Facebook Twitter

საქმე Nბს- 1120(კს-19) 16 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „...“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი (მოპასუხეები)

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...ამ“ 2019 წლის 18 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის №04-08/2745 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის №04/68134 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხეთათვის შპს „...ასთვის“ შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის განჩინებით შპს "...ას" სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით შპს "...ას" სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის №04-08/2745 გადაწყვეტილება პაციენტების: ა. მ-ეს პ/ნ ... შ/ნ ...), მ. მ-ის (პ/ნ ...; შ/ნ ...), თ. თ-ას (პ/ნ ...; შ/ნ ...), გ. ბ-ის (პ/ნ ...; შ/ნ ...) ლ. ბ-ეს (პ/ნ ... შ/ნ ...), ზ. ა-ის (პ/ნ ... შ/ნ ...), ა. ც-ის პ/ნ ... შ/ნ ...), ჯ. ა-ის (პ/ნ ...შ/ნ ...) და თ. ს-ის (პ/ნ ...) მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში; ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის №04/68134 გადაწყვეტილება პაციენტების: 2018 წლის 29 მაისის №04- 08/2745 გადაწყვეტილება პაციენტების: ა. მ-ეს პ/ნ ... შ/ნ ...), მ. მ-ის (პ/ნ ...; შ/ნ ...), თ. თ-ას (პ/ნ ...; შ/ნ ...), გ. ბ-ის (პ/ნ ...; შ/ნ ...) ლ. ბ-ეს (პ/ნ ... შ/ნ ...), ზ. ა-ის (პ/ნ ... შ/ნ ...), ა. ც-ის პ/ნ ... შ/ნ ...), ჯ. ა-ის (პ/ნ ...შ/ნ ...) და თ. ს-ის (პ/ნ ...) მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა” და კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით, შპს ,,...ასთვის” სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ ამ გადაწყვეტილებაში მითითებული პაციენტების: 2018 წლის 29 მაისის №04-08/2745 გადაწყვეტილება პაციენტების: ა. მ-ეს პ/ნ ... შ/ნ ...), მ. მ-ის (პ/ნ ...; შ/ნ ...), თ. თ-ას (პ/ნ ...; შ/ნ ...), გ. ბ-ის (პ/ნ ...; შ/ნ ...) ლ. ბ-ეს (პ/ნ ... შ/ნ ...), ზ. ა-ის (პ/ნ ... შ/ნ ...), ა. ც-ის პ/ნ ... შ/ნ ...), ჯ. ა-ის (პ/ნ ...შ/ნ ...) და თ. ს-ის (პ/ნ ...) მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე 368-ე, 372-ე 373-ე და 374-ე მუხლებზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 და მე-13 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება აპელანტ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2019 წლის 8 აპრილს. სააპელაციო საჩივარი შედგენილია 2019 წლის 24 აპრილს და სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გაგზავნიალია აგრეთვე 2019 წლის 24 აპრილს. პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, რამდენადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისთვის დაიწყო გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან და შესაბამისად, ამოიწურა 2019 წლის 22 აპრილს, რომელიც იყო სამუშაო დღე და არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 93-ე, მე-100, 215-ე და აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს 2019 წლის მარტსა და აპრილში არ ჰყავდა იურისტი, რომელიც შეძლებდა სამხარეო ცენტრის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვას. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ სამხარეო ცენტრი იძულებული იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის მიზნით მიემართა ჩოხატაურის რაიონული განყოფილებისათვის, რომელსაც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება გადაეცა 2019 წლის 11 აპრილს, უფლებამოსილმა პირმა გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 11 აპრილიდან, შესაბამისად, სააპელაცო საჩივრის წარდგენის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 25 აპრილის ჩათვლით. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან წარმომადგენელი სხვა რაიონული განყოფილების თანამშრომელი იყო, მისთვის, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა ცნობილი ცენტრისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გასვლა საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 04 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის გასაჩივრებული გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩაჰბარდა 2019 წლის 8 აპრილს, რაც დასტურდება ჩაბარების დასტურზე არსებული ხელმოწერით (ს.ფ. 111). ასევე, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გასაგზავნად ფოსტას ჩაბჰარდა 2019 წლის 24 აპრილს, რაც დასტურდება საფოსტო კონვერტზე დასმული ბეჭდითა (ს.ფ. 128) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართვით (ს.ფ. 113). ამასთან, თავად სააპელაციო საჩივარი დათარიღებულია 2019 წლის 24 აპრილით (ს.ფ. 125), რაც დამატებით ადასტურებს სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანას.

განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე - 61-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 9 აპრილს და ამოიწურა 2019 წლის 22 აპრილს (ორშაბათი) 24:00 საათზე, სააპელაციო საჩივარი კი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გასაგზავნად ფოსტას ჩაჰბარდა 2019 წლის 24 აპრილს. აღნიშნულს სადავოდ არ ხდის თავად კერძო საჩივრის ავტორი. რაც შეეხება მითითებას, რომ სამხარეო ცენტრს არ ჰყავდა წარმომადგენელი, აღნიშნული ვერ გახდება საპროცესო ვადის აღდგენის საფუძველი. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაეგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და 2019 წლის 08 აპრილს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ჩაჰბარდა კანცელარიას (ს.ფ. 111). ამდენად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა სწორედ ამ თარიღიდან უნდა აითვალოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა კანონით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი აღადგინოს ან გააგრძელოს იგი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების ცენტრის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების ცენტრის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე