Facebook Twitter

#ბს-570(კ-19) 2 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) – ნ. ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 6 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ნ. ჩ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 5 მაისს, ნ. ჩ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის #... ბრძანებით დამტკიცებული #... კონტრაქტი, რომლის 6.2.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის სამხედრო მოსამსახურეს ეკისრებოდა ჯარიმა 18 000 (თვრამეტიათასი) ლარის ოდენობით. მისივე განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 მაისის #... ბრძანებით, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელი ნ. ვ. ჩ-ი გაწვეულ იქნა და ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „რიგითი“, 2014 წლის 5 მაისიდან.

მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის #... ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის მე-... უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ...ი ექიმი, უფროსი ლეიტენანტი ნ. ვ. ჩ-ი, პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. ამდენად, ნ. ჩ-ი სამსახურიდან დათხოვნილ იქნა „კონტრაქტის პირობების დარღვევის“ გამო და შესაბამისად, მას თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმა - 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი.

ამდენად, მოსარჩელემ ნ. ჩ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის - 18 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2018 წლის 16 მარტს ნ. ჩ-მა შეგებებული სარჩელი წარადგინა მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-... ...ი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ...ი ექიმის თანამდებობაზე. იგი აღნიშნულს არ დაეთანხმა, ვინაიდან პროფესიით არის ...ი და არ აქვს სამედიცინო განათლება. შესაბამისად, მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა უშუალო უფროსს, მეთაურს და ყველა იმ პირს, ვისაც შეეძლო მის განცხადებაზე რეაგირების მოხდენა და აცნობა, რომ მას არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. ხელმძღვანელი პირების დაპირების მიუხედავად, იგი იღებდა ისეთ დავალებებს, რომელთა შესრულება ცალსახად სამედიცინო განათლების/ლიცენზიის მქონე პირის შესასრულებელი იყო. საბოლოოდ, ხელმძღვანელობასთან მოხდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რომ მას დაეტოვებინა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე, ფინანსური ვალდებულებების დაკისრების გარეშე. ფორმალობის დაცვისათვის, ნ. ჩ-მა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება დაწერა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის ადმინისტრაციულ შენობაში, იქ არსებული ფორმით.

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არის უკანონო, ვინაიდან მას კონტრაქტის პირობები არ დაურღვევია. მოსარჩელე მოითხოვს ბრძანების საფუძველი - „კონტრაქტის პირობების დარღვევა“ შეიცვალოს და გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მიეთითოს - „მხარეთა შეთანხმებით“.

ამდენად, შეგებებული სარჩელის ავტორმა ნ. ჩ-ის მიერ „კონტრაქტის პირობების დარღვევის“ საფუძველზე სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის MOD ... ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მესამე დანაწესის (მხარეთა შეთანხმება) საფუძველზე ნ. ჩ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ნ. ჩ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 18 000 ლარის ანაზღაურება დაევალა; ნ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2014 წლის 5 მაისს ნ. ჩ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის #... ბრძანებით დამტკიცებული #... კონტრაქტი, რომლის 2.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის მოქმედების ვადა შეადგენს მსმენელად ყოფნის პერიოდისა და კურსის დასრულების შემდეგ ოფიცრად 6 (ექვსი) კალენდარული წლის ვადით სამხედრო სამსახურის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება იწყება მსმენელად ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც იმავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის სახით აუნაზღაროს სამინისტროს თანხები, კერძოდ: 6.2.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ ოთხი წლის სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ჯარიმა 18 000 (თვრამეტიათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 მაისის MOD ... ბრძანებით, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელი - ნ. ვ. ჩ-ი გაწვეულ და ჩარიცხულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება - „რიგითი“, 2014 წლის 5 მაისიდან.

საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2015 წლის 2 თებერვლიდან 2015 წლის 19 ივნისამდე პერიოდში ნ. ჩ-მა გაიარა სამხედრო-სამედიცინო ... ოფიცერთა მომზადების პროგრამა და საგამოცდო კომისიის 2015 წლის 17 ივნისის #... გადაწყვეტილებით მიენიჭა ძირითადი სამხედრო განათლების მქონე ოფიცრის კვალიფიკაცია სამხედრო-სამედიცინო სპეციალობით. აღნიშნული პროგრამა მოიცავდა: 1. პირველი სამედიცინო დახმარების საინსტრუქციო კურსს; 2. ზოგად საგნებს (კერძო დაზღვევის მიმოხილვა; საბრძოლო სტრესი; შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი); 3. ზოგად საექიმო გადამზადებას (სამხედრო ჰოსპიტალი); 4. პრევენციულ მედიცინასა და სამხედრო ჰიგიენას; 4. სამედიცინო ლოგისტიკურ უზრუნველყოფასა და დოკუმენტაციას; 5. სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვას.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 23 ივნისის MOD ... ბრძანებით, ლეიტენანტი - ნ. ვ. ჩ-ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების მე-... ...ი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ...ი ექიმის (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი #...) თანამდებობაზე, 2015 წლის 19 ივნისიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ... ოფიცერთა სკოლის მსმენელის თანამდებობიდან (საშტატო კატეგორია „ლეიტენანტი“).

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 9 დეკემბრის MOD ... ბრძანებით, ლეიტენანტი - ნ. ვ. ჩ-ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის მე-... უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ... ექიმად (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი #...) 2016 წლის 19 დეკემბრიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-... ...ი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ...ი ექიმის (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი #...) თანამდებობიდან.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 3 აგვისტოს MOD ... ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის მე-... უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ...ი ექიმი, უფროსი ლეიტენანტი - ნ. ჩ-ი, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მივლინებულ იქნა გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის განკარგულებაში 2017 წლის 7 აგვისტოდან შემდგომ განკარგულებამდე.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 9 აგვისტოს MOD ... ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის მე-... უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ...ი ექიმი, უფროსი ლეიტენანტი - ნ. ჩ-ი, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მივლინებულ იქნა გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის განკარგულებაში 2017 წლის 21 აგვისტოდან შემდგომ განკარგულებამდე.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის მე-... უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ...მა ექიმმა - ნ. ჩ-მა 2017 წლის 5 დეკემბრის MOD ... პატაკით მიმართა ამავე ბატალიონის მეთაურს და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა. პატაკში ნ. ჩ-მა აღნიშნა, რომ აღარ სურდა შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება. პირად შემადგელობასთან და ხელმძღვანელობასთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა. ამასთან, გაცნობილი იყო კონტრაქტის პირობების დარღვევის შემდგომ შედეგებს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 მარტის #... ტელეფონოგრამას, რაზეც თანხმობას აცხადებდა.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნ. ჩ-ის პატაკის საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ნ. ჩ-ი გაფრთხილებულ იქნა მის მიმართ კონტრაქტის დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის (18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისათვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის მე-... უზრუნველყოფის ბატალიონის ...-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა 2017 წლის 6 დეკემბერს ნ. ჩ-თან ჩაატარა გასაუბრება, რასთან დაკავშირებითაც, შედგა გასაუბრების ფურცელი. გასაუბრების ფურცელში დაფიქსირდა, რომ უფროსი ლეიტენანტი - ნ. ჩ-ი წარდგენილ იქნა კონტრაქტის შეწყვეტასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნაზე, კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით. ამასთან, ნ. ჩ-ი გაეცნო უფლება-მოვალეობას იმ სამხედრო პირებისა, რომლებიც ჯარიდან დაითხოვებიან აღნიშნული სტატუსით და აღნიშნა, რომ ჯარიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, მას მეთაურთან არანაირი პრეტენზია და თხოვნა არ გააჩნდა. გასაუბრების ფურცლის გაცნობის ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა ნ. ჩ-მა.

საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის MOD ... ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის მე-... უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ...ი ექიმი (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი #...), უფროსი ლეიტენანტი - ნ. ვ. ჩ-ი, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის - ნ. ვ. ჩ-ის ნამსახურობის პერიოდმა ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე შეადგინა 3 (სამი) წელი, 7 (შვიდი) თვე და 13 (ცამეტი) დღე.

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის 2017 წლის 23 თებერვლის #44 ბრძანებით დამტკიცდა ...ი ექიმის ფუნქციონალური მოვალეობები, კერძოდ, მის ძირითად ფუნქციონალურ მოვალეობებად განისაზღვრა: ავადმყოფების დროული ევაკუაცია უახლოეს საევაკუაციო ეტაპებზე და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ევაკუაციის დროს, ხოლო დამატებით ფუნქციონალურ მოვალეობებად - ზემდგომის დავალების შესრულება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში.

საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის მე-... უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ...ი ექიმის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ნ. ჩ-ს არ შეუსრულებია ექიმის მოვალეობა და არ გასულა სადღეღამისო განწესში (ბრიგადის ლაზარეთი, სამედიცინო პუნქტი). იგი ასრულებდა მხოლოდ დანიშნული თანამდებობიდან გამომდინარე დამტკიცებულ ფუნქციონალურ მოვალეობებს და, მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით, აკმაყოფილებდა ...ი ექიმის თანამდებობას.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მ. მ-ემ განმარტა, რომ იგი მსახურობს შეირაღებულ ძალებში ...ი ბრიგადის ექიმად მას შემდეგ, რაც 2016 წელს განხორციელდა პირველი და მე-... ბრიგადების რეორგანიზაცია, მათი გაერთიანების გზით. მითითებულ პერიოდში, ნ. ჩ-ი უკვე დანიშნული იყო ...ი ექიმის თანამდებობაზე და იგი მ. მ-ეს არ ექვემდებარებოდა. მას ჰყავდა მოწყობის მეთაური, ასმეთაური და ბატალიონის მეთაური. მ. მ-ის განმარტებით, ...ი ექიმის ფუნქციებში შედის პირველადი დახმარების გაწევა და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ევაკუაცია დანიშნულების ადგილზე. მისივე განმარტებით, ნ. ჩ-ი საბრძოლო მორიგეობებზე, ლაზარეთში, სამედიცინო ...ში არ ყოფილა და ასრულებდა მხოლოდ ...ი ექიმის ფუნქციას, როდესაც მივლინებული იყო სამედიცინო პუნქტში.

მოწმის განმარტებით, ნ. ჩ-ი საბრძოლო მორიგეობებს არ ასრულებდა, ვინაიდან ... ექიმს ეს უფლებამოსილება არ გააჩნია. მისივე განმარტებით, ...ი ექიმის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს საჭიროების შემთხვევაში პაციენტის შესაბამისი ტრანსპორტით ევაკუაცია და პირველადი სამედიცინო დახმარება, რაშიც იგულისხმება ჭრილობის შეხვევა, სისხლდენის შეჩერება, პაციენტის ვიზუალური დათვალიერება, პირველადი დახმარების გაწევა და დროული ევაკუაცია. ამასთან, პირველადი დახმარების აღმოჩენა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მდგომარეობაშია პაციენტი, რა აქვს დაზიანებული და ა.შ. შეიძლება ჭრილობა იყოს, შეიძლება სამხედრო მოსამსახურეს გული წაუვიდეს. მ. მ-ის განცხადებით, პირველადი დახმარების გაწევისათვის აუცილებელი არ არის პირს ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება. მისი აღმოჩენა შეუძლია ჩვეულებრივ სამხედროსაც. მით უფრო, მათთან არიან სამედიცინო განათლების არმქონე საბრძოლო მედიკოსები, რომლებსაც პირველადი დახმარების გაწევა ევალებათ.

