოემბრიდან ... წლის … …მდე მუშაობდა ქ. ...ის შინაგან საქმეთა სამმართველოს ... ...ის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე. მან განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს შრომითი სტაჟის დადგენის მიზნით, ნამსახურების ცნობის გამოთხოვის თაობაზე, რაზეც პასუხად მიიღო, რომ მისი საარქივო პირადი საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტსა და სხვა საარქივო დანაყოფებში არ იყო. მოსარჩელის განმარტებით, ის ფაქტი, რომ იგი ნამდვილად მუშაობდა ... წლის ნოემბრიდან ... წლის … …მდე ქ. ...ის შინაგან საქმეთა სამმართველოს ... ...ის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე, დასტურდება … წლის … …ს ქ. ...ის შს სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული ცნობით, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული მოწმობით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით.
ამდენად, მოსარჩელემ ... წლის ნოემბრიდან ... წლის … …მდე ქ. ...ის შინაგან საქმეთა სამმართველოს ... ...ის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე გ. ა-ას მუშაობის აღიარება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით გ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ მოსარჩელე - გ. ა-ა მუშაობდა ... წლის ნოემბრიდან ... წლის … …მდე ქ. ...ის შინაგან საქმეთა სამმართველოს ... ...ის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალებისა და მოწმეთა ჩვენების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია გ. ა-ას ... წლის ნოემბრიდან ... წლის ... ...მდე ქ. ...ის შინაგან საქმეთა სამმართველოს ... ...ის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტი. პალატამ დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელე ითხოვს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, შრომის სტაჟის აღიარებას და მოპასუხე წარმოადგენს მისი შრომის სტაჟის დადგენაზე კომპეტენტურ ორგანოს, თუმცა მას არ გააჩნია მოსარჩელის შრომის სტაჟთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემის შესაძლებლობა, ობიექტური გარემოების - მონაცემთა ბაზის უქონლობის გამო, რის შედეგადაც ილახება მოსარჩელის კანონით განსაზღვრული უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნებს. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ. ა-ა ... წლის ნოემბრიდან ... წლის … …მდე მუშაობდა ქ. ...ის შინაგან საქმეთა სამმართველოს ... ...ის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ გ. ა-ას ნამსახურები წლები უნდა დასტურდებოდეს სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ჩარიცხვის ბრძანებით, ასევე იმ ბრძანებით, რომლის თანახმად, იგი თადარიგში იქნა დათხოვილი ან გადადგა სამსახურიდან. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ გ. ა-ას არ უნდა ჩაეთვალოს ნამსახურობის სტაჟში ... წლის ნოემბრიდან ... წლის … …მდე პერიოდი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს გ. ა-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორს და მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ... ...ის ...ის განყოფილებაში ნამსახურობის ცნობის გაცემა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანურის რესურსების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 25 სექტემბრის MIA 2 17 02300202 წერილით, გ. ა-ას, განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ მისი საარქივო პირადი საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტსა და სხვა საარქივო დანაყოფებში დაცული არ იყო, რის გამოც ვერ გაიცემოდა ნამსახურობის ცნობა.
განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის - გ. ა-ას ინტერესს წარმოადგენს აღიარებულ იქნეს ის გარემოება, რომ იგი ... წლის ნოემბრიდან ... წლის … …მდე მუშაობდა ქ. ...ის შინაგან საქმეთა სამმართველოს ... ...ის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ქ. ...ის შს სამმართველოს უფროსის ... წლის 5 აგვისტოს ცნობაზე, რომლითაც დგინდება, რომ გ. ა-ა ნამდვილად მსახურობდა ... წლის ნოემბრიდან ქ. ...ის შს სამმართველოს .... ...ის …ის განყოფილების …ის თანამდებობაზე. ...-... წლებში მონაწილეობდა ...ში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ასევე საყურადღებოა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეთა ახსნა-განმარტებები, კერძოდ, მოწმის სახით დაკითხულმა რ. ბ-მ, გ. რ-მა და დ. ა-მ დაადასტურეს გ. ა-ას მიერ ... წლიდან ... წლამდე ქ. ...ის შს სამმართველოს ... ...ის ...ის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტი. ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია დაკითხული მოწმეების შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის ფაქტი. შესაბამისად, დასტურდება მოსარჩელე გ. ა-ას ... წლის ნოემბრიდან ... წლის … …მდე ქ. ...ის შინაგან საქმეთა სამმართველოს ... ...ის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი