გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 369-დად 19 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),
მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ზ. წ-ას კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქსნის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება სასჯელის მოხდისაგან მისი პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 3 ივნისის განაჩენით ზ. წ-ას საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 238-ე მუხლის I, II, IV ნაწილებითა და 105-ე მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 1997 წლის 18 მარტიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა სასაჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება ზ. წ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი, დგას გამოსწორების გზაზე და, მიუხედავად ამისა, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი პირობით ვადამდე სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებაზე.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-ამ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივლისის დადგენილება ზ. წ-ას მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულის პირადი საქმიდან და წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ზ. წ. სასჯელს იხდის 1997 წლის 18 მარტიდან. მან სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2005 წლის 18 ივნისს, ამჟამად მოსახდელად დარჩენილი აქვს სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი _ 2 წელი და 6 თვე. რეჟიმის დარღვევისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დასჯილია 21-ჯერ.
სასამართლომ ქსნის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება ზ. წ-ას სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მას ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და მოსახდელად დარჩა სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი.
პალატა თვლის, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივლისის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქსნის ¹,,, სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება ზ. წ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლევის შესახებ, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივლისის დადგენილება ზ. წ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.