მოწმემ აღნიშნა, რომ მის ფუნქციებში არ შედის, დაადგინოს ნ. ჩ-ის განათლების ...ი ექიმის თანამდებობასთან შესაბამისობა, შესაბამისად, მისთვის არაა ცნობილი, რამდენად შესაძლებელია მოსარჩელის განათლების მქონე პირი დაინიშნოს ...ი ექიმის თანამდებობაზე. მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ. ჩ-ი არ ეთანხმებოდა თავის თანამდებობას. ამის შესახებ მათ შორის საუბარი რამდენჯერმე იყო, მაგრამ ნ. ჩ-ის გადანიშვნა არ შედიოდა მის ფუნქციებში. ასევე, აღნიშნულ ინფორმაციას ფლობდა სამედიცინო დეპარტამენტიც და მას ურჩიეს, რომ არ წასულიყო სამსახურიდან, დალოდებოდა სხვა თანამდებობაზე ვაკანტური ადგილის გამოჩენას. იყო შემთხვევები, როდესაც ნ. ჩ-ი მივლინებული იყო სამედიცინო დეპარტამენტში, 4-5 თვით. ისინი ნ. ჩ-ს მაქსიმალურად უწყობდნენ ხელს, გაევლო შესაბამისი კურსი. ამ მიზნით მივლინებული იყო სამედიცინო დეპარტამენტში. ვინაიდან სათანადო თანამდებობის არქონის გამო, ნ. ჩ-ი ვერ გადაინიშნა, მან მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალებიდან წასვლის თაობაზე. მ. მ-ის ინფორმაციით, ნ. ჩ-ი თავის თანამდებობას აპროტესტებდა დანიშვნისთანავე, რაზეც ინფორმირებული იყო ზემდგომი სამედიცინო დეპარტამენტი.

მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მ. მ-ემ აღნიშნა, რომ ნორმატიული აქტით არის განსაზღვრული, რა არის პირველადი სამედიცინო დახმარება. სიტუაციიდან გამომდინარე, ... ექიმს შეიძლება მოუწიოს ნემსის გაკეთებაც. ნ. ჩ-ის შემთხვევაში, მისი განათლება არ იძლეოდა საშუალებას, რომ იგი დანიშნულიყო მორიგე, სადღეღამისო ექიმად. მისი განმარტებით, ვინც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნულ სასწავლო ცენტრ „...ში“ იღებს შესაბამის განათლებას, მას აუცილებლად შეუძლია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და შესაძლებელია მისი ...ი ექიმის თანამდებობაზე დანიშვნა. თუმცა, მ. მ-ემ აღნიშნა, რომ იგი არ ფლობდა ინფორმაციას, კონკრეტულად რა შეისწავლა ნ. ჩ-მა მივლინებებისა თუ კურსების გავლის დროს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა რ. ძ-ემ განმარტა, რომ იგი იყო ...ი ბრიგადის ხელმძღვანელი და მის დაქვემდებარებაში იყო 3500 პირი. ამასთან, იგი წარმოადგენდა ბოლო ხელმძღვანელ რგოლს და ნ. ჩ-ს ჰყავდა სხვა უშუალო უფროსები. რ. ძ-ე ნ. ჩ-ს იცნობდა ისე, როგორც სხვა სამხედრო მოსამსახურეებს. ბოლოს, როდესაც ნ. ჩ-მა წასვლა გადაწყვიტა, ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და შეკითხვაზე, რით დახმარებოდა, ნ. ჩ-მა უპასუხა, რომ ის ვერ დაეხმარებოდა. რ. ძ-ემ ნ. ჩ-ი გააფრთხილა, რომ წასვლის შემთხვევაში კონტრაქტის დარღვევას ექნებოდა ადგილი. ნ. ჩ-მა მეთაურსაც დაუწერა პატაკი, რომ გაცნობიერებული ჰქონდა მისი მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის ფაქტი და თანახმა იყო პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. ამის შემდეგ იგი მივლინებულიც იყო სამედიცინო დეპარტამენტში.

რ. ძ-ემ განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენდა კონტრაქტის დადებაზე უფლებამოსილ პირს და აქედან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, ნ. ჩ-ისთვის მიეცა დაპირება სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში პასუხისგებლობის დაკისრება/არდაკისრებასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე მას კონსულტაცია უნდა გაევლო სამედიცინო დეპარტამენტთან ან შეიარაღებულ ძალებთან. მისი ინფორმაციით, წასვლის შემთხვევაში არსებობს პუნქტი „მხარეთა შეთანხმება“, რომლის დროსაც ადგილი უნდა ჰქონდეს ავადმყოფობას, მძიმე ოჯახურ პირობებს ან სხვა შესაბამის დასაბუთებულ გარემოებას.

რ. ძ-ემ აღნიშნა, რომ ფუნქციები იყო ცენტრალიზებული და ნ. ჩ-ის თანამდებობაზე დანიშვნა უნდა მომხდარიყო სამედიცინო დეპარტამენტის ან ... შემადგენლობის თანხმობით. ნ. ჩ-ს ჰყავდა ბატალიონის ხელმძღვანელი და, როგორც რ. ძ-ე ფლობს ინფორმაციას, ნ. ჩ-ი არ ასრულებდა დაკისრებულ ფუნქციებს. იგი არსად არ დაფიქსირებულა, როგორც მორიგე ექიმი. რაც შეეხება პირველად სამედიცინო დახმარებას, მისი აღმოჩენა ნებისმიერ სამხედროს შეუძლია. მოწმის განმარტებით, ნ. ჩ-ი პირად საუბრებში წასვლის მიზეზად აცხადებდა, რომ არ იყო ექიმი და როგორც ექიმს, იქ მომავალი არ გააჩნდა, ვერ განვითარდებოდა. როდესაც ნ. ჩ-მა მას მიმართა თხოვნით, რომ ვერ ასრულებდა თავის ფუნქციებს, იგი მივლინებული იყო სამედიცინო დეპარტამენტში. ამასთან, მათთან სხვასაც ჰქონდა მსგავსი პრობლემა, თუმცა ეს უკანასკნელი აგრძელებდა სამსახურს.

რ. ძ-ემ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ...ი ექიმის ფუნქცია არის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და პაციენტის ევაკუაცია, რომელიც ყველა ჯარისკაცს შეუძლია. ამასთან, მოწმემ მიუთითა, რომ მისთვის უცნობი იყო, ...ი ექიმის თანამდებობაზე დანიშვნისათვის თუ რა მოთხოვნებია დაწესებული. ასევე, უცნობი იყო, რა კურსი გაირა ნ. ჩ-მა. მისი ინფორმაციით, ნ. ჩ-ი მივლინებული იყო სამედიცინო დეპარტამენტში და ეს მივლინება შეწყვიტა სამსახურიდან წასვლის გამო. შესაბამისად, რ. ძ-ესთან მივიდა წასვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით. იგი გაფრთხილებულ იქნა შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში კი, თუ ნ. ჩ-ი არ ეთანხმებოდა მას, უნდა ეცნობებინა რ. ძ-ისთვის, რომელიც შესაბამის უწყებებს მიმართავდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმისა ანაზღაურების ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებით დადასტურებულ გარემოებებს წარმოადგენდა, რომ ნ. ჩ-მა, რომელმაც 2014 წელს გააფორმა ექვსწლიანი კონტრაქტი, საქართველოს შეიარაღებული ძალებში იმსახურა 3 წელი 7 თვე და დღე. ამასთან, მან 2017 წლის 5 დეკემბერს პირადად მიმართა უფლებამოსილ პირს კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნით, იმ დროს, როდესაც მას არანაირი პრეტენზია ოფიციალურად არ დაუფიქსირებია.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, ხოლო 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელე ადმინისტრაციულ ორგანოს ნ. ჩ-ისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, განხორციელდა ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეუსრულებლობა, ხოლო ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლოს მითითებით, საყურადღებო იყო ის გარემოება, რომ ხელშეკრულების (კონტრაქტის) სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი, რაც თავისთავად გულისხმობს ნების გამოვლენას კონტრაქტის მონაწილე პირებს შორის. ამასთან, კონტრაქტი დადებულად ჩაითვლება, თუ მხარეები, მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმგვარი პირობები, რაც მას ვალდებულებას აკისრებდა მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა კონტრაქტით განსაზღვრული ფულადი თანხა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ნ. ჩ-ი პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში და სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოპასუხე ნ. ჩ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით 18 000 (თვრამეტი თასი) ლარის ანაზღაურება უნდა დავალებოდა.

რაც შეეხება ნ. ჩ-ის შეგებებულ სარჩელს, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. კერძოდ, სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია იმ გარემოებაზე, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა უნდა მომხდარიყო არა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, არამედ მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ეს უკანასკნელი კი გამორიცხავდა მისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნ. ჩ-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის რაიმე სახის შეთანხმებას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ნ. ჩ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონტრაქტის პირობების, კერძოდ, ვადის დარღვევას და ის ამის შესახებ ინფორმირებული იყო თავიდანვე, საფუძველს იყო მოკლებული ხსენებულ გარემოებაზე მითითება. ამასთან, რაც შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ ნ. ჩ-ს დაკისრებული ჰქონდა მისი განათლებისათვის შეუსაბამო ფუნქციები, სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აგრეთვე, მოწმეთა ჩვენებებზე და აღნიშნა, რომ მითითებული გარემოება არ შეიძლებოდა გამხდარიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენდა კონკრეტულ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით გამომდინარეობდა პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ნ. ჩ-ი პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში - სახეზე იყო მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც ქმნიდა ნ. ჩ-ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით 18000 (თვრამეტითასი) ლარის ანაზღაურების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონები, რომლებშიც ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ ...ი ექიმის თანამდებობის შესაბამისი პირი მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი აკრედიტირებული სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებული კურსდამთავრებულია. კასატორი განმარტავს, რომ იგი არაერთხელ იძულებული შეიქმნა, სამედიცინო მომსახურება ჯარისკაცებისათვის კრიტიკულ სიტუაციაში გაეწია და გაეკეთებინა ის, რაც მას არ შეეძლო. სწორედ ამის საფუძველზე მიიღო მან გადაწყვეტილება, დაეტოვებინა სამსახური.

კასატორის მითითებით, სასამართლომ უმნიშვნელოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ნ. ჩ-ს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ განცხადება საკუთარი ხელით არ შეუდგენია. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილებაშიც არ ასახა ის გარემოება, რომ ნ. ჩ-ს თავდაცვის სამინისტრომ არ მისცა შესაძლებლობა, თავისუფალი ფორმით დაეწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. კასატორი მიუთითებს, რომ მას განცხადება წინასწარ, სპეციალურად შედგენილი ფორმით გადასცეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ითხოვდა, მიეცათ მისთვის საშუალება განცხადება თავისუფალი ფორმით დაეწერა, მას განუმარტეს, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება მხოლოდ აღნიშნული ფორმით იწერებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ნ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2014 წლის 5 მაისს ნ. ჩ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის #... ბრძანებით დამტკიცებული #... კონტრაქტი, რომლის 2.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის მოქმედების ვადა შეადგენს მსმენელად ყოფნის პერიოდისა და კურსის დასრულების შემდეგ ოფიცრად 6 (ექვსი) კალენდარული წლის ვადით სამხედრო სამსახურის ჯამს. კონტაქტის მოქმედება იწყება მსმენელად ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც იმავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის სახით აუნაზღაროს სამინისტროს თანხები, კერძოდ: 6.2.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ ოთხი წლის სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ჯარიმა 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 მაისის MOD ... ბრძანებით, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელი - ნ. ვ. ჩ-ი გაწვეულ და ჩარიცხულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება - „რიგითი“, 2014 წლის 5 მაისიდან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 2 თებერვლიდან 2015 წლის 19 ივნისამდე პერიოდში ნ. ჩ-მა გაიარა სამხედრო-სამედიცინო ... ოფიცერთა მომზადების პროგრამა და საგამოცდო კომისიის 2015 წლის 17 ივნისის #... გადაწყვეტილებით მიენიჭა ძირითადი სამხედრო განათლების მქონე ოფიცრის კვალიფიკაცია სამხედრო-სამედიცინო სპეციალობით. აღნიშნული პროგრამა მოიცავდა: 1. პირველი სამედიცინო დახმარების საინსტრუქციო კურსს; 2. ზოგად საგნებს (კერძო დაზღვევის მიმოხილვა; საბრძოლო სტრესი; შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი); 3. ზოგად საექიმო გადამზადებას (სამხედრო ჰოსპიტალი); 4. პრევენციულ მედიცინასა და სამხედრო ჰიგიენას; 4. სამედიცინო ლოგისტიკურ უზრუნველყოფასა და დოკუმენტაციას; 5. სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვას.

დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 23 ივნისის MOD ... ბრძანებით, ლეიტენანტი - ნ. ვ. ჩ-ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების მე-... ...ი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ...ი ექიმის (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი #...) თანამდებობაზე, 2015 წლის 19 ივნისიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ... ოფიცერთა სკოლის მსმენელის თანამდებობიდან (საშტატო კატეგორია „ლეიტენანტი“).

დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 9 დეკემბრის MOD ... ბრძანებით, ლეიტენანტი - ნ. ვ. ჩ-ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის მე-... უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ... ექიმად (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი #...) 2016 წლის 19 დეკემბრიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-... ...ი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ...ი ექიმის (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი #...) თანამდებობიდან.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 3 აგვისტოს MOD ... ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის მე-... უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ...ი ექიმი, უფროსი ლეიტენანტი - ნ. ჩ-ი, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მივლინებულ იქნა გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის განკარგულებაში 2017 წლის 7 აგვისტოდან შემდგომ განკარგულებამდე.

დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 9 აგვისტოს MOD ... ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის მე-... უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ...ი ექიმი, უფროსი ლეიტენანტი - ნ. ჩ-ი, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მივლინებულ იქნა გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის განკარგულებაში 2017 წლის 21 აგვისტოდან შემდგომ განკარგულებამდე.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის მე-... უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ...მა ექიმმა - ნ. ჩ-მა 2017 წლის 5 დეკემბრის MOD ... პატაკით მიმართა ამავე ბატალიონის მეთაურს და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა. პატაკში ნ. ჩ-მა აღნიშნა, რომ აღარ სურდა შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება. პირად შემადგელობასთან და ხელმძღვანელობასთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა. ამასთან, გაცნობილი იყო კონტრაქტის პირობების დარღვევის შემდგომ შედეგებს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 მარტის #... ტელეფონოგრამას, რაზეც თანხმობას აცხადებდა.

დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნ. ჩ-ის პატაკის საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ნ. ჩ-ი გაფრთხილებულ იქნა მის მიმართ კონტრაქტის დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის (18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისათვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის მე-... უზრუნველყოფის ბატალიონის ...-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა 2017 წლის 6 დეკემბერს ნ. ჩ-თან ჩაატარა გასაუბრება, რასთან დაკავშირებითაც, შედგა გასაუბრების ფურცელი. გასაუბრების ფურცელში დაფიქსირდა, რომ უფროსი ლეიტენანტი - ნ. ჩ-ი წარდგენილ იქნა კონტრაქტის შეწყვეტასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნაზე, კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით. ამასთან, ნ. ჩ-ი გაეცნო უფლება-მოვალეობას იმ სამხედრო პირებისა, რომლებიც ჯარიდან დაითხოვებიან აღნიშნული სტატუსით და აღნიშნა, რომ ჯარიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, მას მეთაურთან არანაირი პრეტენზია და თხოვნა არ გააჩნდა. გასაუბრების ფურცლის გაცნობის ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა ნ. ჩ-მა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 15 დეკემბრის MOD ... ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის მე-... უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ...ი ექიმი (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი #...), უფროსი ლეიტენანტი - ნ. ვ. ჩ-ი, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის - ნ. ვ. ჩ-ის ნამსახურობის პერიოდმა ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე შეადგინა 3 (სამი) წელი, 7 (შვიდი) თვე და 13 (ცამეტი) დღე.

დადგენილია, რომ ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის 2017 წლის 23 თებერვლის #44 ბრძანებით დამტკიცდა ...ი ექიმის ფუნქციონალური მოვალეობები, კერძოდ, მის ძირითად ფუნქციონალურ მოვალეობებად განისაზღვრა: ავადმყოფების დროული ევაკუაცია უახლოეს საევაკუაციო ეტაპებზე და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ევაკუაციის დროს, ხოლო დამატებით ფუნქციონალურ მოვალეობებად - ზემდგომის დავალების შესრულება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის მე-... უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ...ი ექიმის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ნ. ჩ-ს არ შეუსრულებია ექიმის მოვალეობა და არ გასულა სადღეღამისო განწესში (ბრიგადის ლაზარეთი, სამედიცინო პუნქტი). იგი ასრულებდა მხოლოდ დანიშნული თანამდებობიდან გამომდინარე დამტკიცებულ ფუნქციონალურ მოვალეობებს და, მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით, აკმაყოფილებდა ...ი ექიმის თანამდებობას.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მ. მ-ემ განმარტა, რომ იგი მსახურობს შეირაღებულ ძალებში ...ი ბრიგადის ექიმად მას შემდეგ, რაც 2016 წელს განხორციელდა პირველი და მე-... ბრიგადების რეორგანიზაცია, მათი გაერთიანების გზით. მითითებულ პერიოდში, ნ. ჩ-ი უკვე დანიშნული იყო ...ი ექიმის თანამდებობაზე და იგი მ. მ-ეს არ ექვემდებარებოდა. მას ჰყავდა მოწყობის მეთაური, ასმეთაური და ბატალიონის მეთაური. მ. მ-ის განმარტებით, ...ი ექიმის ფუნქციებში შედის პირველადი დახმარების გაწევა და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ევაკუაცია დანიშნულების ადგილზე. მისივე განმარტებით, ნ. ჩ-ი საბრძოლო მორიგეობებზე, ლაზარეთში, სამედიცინო ...ში არ ყოფილა და ასრულებდა მხოლოდ ...ი ექიმის ფუნქციას, როდესაც მივლინებული იყო სამედიცინო პუნქტში.

მოწმის განმარტებით, ნ. ჩ-ი საბრძოლო მორიგეობებს არ ასრულებდა, ვინაიდან ... ექიმს ეს უფლებამოსილება არ გააჩნია. მისივე განმარტებით, ...ი ექიმის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს საჭიროების შემთხვევაში პაციენტის შესაბამისი ტრანსპორტით ევაკუაცია და პირველადი სამედიცინო დახმარება, რაშიც იგულისხმება ჭრილობის შეხვევა, სისხლდენის შეჩერება, პაციენტის ვიზუალური დათვალიერება, პირველადი დახმარების გაწევა და დროული ევაკუაცია. ამასთან, პირველადი დახმარების აღმოჩენა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მდგომარეობაშია პაციენტი, რა აქვს დაზიანებული და ა.შ. შეიძლება ჭრილობა იყოს, შეიძლება სამხედრო მოსამსახურეს გული წაუვიდეს. მ. მ-ის განცხადებით, პირველადი დახმარების გაწევისათვის აუცილებელი არ არის პირს ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება. მისი აღმოჩენა შეუძლია ჩვეულებრივ სამხედროსაც. მით უფრო, მათთან არიან სამედიცინო განათლების არმქონე საბრძოლო მედიკოსები, რომლებსაც პირველადი დახმარების გაწევა ევალებათ.

მოწმემ აღნიშნა, რომ მის ფუნქციებში არ შედიოდა, დაედგინა ნ. ჩ-ის განათლების ...ი ექიმის თანამდებობასთან შესაბამისობა, შესაბამისად, მისთვის არ იყო ცნობილი, რამდენად შესაძლებელი იყო მოსარჩელის განათლების მქონე პირი დაენიშნა ...ი ექიმის თანამდებობაზე. მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ. ჩ-ი არ ეთანხმებოდა თავის თანამდებობას. ამის შესახებ მათ შორის საუბარი რამდენჯერმე იყო, მაგრამ ნ. ჩ-ის გადანიშვნა არ შედიოდა მის ფუნქციებში. ასევე, აღნიშნულ ინფორმაციას ფლობდა სამედიცინო დეპარტამენტიც და მას ურჩიეს, რომ არ წასულიყო სამსახურიდან, დალოდებოდა სხვა თანამდებობაზე ვაკანტური ადგილის გამოჩენას. იყო შემთხვევები, როდესაც ნ. ჩ-ი მივლინებული იყო სამედიცინო დეპარტამენტში, 4-5 თვით. ისინი ნ. ჩ-ს მაქსიმალურად უწყობდნენ ხელს, გაევლო შესაბამისი კურსი. ამ მიზნით, იგი მივლინებული იყო სამედიცინო დეპარტამენტში. ვინაიდან სათანადო თანამდებობის არქონის გამო ნ. ჩ-ი ვერ გადაინიშნა, მან მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალებიდან წასვლის თაობაზე. მ. მ-ის ინფორმაციით, ნ. ჩ-ი თავის თანამდებობას აპროტესტებდა დანიშვნისთანავე, რაზეც ინფორმირებული იყო ზემდგომი სამედიცინო დეპარტამენტი.

მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მ. მ-ემ აღნიშნა, რომ ნორმატიული აქტით არის განსაზღვრული, რა არის პირველადი სამედიცინო დახმარება. სიტუაციიდან გამომდინარე, ... ექიმს შეიძლება მოუწიოს ნემსის გაკეთებაც. ნ. ჩ-ის შემთხვევაში, მისი განათლება არ იძლეოდა საშუალებას, რომ იგი დანიშნულიყო მორიგე, სადღეღამისო ექიმად. მისი განმარტებით, ვინც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნულ სასწავლო ცენტრ „...ში“ იღებს შესაბამის განათლებას, მას აუცილებლად შეუძლია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და შესაძლებელია მისი ...ი ექიმის თანამდებობაზე დანიშვნა. თუმცა, მ. მ-ემ აღნიშნა, რომ იგი არ ფლობდა ინფორმაციას, კონკრეტულად რა შეისწავლა ნ. ჩ-მა მივლინებებისა თუ კურსების გავლის დროს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა რ. ძ-ემ განმარტა, რომ იგი იყო ...ი ბრიგადის ხელმძღვანელი და მის დაქვემდებარებაში იყო 3500 პირი. ამასთან, იგი წარმოადგენდა ბოლო ხელმძღვანელ რგოლს და ნ. ჩ-ს ჰყავდა სხვა უშუალო უფროსები. რ. ძ-ე ნ. ჩ-ს იცნობდა ისე, როგორც სხვა სამხედრო მოსამსახურეებს. ბოლოს, როდესაც ნ. ჩ-მა წასვლა გადაწყვიტა, ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და შეკითხვაზე, რით დახმარებოდა, ნ. ჩ-მა უპასუხა, რომ ის ვერ დაეხმარებოდა. რ. ძ-ემ ნ. ჩ-ი გააფრთხილა, რომ წასვლის შემთხვევაში კონტრაქტის დარღვევას ექნებოდა ადგილი. ნ. ჩ-მა მეთაურსაც დაუწერა პატაკი, რომ გაცნობიერებული ჰქონდა მისი მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის ფაქტი და თანახმა იყო პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. ამის შემდეგ იგი მივლინებულიც იყო სამედიცინო დეპარტამენტში.

რ. ძ-ემ განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენდა კონტრაქტის დადებაზე უფლებამოსილ პირს და აქედან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, ნ. ჩ-ისთვის მიეცა დაპირება სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში პასუხისგებლობის დაკისრება/არდაკისრებასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე მას კონსულტაცია უნდა გაევლო სამედიცინო დეპარტამენტთან ან შეიარაღებულ ძალებთან. მისი ინფორმაციით, წასვლის შემთხვევაში არსებობს პუნქტი „მხარეთა შეთანხმება“, რომლის დროსაც ადგილი უნდა ჰქონდეს ავადმყოფობას, მძიმე ოჯახურ პირობებს ან სხვა შესაბამის დასაბუთებულ გარემოებას.

რ. ძ-ემ აღნიშნა, რომ ფუნქციები იყო ცენტრალიზებული და ნ. ჩ-ის თანამდებობაზე დანიშვნა უნდა მომხდარიყო სამედიცინო დეპარტამენტის ან ... შემადგენლობის თანხმობით. ნ. ჩ-ს ჰყავდა ბატალიონის ხელმძღვანელი და, როგორც რ. ძ-ე ფლობს ინფორმაციას, ნ. ჩ-ი არ ასრულებდა დაკისრებულ ფუნქციებს. იგი არსად არ დაფიქსირებულა, როგორც მორიგე ექიმი. რაც შეეხება პირველად სამედიცინო დახმარებას, მისი აღმოჩენა ნებისმიერ სამხედროს შეუძლია. მოწმის განმარტებით, ნ. ჩ-ი პირად საუბრებში წასვლის მიზეზად აცხადებდა, რომ არ იყო ექიმი და როგორც ექიმს, იქ მომავალი არ გააჩნდა, ვერ განვითარდებოდა. როდესაც ნ. ჩ-მა მას მიმართა თხოვნით, რომ ვერ ასრულებდა თავის ფუნქციებს, იგი მივლინებული იყო სამედიცინო დეპარტამენტში. ამასთან, მათთან სხვასაც ჰქონდა მსგავსი პრობლემა, თუმცა ეს უკანასკნელი აგრძელებდა სამსახურს.

რ. ძ-ემ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ...ი ექიმის ფუნქცია არის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და პაციენტის ევაკუაცია, რომელიც ყველა ჯარისკაცს შეუძლია. ამასთან, მოწმემ მიუთითა, რომ მისთვის უცნობი იყო, ...ი ექიმის თანამდებობაზე დანიშვნისათვის თუ რა მოთხოვნებია დაწესებული. ასევე, უცნობი იყო, რა კურსი გაირა ნ. ჩ-მა. მისი ინფორმაციით, ნ. ჩ-ი მივლინებული იყო სამედიცინო დეპარტამენტში და ეს მივლინება შეწყვიტა სამსახურიდან წასვლის გამო. შესაბამისად, რ. ძ-ესთან მივიდა წასვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით. იგი გაფრთხილებულ იქნა შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში კი, თუ ნ. ჩ-ი არ ეთანხმებოდა მას, უნდა ეცნობებინა რ. ძ-ისთვის, რომელიც შესაბამის უწყებებს მიმართავდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის #238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებაზე, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის წესები საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის. დებულების I თავის მე-3 პუნქტის თანახმად, დებულება ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებზე. ამავე დებულების VI თავის პირველი და მე-11 პუნქტების მიხედვით, საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან პირები, რომლებმაც მოიხადეს კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულება ან უამისოდ და გადიან სამხედრო სამსახურს ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ამავე დებულების XVIII თავით დარეგულირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი. ამ თავის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში) ქვეპუნქტების საფუძველზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის მე-... უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ...ის სამედიცინო ...ის სამედიცინო მხარდამჭერი ჯგუფის ...მა ექიმმა ნ. ჩ-მა 2017 წლის 5 დეკემბრის MOD ... პატაკით მიმართა ამავე ბატალიონის მეთაურს და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც, ნ. ჩ-ი გაფრთხილებული იქნა მის მიმართ კონტრაქტის დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის (18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისათვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.

ამასთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ბრიგადის მე-... უზრუნველყოფის ბატალიონის ...-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა 2017 წლის 6 დეკემბერს ნ. ჩ-თან ჩაატარა გასაუბრება. გასაუბრების ოქმში, რომელსაც ხელს აწერს ნ. ჩ-ი, დაფიქსირდა, რომ უფროსი ლეიტენანტი ნ. ჩ-ი წარდგენილ იქნა კონტრაქტის შეწყვეტაზე და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნაზე, კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით. ამავე გასაუბრების ოქმის თანახმად, ნ. ჩ-ი გაეცნო უფლება-მოვალეობას სამხედრო პირებისათვის, რომლებიც ჯარიდან დათხოვნილნი იქნებიან აღნიშნული სტატუსით; ასევე, მას არანაირი პრეტენზია და თხოვნა არ გააჩნია მეთაურთან ჯარიდან დათხოვნასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებით დადასტურებულ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ნ. ჩ-მა, რომელმაც 2014 წელს გააფორმა ექვსწლიანი კონტრაქტი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმსახურა 3 წელი, 7 თვე და 13 დღე. ამასთან, მან 2017 წლის 5 დეკემბერს პირადად მიმართა უფლებამოსილ პირს კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნით, იმ დროს, როდესაც მას არანაირი პრეტენზია ოფიციალურად არ დაუფიქსირებია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ისე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ნ. ჩ-ი პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში - სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც ქმნის ნ. ჩ-ისათვის ჯარიმის სახით თანხის დაკისრების საფუძველს. ამასთან, საკასაციო სასამართლო, მართალია, იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს ნ. ჩ-ის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა აშკარად შეუსაბამოა, რაც იძლევა მისი შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას. აღნიშნული კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების არსი მის შესრულებაშია, ხოლო შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მხარეები სარგებლობენ სახელშეკრულებო თავისუფლებით, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობისთვის და დამოუკიდებლად განსაზღვრონ მათი ოდენობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.2. პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8., 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს თანხები, კერძოდ: 6.2.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ ოთხი წლის სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ჯარიმა 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა, მხარეთა მიერ არის შეთანხმებული, მაგრამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯარიმის ოდენობა აშკარად შეუსაბამოა და იგი მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს მხარეს. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა ნ. ჩ-ის პირადი პატაკის გამო და ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში 1000 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფომების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას. კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ნ. ჩ-ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც უნდა განისაზღვროს 1 000 ლარით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ დავაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (იხ. მაგალითად, სუს 16.05.2019წ. #ბს-230(კ-19) განჩინება).

რაც შეეხება ნ. ჩ-ის შეგებებულ სარჩელს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ნ. ჩ-ის პირადი პატაკის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ მას აღარ სურდა სამხედრო სამსახურის გაგრძელება. წარმოების მასალებში ფიქსირდება, რომ უფროსი ლეიტენანტი - ნ. ჩ-ი წარდგენილ იქნა კონტრაქტის შეწყვეტაზე და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნაზე, კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით. ამასთან, მას პირად შემადგენლობასთან და ხელმძღვანელობასთან არანაირი პრეტენზია, მოთხოვნა არ გააჩნდა. იგი გაცნობილი იყო კონტრაქტის პირობების დარღვევის შემდგომ შედეგებს, კერძოდ, მის მიმართ კონტრაქტის დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის - 18000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისათვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ შესაძლოა, ნ. ჩ-ს დაკისრებული ჰქონდა მისი განათლებისათვის შეუსაბამო ფუნქციები, თუმცა განსახილველ დავის საგანს არ წარმოადგენს კონკრეტულ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნული არც თავის დროზე გაუხდია სადავოდ ნ. ჩ-ს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმ გარემოებაზე, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა უნდა მომხდარიყო არა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, არამედ მხარეთა შეთანხმებით, რისი გათვალისწინებითაც, გამოირიცხებოდა მისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა. კასატორის მიერ საქმის განხილვის არც ერთ სტადიაზე არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნ. ჩ-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის რაიმე სახის შეთანხმებას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ნ. ჩ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონტრაქტის პირობების, კერძოდ, ვადის დარღვევას და ის ინფორმირებული იყო შესაბამის შედეგებზე, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი არაერთი დოკუმენტით, საფუძველს მოკლებულია აღნიშნულ გარემოებაზე მითითება. შესაბამისად, არ არსებობს ნ. ჩ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე ნ. ჩ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 000 (ერთი ათასი) ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ნ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, ნ. ჩ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 16.03.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მოპასუხეს - ნ. ჩ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის თანხის - 1 000 (ერთი ათასი) ლარის ანაზღაურება;

5. დანარჩენ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

6. ნ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

7. ნ. ჩ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 16.03.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი