Facebook Twitter

ბს-1109(2კ-19) 16 ოქტომბერი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს „...ის“ და შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 16.12.2009წ. №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 16.12.2009 წ. №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 16.12.2009წ. №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 08.01.2010წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნა შპს „ყ...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.04.2016წ. გადაწყვეტილებით სს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.12.2009წ. №... გადაწყვეტილება ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენის საერთო სიგრძე - 4120 გრძივი მეტრი) გავრცელების ზონის: ქ. თბილისი, ...ის N..., N..., N..., N..., N...,N...,N... კორპუსების რეგისტრაციის ნაწილში და დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზემოაღნიშნულ სადავო კორპუსებთან დაკავშირებით; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.12.2009 წ. №... გადაწყვეტილება ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენის საერთო სიგრძე - 2042 გრძივი მეტრი) გავრცელების ზონის: ქ. თბილისი, ...ის N..., N...,, N..., N...,N..., N...,N..., N...,N..., №..., №..., №... კორპუსების რეგისტრაციის ნაწილში და დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზემოაღნიშნულ სადავო კორპუსებთან დაკავშირებით; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.12.2009წ. №... გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 08.01.2010წ. №... გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში საჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს „...ის“ და შპს „ყ...ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 8.1, 8.2, მე-9 მუხლებზე, მე-2 მუხლის „ლ“ და „კ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართვისას პირმა უნდა უზრუნველყოს საკუთრების უფლების წარმომშობი, სათანადო დოკუმენტების წარდგენა. მხოლოდ აღნიშნული ქმნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების სავალდებულო წინაპირობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარო რეესტრი ვალდებულია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის დაცვით, მოახდინოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება და დაავალოს დაინტერესებულ პირს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ან უარი უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ, მესამე პირის მიერ საჯარო რეესტრისადმი წარდგენილი განცხადების თანდართულ დოკუმენტებზე, ასევე, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებში მითითებულ დოკუმენტებზე და აღნიშნა, რომ სადავო რეგისტრაციები განხორციელებულია 18.05.2006წ. სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (სანოტარო აქტი: რეესტრში რეგისტრაციის №..., თარიღი: 18.05.2006წ. ნოტარიუსი: ნ. ხ-ა) და მშენებლობით დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აქტების საფუძველზე. სადავო რეგისტრაციების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული, სს ,,თ...სა" (გამყიდველი) და შპს ,,ყ...ს“ (მყიდველი) შორის 18.05.2006 წ. ნასყიდობის ხელშეკრულების დანართ N2.1-ში მითითებულია გასხვისებული ქონების ჩამონათვალი. დანართის №3670 პუნქტად მითითებულია - ... კორპ.: ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ...,; №..., პუნქტად მითითებულია - ...; №...პუნქტად მითითებულია - ... კორპ N..., N...,N..., N...,N..., N...,N...,N...,N..., N...,N..., N...,N... №..., პუნქტად მითითებულია - ... კორპ.: ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., №... პუნქტად კი მითითებულია - ..., კორპ.: №..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., აღნიშნული მონაცემებია დაფიქსირებული საჯარო რეესტრში დაცულ ნასყიდობის ხელშეკრულების (რეესტრში რეგისტრაციის №...) დანართი 2.1-ის დედანში, ასევე ნოტარიუს ნ. ხ-ას სანოტარო ბიუროდან გამოთხოვილ სანოტარო აქტში - 18.05.2006წ. ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი 2.1-ის დედანში. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს რა საკუთრების უფლების გადაცემის ერთ-ერთ საშუალებას, რომლის საფუძველზეც მყიდველი ხდება ქონების ახალი მესაკუთრე, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება არის ნამდვილი, არ არის გაუქმებული, მართებულად იქნა მიჩნეული მოსაზრება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს და, ამდენად, სარეგისტრაციო დოკუმენტს, რომელიც უშუალოდ წარმოშობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები იმ ნაწილში, რომლითაც განხორციელდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დანართი №2.1-ში მითითებული კონკრეტული ხაზობრივი ნაგებობების რეგისტრაცია, სასამართლომ მიიჩნია კანონიერად და ჩათვალა, რომ ამ ნაწილში არ არსებობდა რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძველი.

რაც შეეხება ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების აქტებს, როგორც სარეგისტრაციო დოკუმენტებს, სასამართლომ ჩათვალა, რომ ისინი გაცემულია სს ,,თ...ის“ მიმართ. მათში მითითებული კონკრეტული ხაზობრივი ნაგებობები ექსპლუატაციაში მიიღო სს ,,თ...მა“, თუმცა ამ აქტებში ჩამოთვლილი ყველა ქონება არ არის 18.05.2006 წ. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდება ექსპლუატაციის მიღების აქტებში მითითებული ყველა ხაზობრივი ნაგებობის შპს „ყ...ისთვის“ გადაცემის ფაქტი. მხოლოდ მითითებული აქტები, რომლებიც გაცემული არ არის შპს „ყ...ის“ მიმართ, ვერ გახდებოდა მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკმარისი საფუძველი. ამასთან, თუკი წარდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა საკუთრების რეგისტრაციის შესაძლებლობას, კერძოდ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების ზემოაღნიშნულ აქტებში ჩამოთვლილი ხაზობრივი ნაგებობების ნაწილზე არ ყოფილა წარდგენილი შპს ,,ყ...ის” საკუთრების უფლების დამდგენი შესაბამისი დოკუმენტები, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე მიეღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტული ხაზობრივი ნაგებობების რეგისტრაციის ნაწილში ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი საქმის სრულყოფილად გამოკვლევისა და დასაბუთებული აქტის გამოცემის ვალდებულება.

სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 15.12.2009 წ. №... გადაწყვეტილებით განხორციელდა 34 გრძივი მეტრი საერთო სიგრძის გაზსადენის რეგისტრაცია შპს ,,ყ...ის” სახელზე, გავრცელების ზონად მითითებულ იქნა: ქ. თბილისი, ...ის ...კორპ.: N...,N...,N...,N...,N...,N...,N...,N...,N...,N...,N...,N...,, N..., N...,, N..., N..., N..., N...,. ხოლო, მარეგისტრირებელი ორგანოს 08.01.2010წ. №...გადაწყვეტილებით განხორციელდა 1593 გრძივი მეტრი საერთო სიგრძის გაზსადენის რეგისტრაცია შპს ,,ყ...ის” სახელზე, გავრცელების ზონად კი მითითებულ იქნა: ქ. თბილისი, ...ის ...კორპ.: N...,N...,N...,N...,N...,N...,N...,N...,N...,N...,N...,N...,N..., N...,N...,N...,N... რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ ყოფილა შესწავლილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, კერძოდ, 18.05.2006 წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით და დანართი 2.1.-ით შპს ,,ყ...ის” საკუთრების უფლება წარმოეშვა 34 გრძივ მეტრ გაზსადენზე თუ 1593 გრძივ მეტრ საერთო სიგრძის ხაზობრივ ნაგებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ცალკეული რეგისტრაციების ნაწილში სადავო აქტები გამოცემული იქნა სათანადო გამოკვლევის გარეშე და საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, არსებობდა დავის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს „...ის“ და შპს „თ...ის“ მიერ.

კასატორმა სს „...მა“ აღნიშნა, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მის არგუმენტებზე, არ შეაფასა საქმეში დაცული რიგი მტკიცებულებები. შპს „ყ...ი“ 2006წ. სს „თ...თან“ დადებული ხელშეკრულებით ვერ შეიძენდა სადავო ქონებას, რადგან თავად სს „თ...ი“ არ იყო ამ ქონების მესაკუთრე. ამასთანავე, ხელშეკრულების დანართები არ იყო გამართული, ნასყიდობის ხელშეკრულების ორიგინალ დანართში სადავო ქონება მოხსენიებული არ ყოფილა. ამასთანავე, დანართში მითითებულია ...ის..., რომელიც შპს „ყ...მა“ თავის საკუთრებაში ვერ დაირეგისტრირა. აღნიშნული ადასტურებს, რომ დანართში არსებობს შეცდომები. კასატორი არასწორად მიიჩნევს სასამართლოს მოსაზრებას, რომ ექსპლუატაციაში მიღების აქტები გაცემულია სს „თ...ის“ მიმართ, რადგან სს „თ...ის“ მიერ ხაზობრივი ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება არ ნიშნავს მის მიერ საკუთრების უფლების მოპოვებას, ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრედ მიიჩნევა დამკვეთი ან ამშენებლი, სს „თ...ი“ არც ერთი მათგანი არ ყოფილა. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ობიექტებზე სს „...ის“ საკუთრება არაერთი დოკუმენტით დასტურდება. ექსპლოატაციაში მიღების შესახებ აქტებში დამკვეთებად მითითებულები არიან ის ფიზიკური პირები, ვისთვისაც ხდებოდა მონტაჟი ან შპს „შემოქმედი“ - სს „...ის“ ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი ან უშუალოდ სს „...ი“. ამ დოკუმენტებში სს „თ...ი“ ფიგურირებს, როგორც პროექტის დამამტკიცებელი ორგანიზაცია და არა მშენებელი ან დამკვეთი. ამასთანავე, სს „თ...ის“ წარმომადგენელი ხელს არც ერთ დოკუმენტს არ აწერს და არც რომელიმე დასმული ბეჭედია სს „თ...ის“. ამდენად, დაუშვებელია მსგავსი დოკუმენტი მიჩნეულ იქნეს სს „თ...ის“ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად. კასატორი აღნიშნავს, რომ 90-იან წლებში სს „თ...ი“ ვერ უზრუნველყოფდა გაზგამანაწილებელი ქსელის შექმნას, რის გამო აღნიშნული საკითხის მოგვარება თავის თავზე აიღო სს „...მა“. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის რეზოლუცია, რომლითაც მოწონებულია ინიციატივა ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ადგილობრივი ინვესტორების მიერ ...ის ქსელის მშენებლობის განხორციელების შესახებ, რა მიზნითაც უნდა ჩამოყალიბებულიყო სააქციო საზოგადოება; სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის 2003 წლის წერილი ინიციატივის მოწონების შესახებ; სს „თ...ის“ 2003 წლის წერილი, რომლითაც „თ...ი“ მხარს უჭერს ნახსენებ პროექტს და მის განხორციელებას; პრემიერ-მინისტრის 2004 წლის წერილი, რომლითაც იგი იწონებს სს „...ის“ მიერ განსახორციელებელ პროექტს; თბილისის მერის 2004 წლის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქსელის მშენებლობას ახორციელებს სს „...ი“ და რომ საზოგადოების აქციონერები არიან მაცხოვრებლები; ეკონომიკის სამინისტროს 2004 წლის წერილი, რომლითაც იგი მხარს უჭერს ...ისა და ...ის გაზიფიცირებას ადგილობრივი მაცხოვრებლების სახსრებით; სემეკის 2003 წლის წერილი მერისა და მთავრობის მიმართ პროექტის მხარდაჭერის შესახებ; სს „თ...ის“ 2005 წლის წერილი სს „...ის“ მიმართ, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „თ...ი“ წინააღმდეგი არ არის „...თან“ გააფორმოს ხელშეკრულება და მიაწოდოს ბუნებრივი გაზი ...ის მე-..., მე-..., მე-...და მე-... მ/რ-ში.. კასატორი უთითებს, რომ სწორედ 2003 წელს დაფუძნდა სს „...ი“ და 2004 წელს მასზე გაიცა გაზის მიწოდებისა და განაწილების ლიცენზია. ლიცენზიის მოქმედების არეალი თავიდან იყო მხოლოდ ...ის რაიონი, თუმცა 2005 წელს სემეკის გადაწყვეტილებით სამოქმედო არეალი გაფართოვდა და ლიცენზია გავრცელდა ...ის დასახლების მე-..., მე-..., მე-... და მე-... მ/რ-ზეც. პარალელურად სს „...მა“ დაიწყო ...ის ხსენებული მიკრორაიონების გაზგამანაწილებელი ქსელის შექმნა. საქმეში წარმოდგენილია „...ის“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი საიდანაც ჩანს, რომ თითოეულ აბონენტს შეჰქონდა თანხა ანგარიშზე, რათა უზრუნველეყო გაზის მილსადენის გაყვანა, სანაცვლოდ აბონენტი ხდებოდა სს „...ის“ აქციონერი. თანხის შემტანთა ჩამონათვალში არიან ...ის სადავო მიკრორაიონების აბონენტებიც. საქმეში დაცულია აგრეთვე წერილები აქციათა რეესტრიდან, საიდანაც დასტურდება, რომ „...ის“ აქციონერები არიან ხსენებულ ოთხ მიკრორაიონში მცხოვრები პირები, რომელთა რაოდენობა ჯამში 15 ათასს აჭარბებს. საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე 2007 წლის აუდიტორის დასკვნა, რომლის მიხედვით ...ის მე-..., მე-..., მე-... და მე-... მ/რ-ი მითითებულია სს „...ის“ ქონებად და მისი ღირებულება შეფასებულია დაახლოებით 1,5 მილიონ ლარად. კასატორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი ადასტურებს მე-..., მე-..., მე-... და მე-... მომმარაგებელი საშუალო წნევის მილსადენის სს „...ის“ საკუთრებაში ყოფნას, სადავო ქსელი დაერთებულია აღნიშნულ მილსადენზე. ქსელი სს „თ...ის“ საკუთრება რომ ყოფილიყო, მას „...ის“ მილსადენზე დასაერთებლად დასჭირდებოდა მოსარჩელის თანხმობა, ასეთი თანხმობა არ არსებობდა, რადგან დაბალი წნევის მილების მესაკუთრეც სს „...ია“. კასატორი თვლის, რომ მის საკუთრებას სადავო ქონებაზე ადასტურებს ასევე შპს „ყ...თან“ 2008 წელს დადებული იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ყ...ს“ მხოლოდ დროებით სარგებლობაში გადაეცა ოთხივე სადავო მიკრორაიონის ქსელი. ამასთანავე, ხელშეკრულება მოიშალა შპს „ყ...ის“ ინიციატივით მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულება არ იყო ფინანსურად მომგებიანი. კასატორი აღნიშნავს, რომ ყველა ამ გარემოებაზე უთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებშიც, თუმცა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ იქნა შეფასებული, სს „...ის“ პრეტენზიებს არ გაეცა დასაბუთებული პასუხები.

კასატორმა შპს „თ...იმ“ აღნიშნა, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა გადაწყვეტილებები მიიღო კანონმდებლობის სრული დაცვით. კომპანიის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა უფლების დამდგენი შესაბამისი დოკუმენტები. შპს „ყ...ს“ 18.05.2006წ. სს „თ...თან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად სრულად გადაეცა სს „თ...ის“ გაკოტრების მასაში შემავალი უძრავ-მოძრავი ქონება, ხოლო სემეკის 01.06.2006წ. N14/4 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის მიხედვით, შპს „ყ...ის“ სამოქმედო არეალად განისაზღვრა „თ...ის“ გამანაწილებელი ქსელი. გაურკევევლია სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამო დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.2019წ. განჩინებით შპს „ყ...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „თ...ი“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ და შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მიზნებისათვის უძრავ ნივთად მიიჩნევა ხაზობრივი ნაგებობები, მათ შორის ყველა სახის მილსადენი (მე-2 მუხ. „ა“, „დ“ ქვ.პ.). უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია (სკ-ის 183.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს „თ...სა“ და შპს „ყ...ს“ შორის 18.05.2006წ. დაიდო ნოტარიალურად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ყ...მა“ შეიძინა „თ...ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება, ნასყიდობის ობიექტების ჩამონათვალი გაკეთდა ხელშეკრულების დანართში. დანართში მითითებულია შემდეგი ობიექტები: №... პუნქტად - ... კორპ.: ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ....; №... პუნქტად - ...; №.... პუნქტად - ...კორპ N..., N...,N..., N...,N..., N...,N...,N...,N..., N...,N..., N...,N... №... პუნქტად - ... კორპ.: №;..., ..., ...., ..., ..., ..., ...., ... №... პუნქტად - ...კორპ.: N..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ...., ..., ..., ..., ...., ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ აღნიშნული მონაცემები შესაბამისობაშია საჯარო რეესტრში დაცულ და სანოტარო ბიუროდან გამოთხოვილ ნასყიდობის ხელშეკრულების დედანთან. აღნიშნულს ადასტურებს აგრეთვე საქმეში დაცული 18.05.2006წ. ნასყიდობის ხელშეკრულების დანართის ის ასლები, რომლებზეც რაიმე ზემოქმედება არ აღინიშნება. სწორედ აღნიშნულ ნაწილში იქნა მართლზომიერად ცნობილი სადავო რეგისტრაციები.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში შპს „ყ...ის“ მიერ მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა სარეგისტრაციო დოკუმენტი - 18.05.2006წ. ნოტარიალურად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის დანართშიც მითითებული იყო სადავო ქონების ნაწილი. ნასყიდობის ხელშეკრულება სადავოდ არ არის გამხდარი, ის ძალაში იყო სადავო რეგისტრაციების განხორციელების მომენტში და ამ დროისთვისაც არ არის გაუქმებული. სწორედ რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად ცნობა იწვევს რეგისტრაციის გაუქმებას („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26.1 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). ამდენად, სახეზეა უფლებაწარმომშობი ხელშეკრულება და მის საფუძველზე განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება - რეგისტრაცია. მოსარჩელე ითხოვს შედეგის - საკუთრების რეგისტრაციის ბათილად ცნობას ისე, რომ არ ასაჩივრევბს რეგისტრაციის საფუძველს - ნასყიდობის ხელშეკრულებას. ამასთანავე, სს „...ი“ ვერ ასაბუთებს რეგისტრაციის საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება და არა 18.05.2006წ. ნასყიდობის ხელშეკრულების მართლზომიერება. მხარე იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ და განსაზღვრავს დავის საგანს (სსკ-ის 3.1 მუხ.), სასამართლოს კი უფლება არ აქვს მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსკ-ის 248-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში მართალია სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობის დასასაბუტებლად სს „...ი“ უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სს „თ...ი“ არ იყო კონკრეტული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი სუბიექტი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თავად ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის დავის საგანი, ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს 18.05.2006წ. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას სს „თ...ის“ მიერ კონკრეტული ქონების განკარგვის უფლებამოსილებაზე, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებას მოჰყვა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი - რეგისტრაცია, ამჯამად ქონებას სხვა მესაკუთრე ჰყავს, რომლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი სათანადო წესით სადავო არ გამხდარა და ძალაშია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობას არ ადასტურებს ...ის ...-ში არსებული ობიექტის სს „...ის“ საკუთრებად მიჩნევა, რადგან განსხვავებულია კასატორის მიერ მითითებული და განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებები. კასატორს ყურადღების მიღმა რჩება ის ფაქტი, რომ განსახილველ დავაში 18.05.2006წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ყ...მა“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაირეგისტრირა საკუთრების უფლება, ხელშეკრულებას მოჰყვა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი, ხოლო სს „...ის“ მიერ მითითებულ დავაში ...ის მე-... მ/რ-ში არსებული ქსელი შპს „ყ...ის“ საკუთრებად აღრიცხული არ ყოფილა, მის სახელზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრაცია არ განხორციელებულა. ამასთანავე, განსხვავებულია მითითებულ და განსახილველ დავაში სს „...ის“ მიერ წარდგენილი ის დოკუმენტები, რომლებიც კასატორის აზრით მის საკუთრების უფლებას ადასტურებს (მაგ: განსახილველ დავაში არ არის წარმოდგენილი ამხანაგობის ოქმები, რომლითაც მილსადენებზე საკუთრება სს „...ს“ გადაეცა, მშენებლობის პროექტი). გასათვლისწინებელია, რომ ...ის მე-... მ/რ-ში არსებულ ქონებასთან მიმართებით 18.05.2006წ. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაშიც, იმთავითვე არ დასტურდება დანართის დანარჩენი ნაწილის ან მთლიანად ხელშეკრულების ხარვეზიანობა, სადავო ქონებასთან დაკავშირებით საკუთრების წარმომშობი დოკუმენტაციიდან მისი გამორიცხვის საჭიროება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ რეგისტრაცია, რომელიც შპს „ყ...ის“ სახელზე განხორციელდა ძალაში მყოფი უფლებადამდგენი დოკუმენტის - 18.05.2006წ. ნოტარიალურად დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მართლზომიერია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს „ყ...ის“ სახელზე სადავო რეგისტრაციების განხორციელების საფუძველი იყო არა მხოლოდ 18.05.2006წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ აგრეთვე ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების აქტები, რომლებშიც მილსადენის გავრცელების არეალად ჩამოთვლილია მათ შორის ისეთი კორპუსები, რომლებიც ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ ასახულა. კასატორ შპს „თ...ის“ მოსაზრება, რომ აღნიშნული აქტებით დასტურდება სადავო ობიექტებზე შპს „ყ...ის“ საკუთრების უფლება, არ არის დასაბუთებული. ექსპლუატაციაში მიღების აქტების მიხედვით ხაზობრივი ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდა სს „თ...ის“ მიერ, თუმცა მარეგისტრირებელ ორგანოს არ დაუსაბუთებია ექსპლუატაციაში მიმღები სუბიექტისა და მესაკუთრის სამართლებრივი მდგომარეობის იგივეობა. მარეგისტრირებელ ორგანოს არ შეუფასებია ექსპლუატაციის მიღების აქტებში მითითებული სუბიექტების: დამკვეთის, სამშენებლო ორგანიზაციის, გენერალური მოიჯარადის და საექსპლუატაციო ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსები, აღნიშნული აქტების გავლენა მათ უფლება-მოვალეობებზე. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე აღნიშნულ ნაწილში სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ არის გამოკვლეული ქონებაზე საკუთრების უფლების მქონე სუბიექტი, არ შეფასებულა აგრეთვე სს „...ის“ მიერ მითითებული დოკუმენტები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები, მაგ: აუდიტორის დასკვნა, სემეკის წერილები, სს „ენეგოკავშირის“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები, ინფორმაცია სს „...ის“ აქციონერების შესახებ, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობები გაზსადენის მოწყობის თაობაზე, სს „...ის“ სახელზე გაცემული ლიცენზია, მისი მოქმედების ვადა, სს „ყ...ის“ ლიცენზიის გავრცელების ფარგლები, სამშენებლო პასპორტი, იჯარის ხელშეკრულების შინაარსი, მისი საგანი და სხვ.. გასათვალისწინებელია, რომ სადავო ქონების აღნიშნულ ნაწილთან მიმართებით სს „თ...ის“ საკუთრების დამდგენი რაიმე დოკუმენტი არ წარმოდგენილა, ქონების მის სახელზე რეგისტრაცია ან მის ბალანსზე ყოფნა უტყუარად არ დადასტურებულა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულებების სათანადოდ შეფასების, მხარეთა და სათანადო ინფორმაციის მქონე სუბიექტთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შემდეგ არის შესაძლებელი სადავო ქონების მესაკუთრის დადგენა. ამდენად, ამ ეტაპზე აღნიშნულ ნაწილში ადმინისტრაციული წარმოების არსებითი ხარვეზის გამო, სასამართლო მოკლებულია დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, რაც სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველს ქმნის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სს „...ის“ და შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ის“ და შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.2019წ. განჩინება;

3. შპს „თ...ის“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.08.2019წ. N1565594644 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. სს „...ს“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს თავის საკასაციო საჩივარზე 15.08.2019წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 200 ლარი სრულად და 27.11.2019წ. N8734778290 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან - 10 ლარი, ჯამში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე