გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 168-დად 4 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე),
მ. გოგელია (მომხსენებელი),
ნ. გაბრიჩიძე
განიხილა ადვოკატ ც. Bბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გეგუთის ¹8 სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულ ნ. ვ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ცაგერის რაიონული სასამართლოს 1997წ. 15 სექტემბრის განაჩენით ნ. ვ-ს საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 110-ე მუხლის I ნაილით, 152-ე მუხლის II ნაწილის I, IV, V ქვეპუნქტებით, 238-ე მუხლის I, II, IV ნაწილებითა და 207-ე მუხლის II ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 1997წ. 26 თებერვლიდან.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება ნ. ვ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავსუფლების შესახებ.
კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატი ც. B-ი ითხოვს სასჯელის მოხდისაგან ნ. ვ-ის პირობით ვადამდე განთავისუფლებასწ საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს მოხდითი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი, ხასიათდება დადებითად, გამოცხადებული აქვს მადლობები, დგას გამოსწორების გზაზე და, მიუხედავად ამისაბ სასამართლომ უსაფუძვლოდ თქვა უარი პირობით ვადამდე სასჯელის მოხდისაგან მის განთავისუფლებაზე.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-ამ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა მან წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის დადგენილება მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულის პირადი საქმიდან და წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ნ. ვ. სასჯელს იხდის 1997წ. 26 თებერვლიდან. მან სასჯელის სამი მეოთხედი, რაც პირობით ვადამდე განთავისუფლების აუცილებელი პირობაა, მოიხადა 2004წ. 26 აგვისტოს. სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია ორჯერ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ნ. ვ-ეს ახასიათებსდადებითად, აღნიშნავს, რომ იგი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მტკიცედ დგას გამოსწორების გზაზე.
პალატა ითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებებს და შესაძლებლად თვლის, რომ ნ. ვ-. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
სარეზოლუცო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნადილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, სსკ-ის 72-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო აჩივარი დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის დადგენილება გაუქმდეს.
ნ. ვ-. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.