გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 342-დად 26 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თ. ლალიაშვილი,
ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც გ. გ-ეს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 15 აპრილის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი), 236-ე მუხლის I და II ნაწილებით, 177-ე მუხლის II ნაწილის “გ” პუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებული გ. გ-ძე სასჯელს იხდის 2001 წლის 3 აგვისტოდან.
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის ¹... საპყრობილის დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ გ. გ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა გეგუთის ¹... საპყრობილის დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებულ გ. გ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
მსჯავრდებული გ. გ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივებით, რომ სასჯელის 2/3 მოიხადა 2004 წლის 3 დეკემბერს, სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია ერთხელ, დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად.
პროკურორი ო. რ.. არ დაეთანხმა საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, მსჯავრდებულ გ. გ-ეს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 2/3, რაც ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად, მაგრამ აღნიშნული გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საფუძველს. მოსამართლე, კანონის თანახმად, მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
მსჯავრდებული გ. გ. სასჯელს იხდის მძიმე დანაშაულთა ჩადენისათვის, კერძოდ მკვლელობისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მსჯავრდებულ გ. გ-ს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რის გამოც ქყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 567-ე, 610-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის დადგენილება გ. გ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.