საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-819 (კ-20) 17 სექტემბერი, 2020 წელი
ბს-819 (კ-20) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი. კ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. კ-ემ 30.01.2018წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ი. ბ-ისა და მ. კ-ის მიმართ ქმედების განხორციელების მოთხოვნით. სარჩელზე ხარვეზის არაერთგზის დადგენის შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 01.06.2018წ. განჩინებით ი. კ-ის დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ექპერტ ჯ. კ-ის, ი. ბ-ის, მ. კ-ის, ბ. კ-ის, მ. კ-ისა და ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილების მიმართ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში მიმავალი სამანქანე გზის ჩაკეტვის, სერვიტუტის სარგებლობის შეზღუდვისა და საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ხელის შეშლის აღკვეთის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში სა66+[{?L{;/pj[k
4ეjyh *96iჭვო გზით გადაცემის თაობაზე მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2020წ. განჩინებით ი. კ-ის სარჩელი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ი. კონცელიძის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2020წ. განჩინებით ი. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2020წ. განჩინება.
ი. კ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2020წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ი. კ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 414.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სსკ-ის 419.1 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. სსკ-ის 419.3 მუხლის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
ი. კ-ე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2020წ. გაჩინების გაუქმებას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2020წ. განჩინება, რომლითაც ი. კ-ის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2020წ. განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას. სააპელაციო პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ განჩინება არ საჩივრდება, ამდენად სსკ-ის 419.3 მუხლის თანახმად, აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი საბოლოო განჩინებაა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2020წ. განჩინება, გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, მის თაობაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 396-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2020წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე