№ბს-303(კს-20) 29 ივლისი, 2020 წელი ბს-303(კს-20) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა. ვ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ლ. წ-ა; ბ. მ-ი; მ. ა-ი
მესამე პირები - სს ,,..ი“; შ. წ-ი; მ. მ-ი; ქ. გ-ე; ზ. გ-ე; ნ. დ-ე; თ. ნ-ი
დავის საგანი - საქმეში მესამე პირის ჩაბმაზე უარის თქმა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 30 ივნისს ა. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების - მ. ა-ის, ბ. მ-ის, ლ. წ-ას, მ. მ-ის, შ. წ-ის, ქ. გ-ის, ზ. გ-ის, ნ. დ-ის, თ. ნ-ის და სს ,,...ის“ მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის №... (30/01/2004) გადაწყვეტილება (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე) მ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (უძრავ ნივთზე მდებარე: გარდაბანი, ... , სასოფლო-სამეურნეო მიწა ს.კ. ...) ა. ვ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის №... (23/06/2004) გადაწყვეტილება (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე) ლ. წ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (უძრავ ნივთზე მდებარე: გარდაბანი, ... ..., სასოფლო-სამეურნეო მიწა ს.კ. ...; 1000 კვ.მ) ა. ვ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №... (12.11.2007) გადაწყვეტილება, ლ. წ-ას საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების შესახებ (ნივთზე მდებარე: თბილისი, დაბა წყნეთი, ... ..., სასოფლო-სამეურნეო მიწა 1000 კვ.მ. ს.კ. №...) ა. ვ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში და დაევალა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით; ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული №... - 21/02/2003 გადაწყვეტილება (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე) ქ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (უძრავ ნივთზე მდებარე: გარდაბანი, ... ..., ს.კ. №...) ა. ვ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული ... - 04/02/2005 გადაწყვეტილება (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე) ქ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გამიჯვნის რეგისტრაციის შესახებ, ა. ვ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული ... - 03/11/2005 გადაწყვეტილება (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე) ქ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (უძრავ ნივთზე მდებარე: გარდაბანი, ... ..., ს.კ. №...) ა. ვ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული ... – 16/06/2006 გადაწყვეტილება (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე, ს.კ. ...) ზ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (უძრავ ნივთზე მდებარე გარდაბანი, ... ... ) ა. ვ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული ... (26.02.2015) გადაწყვეტილება (უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, გარდაბანი, ... ... დაზუსტებული მიწის 600 კვ.მ) მ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (ს.კ. ...) ა. ვ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული №... (30.03.2015) გადაწყვეტილება, ... და ... ს.კ. უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე ... მ. ა-ისა და ბ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ა. ვ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში და დაევალა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით; ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული №... - 21/02/2003 გადაწყვეტილება (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე) შ. წ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ უძრავ ნივთზე (მდებარე გარდაბანი, ... ... ს.კ. №...) ა. ვ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული ... 08/12/2003 გადაწყვეტილება (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე) უძრავ ნივთზე მდებარე გარდაბანი, ... ... ს.კ. ... ნ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ა. ვ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული №... – 16/12/2003 გადაწყვეტილება (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე), უძრავ ნივთზე მდებარე გარდაბანი, ..., ს.კ. ... ლ. წ-ას საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ ა. ვ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული №... - 02/02/2005 გადაწყვეტილება (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე), უძრავ ნივთზე მდებარე გარდაბანი, ... ..., ს.კ. ... თ. ნ-ის საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ ა. ვ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული №... - 22/02/2008 გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების და დამატების შეტანის რეგისტრაციის შესახებ უძრავ ნივთზე მდებარე თბილისი, გარდაბანი, ... ..., ს.კ. ... ა. ვ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული №... – 05/03/2015 გადაწყვეტილება ბ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, უძრავ ნივთზე მდებარე თბილისი, გარდაბანი, ... ..., ს.კ. ... ა. ვ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში და დაევალა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ლ. წ-ამ, ბ. მ-მა და მ. ა-მა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა ა. ვ-ემ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ა. ვ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ლ. წ-ას, ბ. მ-ის და მ. ა-ის სააპელაციო საჩივრები მიღებული იქნა განსახილველად.
2019 წლის 29 ოქტომბერს ა. ვ-ის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადის განვითარების სამინისტროს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, მესამე პირებმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები დაირეგისტრირეს საკუთრებად, სადავო აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში, შესაძლებელია გადაიკვეთოს სახელმწიფოს ინტერესი. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო უნდა ჩაერთოს აღნიშნულ დავაში მესამე პირად, ვინაიდან ის მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილეა, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, ა. ვ-ის წარმომადგენელის შუამდგომლობა ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მესამე პირის სტატუსით ჩაბმის თაობაზე არ დაკმყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ვ-ემ.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მიმდინარე დავის ფარგლებში არსებული ფაქტობრივი მოცემულობა ქმნის აბსოლუტურ საფუძველს ,,სახელმწიფოს“ საქმეში ჩართვისთვის, კერძოდ, არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ,,სახელმწიფოს“ პირად ჩართვის აუცილებლობა დადგებოდა მხოლოდ მაშინ, თუ მოთხოვნილი იქნებოდა ,,ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის“ დავალდებულება.
საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მსჯელობის მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ 1997 წლის 7 დეკემბრით დათარიღებული ,,განაშენიანების გეგმის“ საფუძველზე, საჯარო რეესტრში განხორციელდა ყველა იმ ფიზიკური პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ 1997 წლის 31 დეკემბრის №26.34.1344 დადგენილების დანართში მითითებული სიით (მათ შორის აპელანტი ვ-ის). ა. ვ-ის რეგისტრაცია განხორციელდა ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ფიზიკური და იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, ,,გამოცხადების“ კანონი წარმოადგენდა მოსარჩელის - ა. ვ-ის საკუთრების უფლების ,,განმსაზღვრელ“ სამართლებრივ ნორმას, რაც უშუალოდ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით განაპირობებდა ,,სახელმწიფოს“ ჩართულობის აუცილებლობას. ამ თვალსაზრისით, საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას მისი მოთხოვნები დაიყვანოს მხოლოდ ,,მიკუთვნებით მოთხოვნამდე“, ვინაიდან დავის საგანი მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მოთხოვნის უფლებას, არამედ კანონით მინიჭებულ მშენებლობის უფლებასაც.
საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ა. ვ-ის საკუთრებას წარმოადგენს არა მხოლოდ მიწის ნაკვეთი, არამედ ამავე მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული პროექტის გათვალისწინებით დადგენილი ,,მშენებლობის უფლება“. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ა. ვ-ის მიწის ნაკვეთზე სამშენებლო საქმიანობის საწარმოებლად აუცილებელია სახელმწიფო ორგანოებთან იმ აუცილებელი პირობების დაცვა, რომელიც უკავშირდება მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებაში დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნების უზრუნველყოფას (სამეზობლო მიჯნის პირობა). გამომდინარე აღნიშნულიდან, ა. ვ-ის ინტერესს წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასთან დაკაშირებული მშენებლობის უფლების რეალიზება, რომელიც დღემდე ვერ მოახერხა. ამასთან, ეს უფლება შესაძლებელია უზრუნველყოფილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ა. ვ-ის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრედ იქნება ამავე ნაკვეთის მესაკუთრე - ,,სახელმწიფო“. შესაბამისად, ამ პირობის, ანუ მესამე პირად ,,სახელმწიფო“ ჩართვა მისცემს შესაძლებლობას ,,აუცილებელი გზის“, ,,სამეზობლო მიჯნის“ და სხვა საკითხებზე სამართლებრივ ურთიერთობებში შევიდნენ ,,რეალურ მესაკუთრესთან“ - სახელმწიფოსთან. საჩივრის ავტორი მიუთითებს სასამართლოს განჩინებებზე და აღნიშნავს, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული ის, რომ სადავო მიწის ნაკვეთები თავის დროზე წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, ვიდრე მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილებით არ გადაეცემოდა საქმეში მონაწილე სუბიექტებს, ხოლო აღნიშნული ცალსახად უკავშირდება ,,სახელმწიფოს“ მესამე პირად საქმეში ჩართვის აუცილებლობას, ვინაიდან დაფიქსირებულია, რომ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები განიკარგა მართლსაწინააღმდეგოდ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განჩინებით ა. ვ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სასამართლოს იმ განჩინებას, რომლითაც მას უარი ეთქვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმეში სავალდებულო წესით მესამე პირად ჩაბმაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. თუ სამართალურთიერთობაში მონაწილეობს 10 პირზე მეტი, მაშინ სასამართლო საქმეში ჩააბამს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. იგი არის სპეციფიკური პროცესუალური საშუალება, რომელიც მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც მართალია არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული პროცესის უშუალო მხარეებს (მოსარჩელე/მოპასუხე), თუმცა შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვროთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის №ბს-1133-1127(კს-17) განჩინებაზე, სადაც განიმარტა, რომ „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.“ ამავე საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის (16.2 მუხლი) წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით.“
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის №ბს-585-585(კს-18) განჩინებაზე, სადაც აღინიშნა, რომ „ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება - მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს გააჩნია როგორც უფლებამოსილება, ასევე, აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.“
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოცემულ საქმეზე არსებულ სასარჩელო მოთხოვნებზე - სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მხოლოდ სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების ბათილობა, ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, სადავო მიწის ნაკვეთები არ ირიცხება სახელმწიფოს ბალანსზე და წარმოადგენს კერძო საკუთრებას, გაურკვეველია, თუ რა სახის სამართალურთიერთობის მონაწილე შეიძლება იყოს სახელმწიფო აღნიშნულ დავაში და რა სახის საერთო გადაწყვეტილება შეიძლება იყოს საქმეზე მიღებული, რაც სავალდებულო წესით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მესამე პირად ჩაბმას განაპირობებდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის უფლების რეალიზების შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ სადავო მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს ბალანსზე აღრიცხვის შემთხვევაში. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრედ სახელმწიფოს არსებობა და მხოლოდ სახელმწიფოსთან სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლა მისცემს შესაძლებლობას გადაწყვიტოს უძრავი ქონების სარგებლობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა ,,აუცილებელი გზა“, „სამეზობლო მიჯნა“ და სხვა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასახილველი დავის მოცემულ ფარგლებში არ იკვეთება სასამართლოს მიერ შესაფასებელი სამართალურთიერთობის მონაწილედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩაბმის საჭიროება, რისი დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებაც საჩივრის ავტორის მიერ არ წარმოდგენილა, რაც შექმნიდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო მოცემულობას, მესამე პირის ჩაბმასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ა. ვ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ა. წულაძე