ბს-1466(2კ-18) 24 ივნისი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №ბს-1466(2კ-18) 12.03.2020წ. განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2020წ. განჩინებით ა. ქ-ისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2018წ. განჩინება, ლ. ქ-ას (პ.ნ. ...) დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე 30.10.2018წ. N18383449 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
16.06.2020წ. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ა. ქ-ის წარმომადგენელმა თ. გ-მა და მოითხოვა 12.03.2020წ. განჩინების მე-3 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %-ის კასატორ ა. ქ-ისათვის და არა ლ. ქ-ასთვის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი.
საგადასახადო დავალებისა და წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 12.03.2020წ. განჩინების მე-3 პუნქტში არ არის დაშვებული უსწორობა. 30.10.2018წ. N18383449 საგადახდო დავალებით დასტურდება, რომ სახელმწიფო ბაჟი ა. ქ-ის საკასაციო საჩივარზე გადაიხადა ლ. ქ-ამ. აღნიშნულს ადასტურებს თავად განმცხადებელიც. სსკ-ის 401.4 მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %. ამდენად, სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი პირისათვის მის მიერ გადახდილი თანხის 70 %-ის დაბრუნება არ წარმოადგენს უსწორობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ქ-ისს წარმომადგენლის თ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №ბს-1466(2კ-18) 12.03.2020წ. განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ . სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე