Facebook Twitter

ბს-727 (2კ-19) 07 დეკემბერი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...ამ“ 09.08.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და მოითხოვა ს. ყ-ის, ბ. გ-ისა და ზ. ს-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 25.01.2016წ. N340 გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.07.2016წ. N04/51941 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.08.2016წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

შპს „...ამ“ 09.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ თ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 25.02.2016წ. N780 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.07.2016წ. N04/51929 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.08.2016წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

შპს „...ამ“ 09.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და მოითხოვა ჯ. ჯ-ის, ს. ბ-ის, ნ. ჩ-ის, თ. კ-ისა და ნ. ს-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 08.12.2015წ. N04-13/6676 გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.07.2016წ. N04/51939 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.08.2016წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

შპს „...ამ“ 13.05.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა შ. ბ-ის, ა. ს. ო-ის, დ. კ-ის და ს. -ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 17.11.2015წ. N04-13/6118 გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 11.04.2016წ. N04/28915 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.08.2016წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

შპს „...ამ“ 27.04.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა გ. ნ-ის, ნ. ა-ის, ა. მ-ის, დ. ყ-ის, რ. მ-ის, შ. ნ-ის, ლ. ბ-ისა და ა. ლ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 10.11.2015წ. N04-13/5947 გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 25.03.2016წ. N04/23954 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.08.2016წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

შპს „...ამ“ 09.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და მოითხოვა ვ. თ-ის, დ. კ-ის, გ. ნ-ის, ა. ი-ისა და ვ. ქ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 15.02.2016წ. N609 გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.07.2016წ. N04/51928 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.09.2016წ. განჩნებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

შპს „...ამ“ 09.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და მოითხოვა გ. თ-ის, გ. ნ-ის, ო. დ-ის, თ. ბ-ის, დ. კ-ის, ვ. ბ-ის, მ. წ-ის, ო. ჭ-ისა და გ. მ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 10.12.2015წ. N5173 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.07.2016წ. N04/51938 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დავალება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.09.2016წ. სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 05.10.2016წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმით გორის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული შპს "...ას" სარჩელები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ გაერთიანდა ერთ წარმოებად.

