№ბს-108(კ-20) 13 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ხ. ტ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 20 დეკემბერს ხ. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 12 დეკემბრის №MOD 7 1801251898 გადაწყვეტილების (მისთვის სამხედრო სამსახურის საერთო პერიოდში 1993 წლის 20 ივლისიდან 1996 წლის 4 აპრილამდე ნამსახურები წლების ჩათვლაზე, ნამსახურების წლების გაანგარიშებასა და შესაბამისი წარდგინების გამოცემაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინება) გამოცემის დავალება მოითხოვა (სადაც მოსარჩელე ხ. ტ-ის სამხედრო სამსახურში წელთა საერთო ნამსახურობის პერიოდი განისაზღვრებოდა 20 წლით და 1 თვით).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ხ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 12 დეკემბრის №MOD 7 1801251898 გადაწყვეტილება მოსარჩელე ხ. ტ-ისათვის სამხედრო სამსახურის საერთო პერიოდში 1993 წლის 20 ივლისიდან 1996 წლის 4 აპრილამდე ნამსახურები წლების ჩათვლაზე, ნამსახურების წლების გაანგარიშებასა და შესაბამისი წარდგინების გამოცემაზე უარის თქმის თაობაზე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინება) გამოცემა, სადაც მოსარჩელე ხ. ტ-ის სამხედრო სამსახურში წელთა საერთო ნამსახურობის პერიოდი განისაზღვრება 20 წლით და 1 თვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ხ. ტ-ის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით; ადვოკატის მომსახურების ხარჯის დანარჩენ ნაწილში ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ხ. ტ-ი 1986 წლის 14 ნოემბრიდან 1988 წლის 6 დეკემბრამდე მსახურობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამხედრო ძალებში ...ის თანამდებობაზე, 1992 წლის 13 აგვისტოდან 1993 წლის 20 ივლისამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ...ის თანამდებობაზე, 1996 წლის 4 აპრილიდან 2012 წლის 2 ივლისამდე უწყვეტად მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ოქტომბრის ცნობით, 1986 წლის 14 ნოემბრიდან 1988 წლის 6 დეკემბრამდე, 1992 წლის 13 აგვისტოდან 1993 წლის 20 ივლისამდე, 1996 წლის 4 აპრილიდან 2012 წლის 2 ივლისამდე მოსარჩელე ხ. ტ-ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის საერთო პერიოდი შეადგენდა 19 წელს, 2 თვეს და 28 დღეს.
... თავდაცვის სარდლის 1993 წლის 20 ივლისის №184 ბრძანებით, მოსარჩელე ხ. ტ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის ...ის სამმართველოში გადასვლის გამო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ 1993 წლის 13 აგვისტოს გაიცა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების №03245 სამხედრო ნაწილის ზემდეგი, მოსარჩელე ხ. ტ-ი ვარგისი იყო სამხედრო სამსახურისათვის.
მოსარჩელე ხ. ტ-ის პირად საქმეში არსებული, ცალკეული ...ის მეთაურის დახასიათების მიხედვით, ზემდეგი მოსარჩელე ხ. ტ-ი ...ში მსახურობდა 1994 წლის 1 აგვისტოდან ...ის, ხოლო 1995 წლის 1 იანვრიდან ...ის თანამდებობაზე.
...ო თავდაცვის ჯარების სარდლის 1995 წლის 22 მარტის ბრძანებით, ...ო თავდაცვის ჯარების ცალკე სამმართველოდ გაყოფასთან, ...ის, ცალკეული ...ის ბატალიონის, ცალკეული ...ის ბატალიონის შტატების გაუქმებისა და ახალი ცალკეული ...ის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა სამხედრო მოსამსახურე - მოსარჩელე ხ. ტ-ი და იმავდროულად დაინიშნა ...ის თანამდებობაზე, ცალკეული ...ის ...ო სამსახურის ...ის ...დ ხელშეკრულებით.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებოდნენ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში; რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ იყო დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებოდათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს ჰქონდათ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და ჰქონდათ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, ჰქონდათ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია და მხარეებსაც სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ხ. ტ-ის პირად საქმეში დაცული დოკუმენტების მიხედვით და მის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს გაცემული ცნობით, 1986 წლის 14 ნოემბრიდან 1988 წლის 6 დეკემბრამდე, 1992 წლის 13 აგვისტოდან 1993 წლის 20 ივლისამდე, 1996 წლის 4 აპრილიდან 2012 წლის 2 ივლისამდე მოსარჩელე ხ. ტ-ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის საერთო პერიოდი შეადგენდა 19 წელს, 2 თვეს და 28 დღეს.
საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ... თავდაცვის სარდლის 1993 წლის 20 ივლისის №184 ბრძანებით, მოსარჩელე ხ. ტ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის ...ის სამმართველოში გადასვლის გამო, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ, 1993 წლის 13 აგვისტოს გაიცა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების №03245 სამხედრო ნაწილის ზემდეგი, მოსარჩელე ხ. ტ-ი ვარგისი იყო სამხედრო სამსახურისათვის. მოსარჩელე ხ. ტ-ის პირად საქმეში არსებული, ცალკეული ...ის მეთაურის დახასიათების მიხედვით, ზემდეგი, მოსარჩელე ხ. ტ-ი ...ში მსახურობს 1994 წლის 1 აგვისტოდან ...ის, ხოლო 1995 წლის 1 იანვრიდან ...ის თანამდებობაზე.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ...ო თავდაცვის ჯარების სარდლის 1995 წლის 22 მარტის ბრძანებით, ...ო თავდაცვის ჯარების ცალკე სამმართველოდ გაყოფასთან, ...ის, ცალკეული ...ის ბატალიონის, ცალკეული ...ის ბატალიონის შტატების გაუქმებისა და ახალი ცალკეული ...ის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა სამხედრო მოსამსახურე - მოსარჩელე ხ. ტ-ი და იმავდროულად დაინიშნა ...ის თანამდებობაზე, ცალკეული ...ის ...ო სამსახურის ...ის მეთაურად ხელშეკრულებით. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე ხ. ტ-ის 1995 წლის 22 მარტამდე იყო სამხედრო სამსახურში.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ 1993 წლის 20 ივლისს, მოსარჩელე ხ. ტ-ს სამხედრო სამსახური არ შეუწყვეტია და მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. შესაბამისად, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი მოსარჩელე ხ. ტ-ისათვის 1993 წლის 20 ივლისიდან 1996 წლის 4 აპრილამდე პერიოდის ნამსახურობის საერთო პერიოდში ჩათვლასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ხ. ტ-ის 1993 წლის 20 ივლისიდან 1995 წლის 22 მარტამდე იყო სამხედრო სამსახურში და აღნიშნა, რომ სამხედრო სამსახური, თავისი შინაარსით, ასევე წარმოადგენდა შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთ სახესაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის №748 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესიდან“ გამომდინარე, „..." არ წარმოადგენდა „სამხედრო მოსამსახურის" სტატუსის მატარებელ პირს. შესაბამისად, ... თავდაცვის ჯარების 1995 წლის 22 მარტის №23 ბრძანებაში მითითებული „...", რომელიც ხელშეკრულებით არის დანიშნული, თავისი არსით უტოლდება სამოქალაქო პირს, რომელსაც ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა ვერ ჩაეთვლება „სამხედრო სამსახურში ყოფნის" პერიოდად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ხ. ტ-ისათვის სამხედრო სამსახურის საერთო პერიოდში 1993 წლის 20 ივლისიდან 1996 წლის 4 აპრილამდე ნამსახურები წლების ჩათვლა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტებზე, რომელთა შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში; რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ხ. ტ-ის პირად საქმეში დაცული დოკუმენტების შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ოქტომბრის ცნობის თანახმად, 1986 წლის 14 ნოემბრიდან 1988 წლის 6 დეკემბრამდე, 1992 წლის 13 აგვისტოდან 1993 წლის 20 ივლისამდე, 1996 წლის 4 აპრილიდან 2012 წლის 2 ივლისამდე, ხ. ტ-ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის საერთო პერიოდი შეადგენდა 19 წელს, 2 თვეს და 28 დღეს. ასევე დადგენილია, რომ ... თავდაცვის სარდლის 1993 წლის 20 ივლისის №184 ბრძანებით მოსარჩელე ხ. ტ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის ...ის სამმართველოში გადასვლის გამო. საქართველოს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამედიცინო-საექსპერტო კომისიის 1993 წლის 13 აგვისტოს ცნობის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების №03245 სამხედრო ნაწილის ზემდეგი ხ. ტ-ი ვარგისი იყო სამხედრო სამსახურისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის №748 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში რიგითების /მატროსების/, სერჟანტებისა და ზემდეგების/მიჩმანების/ვადიანი და ზევადიანი /კონტრაქტით/ სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების“ მეორე თავში განსაზღვრულია სამხედრო წოდებები და მათი მინიჭების წესი, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო წოდება „ზემდეგი“ /მიჩმანის/ ენიჭებათ წარჩინებულ სერჟანტსა და უფროსს სერჟანტს, როგორც საყოველთაო სავალდებულო სამსახურის მოხდის, ისე რეზერვში ჩარიცხვის დროს, ბრიგადის მეთაურის, კორპუსის მეთაურისა და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირების ბრძანებით.
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის - შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსის 1992 წლის 13 ოქტომბრის №160 ბრძანება, რომლითაც რიგითი ხ. ტ-ი ... თავდაცვის მთავარი სამმართველოს ...ის ცენტრის ...ად 1992 წლის 13 აგვისტოდან.
... თავდაცვის სარდლის 1993 წლის 24 მაისის №123 ბრძანებით ...ის ...ის განყოფილების ...ის ...ს რიგით ხ. ტ-ს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის მიენიჭა სამხედრო წოდება „...“
საქმეში ასევე წარმოდგენილია ცალკეული ...ის მეთაურის დახასიათება, რომლის შინაარსითაც დგინდება, რომ ... ხ. ტ-ი ...ში მსახურობდა 1994 წლის 1 აგვისტოდან ...ის, ხოლო 1995 წლის 1 იანვრიდან - ...ის თანამდებობაზე. ...ო თავდაცვის ჯარების სარდლის 1995 წლის 22 მარტის ბრძანებით, ...ო თავდაცვის ჯარების ცალკე სამმართველოდ გაყოფასთან, ...ის, ცალკეული ...ის ბატალიონის, ცალკეული ...ის ბატალიონის შტატების გაუქმებისა და ახალი ცალკეული ...ის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, ხ. ტ-ი თანამდებობიდან გათავისუფლდა და იმავდროულად დაინიშნა ...ის თანამდებობაზე, ცალკეული ...ის ...ო სამსახურის ...ის ...დ, ხელშეკრულებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო წოდებების შესაბამისობისა და წოდების განმასხვავებელი ნიშნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 ოქტომბრის №431 ბრძანებულების დანართი №1-ს თანახმად, ზემდეგი არის სამხედრო წოდების მქონე პირი.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან 1993 წლის 20 ივლისს მოსარჩელე - ხ. ტ-ს სამხედრო სამსახური არ შეუწყვეტია და მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მას უსაფუძვლოდ უთხრა უარი 1993 წლის 20 ივლისიდან 1996 წლის 4 აპრილამდე სამხედრო სამსახურის ნამსახურობის საერთო პერიოდში ჩათვლასთან დაკავშირებით იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მისი ნამსახურობა 20 წელზე მეტი პერიოდით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე