#ბს-1057(კ-19) 09 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კ. ც-ა და თ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - კ. ბ-ე, თ. ს-ი; თავდაპირველი მოპასუხეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 06 თებერვალს კ. ბ-ემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 8 დეკემბრის #6, 2017 წლის 20 დეკემბრის #70 და 2018 წლის 30 იანვრის #210 ბრძანებებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის #1135 შეთავაზების ბათილად ცნობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ...ი განყოფილების ... რანგის ... კატეგორიის ...ის კ. ბ-ის მობილობის წესით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის ...ის განყოფილებაში ... რანგის ... კატეგორიის ...ის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ ბრძანების გამოცემის დავალება, გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის (თვეში ... ლარის ოდენობით) ანაზღაურება, ასევე 2018 წლის იანვრის თვის ხელფასისა და გაფრთხილების არ არსებობის გამო საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ კ. ც-ე და თ. ბ-ე.
2018 წლის 12 თებერვალს თ. ს-მა სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 8 დეკემბრის #6, 2017 წლის 20 დეკემბრის #70 და 2018 წლის 30 იანვრის #208 ბრძანებებისა და ... რანგის ... კატეგორიის ...ის თანამდებობაზე მობილობის წესით თ. ს-ის გადაყვანასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შეთავაზების ბათილად ცნობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ...ი განყოფილების ... რანგის ... კატეგორიის ...ის თ. ს-ის, მობილობის წესით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის ...ის განყოფილებაში ... რანგის ... კატეგორიის ...ის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ ბრძანების გამოცემის დავალება, გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის (თვეში ... ლარის ოდენობით) ანაზღაურება, 2018 წლის იანვრის თვის ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ადმინსტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ კ. ც-ე და თ. ბ-ე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციული საქმე კ. ბ-ის სარჩელისა გამო და ადმინისტრაციული საქმე თ. ს-ის სარჩელისა გამო გაერთიანდა ერთ წარმოებად.
2018 წლის 04 ოქტომბერს კ. ბ-ემ და თ. ს-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და ზემოთ მითითებულ სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად დამატებით მოითხოვეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის #45 დადგენილების, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შტატებზე იერარქიული რანგისა და კატეგორიის ცვლილებების განხორციელების მიზნით რეორგანიზაციის დაწყების შესახებ'' ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 აგვისტოს #4583 ბრძანების, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 სექტემბრის #4937 ბრძანების, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 სექტემბრის #4929 ბრძანების, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 სექტემბრის #4895 ბრძანების, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის #4900, 2018 წლის 28 მაისის #6897 და 2018 წლის 26 ივლისის #10107 განცხადებების/წერილების ბათილად ცნობა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 8 დეკემბრის #6, 2017 წლის 20 დეკემბრის #70 და 2018 წლის 30 იანვრის #208 ბრძანებები, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შეთავაზება ... რანგის ... კატეგორიის ...ის თანამდებობაზე მობილობის წესით თ. ს-ის გადაყვანასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს დაევალა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ...ი განყოფილების ... რანგის ... კატეგორიის ...ის თ. ს-ის, მობილობის წესით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის ...ის განყოფილებაში ... რანგის ... კატეგორიის ...ის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების გამოცემა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას თ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით 2017 წლის დეკემბრის თვის ხელფასის, 350 (სამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით 2018 წლის იანვრის ხელფასისა და 2018 წლის თებერვლის თვიდან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დასარიცხი ხელფასის ... (...) ლარის ოდენობით ანაზღაურება; მოპასუხეს თ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება; მოსარჩელე კ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის დეკემბრის #6 და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 20 დეკემბრის #70 ბრძანებები სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის #210 ბრძანება და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს დაევალა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ...ი განყოფილების ... რანგის ... კატეგორიის ...ის კ. ბ-ის, მობილობის წესით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის ...ის განყოფილებაში ... რანგის ... კატეგორიის ...ის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების გამოცემა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას კ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით 2017 წლის დეკემბრის თვის ხელფასის, 350 (სამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით 2018 წლის იანვრის ხელფასისა და 2018 წლის თებერვლის თვიდან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დასარიცხი ხელფასის ... (...) ლარის ოდენობით ანაზღაურება; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის შეთავაზება კ. ბ-ის მიმართ ... რანგის ... კატეგორიის ...ის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანასთან დაკავშირებით და ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის #1135 შეთავაზება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს კ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება; 2017 წლის დეკემბრის თვის დანაკლისი ხელფასის (130 (ასოცდაათი) ლარის, 2018 წლის იანვრის თვის 350 (სამასორმოცდაათი) ლარის და სამი თვის ხელფასის ნაწილში (2018 წლის თებერვლის თვიდან) სასამართლო გადაწყვეტილება მიექცა დაუყონებლივ აღსასრულებლად როგორც კ. ბ-ის, ასევე თ. ს-ის ნაწილში.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განმარტებით, მობილობის პროცესში კანონი იმპერატიულად უთითებს, რომ მოხელე გადაყვანილი უნდა იქნეს ტოლფას თანამდებობაზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ კ. ბ-ის და თ. ს-ის შემთხვევაში არსებობდა ტოლფასი თანამდებობა. ამდენად სხვა სტრუქტურული ერთეულიდან თ. ბ-ის და კ. ც- გადაყვანა მობილობის პროცესში არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. აგრეთვე, სასამართლომ აღნიშნა, რომ რანგირება ხდებოდა კანონის შესაბამისად და არა პირადი შეხედულებით. თითოეულ სამსახურში რანგი და კატეგორია განისაზღვრებოდა კანონის მოთხოვნათა ფარგლებში. ერთ სამსახურში არსებული კატეგორია ავტომატურად არ უნდა გათანაბრებოდა სხვა სამსახურში არსებულ უფრო მაღალ რანგს და კატეგორიას. სასამართლომ მიუთითა, რომ ... რანგის ... კატეგორიის ...ის ავტომატურად არ შეიძლება მიჩნეულიყო ...ე ...ის ...ი კატეგორიის სპეციალისტად მხოლოდ იმის გამო, რომ სამსახურში ... კატეგორიის სპეციალისტის შტატი არ არსებობდა. აღნიშნული არ შეიძლება განხორციელებულიყო მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობდა შესაბამისი კატეგორიის სპეციალისტი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ. ბ-ემ და თ. ს-მა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, კ. ც-ემ და თ. ბ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, კ. ც- და თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; კ. ბ-ის და თ. ს-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის #45 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ კ. ბ-ის და თ. ს-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ. ბ-ის და თ. ს-ის დაზუსტებული სარჩელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის #45 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის #45 დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის #5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ...ის განყოფილებაში ... რანგის ... კატეგორიის ...ის ორი საშტატო ერთეულის, ... რანგის ... კატეგორიის საშტატო ერთეულებად დამტკიცების ნაწილში; კ. ბ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სულ 250 ლარი; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 31 დეკემბერის №419 და №420 ბრძანებებით თ. ს-ი და კ. ბ-ე დაინიშნენ ქალაქ ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ...ი განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის #987-IIს დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ოზურგეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ოზურგეთი. 2017 წლის 1 სექტემბერს (გამოქვეყნდა 2017 წლის 5 სექტემბერს) საქართველოს მთავრობის №417 დადგენილებით დამტკიცდა 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის სხდომის ოქმით კომისიის მიერ საუკეთესო შეფასება მიიღეს როგორც მესამე პირებმა - თ. ბ-ემ და კ. ც-ემ, ისე მოსარჩელეებმა - კ. ბ-ემ და თ. ს-მა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 8 დეკემბრის №6 ბრძანებით, გაუქმებული ოზურგეთის გამგეობის ...ი სამსახურის ...ის განყოფილების, ...ის საკითხებში მე-... რანგის მე-... კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კ. ც-ე მობილობის წესით გადაყვანილი იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების ... რანგის ... კატეგორიის ...ის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში ... ლარით. გაუქმებული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ...ი განყოფილების, ...ში მე-... რანგის ...ი კატეგორიის უფროს სპეციალისტს თ. ს-ს 2017 წლის 18 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა შესთავაზა მობილობის წესით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის და ...ის სამსახურის ...ის განყოფილებაში ... რანგის ... კატეგორიის ...ის თანამდებობაზე გადაყვანა, რაც ამ უკანასკნელმა 2017 წლის 20 დეკემბრის პასუხით მიიჩნია უკანონოდ და შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 დეკემბრის №20 ბრძანებით, გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ...ის განყოფილების, ...ისა და ...ში მე-... რანგის მე-... კატეგორიის მთავარი სპეციალისტი თ. ბ-ე მობილობის წესით გადაყვანილი იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების ... რანგის ... კატეგორიის ...ის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში ... ლარით. გაუქმებული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური ...ი განყოფილების, ...ში მე-... რანგის ...ი კატეგორიის უფროს სპეციალისტს კ. ბ-ეს 2017 წლის 21 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა შესთავაზა მობილობის წესით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის და ...ის სამსახურის ...ის განყოფილებაში ... რანგის ... კატეგორიის ...ის თანამდებობაზე გადაყვანა, რის პასუხად ამ უკანასკნელმა ადმინისტრაციული ორგანოდან მოითხოვა გარკვეული სახის დოკუმენტაცია. მითითებული წერილი არ შეიცავს შეთავაზებაზე თანხმობას ან უარის შესახებ ინფორმაციას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეებისა და მესამე პირების კომპეტენციისა და კვალიფიკაციის შეპირისპირებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებას მესამე პირთა სასარგებლოდ. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც როგორც მოსარჩელეები, ისე მესამე პირები პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიამ შეაფასა საუკეთესოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა მობილობის პროცედურის დაუცველად არ გაითვალისწინა მოსარჩელეთა უპირატესობა როგორც უწინდელი თანამდებობის ფუნქციური დატვირთვის, ისე იერარქიული თვალსაზრისით, შესაბამისად მიიღო უკანონო გადაწყვეტილებები, რასაც არსებითად სწორი შეფასება მიეცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
ამასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის #45 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ცვლილება შევიდა ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის #5 დადგენილებაში და ...ის განყოფილებაში ... რანგის ... კატეგორიის ...ის ორი საშტატო ერთეული გარდაიქმნა ... რანგის ...კატეგორიის საშტატო ერთეულებად ანუ იმ საშტატო ერთეულებს, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდნენ მოსარჩელეები, შეეცვალათ კატეგორია, რითაც ფაქტობრივად, სასამართლოს მიერ მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში შეიქმნა გადაწყვეტილების აღსრულების ხელოვნური ბარიერი, რაც ამ აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა, მისი კანონშეუსაბამობის გამო.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტების მოთხოვნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის #4900 (პროექტი), 2018 წლის 28 მაისის #6897 და 2018 წლის 26 ივლისის #10107 განცხადების/წერილების და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შტატებზე იერარქიული რანგისა და კატეგორიის ცვლილების განხორციელების მიზნით რეორგანიზაციის დაწყების შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 აგვისტოს #4583 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან პალატის მოსაზრებით, აღნიშნული აქტები სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენდნენ შუალედურ, წინმსწრებ აქტებს, რომლებიც არ ექვემდებარებოდა დამოუკიდებლად გასაჩივრებას, რადგანაც მათი გამოცემა უკავშირდებოდა საბოლოო შემაჯამებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მოცემულ შემთხვევაში განხორციელებული რეორგანიზაციის საბოლოო შედეგის მიღებას. იმის გათვალისწინებით, რომ ამ აქტების საბოლოო შედეგი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის #45 დადგენილება მოსარჩელეთა ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი, სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობდა ამ ნაწილში მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ბ-ემ და კ. ც-ემ.
კასატორთა განმარტებით, კ. ბ-ესა და თ. ს-ს, მობილობის ფარგლებში, შეეთავაზათ იგივე რანგის თანამდებობი(...), რაც მათ რეორგანიზამდე ეკავათ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივნისის #13 დადგენილების შესაბამისად, ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მთავრი სპეციალისტის თანამდებობას მიენიჭა ...ე რანგის ...ი კატეგორია, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 ივლისის #12 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობას მიენიჭა ...ე რანგის ...ე კატეგორია. კასატორთა მითითებით, ფუნქციური დატვირთვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული ...ე რანგის ...ე კატეგორია შეესაბამება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ ... რანგის ... კატეგორიას.
კასატორები მიუთითებენ რეორგანიზამდე პერიოდისათვის მოსარჩელებისათვის და კასატორებისათის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებზე და აღნიშნავენ, რომ კ. ც-ე უფრო მეტ უფლებამოსილებას ახორციელებდა, ვიდრე კ. ბ-ე და თ. ც-ე. ამდენად, გაუგებარია რა გარემოებების გათვალისწინებით მიანიჭა უპირატესობა სასამართლომ მოსარჩელეებს. კასატორთა განმარტებით, პროფესიონალი და გამოცდილი კადრების შერჩევა მერიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი)საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. ც-ა და თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ც-ა და თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები - კ. ბ-ე და თ. ც-ე წარმოადგენდნენ ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ...ი დეპარტამენტის ...ე რანგის ...ი კატეგორიის მთავარ სპეციალისტებს. 2017 წელს თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ოზურგეთის მუნიციპალიტეტად. მობილობის პროცესში, მოსარჩელეებს შეეთავაზათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის ...ის განყოფილებაში ... რანგის ... კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ი სამსახურის ... რანგის ... კატეგორიის ...ის - კ. ც-ე და ... რანგის ... კატეგორიის ... - თ. ბ-ე, მობილობის გზით, გადაყვანილ იქნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის ...ის განყოფილებაში ...ე რანგის ...ი კატეგორიის სპეციალისტებად. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები არ დაეთანხმნენ შეთავაზებებს, რასაც მათი დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება მოჰყვა. კ. ბ-ე და თ. ს-ი სადავოდ ხდიან როგორც მათ მიმართ, ისე მესამე პირთა თანამდებობებზე გადაყვანასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებს. ამასთან, მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდესის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმებას ახდენს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ არ გასაჩივრებულა, საკასაციო საჩივარი შემოტანილია მხოლოდ მესამე პირთა მიერ. ამდენად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილების კანონიერებას შეაფასებს კ. ც-ა და თ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის №987-IIს დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ოზურგეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ოზურგეთი. „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 26.07.2017წ. საქართველოს ორგანული კანონის 2.3 მუხლის მიხედვით განისაზღვრა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ არჩეულმა მუნიციპალიტეტების მერებმა/საკრებულოების თავმჯდომარეებმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უზრუნველყონ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილ შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში. 2.4 მუხლის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის დადგენილებით შექმნილი მუნიციპალიტეტების (თვითმმართველი თემების) საკრებულოების მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებამდე ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე მოქმედებს იმ თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა გაერთიანების შედეგადაც შეიქმნა ახალი მუნიციპალიტეტები.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონით საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისას, საჯარო სამსახურის სტაბილურობისა და მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის განმტკიცების მიზნით, გათვალისწინებულ იქნა მობილობის ინსტიტუტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცდა „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“, რომელმაც განსაზღვრა საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი და პირობები, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხები. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის მიხედვით, მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მობილობა განმარტებულია როგორც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე. ამდენად, მობილობის წესმა მობილობის მიზნები საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფასა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნებას დაუკავშირა.
სადავო აქტების მიღების დროს მოქმედი რედაქციით საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ მობილობის გზით შესაძლებელია მოხელის გადაყვანა მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამდენად, მოხელის დაწინაურება მობილობის გზით დაუშვებელია. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მესამე პირები, მობილობის გზით, გადაყვანილ იქნენ უფრო მაღალ იერარქიულ თანამდებობაზე, რაც ეწინააღმდეგება მობილობის არსს და პრინციპს. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ახლადშექმნილ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებობდა მოსარჩელეთა მიერ დაკავებული თანამდებობების ტოლფასი ანუ იგივე რანგისა და კატეგორიის თანამდებობები, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები უმეტესწილად მსგავსი იყო. ამასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის მიერ მოსარჩელეებს უმაღლესი შეფასება მიეცათ. ამ პირობებში, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია მოსარჩელეთათვის დაბალ თანამდებობაზე გადასვლის შეთავაზება, ტოლფასს თანამდებობაზე მათი შესაბამისობის დადგენის და შეფასების გარეშე.
საკასაციო პალატა აგრეთვე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის #45 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1261 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს უფლება მიეცათ 2018 წლის 1 აპრილამდე დაეკორექტირებინათ თანამდებობების იერარქიულ რანგებში განაწილების შედეგები. ამდენად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 05 სექტემბერს ...ის განყოფილებაში ... რანგის ... კატეგორიის ...ის ორი საშტატო ერთეულის ... რანგის ... კატეგორიის საშტატო ერთეულებად გარდაქმნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ზემოხსენებულ ნორმას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. ც- და თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე