Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 211-დად 7 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),

მ. გოგელია

განიხილა პროკურორ დ. Fფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 19 აპრილის დადგენილებაზე ნ. Yყ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 19 აპრილის დადგენილებით დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების ¹8 დაწესებულების წარდგინება და მსჯავრდებული ნ. Yყ. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე _ 3 თვით და 12 დღით ადრე.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 მარტის განაჩენით ნ. Yყ-სსაქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მისჯილი ჰქონდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდიდა 2004წ. 31 ივლისიდან.

კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი დ. Fფ. ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და მსჯავრდებულ ნ. Yყ-ს მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას. პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლომ ნაადრევად გაათავისუფლა ნ. Yყ. სასჯელის მოხდისაგან, ვინაიდან იგი არ დგას გამოსწორების გზაზე.

პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ი. Dდ-მა მხარი დაუჭირა პროკურორ დ. Fფ-ის კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

როგორც წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, ნ. Yყ. ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 მარტის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განსაზღვრული ჰქონდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდიდა 2004წ. 31 ივლისიდან და სასჯელის ორი მესამედი, რომელიც პირობით ვადამდე განთავისუფლების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, მოიხადა 2005წ. 31 მარტს. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია მსჯავრდებულს ახასიათებს დადებითად, დახასიათებაში უთითებს, რომ მას რეჟიმი არ დაურღვევია და მტკიცედ დგას გამოსწორების გზაზე. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს საკმარისი საფუძველი გააჩნდა, რომ მსჯავრდებული 3 თვითა და 12 დღით ადრე გაეთავისუფლებინა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.

ამდენად, პალატა თვლის, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 19 აპრილის დადგენილება მსჯავრდებულ ნ. Yყ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 501-ე, 508-ე, 610-ე, 623-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 19 აპრილის დადგენილება ნ. Yყ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.