Facebook Twitter

№ბს-380(2კ-20) 10 თებერვალი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ც-ის, გ. ც-ის, გე. ც-ის, თ. კ-ის, ნ. კ-ის, კ. კ-ის, გ. კ-ისა და მ. ლ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „...ა“; მესამე პირები - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 31 აგვისტოს სს „...ამ“ განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ ...ის მთავარი ...ის მოდერნიზაციის პროექტის ...ი-...ი-...ის ...ის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით სს ,,...ისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, პროექტის მოქმედების არეალში მოხვედრილ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა: ა) ე. ც-ის საკუთრებაში არსებულ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 505 კვ.მ-ზე; ბ) გე. ც-ისა და გ. ც-ის თანასაკუთრებაში არსებულ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 561 კვ.მ-ზე; გ) თ. კ-ის საკუთრებაში არსებულ ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 187 კვ.მ-ზე და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 180 კვ.მ-ზე; დ) მ. ლ-ის საკუთრებაში არსებულ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად და მ. ლ-ისა და გ. ბ-ის თანასაკუთრებაში არსებულ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად; ე) ნ. კ-ის საკუთრებაში არსებულ ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში, ...აში მდებარე №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სრულად. ვ) ზ. კ-ის, კ. კ-ის, მ. კ-ის, ნ. კ-ის, ნი. კ-ის, ნო. კ-ის თანასაკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1570 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 658 კვ.მ-ზე; ზ) გ. კ-ის საკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში მდებარე 945 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად. განმცხადებელმა აგრეთვე მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს ,,...ის“ განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს ,,...ას“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, ...ის ...ო ...ის ...ის პროექტის ...ი-...ი-...ის ...ა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილ შემდეგ უძრავ ქონებაზე: ა) ე. ც-ის (პ/ნ ..., მის: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ი) საკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 505 კვ.მ-ზე; ბ) გე. ც-ისა (პ/ნ ..., მის: ...ის მუნიციპალიტეტი,სოფ. ...ი) და გ. ც-ის (პ/ნ ..., მის: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ი) თანასაკუთრებაში არსებულ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად და №... საკადასტრო კოდით (მის: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ი) რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 561 კვ.მ-ზე; გ) თ. კ-ის (პ/ნ ..., მის:...ის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ი) საკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 187 კვ.მ-ზე და №... საკადასტრო კოდით (...ის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ი) რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 180 კვ.მ-ზე; დ) მ. ლ-ის (პ/ნ..., ...ის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ა) საკუთრებაში არსებულ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად და მ. ლ-ისა (პ/ნ ..., მის: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ი) და გ. ბ-ის (პ/ნ..., მის: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ი (...ა)) თანასაკუთრებაში არსებულ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად; ე) ნ. კ-ის (პ/ნ ..., მის: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ი, ...ა) საკუთრებაში არსებულ, №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სრულად, ზ. კ-ის (პ.ნ ...), კ. კ-ის (პ.ნ ...), მ. კ-ის (პ.ნ ...), ნ. კ-ის (პ.ნ ...), ნი. კ-ის (პ.ნ...), ნო. კ-ის (პ.ნ ...) თანასაკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1570 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 658 კვ მეტრზე; გ. კ-ის (პ.ნ...) საკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში მდებარე 945 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად; სს ,,...ას“ უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში კერძო საჩივრით გასაჩივრდა სს „...ის“ მიერ.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ე. ც-ემ, გ. ც-ემ, გე. ც-ემ, თ. კ-ემ, ნ. კ-მა, კ. კ-ემ, გ. კ-ემ და მ. ლ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სს „...ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში და გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით მ. ლ-ის, გე. ც-ის, ე. ც-ის, გ. ც-ის, თ. კ-ის, ნ. კ-ის, კ. კ-ისა და გ. კ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „...ამ“ სხვადასხვა დროს წერილებით მიმართა სადავო ნაკვეთების მესაკუთრეებს და აცნობა, რომ სს ,,...ა“ ახორციელებდა ...ის მოდერნიზაციის პროექტს და პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცეოდა მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთი. ამასთანვე, ნაკვეთებზე განთავსებული ქონების სანაცვლოდ სთავაზობდნენ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ღირებულებების თანხას. ხსენებული მიმართვებითვე დაინტერესებულ პირებს განემარტათ მათი პოზიციის სს „...ისთვის“ წერილობით მიწოდების შესახებ და რომ უარის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიმართავდა კომპეტენტურ ორგანოს ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „...ის“ 2018 წლის 05 ივნისის №3312 და 2018 წლის 13 ნოემბრის №6587 მიმართვების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1-1/388 და 2019 წლის 04 აპრილის №1-1/162 ბრძანებებით სს „...ას“ მიენიჭა ...ის ...ო ...ის მოდერნიზაციის პროექტის, ...ი-...ი-...ის ...ის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე, (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება), აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება სადავო ნაკვეთებზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1-1/388 ბრძანებაში მიეთითა, რომ ...ს ...ის ექსპლუატაციის მიზნით, კერძოდ ...ის გვერდით საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული იყო საავტომობილო გზის მოწყობა, რომელიც წარმოადგენდა ...ის დამაკავშირებელ გზას. ამასთან, არსებული გზა განიცდიდა მოდიფიცირებას ...ის მშენებლობის გამო და რომ მოცემული პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი იყო ე. ც-ის, გ. ც-ის, გე. ც-ის, ნ. კ-ის, თ. კ-ის, მ. ლ-ისა და გ. ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გამოსყიდვა, თუმცა დასახელებულ მესაკუთრეებთან ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1-1/388 2019 წლის 04 აპრილის №1-1/162 ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ ,,მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებული იყო ასევე ... ...ისა (სოფ. ...ას მიმდებარე ტერიტორია) და ... ...ის დამაკავშირებელი ...ო და მის პარალელურად არსებული საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნული მონაკვეთის ასაშენებლად აუცილებელი იყო გ. კ-ის საკუთრებაში არსებული, ზ., კ., მ., ნ., ნი., ნო. კ-ეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გამოსყიდვა, თუმცა დასახელებულ მესაკუთრეებთან ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-6, მე-8 მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე და აღნიშნა, რომ არსებობდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება ...ის მთავარი ...ის მოდერნიზაციის პროექტის ...ი-...ი-...ის ...ისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილ აპელანტთა უძრავ ქონებებზე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებში ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა. ამდენად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს დასკვნა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე სს ,,...ის“ განცხადების საფუძვლიანობის შესახებ სწორი იყო, რადგან საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის დებულებებით დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. პალატამ ასევე გაიზიარა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განმარტება, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენდა არა ექსპროპრიაციის უფლებების მინიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებდა ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება. პალატამ აღნიშნა, რომ საკომპენსაციო თანხაზე შეუთანხმებლობა არ შეიძლება გამხდარიყო ექსპროპრიაციის პროცესის შემაფერხებელი გარემოება, რადგან აღნიშნული საკითხი წყდებოდა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, ან მის პარალელურად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ე. ც-ემ, გ. ც-ემ, გე. ც-ემ, თ. კ-ემ, ნ. კ-მა, კ. კ-ემ, გ. კ-ემ და მ. ლ-ემ.

კასატორი - მ. ლ-ე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლზე. მ. ლ-ის განმარტებით, მან სადავოდ გახადა არა გონივრული ანაზღაურების გაცემა, არამედ საქმეზე საექსპროპრიაციო ქონების დეტალური აღწერის დართვა, რაც სააპელაციო პალატის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული. კასატორის მოსაზრებით, ქონების ღირებულებაზე მსჯელობამდე, საჭირო იყო თავად ქონების დეტალური აღწერა. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის მე-3, მე-5 და მე-6 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება, თუ არ მოხდება ქონების დეტალური აღწერა და შესაბამისად, გონივრული ანაზღაურება. მ. ლ-ის მოსაზრებით, სს „...ის“ მიერ სასამართლოში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვენები არ არის სათანადო ფორმის. კერძოდ, არ შეიცავს იმ პროექტის დეტალურ აღწერას, რომლის განსახორციელებლადაც მოითხოვება ექსპროპრიაციის უფლება. კასატორის მითითებით, ექსპროპრიატორის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა ორი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული დასკვნა. დასკვნა არ შეიცავდა ნაგებობების, საფუტკრე მეურნეობის, ხე-მცენარეების რაოდენობის, ღობეების ფართის შესახებ ინფორმაციას. მ. ლ-ის განმარტებით, მან წარმოადგინა სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები, აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი, რომლებიც ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ქონების აღწერის შეუსაბამობას რეალურ ვითარებასთან.

კასატორი აღნიშნავს, რომ სს „...ის“ მიერ არ იყო დაცული კანონმდებლობით დადგენილი პირობები საიმისოდ, რომ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების ჩამორთმევა კანონიერად შეფასდეს. მ. ლ-ის მოსაზრებით, საექსპროპრიაციო ქონების დეტალური აღწერის გარეშე, ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით ახალი სასამართლო დავის წამოწყება აზრს კარგავს.

კასატორები - ე. ც-ე, გ. ც-ე, გე. ც-ე, თ. კ-ე, ნ. კ-ი, კ. კ-ე და გ. კ-ე მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციაზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზე, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის პირველ, მე-2 და მე-3 მუხლებზე, აღნიშნავენ, რომ სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა სს „...ის“ მოთხოვნა. კასატორთა განმარტებით, სს „...ა“ ითხოვდა ...ის ...ი-...ის ...ის მშენებლობის აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად ჩათვლას, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ, ჩამოსართმევ მიწის ნაკვეთებზე უნდა განხორციელდეს არა ...ის, არამედ საავტომობილო გზის მშენებლობა. ამდენად, კასატორთა მოსაზრებით, სადავო საკითხს არ აქვს შემხებლობა სს „...ასთან“. ამასთანავე, კასატორები აღნიშნავენ, რომ გაურკვეველია, რომელი სამართლებრივი აქტების საფუძველზე ახორციელებს სს „...ა“ საავტომობილო გზის მშენებლობას და მიეკუთვნება თუ არა მითითებული საკითხის გადაწყვეტა მის კომპეტენციას.

კასატორების მითითებით, სააპელაციო პალატამ საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის გარეშე დადგენილად მიიჩნია, რომ ...ი-...ის საავტომობილო გზის 0.732 კმ. სიგრძის მონაკვეთი წარმოადგენდა ...ის ინფრასტრუქტურას და საავტომობილო გზების დეპარტამეტის წერილების საფუძველზე, სს „...ა“ უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა მისი მშენებლობა, იმ პირობებში, როდესაც საავტომობილო გზა არ არის ...ო ინფრასტრუქტურა. კასატორთა მოსაზრებით, საავტომობილო გზის მშენებლობა განეკუთვნება საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენციას და მხოლოდ მას შეუძლია აუცილებლობიდან გამომდინარე საავტომობილო გზის მშენებლობის მოთხოვნა.

კასატორები აღნიშნავენ, რომ არ იყვნენ ინფორმირებულები განსახლების პროცედურების, ვადებისა და შედეგების თაობაზე. მათთან შეთანხმებით არ განხორციელებულა მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ქონების დეტალური აღწერა-ინვენტარიზაცია, მათთვის არ გადაუციათ ინვენტარიზაციის აქტი, ფოტო ან ვიდეო მასალა, ქონების შეფასების შესახებ ექსპერტის დასკვნა. ამასთანავე, მათთან არ უწარმოებიათ მოლაპარაკება მთლიანი ქონების გამოსყიდვის თაობაზე. ამდენად, წინასაექსპროპრიაციო ეტაპი განხორციელდა კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით. კასატორთა მითითებით, ქონების საკომპენსაციო გაანგარიშების ოქმში არასწორადაა დაფიქსირებული მრავალწლიანი ნარგავების რაოდენობა და ასაკი, ხოლო ზოგიერთი ნარგავი საერთოდ არ არის შეტანილი. კასატორები აღნიშნავენ, რომ საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ე. ც-ის, გ. ც-ის, გე. ც-ის, თ. კ-ის და კ. კ-ის საცხოვრებელი სახლები გზიდან დაშორებული იქნება მხოლოდ რამოდენიმე მეტრით, რაც შეუძლებელს გახდის კიბის გარეშე სახლში შესვლას. ამასთანავე, დაირღვევა კასატორთა და ოჯახის წევრთა უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოში ცხოვრებისა და დასვენების უფლება. ექსპროპრიაციის შემთხვევაში, მათ ჩამოერთმევათ სოფლის მეურნეობისათვის ვარგისი მიწის ნაკვეთები და დარჩებათ მხოლოდ კლდოვანი, გამოუსადეგარი ტერიტორიები და გაუფასურებული უძრავი ქონება, სადაც ცხოვრება და დასვენება შეუძლებელი იქნება. აღნიშნული კი საბოლოო ჯამში, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების უფლების ხელყოფას გამოიწვევს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ ნ. კ-ისა და გ. კ-ის მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობის, მრავალწლიანი ნარგავების, ქვევრის, თონისა და ღობეების შეფასება არის არასამართლიანი და ქონების საბაზრო ღირებულებასთან შეუსაბამო. ამასთან, შეუსაბამოა მათთვის განსაზღრული მორალური ზიანის ოდენობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა, რომ უნდა მოხდეს ამ პირებისა და მათი ოჯახების საცხოვრებლი ადგილიდან გასახლება, რასაც არასამართლიანი საკომპენსაციო თანხის გადაცემის შემთხვევაში, შესაძლოა მოჰყვეს ოჯახის წევრთა დაშორება ან მათი საცხოვრებლის გარეშე დატოვება. კასატორთა განცხადებით, სს „...ისადმი“ მათი შეთავაზება მთლიანი მიწის ნაკვეთების შესყიდვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ზესტაფონის რაიონული სასამართლოების 2019 წლის 16 აგვისტოს საოქმო განჩინებების გაუქმებას, რაზეც სააპელაციო პალატას არ უმსჯელია. კასატორთა მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით სს „...ას მიენიჭა მხოლოდ მიწის ნაკვეთების ექსპროპრიაციის უფლება. ხსენებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლები, არასაცხოვრებელი ფართები, ღობეები და მრავალწლიანი ნარგავები, რომელთა ექსპროპრიაციის უფლება განმცხადებელს არ მინიჭებია. კასატორები მიუთითებენ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავენ, რომ მოცემული კატეგორიის საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა ე. ც-ის, გ. ც-ის, გე. ც-ის, თ. კ-ის, ნ. კ-ის, კ. კ-ისა და გ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ც-ის, გ. ც-ის, გე. ც-ის, თ. კ-ის, ნ. კ-ის, კ. კ-ის, გ. კ-ისა და მ. ლ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ 2018 წლის 05 ივნისის №3312 და 2018 წლის 13 ნოემბრის №6587 მიმართვების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1-1/388 და 2019 წლის 04 აპრილის №1-1/162 ბრძანებებით სს „...ას“ მიენიჭა ...ის მთავარი ...ის მოდერნიზაციის პროექტის, ...ი-...ი-...ის ...ის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება), აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1-1/388 ბრძანებაში მიეთითა, რომ ...ეს ...ის ექსპლოატაციის მიზნით, კერძოდ ...ის გვერდით საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული იყო საავტომობილო გზის მოწყობა, რომელიც წარმოადგენდა ...ის დამაკავშირებელ გზას. ამასთან არსებული გზა განიცდიდა მოდიფიცირებას ...ის მშენებლობის გამო და რომ მოცემული პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი იყო ე. ც-ის, გ. ც-ის, გე. ც-ის, ნ. კ-ის, თ. კ-ის, მ. ლ-ისა და გ. ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გამოსყიდვა, თუმცა დასახელებულ მესაკუთრეებთან ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 04 აპრილის №1-1/162 ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ ,,მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებული იყო ასევე ... ...ისა (სოფ. ...ას მიმდებარე ტერიტორია) და ... ...ის დამაკავშირებელი ...ო და მის პარალელურად არსებული საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნული მონაკვეთის ასაშენებლად აუცილებელი იყო გ. კ-ის საკუთრებაში არსებული, ზ., კ., მ., ნ., ნი., ნო. კ-ეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გამოსყიდვა, თუმცა დასახელებულ მესაკუთრეებთან ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. ექსპროპრიაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1-1/388 და 2019 წლის 04 აპრილის №1-1/162 ბრძანებებით სათანადოდ იყო დასაბუთებული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა. აგრეთვე, განსაზღვრული იყო ექსპროპრიაციის სუბიექტი - სს „...ა“ და ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ვინაობა. ზემოხსენებული ბრძანებებით სს „...ას“ მიენიჭა საავტომობილო გზის (როგორც ...ის ინფრასტრუქტურის) მოწყობის უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება, რომ განმცხადებელს არ გააჩნია საავტობილო გზის მშენებლობის კომპეტენცია.

კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორთა მოტივაცია აგებულია იმ გარემოებებზე, რომ არ მომხდარა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დეტალური აღწერა, რის გამოც, მათთვის შეთავაზებული საკომპენსაციო თანხები შეუსაბამო და არასამართლიანია. ამასთან, მათ არ მიეწოდათ ინფორმაცია განსახლების პროცედურების, ვადებისა და შედეგების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს სს „...ისათვის“ სადავო უძრავ ნაკვეთებზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება წარმოადგენს. საკასაციო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინასაექსპროპრიაციო ეტაპზე განმცხადებელსა და ქონების მესაკუთრეთა შორის ქონების აღწერასა და საკომპენსაციო თანხაზე შეთანხმების არ არსებობა არ გამორიცხავს ექსპროპრიაციის მინიჭების შესაძლებლობას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით არ ილახება მესაკუთრეთა სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის უფლება. კასატორთა მიერ დასახელებული პრეტენზიები მიწის ნაკვეთებზე არსებული ნაგებობების, მრავალწლიანი ნარგავების ოდენობის (ქვევრის, ღობეების), აგრეთვე საავტომობილო გზის მშენებლობით გამოწვეული დისკომფორტის გამო მათთვის მიყენებული მატერიალური თუ მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, შესაძლოა სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს არა მოცემული, არამედ მხარეთა მიერ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად წარგენილი სამოქალაქო სარჩელის ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ც-ის, გ. ც-ის, გე. ც-ის, თ. კ-ის, ნ. კ-ის, კ. კ-ის, გ. კ-ისა და მ. ლ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე