Facebook Twitter
ბს-762(კ-20) 25 მარტი, 2021წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. დ-ემ 19.10.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ „ზ. დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 12.09.2018წ. ბრძანების ბათილად ცნობის, ზ. დ-ის ...ი დეპარტამენტის ...-... ...ის სამმართველოს ... ...ის ... ...ის ან ... ...ის ... ...ის თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.05.2019წ. გადაწყვეტილებით ზ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ზ. დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 12.09.2018წ. ბრძანება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. დ-ესთან მიმართებით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. დ-ის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 102-ე, 110-ე მუხლების მიხედვით, საჯარო სამსახურში თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველია რეორგანიზაცია, რომელსაც მოჰყვა შტატების შემცირება, რაც თავის მხრივ გულისხმობს აღნიშნული საშტატო ერთეულის სრულად გაუქმებას. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შედეგად ... დეპარტამენტს გამოეყო ... ..სა და ...-... ...ის დეპარტამენტი, რომლის ...-... ...ის სამმართველოში განისაზღვრა ... ...ის ... ...ის 3 საშტატო ერთეული, ხოლო ... ...ის ... ...ის 4 საშტატო ერთეული. რეორგანიზაციამდე დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, ...-... ...ის სამმართველოში ... ...ის ... ...ის 6 საშტატო ერთეული არსებობდა, რომელთაგან ერთ-ერთზე დანიშნული იყო ზ. დ-ე. ამდენად, რეორგანიზაციის შედეგად ორი ერთეულით შემცირდა ...-... ...ის სამმართველოს ... ...ის ... ...ის საშტატო ერთეულები. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის დაცვის საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების თანამდევი შედეგები, უნდა გამოირიცხოს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია. პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება ერთსადაიმავე პირობებში მყოფი პირებიდან ზოგიერთი პირის (მათ შორის ზ. დ-ის) თანამდებობიდან გათავისუფლების, ხოლო ზოგიერთის თანამდებობაზე დატოვების საფუძვლები. პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული და რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ... ...ის ... ...ის საშტატო ერთეული ფუნქციურად არსებითად ერთიდაიმავე დატვირთვის იყო, რაც რეორგანიზაციამდე არსებულ შტატებზე დასაქმებულ პირებს არსებითად თანაბარ სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებდა ახალ საშტატო ერთეულებზე დანიშვნის თვალსაზრისით. პალატამ აღნიშნა, რომ ზ. დ-ის გათავისუფლების შესახებ აქტი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას, გაურკვეველია რა კრიტერიუმების (კვალიფიკაცია და ა.შ.) გათვალისწინებით მიენიჭათ სხვა პირებს უპირატესობა რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბებულ საშტატო ერთეულზე დანიშვნისას იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული თანამდებობის და ...-... ...ის სამმართველოს ... ...ის ... ...ის საშტატო ერთეული დატვირთულია არსებითად იგივე ფუნქციებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ არ შეაფასა ზ. დ-ის თანხმობის ფურცლები, რომელთა მიხედვით ზ. დ-ემ წერილობითი თანხმობა განაცხადა გარე მობილობაზე, სამინისტროს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის მიზნით მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროსათვის და სამგორის რაიონის გამგეობისათვის გადაგზავნაზე, მოხელეთა რეზერვში ორი წლით ჩარიცხვაზე. მობილობაზე თანხმობის გაცემისას მოსარჩელისათვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ იგი გათავისუფლდებოდა სამინისტროში დაკავებული თანამდებობიდან, მიუხედავად მობილობის შედეგებისა. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია სხდომის ოქმი, რომლითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელის გარე მობილობისათვის დაქვემდებარების თაობაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, აღნიშნული არც ყოფილა დავის საგანი, შესაბამისად სააპელაციო პალატის მსჯელობა დისკრიმინაციის საკითხებზე დაუსაბუთებელია. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამჟამად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...ი დეპარტამენტის ...ის ...სა და ...-... ...ის სამმართველოში ვაკანტური თანამდებობა არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე უდავოდ არის დადგენილი, რომ ზ. დ-ე დასაქმებული იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...ი დეპარტამენტის ...-... ...ის სამმართველოს ... ...ის ... ...ის თანამდებობაზე, როერგანიზაციამდე სამმართველოში იყო ... ...ის ... ...ის 6 შტატი. რეორგანიზაციის შედეგად ეკონომიკის დეპარტმანეტს გამოეყო ... ..სა და ...-... ...ის დეპარტამენტი, რომლის ...-... ...ის სამმართველოში განისაზღვრა ... ...ის ... ...ის 4 შტატი. რეორგანიზაციამდე დასაქმებული 6 ... ...დან 4 პირი გადაინიშნა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ შტატზე, ხოლო 2 პირი, მათ შორის ზ. დ-ე, დაევემდებარა მობილობას. მობილობის წარუმატებლად დასრულების შემდეგ მოსარჩელე ზ. დ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა შორის სადავოდ არ არის გამხდარი რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი შტატების ფუნქციური დატვირთვის არსებითად იგივეობა. კასატორი არ უთითებს რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული შტატის ახალ, განსხვავებულ ფუნქციებზე, მის დასაკავებლად დადგენილ განსხვავებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე ან რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც გამორიცხავს ზ. დ-ის მიერ აღნიშნული თანამდებობის დაკავებას. კასატორს არ მიუთითებია ზ. დ-ის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ რეალური გაუქმებაზე. შტატისათვის მხოლოდ დაქვემდებარების შეცვლა არ ქმნის გათავისუფლებისათვის საკმარის საფუძველს. მხოლოდ ის გარემოება, რომ არსებული 6 შტატიდან მოხდა მხოლოდ 4 შტატის შენარჩუნება, არ ასაბუთებს ზ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების მართლზომიერებას, რადგან შტატის ფუნქციური დატვირთვით შენარჩუნების შემთხვევაში დასაბუთებას საჭიროებს კონკრეტული მოხელისათვის უპირატესობის მინიჭება, რაც უნდა მომხდარიყო ზ. დ-ისა და ახალ საშტატო ერთეულზე დანიშნული მოხელების პროფესიული უნარ-ჩვევების, გამოცდილების, კომპეტენციის, პიროვნული მახასიათებლებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი სხვა გარემოებების ურთიერთშედარების საფუძველზე. საქმის მასალების, მათ შორის მობილობას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრის შესახებ ოქმის მიხედვით, არ იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული პირებისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი. შტატების შემცირების შემთხვევაში კონკრეტული მოხელის გათავისუფლება საჭიროებს სათანადო დასაბუთებას, შტატის შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება ორგანოს მიერ მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, თითოეული მუშაკის პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, პირადი თვისებების, კოლეგიალობის, რეპუტაციის და სხვა გარემოებების გათვალისწინებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ჯეროვანი დასაბუთება იმისა თუ რატომ არ აკმაყოფილებდა მოსარჩელე რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ თანამდებობაზე დანიშვნის წინაპირობებს, დისკრეციის სფერო აქტის დასაბუთებას მოითხოვს (სზაკ-ის 53.4 მუხ.).
კასატორის მითითება ზ. დ-ის წერილობით თანხმობებზე არ ადასტურებს სარჩელის უსაფუძვლობას, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების უსწორობას. გარე მობილობაზე თანხმობა არ გამორიცხავს მობილობის წარუმატებლად დასრულების, თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში გათავისუფლების არამართლზომიერებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრაზე მოხელის უფლებას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებელია სწორედ შიდა თუ გარე მობილობის კანონშეუსაბამოდ ჩატარების შედეგი იყოს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52.1 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე. საჯარო დაწესებულებამ უპირველეს ყოვლისა უნდა უზრუნველყოს რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი თანამდებობის გამოყენება მობილობის მიზნებისათვის. სამინისტროს, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საუკეთესოს შერჩევის მიზნით, რეორგანიზაციამდე არსებულ 6 შტატზე დასაქმებული პირების შეფასებისას უნდა დაედგინა მათგან საუკეთესო კანდიდატები, რომელთა დანიშვნაც მოხდებოდა რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ 4 შტატზე. აღნიშნული მობილობის პროცესის შემადგენელი ნაწილია. მოხელის თანხმობა მობილობაზე არ ადასტურებს მობილობის პროცესის, მოხელის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე


ქ. ცინცაძე