#ბს-1004(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 6 ნოემბერს გ. წ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ „გ. წ-ის სასარგებლოდ ფულადი პრემიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 ოქტომბრის #08/2733 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის გ. წ-ის სასარგებლოდ ... ლარის ოდენობით ფულადი პრემიის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ა(ა)იპ „...ის“ გამგეობის ... წლის 4 მარტის ოქმის საფუძველზე, იგი დაინიშნა ...ის …ა ...ის მიმდინარეობის …რ …დ. მოსარჩელე მიუთითებს „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის #39 დადგენილებაზე და აღნიშნავს, რომ პრემია ჩაერიცხა ყველა პრიზიორ სპორტსმენს. რაც შეეხება …რ …ს, რომელსაც უნდა დარიცხვოდა მისი ნაკრები გუნდის სპორტსმენთა საპრიზო თანხის 50 პროცენტი, მას სამინისტრო უარს უცხადებს თანხის გაცემაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით გ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გ. წ-ის სასარგებლოდ ფულადი პრემიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 ოქტომბრის #08/2733 წერილობითი მიმართვა; საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოსარჩელე - გ. წ-ის სასარგებლოდ ... ლარის ოდენობით ფულადი პრემიის ანაზღაურება დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ეს პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოსარჩელე გ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ფულადი პრემიის ანაზღაურება ... ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული …ო შედეგების, კერძოდ, ზ. ს-ის, ზ. ბ-ის, ბ. ლ-ის, ვ. ა-ისა და ლ. ლ-ის მიერ მოპოვებული საპრიზო ადგილებისა და თანხების გამო, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის #39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით“ გათვალისწინებულ ფულად პრიზებზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა …ი …ი გ. წ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება ა(ა)იპ „...ის“ გამგეობის ... წლის 4 მარტის #5 ოქმის საფუძველზე, გ. წ-ის ...ის …ა ...ის მიმდინარეობის …რ …დ დანიშვნის ფაქტს. კასატორის მითითებით, ... წელს ა(ა)იპ „...ს“ არ ჰქონდა უფლებამოსილება, რომ თავისი გადაწყვეტილებით დაენიშნა … ...ში ნაკრების გუნდების …ი და წარედგინა ისინი ფულად პრიზებზე. ყველა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნულის განხორციელება შეეძლო ააიპ საქართველოს ...ის ეროვნულ ფედერაციას (... წლიდან კი, ააიპ ...ას, შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე). შესაბამისად, ააიპ ...ის მიერ ... წელს მიღებული გადაწყვეტილებები … ...ში ნაკრები გუნდების მწრთვნელების დანიშვნისა და მათი ფულად პრიზებზე წარდგენის თაობაზე მოკლებული იყო ლეგიტიმაციას.
იმის გათვალისწინებით, რომ ... ...ის სართაშორისო ფედერაცია ღონისძიებებს ატარებდა საერთაშორისო პარაოლიმპიურ კომიტეტთან გარკვეული სახის ურთიერთთანამშრომლობით, შესაძლებელია, ხსენებულ გარდამავალ პერიოდში ააიპ ...ს გამოეგზავნა მოწვევა ... წელს ... ... ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობასთან დაკავშირებით. კასატორის განმარტებით, აღნიშნული განპირობებული იყო ქართულ ...ში იმ დროს არსებული დაპირისპირებებით (რითაც შესაძლოა ისარგებლა ააიპ ...მა), რასაც არ უნდა შეეფერხებინა ქართველი ... ...ელების მონაწილეობა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. კასატორის მითითებით, მიუხედავად ზემოაღნიშნული მსჯელობისა, რადგან თავად ... ...ელ სპორტსმენთა მონაწილეობა ... წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და იქ მიღწეული შედეგები არანაირ ეჭვს არ იწვევდა, მათთვის ფულადი პრიზების გაცემა სრულიად მართებული და სამართლიანი იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 ოქტომბრის #08/2733 წერილობითი მიმართვით გ. წ-ის მოთხოვნა, პარაოლიმპიელი სპორტსმენის მიერ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატში გამარჯვების მოპოვების გამო მისთვის ფულადი პრემიის გადაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
„საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის #39 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლის მიხედვით, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) ეგიდით გასამართი შეჯიბრებების (პარაოლიმპიური თამაშები, დიდებს შორის მსოფლოს ჩემპიონატი, მსოფლიოს თასი და ევროპის ჩემპიონატი) გამარჯვებულებს, პრიზიორებს (ასევე პარაოლიმპურ თამაშებზე IV-VI ადგილებზე გასულებს), ნაკრები გუნდებისა და სპორტსმენთა პირად მწვრთნელებს, აგრეთვე საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალს უნდა მიეცეთ ფულადი პრიზები ამ პროგრამის მე-4 მუხლის „1-3“ და „8-11“ პუნქტებით განსაზღვრული ოდენობებით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ა(ა)იპ „...ის“ გამგეობის ... წლის 4 მარტის #5 ოქმით მოსარჩელე გ. წ-ე დაინიშნა ...ის …ა ...ის მიმდინარეობის …რ …დ. აღსანიშნავია, რომ რაიმე მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას გააქარწყლებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ის გარემოება კი, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნით, ა(ა)იპ „...ის“ გამგეობის ოქმის დედანსა და იმავე გამგეობის ... წლის 4 მარტის #5 ოქმის ასლს შორის შეუსაბამობა არსებობს მხოლოდ დღის წესრიგში, არ აქარწყლებს გ. წ-ის …რ …დ დანიშვნის ფაქტს, მით უფრო, ასეთი ოქმი საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ გ. წ-ის …რ …დ დანიშვნა ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული. ამასთან, აღსანიშნავია ...ის ფედერაციის (...ის... ...ის ...ი - ი. მ-ო) ... წლის 13 აპრილის სერტიფიკატი, რომლის თანახმად, სერტიფიკატი ...ის კურსის დასრულების მიზნით გადაეცა ... წლის მსოფლიოს საუკეთესო …ს ...ში გ. წ-ეს.
რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას მასზედ, რომ მსოფლიოს ...ის ფედერაციის მიერ მიღებული მოწვევის საფუძველზე საქართველოს ...ა ...ის ეროვნული ფედერაციის ნაცვლად, ... წელს გამართულ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობა მიიღო ...მა, აღნიშნული ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მოპასუხე აღიარებს ა(ა)იპ „...ის“ ნაკრების მიერ ... წელს გამართულ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღებას.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ ...-... წლებში პარაოლიმპიურმა ...ელებმა - ზ. ს-ემ, ზ. ბ-ემ, ბ. ლ-მა, ვ. ა-ემ და ლ. ლ-ემ მოიპოვეს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულების სტატუსები, რომელსაც მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის და ადასტურებს, რომ აღნიშნულ სპორტსმენებს მათთვის განკუთვნილი საპრიზო თანხები მიღებული აქვთ. ასევე, არ ხდის სადავოდ ...-... წლებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მითითებული სპორტსმენების მიერ მიღებულ საპრიზო ადგილებსა და თანხების რაოდენობას.
„საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის #39 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-11 მუხლის მიხედვით, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) ეგიდით გასამართ გუნდურ და პირად-გუნდურ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის ფულადი პრიზები (სპორტსმენებს, მწრთვნელებს და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის) უნდა გადანაწილდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის ა(ა)იპ ...ის მიერ წარმოდგენილი წინადადების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსოფლიო ...ის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მ. ს-უ-ს-იმ მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სადაც აღნიშნა, რომ მსოფლიო ...ის ფედერაცია (...) ცნობს საქართველოს ...ის ეროვნულ ფედერაციაში შემდეგ ორგანიზაციებს: ა) ჯანმრთელი ათლეტებისთვის - საქართველოს ...ის ეროვნულ ფედერაციას და ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ათლეტებისთვის - ...ს.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ ... წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ქართული დელეგაციის მივლინების ხარჯების დაფინანსება განხორციელდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ...ს შორის მიმოწერის საფუძველზე. რაც შეეხება ... წლის ევროპის ჩემპიონატს, მართალია ...ი ზ. ს-ე, ზ. ბ-ე, ბ. ლ-ი, ვ. ა-ე და ლ. ლ-ე ... წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებდნენ ...-ს ...ის ფედერაციის გუნდთან ერთად, თუმცა როგორც საქმის მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, მათი გამგზავრების დაფინანსება (ავიაბილეთები და სასტუმროები) არ მომხდარა ...-ს ...ის ფედერაციის მიერ, ისინი პირადი მოწვევების საფუძველზე იღებდნენ მონაწილეობას აღნიშნულ ჩემპიონატზე, სადაც ისინი …რ …ლ გ. წ-ესთან ერთად გაემგზავრნენ საკუთარი ხარჯით, ... ...ის ფედერაციისგან დამოუკიდებლად. მათ პირად და …რ …ს წარმოადგენდა გ. წ-ე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული …ო შედეგების გამო, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის #39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით“ გათვალისწინებულ ფულად პრიზებზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა …ი …ი გ. წ-ე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი