Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 113-დად 19 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),

თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ვ. ძ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება სასჯელის მოხდისაგან მისი პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ვ. ძ- საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე ქვეპუნქტებით, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 214-ე მუხლით სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1994 წლის 23 ნოემბრიდან.

სასჯელაღსრულების დაწესებულებამ წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ვ. ძ-ს სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. სასამართლომ 2005 წლის 15 მარტს წარდგინება არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.

კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მოხდილი აქვს სასჯელის ¾სამი მეოთხედი, არა აქვს რეჟიმის დარღვევები. მიუხედავად ამისა, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები და მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

ვ. ძ. სასჯელს იხდის 1994 წლის 23 ნოემბრიდან, მას სასჯელის სამი მეოთხედი, რაც პირობით ვადამდე განთავისუფლების ერთ-ერთი პირობაა, მოხდილი აქვს, სასჯელაღსრულების დაწესებულება მსჯავრდებულს ახასიათებს დადებითად, სასჯელის მოხდის პერიოდში ორჯერ გამოცხადებული აქვს მადლობა, მსჯავრდებული ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს პატიებას. პალატა თვლის, რომ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 მარტის დადგენილება უნდა გაუქმდეს და ვ. ძ-ლი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 მარტის დადგენილება გაუქმდეს და ვ. ძ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.