Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 217-დად 7 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგელია (მომხსენებელი),

მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ მ. Kკ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. Bბ-ის საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გეგუთის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ მ. Kკ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 26 სექტემბრის განაჩენით მ. Kკ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, მასვე დაენიშნა იძულებითი მკურნალობა ნარკომანიაზე. წ-ს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 თებერვლის დადგენილებით მ. Kკ-ს შეუწყდა იძულებითი მკურნალობა.

მ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 9 ნოემბერს. იგი სასჯელის მოხდას დაასრულებს 2006 წლის 12 იანვარს.

2005 წლის 14 აპრილს გეგუთის ¹.... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წ-ყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და ითხოვა სასჯელის მოხდისაგან მ. კK-ის პირობით ვადამდე განთავისუფლება.

რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 27 აპრილის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა.

კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატი ც. ბB. ითხოვს მსჯავრდებულ მ. კ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა შეფარდებული სასჯელის დიდი ნაწილი უკვე მოიხადა და იგი ხასიათდება დადებითად.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატი ც. Bბ. მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს.

პროკურორმა ი. დ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულმა მ. კ-მა სასეჯლის სამი მეოთხედი მოიხადა 2005 წლის 12 აპრილს. ქუტირის ¹... დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში მ. კ-ი დასჯილია სამჯერ, რაც შემდგომში გაუქარწყლდა ხანდაზმულობის გამო.

გეგუთის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც მ. კ-ი სასჯელს იხდის 2004 წლის 11 თებერვლიდან, მას დადებითად ახასიათებს. დახასიათების მიხედვით, მსჯავრდებული ინდივიდუალურ საუბრებზე რეაგირებს დადებითად, არის მშვიდი ბუნების.

აღნიშნულის გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მ. კ-ს მოსახდელად დარჩენილი აქვს 7 თვეზე ნაკლები, პალატა შესაძლებლად მიიჩნევს სასჯელის მოხდისაგან მის პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის დადგენილება და მ. Kკ-ი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.