გორის რაიონული სასამართლოს 15.11.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი: ს. ყ-ის, ბ. გ-ისა და ზ. ს-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 25.01.2016წ. N340 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.07.2016წ. N04/51941 გადაწყვეტილება, თ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 25.02.2016წ. N780 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.07.2016წ. N04/51929 გადაწყვეტილება, ჯ. ჯ-ის, ს. ბ-ის, ნ. ჩ-ის, თ. კ-ისა და ნ. ს-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 08.12.2015წ. N04-13/6676 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.07.2016წ. N04/51939 გადაწყვეტილება, შ. ბ-ის, ა. ს. ო-ის,დ. კ-ის და ს. -ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 17.11.2015წ. N04-13/6118 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 11.04.2016წ. N04/28915 გადაწყვეტილება, გ. ნ-ის, ნ. ა-ის, ა. მ-ის, დ. ყ-ის, რ. მ-ის, შ. ნ-ის, ლ. ბ-ისა და ა. ლ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 10.11.2015წ. N04-13/5947 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 25.03.2016წ. N04/23954 გადაწყვეტილება, ვ. თ-ის, დ. კ-ის, გ. ნ-ის, ა. ი-ისა და ვ. ქ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 15.02.2016წ. N609 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.07.2016წ. N04/51928 გადაწყვეტილება, გ. თ-ის, გ. ნ-ის, ო. დ-ის, თ. ბ-ის, დ. კ-ის, ვ. ბ-ის, მ. წ-ის, ო. ჭ-ისა და გ. მ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 10.12.2015წ. N5173 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.07.2016წ. N04/51938 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა“ და კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით, გადაწყვეტილებაში ასახულ შემთხვევებზე, შპს „...ასათვის“ სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ას“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 15.11.2016წ. გადაწყვეტილების 1.9 პუნქტი დ. ყ-ის, რ. მ-ის, შ. ნ-ის, ლ. ბ-ის ნაწილში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე და 1.15 პუნქტი ნაწილობრივ, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა" და კანონმდებლის სხვა მოთხოვნათა დაცვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა შპს "...ასათვის" დ. ყ-ის, რ. მ-ის, შ. ნ-ის, ლ. ბ-ის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, შპს "...ას" სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სასარჩელო მოთხოვნა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 10.11.2015წ. N04-13/5947 გადაწყვეტილების - დ. ყ-ის, რ. მ-ის, შ. ნ-ის, ლ. ბ-ის ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; სასარჩელო მოთხოვნა - ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 25.03.2016წ. N04/23954 გადაწყვეტილების - დ. ყ-ის, რ. მ-ის, შ. ნ-ის, ლ. ბ-ის ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; სასარჩელო მოთხოვნა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაცემის დავალების შესახებ შპს "...ასათვის" დ. ყ-ის, რ. მ-ის, შ. ნ-ისა და ლ. ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 15.11.2016წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლო დ. ყ-ის, რ. მ-ის, შ. ნ-ის და ლ. ბ-ის შემთხვევების განხილვისას აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 11.4 მუხლის თანახმად, შემთხვევის კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება არაუგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა. ამავე პროგრამის 15.2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, თუ სახეზეა დანართი N1-ის 11.4 მუხლით გათვალისწინებული გარემოება, ანაზღაურებას არ დაექვემდებარება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებული ან შეცვლილი კოდი. მოცემულ შემთხვევაში დ. ყ-ის, რ. მ-ის, შ. ნ-ის და ლ. ბ-ის შემთხვევების შესახებ კლინიკის მიერ გაგზავნილ იქნა პროგრამული კოდები, რომლის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ მან შეცვალა კოდები. შეტყობინება მიწოდებულ იქნა მკურნალობის ეპიზოდის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ. ამდენად, მსგავსი შემთხვევები არ ექვემდებარება ანაზღაურება N36 დადგენილების შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აღნიშნავს, რომ პაციენტების ნაწილის მიმართ შპს „...ას“ მიერ გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების ფარგლებში თანმხლები დიაგნოზის სახით მიწოდებულია გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების შესაბამისი კოდები. აღნიშნული შემთხვევები არ დაექვემდებარა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების დანართი N1-ის 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. პროგრამა არ ითვალისწინებს სტაციონალური შემთხვევის პარალელურად, ამავე პაციენტებზე გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების თაობაზე შეტყობინებას და შემთხვევის ამ ტიპების ერთდროულ მართვას. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით დაყოვნების საჭიროების მქონე პაციენტზე, ამავდროულად, ამ დროზე ნაკლები დროით განსაზღვრული ტიპის მომსახურების დაფინანსება არალოგიკურია. კასატორი აღნიშნავს, რომ N485035076 შემთხვევა დაკორექტირდა არაჯეროვანი მომსახურების გაწევის მიზეზით, რამაც განაპირობა პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია ალტერნატიულ კლინიკაში. ასევე დაკორექტირდა შემთხვევა N1320097491 მიზეზით: ძირითადი დიაგნოზი, ჩვენების შესაბამისად გულისხმობს თანმხლებად მიწოდებულ ჩარევას. აღნიშნულ შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების დანართი N1-ის 15.2 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კასატორი აღნიშნავს, რომ პროგრამის თანახმად, I დონის ტრამვატოლოგიური დახმარება დაზუსტებულია, როგორც მოტეხილობა ცდომის გარეშე, ამოვარდნილობა/ კუნთების და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები, რომლის დროსაც გათვალისწინებულია ჩარევები: მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, იმობილიზაცია/ჩაყენება, თუმცა კლინიკის მითითებით პაციენტებს აღენიშნებოდათ მოტეხილობა ცდომით. პროგრამის თანახმად, აღნიშნული მდგომარეობა შეესაბამება II დონის ტრამვატოლოგიურ დახმარებას და მის დაზუსტებას. ამასთან, კასატორი არ იზიარებს კლინიკის არგუმენტს, რომ კლინიკაში არ არის ტრამვატოლოგი, რის გამოც გადაუდებელი დახმარება აღმოჩენილ იქნა ზოგადი ქირურგის მიერ, რომელმაც თავის კომპეტენციის ფარგლებში, მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევის შემდეგ პაციენტებს ჩაუტარა კიდურის მხოლოდ იმობილიზაცია. იმავე მიზეზით დაკორექტირდა N3309881033, N3814114577, N1882739329, N3012907954, N1055718666 N2869701441, N2253665173, N221533777, N3173802994 შემთხვევები. კასატორი მიუთითებს, რომ პაციენტების - ნ. ჩ-ის და თ. კ-ის სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ვინაიდან წარდგენილი საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარგებლეებს ჩაუტარდათ მომსახურება, რომელიც პროგრამის მიხედვით განსაზღვრულია გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ჩამონათვალში, პაციენტების სტაციონარში დაყოვნების დრო უმნიშვნელოდ აღემატება 24 საათს, რამაც განაპირობა მიმწოდებლის მხრიდან გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის გაზრდა. ნ. ს-ის შემთხვევაშიც ჩატარებულია მსგავსი ტიპის მომსახურება, რომელიც საბაზისო პაკეტით მოსარგებლისათვის პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული არ არის. ს. ბ-ის შემთხვევაში წარდგენილი საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, პაციენტს ჩაუტარდა მომსახურება პროგრამული კოდით 6050003927/2 (K26.0- თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული მწვავე სისხლდენით, კონსერვატული მკურნალობა, გართულებული სისხლდენით). შეტყობინებათა რეგისტრაციის სისტემაში გარდა ზემოაღნიშნული კოდისა დაფიქსირებულია ასევე პროგრამული კოდი „I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა“. დადგენილების დანართი N1-ის 22.5 მუხლში აღწერილი პირობების მიხედვით, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისათვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას. რაც შეეხება ჯ. ჯ-ის სამედიცინო მომსახურებას, იგი არ ანაზღაურდა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 15.2 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად. კასატორი აღნიშნავს, რომ N172935248 შემთხვევაში კლინიკაში შესვლისას პაციენტს აღენიშნებოდა ყურის მიდამოში ჭრილობა, შეტყობინებათა ელექტრონულ სისტემაში აღნიშნული დიაგნოზი დაფიქსირდა ხელოვნური კოდით - 1000000008, რაც გულისხმობს მეოთხე დონის ქირურგიულ დახმარებას. აღნიშნულ შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების დანართი N1-ის 15.2 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კერძოდ, პროგრამის თანახმად, IV დონის ქირურგიული დახმარება დაზუსტებულია შემდეგი სახით: სახის ღია ჭრილობები (ძვლების დაზიანების გარეშე). მოცემულ შემთხვევაში ჩარევა განხორციელებულია ყურზე, რომელიც არ შედის სახის მიდამოში. N3478226766 შემთხვევაზე პაციენტმა კლინიკას მიმართა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. აღენიშნებოდა ჭრილობები სახის არეში, რის გამოც ჩაუტარდა სახის ჭრილობის ქირურგიული დამუშავება (IV დონის ქირურგია), ჩატარდა გულ-მკერდის რენტგენოლოგიური და მუცლის ღრუს ექოსკოპიული კვლევა, ჩატარდა ასევე თავის ქალის რენტგენოლოგიური კვლევა. შეტყობინების სახით გადაცემული იყო ინფორმაცია შემდეგ მომსახურებებზე: მეოთხე დონის ქირურგია, ტკივილი გულკერდის და მუცლის არეში, თავის ტკივილი. აღნიშნულ შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის დადგენილების 21.02.2013წ. N36 დადგენილების დანართი N1-ის 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული საგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების N1 დანართის 15.2 მუხლის „ბ.ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებზე მითითებით უარი განაცხადა შპს „...ას“ მიერ პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე. საქმის მასალების მიხედვით კასატორმა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების N1 დანართის 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უარი განაცხადა ისეთი შემთხვევების ანაზღაურებაზე, როდესაც კლინიკის მიერ გაწეული სტაციონალური მომსახურების ფარგლებში თანმხლები დიაგნოზის სახით გადაცემული იყო გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების შესაბამისი კოდები. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევებში პაციენტების მიმართ სტაციონალური მკურნალობის ფარგლებში ჩატარდა ისეთი სახის გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა, რომელიც სტაციონალური მკურნალობის თანმხლებ პროცესად ვერ ჩაითვლება და ცალკე, დამოუკიდებლად განსახორციელებელი მკურნალობის სახეს განეკუთვნება, ამასთანავე, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დაგენილების 1-ლი დანართის - „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ მიხედვით, პროგრამის მიზანია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის მოსახლეობის ფინანსური უზრუნველყოფა (1-ლი მუხ. „ა“ ქვ.პ.), გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება (1-ლი მუხ. „ა.გ“ ქვ.პ.). საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა არაერთგზის ითვალისწინებს, როგორც გადაუდებელი სტაციონარული, ასევე გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას. კასატორი ვერ ასაბუთებს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების გაწევის შემდგომ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების გაწევის საჭიროების წარმოშობის შეუძლებლობას. საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების 1.2 დანართით ამბულატორიულ მომსახურებებს შორის სახელდება მაგ.: მოტეხილობები, ტრავმები, ჭრილობები და სხვ., რასაც ტრავმატოლოგიური, ქირურგიული თუ სხვა სახის სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება. რაც შეეხება გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, ასეთად მიიჩნევა მაგ.: ერთ-ერთი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობა, სასიცოცხლო ფუნქციის აპარატული მხარდაჭერის საჭიროება და სხვ. (1.2 დანართის მე-2 პუქნტი). ამდენად, გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მახასიათებლები არ გამორიცხავს პირველი მომსახურების მეორეში გადაზრდის ზოგად შესაძლებლობას. რაც შეეხება განსახილველ შემთხვევებს, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებით აღნიშნული დებულების არგუმენტირებულ უარყოფას. კასატორი ვერ ასაბუთებს განსახილველი შემთხვევების ანაზღაურებაზე უარს. საკასაციო საჩივარი ძირითადად შეიცავს ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებასა და ნორმათა ციტირებას, ძირითადად გაურკვეველია ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო პრეტენზიების შინაარსი და დასაბუთება. მხოლოდ ზოგადი მითითება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უსწორობაზე, არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. კასატორის მოსაზრება, რომ გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია იმთავითვე მოიცავს ყველა სახის, მათ შორის გადაუდებელ, ამბულატორიულ მომსახურებასაც, არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 15.2 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა პროგრამის განმახორციელებლის მიერ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილ ფაქტებს, მათ შორის თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. კონკრეტულ შემთხვევებში კასატორის მითითებით კლინიკის მიერ შეტყობინებები გადაცემულია ისეთი დიაგნოზისა და სამედიცინო მომსახურების კომბინაციით, რომელიც არ აკმაყოფილებს პროგრამული უზრუნველყოფის პირობებს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციის, დასმული დიაგნოზისა და ჩატარებული მკურნალობის სახის ურთიერთშეუსაბამობა კასატორის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, აღნიშნული გარემოების დამდგენი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. ჩატარებული მკურნალობის უხარისხოდ და არაჯეროვნად განხორციელება უნდა დადასტურდეს მხოლოდ უფლებამოსილი და კომპეტენტური ორგანოს მიერ, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა, მხოლოდ კასატორის ახსნა-განმარტებები არ ქმნის ჩატარებული მკურნალობის უხარისხოდ მიჩნევის საკმარის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.06.2019წ. N19317 საგადახდო მოთხოვნოთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2100 ლარის 70%, _ 1470 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე