გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 23I 15 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, მ. გოგიშვილი
განიხილა საქართველოს ტრანსპორტის პროკურორის უფროსი თანაშემწის გ. ა-ის, დაზარალებულ ა. ქ-ას, ადვოკატების _ ზ. რ-სა და ხ. კ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 17 მაისის განჩინებაზე, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე ზ. ჯ-ის მიმართ დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა პროკურატურას.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ზ. ჯ-ეს, ბრალი დაედო იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 96I-ე მუხლითა და 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით /ძვ. რედაქცია/.
ზ. ჯ-ეს ბრალი დაედო იმაში, რომ მან ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარის გამოყენებით ჩაიდინა სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცება, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ. ჯ-ძე, მსახურობდა რა საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ,,---ის” დაცვის პოლიციის განყოფილების პოლიციელად, საქართველოს შს მინისტრის 1994წ. 13 ივნისის ¹-- ბრძანების დარღვევით, ყაჩაღობის ჩადენის განზრახვით, არასამსახურებრივ დროს სათანადო ნებართვის გარეშე ატარებდა სამსახურებრივ ცეცხლსასროლ იარაღს _ ,,მაკაროვის” მოდელის პისტოლეტს და 5 ერთეულ საბრძოლო მასალას, ,,მაკაროვის” მოდელის პისტოლეტის ვაზნას. 1998წ. 15 ოქტომბერს, დაახლოებით 20 საათზე, იგი მივიდა თბილისის რკინიგზის ცენტრალური ვაგზლის ,,--- ვაგზლის” ტერიტორიაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ა. ქ-სთან და გასტაცა სამუშაო მაგიდის გვერდით მოთავსებულ პოლიეთილენის პარკში შენახული 14000 ლარი, 12230 რუსული რუბლი და 11350 აშშ დოლარი და გაიქცა რკინიგზის საავადმყოფოს მიმართულებით. მის დასაკავებლად გამოდევნებულების _ დაზარალებულ ა. ქ-ას მეუღლის _ დ. მ-ასა და მისი ამხანაგის ი. ქ-ლის შესაშინებლად სამსახურებრივი პისტოლეტიდან მოახდინა ერთჯერადი უმისამართო გასროლა, რის შემდეგ მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ზ. ჯ-ემ გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, სათანადო ნებართვის გარეშე, შეიძინა ორი ერთეული საბრძოლო მასალა _ ,,მაკაროვის” მოდელის პისტოლეტის ვაზნები, რომლებსაც ასევე უნებართვოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, თბილისში, --- აღნიშნული იარაღი 1999წ. 1 სექტემბერს ჩხრეკის დროს ამოიღეს ტრანსპორტის პოლიციის თანამშრომლებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 2004წ. 17 მაისის განჩინებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, შეუძლებლად მიიჩნია გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენა და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლდა დაუბრუნა პროკურატურას.
საქართველოს ტრანსპორტის პროკურორის უფროსი თანაშემწე გ. ა-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის.
დაზარალებული ა. ქ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის.
განსასჯელ ზ. ჯ-ის ადვოკატები _ ზ. რ-ლი და ხ. კ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვენ განჩინების გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ნ. ბ-მა მხარი დაუჭირა პროკურორ გ. ა-ის საკასაციო საჩივარს და ითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად გადაცემა თბილისის საოლქო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ა. ქ-ამ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 17 მაისის განჩინება ზ. ჯ-ის ბრალდების საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების შესახებ უნდა გაუქმდეს და სისხლის სამართლის საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას. პალატა ეთანხმება საკასაციო საჩივრების მოტივებს, რომ საქმის კიდევ ერთხელ დამატებით გამოძიებაში დაბრუნება არსებითს ვერაფერს შემატებს მას და მხოლოდ დროს გააჭიანურებს. პროკურორი გ. ა-ლი საჩივარში მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002წ. 19 თებერვლის განჩინებით გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩენი ზ. ჯ-ის მიმართ და საქმე დაუბრუნდა პროკურატურას, დამატებითი გამოძიების დროს აღმოფხვრილ იქნა გამოძიების ყველა ის ხარვეზი, რაც მითითებული იყო განჩინებაში, შესრულდა ყველა მითითება, რამაც კიდევ უფრო შემატა მტკიცებულებები ზ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის დადასტურებას.
საქმის ხელმეორედ განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და საქმეზე დაადგინოს კანონიერი და დასაბუთებული განაჩენი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 17 მაისის განჩინება ზ. ჯ-ის მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.