გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 265-აპ 25 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ი. ბიბილაშვილი,
მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულის _ ზ. ნ-სა და ა. მ-ს საკასაციო საჩივრები აჭარის ა\რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 დეკემბრის განაჩენით ზ. ნ. ცნობილი ქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით, მე-19,237-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით 8 წლით; ამავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით _ 1 წლით; თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და საბოლოოდ ზ. ნ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ ზ. ნ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ამავე განაჩენით ა. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით; სსკ-ის მე-19,237-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის “ბ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და საბოლოოდ ა. მ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ა. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აჭარის ა\რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხილს სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 აპრილის განჩინებით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
განაჩენით ზ. ნ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფთან ერთად, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდმეგო დაუფლება, მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ. ო-სა და მ. მ-ს, რომლებიც შეიარაღებულნიიყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით, ზ. ნ-მ მიუშვირა მართალსაწინააღმდეგოდ წართმეული ხსენებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და დაემუქრა მოკვლით, ე.ი. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვს საშიში ძალადობის მუქარით მან ზ. ნ-სთან ერთად, მოსთხოვა ჯარისკაცებს დაეყარათ იარაღი, რის შედეგადაც იგი მივიდა ჯარისკაც ზ. მ-სთან და შეეცადა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის წართმევასბ მაგრამ ზ. მ-ს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო, მან და ზ. ნ-მ ვერ შეძლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და აბრძოლო მასალის წართმევა. მან წინასწარ მომარჯვებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი ზ. მ-ს ჩაარტყა თავის არეში, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება – შუბლისა და თხემის მიდამოში დაჟეჟილი ჭრილობების სახით. ამ შეხლა-შემოხლისას ჯარისკაც ზ. მ-სთან მყოფი სხვა ჯარისკაცები გიქცნენ საყარაულო ჯიხურისაკენ, რის გამოც ზ. ნ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაედევნა მათდა დაეწყო სროლა. საპასუხო სროლა მოახერხა ზ. მ-მ, რამაც შეაშინა იგი, მოსცილდა მას და ვეღარ მოახერხა იარაღისა და საბრძოლო მასალის წართმევა. ასეთ ვითარებაში, მან ზ. ნ-სთან ერთად, ვერ შეძლო ჯარისკაცებისათვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის წართმევა და მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ე.ი. მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მან ზ. ნ-სთან ერთად, ვერ შეძლო თავისი გადაწყვეტილების ბოლომდე მიყვანა, რის შემდეგაც ზ. ნ-სთან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და თან წაიღო ჯარისკაც რ ც-სათვის წართმეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნით.
მსჯავრდებული ზ. ნ. აკასაციო საჩივრით ითხოვს დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას იმ მოტივით, რომ მიეცე გამოჯანმრთელებისა და სიცოცხლის შენარჩუნების შესაძლებლობა.
მსჯავრებული ა. მ. საკასციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ან სასჯელის ისეთი ზომის გამოყენებას, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან. იგი აღნიშნავს, რომ ჰყავს მეუღლე და ავადმყოფი დელა, რომლებიც მის კმაყოფაზე არიან.
მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ა. ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას ან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველი,ა დვოკატი ნ. ი. ითხოვს სისხლის სამართლის საქმის შეყწვეტას.
პროკურორი ნ. ნ. არ ეთანხმება საკასაციო სჩივრების მოთხოვნებს და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართილს საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 აპრილის განაჩენი ზ. ნ-სა და ა. მ-ს მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადასტურებულია მსჯავრდებულების ზ. ნ-სა და ა. მ-სთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ: 2003წ. 29 აგვისტოს, ღამით ზ. ნ-მ და ა. მ-მ შინაგანი ჯარების ბათუმის ბატალიონის ¹2060 სამხედრო ნაწილის ოცეულის შეიარაღებული განაწესის ¹1 საგუშაგოს გუშაგ რ. ც-ს, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისავთის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით წაართვეს ავტომატური “აკ-74” სისტემის ¹2243335 ცეცხლსასროლი იარაღი და 60 ცალ საბრძოლო ვაზნა მჭიდით. განაჩენით დადგენილია ასევე მათმ იერ ჯარისკაც ზ. მ-სათვის ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღის წართმევის მცდელობის ფაქტი, რაც სისრულეში ვერ მოიყვანეს ჯარისკაცების მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო. ზ. ნ. ჯარისკაც რ. ც-სთვის წართმეულ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას 2003წ. 29 აგვისტოდან 31 აგვისტომდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. 2003წ. 31 აგვისტოს მან აღნიშნული იარაღი გადასცა ბებიას – ზ. თ-ძეს, რომელმაც ის წარადგინა ხელვაჩაურის პოლიციაში.
ზ. ნ-სა და ა. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება შემთხვეის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმითK ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმეთა და დაზარალებულების; რ.ცეცხლაძისა და ზ. მ-ს ჩვენებებით, დაპირისპირების ოქმებითა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით.
პალატამ მიაჩნია, რომ სასამართლომ სრულყოფლად გამოიკვლია საქმის მასალები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი. სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ზ. ნ-ს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით, მე-19,237-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის საბოლოოდ დაუნიშნა კანონით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის საბოლოოდ დაუნიშნა კანონით გათვალისწინებულზე მსუბუქი სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ა. მ-ს – სსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით, მე-19,237-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, ზ. ნ-სა და ა. მ-ს დანაშაულებრივ ქმედებებს მოცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია, სასჯელებიც სამართლიანადაა განსაზღვრული და მათი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 აპრილის განაჩენი ზ. ნ-ისა და ა. მ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების – ზ. ნ-სა და ა. მ-ს საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
აჭრის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 აპრილის განაჩენი ზ. ნ-სა და ა. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.