გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 203-დად 9 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგელია (მომხსენებელი),
ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ ა. პ-ის საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 6 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ.რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება ა.პ-ს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თელავის რაიონის სასამართლოს 1999წ. 2 აგვისტოს განაჩენით ა. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 112-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის შრომა გასწორების კოლონიაში მოხდით.
მსჯავრდებულ ა.პ-ი სასჯელს იხდის 1999წ. 9 აპრილიდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2008წ. 9 აპრილს. დანიშნული სასჯელის ორი მესამედი მოიხადა 2005წ. 9 აპრილს.
2005წ. 5 აპრილს ქ.რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა ა. პ-ს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 6 მაისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ქ.რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება.
მსჯავრდებული ა. პ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ მოხდილი აქვს ორი მესამედი და ხასიათდება დადებითად.
პროკურორი ი. Dდ-ი მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს დადგენილება კანონიერია მსჯავრდებულ ა.პ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზეუარის თქმის შესახებ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ა.პ-ს მოსახდელად დარჩენილი აქვს შეფარდებული სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ, 2 წელი და 10 თვე სასმართლომ გაითვალისწინა, აგრეთვე, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიიჩნია მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, რასაც პალატაც ეთანხმება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 610-ე მუხლით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 6 მაისის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული ა. პ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.